მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში ბინის ქირა დაახლოებით 80%-ით გაიზარდა - "რომ არ ჩამოსულიყვნენ რუსეთის, ბელარუსის და უკრაინის მოქალაქეები, ამ ზრდიდან 2/3 არ გვექნებოდა"
თბილისში ბინის ქირა დაახლოებით 80%-ით გაიზარდა - "რომ არ ჩამოსულიყვნენ რუსეთის, ბელარუსის და უკრაინის მოქალაქეები, ამ ზრდიდან 2/3 არ გვექნებოდა"

2022 წლის აგ­ვის­ტოს მო­ნა­ცე­მე­ბით, ბი­ნის ქირა თბი­ლის­ში, წლი­უ­რად, 79%-ით არის გაზ­რდი­ლი, ბი­ნის გა­სა­ყი­დი ფასი კი 27%-ით.

რო­გორც "თი­ბი­სი კა­პი­ტა­ლის“ უფ­რო­სი ასო­ცი­რე­ბუ­ლი მკვლე­ვა­რი, გი­ორ­გი მჟა­ვა­ნა­ძე „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას გან­მარ­ტავს, კვად­რა­ტულ მეტრზე ფასი 24.8 ლა­რით გა­ი­ზარ­და.

რო­გორც ის აღ­ნიშ­ნავს, ბი­ნის ქი­რის 79%-იან ზრდა­ზე გავ­ლე­ნა რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტორ­მა მო­ახ­დი­ნა, მათ შო­რის არის სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თის, ბე­ლა­რუ­სის და უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჩა­მოს­ვლა.

„2022 წლის აგ­ვის­ტოს მო­ნა­ცე­მე­ბით, წინა წლის აგ­ვის­ტოს­თან შე­და­რე­ბით, ბი­ნის ქირა 79%-ით არის გაზ­რდი­ლი - კერ­ძოდ, კვად­რა­ტულ მეტრზე 24.8 ლა­რით. ფა­სის ზრდას რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზი აქვს. ამ 79%-იანი ზრდი­დან, რაც დო­ლარ­ში გვაქვს, ჩვე­ნი გათ­ვლე­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით 2/3 მო­დის მიგ­რა­ცი­ა­ზე. მიგ­რა­ცია რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ არ ჩა­მო­სუ­ლი­ყო რუ­სე­თის, ბე­ლა­რუ­სის და უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, ამ ზრდი­დან 2/3 არ გვექ­ნე­ბო­და, და­ახ­ლო­ე­ბით 25%-ით იქ­ნე­ბო­და გაზ­რდი­ლი ქირა და არა 79%-ით. წლი­უ­რად 25 %-ით იმი­ტომ გა­იზ­რდე­ბო­და, რომ ქირა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ე­ცა პან­დე­მი­ურ წლებ­ში, 2021 წლის მე­ო­რე კვარტლი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ეკო­ნო­მი­კის აღ­დგე­ნა, რე­გი­ონ­ში და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი ბრუნ­დე­ბოდ­ნენ თბი­ლის­ში, ბა­თუმ­შიც და­ი­წყო ტუ­რის­ტუ­ლი ნა­კა­დე­ბის აღ­დგე­ნა, რაც და­დე­ბი­თად მოქ­მე­დე­ბა ქი­რა­ზე.

ქირა ისე­დაც გა­იზ­რდე­ბო­და, თუმ­ცა მიგ­რა­ცი­ამ ეს პრო­ცე­სი და­აჩ­ქა­რა და 25%-იანი ზრდის ნაც­ვლად, 79-80%-იანი ზრდა გვაქვს.

მე­ო­რე ფაქ­ტო­რია ეკო­ნო­მი­კის სწრა­ფი აღ­დგე­ნა წელს და გა­სულ წელ­საც. მიმ­დი­ნა­რე წელს ეკო­ნო­მი­კის აღ­დგე­ნა და პან­დე­მი­უ­რი პე­რი­ო­დი­დან გა­მოს­ვლა ყვე­ლა­ფერ­ზე მოქ­მე­დებს. აგ­ვის­ტო­ში ასე­ვე და­ე­მა­ტა სტუ­დენ­ტე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის ეფექ­ტი, რაც სწავ­ლის და­წყე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. რა­საც ვხე­დავთ, ამან სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი წარ­მოშ­ვა. ეს და­დე­ბი­თად იმოქ­მე­დებ­და, მაგ­რამ სა­ვა­რა­უ­დოდ, ამან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გავ­ლე­ნა არ მო­ახ­დი­ნა ქი­რის ფას­ზე, რად­გან სტუ­დენ­ტე­ბის მსყიდ­ვე­ლუ­ნა­რი­ა­ნო­ბა და გა­დახ­დი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა შე­და­რე­ბით და­ბა­ლია. ასე­ვე, თვი­დან თვემ­დე რომ შევ­ხე­დოთ, აქაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზრდა იყო.

მინ­და ასე­ვე, აღ­ვნიშ­ნო ლა­რის კურ­სი, ლა­რის გამ­ყა­რე­ბა დო­ლარ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ეს დო­ლარ­ში გა­მო­სა­ხულ ქი­რა­სა და გა­სა­ყიდ ფას­ზე და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს. თუ დო­ლარ­ში ქი­რის ზრდა გვაქვს 79%, ლარ­ში არის 60%. თუ გა­ყიდ­ვის ფას­ზე ვი­სა­უბ­რებთ, გა­ყიდ­ვის ფა­სიც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად არის გაზ­რდი­ლი. თუ ბი­ნის ქირა აგ­ვის­ტოს მო­ნა­ცე­მე­ბით 79%-ით გა­ი­ზარ­და დო­ლარ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 27%-ით არის გაზ­რდი­ლი ბი­ნის გა­სა­ყი­დი ფასი თბი­ლის­ში“, - აღ­ნიშ­ნავს გი­ორ­გი მჟა­ვა­ნა­ძე.

საწყალი ხალხი
1

ფაქტიურად რუსების შემოსევამ დაღუპა ქართველების უმრავლესობა. გასაქირავებელი ბინა დიდი დიდი მისახლეობის 1% ქონდეს. დანარჩენზე გადატყდა ეს გაძვირებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

თბილისში ბინის ქირა დაახლოებით 80%-ით გაიზარდა - "რომ არ ჩამოსულიყვნენ რუსეთის, ბელარუსის და უკრაინის მოქალაქეები, ამ ზრდიდან 2/3 არ გვექნებოდა"

თბილისში ბინის ქირა დაახლოებით 80%-ით გაიზარდა - "რომ არ ჩამოსულიყვნენ რუსეთის, ბელარუსის და უკრაინის მოქალაქეები, ამ ზრდიდან 2/3 არ გვექნებოდა"

2022 წლის აგვისტოს მონაცემებით, ბინის ქირა თბილისში, წლიურად, 79%-ით არის გაზრდილი, ბინის გასაყიდი ფასი კი 27%-ით.

როგორც "თიბისი კაპიტალის“ უფროსი ასოცირებული მკვლევარი, გიორგი მჟავანაძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტავს, კვადრატულ მეტრზე ფასი 24.8 ლარით გაიზარდა.

როგორც ის აღნიშნავს, ბინის ქირის 79%-იან ზრდაზე გავლენა რამდენიმე ფაქტორმა მოახდინა, მათ შორის არის საქართველოში რუსეთის, ბელარუსის და უკრაინის მოქალაქეების ჩამოსვლა.

„2022 წლის აგვისტოს მონაცემებით, წინა წლის აგვისტოსთან შედარებით, ბინის ქირა 79%-ით არის გაზრდილი - კერძოდ, კვადრატულ მეტრზე 24.8 ლარით. ფასის ზრდას რამდენიმე მიზეზი აქვს. ამ 79%-იანი ზრდიდან, რაც დოლარში გვაქვს, ჩვენი გათვლებით, დაახლოებით 2/3 მოდის მიგრაციაზე. მიგრაცია რომ არ ყოფილიყო, საქართველოში რომ არ ჩამოსულიყო რუსეთის, ბელარუსის და უკრაინის მოქალაქეები, ამ ზრდიდან 2/3 არ გვექნებოდა, დაახლოებით 25%-ით იქნებოდა გაზრდილი ქირა და არა 79%-ით. წლიურად 25 %-ით იმიტომ გაიზრდებოდა, რომ ქირა მნიშვნელოვნად დაეცა პანდემიურ წლებში, 2021 წლის მეორე კვარტლიდან მიმდინარეობდა ეკონომიკის აღდგენა, რეგიონში დასაქმებულები ბრუნდებოდნენ თბილისში, ბათუმშიც დაიწყო ტურისტული ნაკადების აღდგენა, რაც დადებითად მოქმედება ქირაზე.

ქირა ისედაც გაიზრდებოდა, თუმცა მიგრაციამ ეს პროცესი დააჩქარა და 25%-იანი ზრდის ნაცვლად, 79-80%-იანი ზრდა გვაქვს.

მეორე ფაქტორია ეკონომიკის სწრაფი აღდგენა წელს და გასულ წელსაც. მიმდინარე წელს ეკონომიკის აღდგენა და პანდემიური პერიოდიდან გამოსვლა ყველაფერზე მოქმედებს. აგვისტოში ასევე დაემატა სტუდენტების დაბრუნების ეფექტი, რაც სწავლის დაწყებას უკავშირდება. რასაც ვხედავთ, ამან სოციალური პრობლემები წარმოშვა. ეს დადებითად იმოქმედებდა, მაგრამ სავარაუდოდ, ამან მნიშვნელოვანი გავლენა არ მოახდინა ქირის ფასზე, რადგან სტუდენტების მსყიდველუნარიანობა და გადახდისუნარიანობა შედარებით დაბალია. ასევე, თვიდან თვემდე რომ შევხედოთ, აქაც მნიშვნელოვანი ზრდა იყო.

მინდა ასევე, აღვნიშნო ლარის კურსი, ლარის გამყარება დოლართან მიმართებაში. ეს დოლარში გამოსახულ ქირასა და გასაყიდ ფასზე დადებითად მოქმედებს. თუ დოლარში ქირის ზრდა გვაქვს 79%, ლარში არის 60%. თუ გაყიდვის ფასზე ვისაუბრებთ, გაყიდვის ფასიც მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. თუ ბინის ქირა აგვისტოს მონაცემებით 79%-ით გაიზარდა დოლარში, დაახლოებით 27%-ით არის გაზრდილი ბინის გასაყიდი ფასი თბილისში“, - აღნიშნავს გიორგი მჟავანაძე.