პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სახელმწიფო პენსიას არ ვიღებ - ჩემთან მიმართებაში ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას კორექტულობა აკლდა " - გამყრელიძის პირველი ინტერვიუ თანამდებობიდან წასვლის შემდეგ
"სახელმწიფო პენსიას არ ვიღებ - ჩემთან მიმართებაში ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას კორექტულობა აკლდა " - გამყრელიძის პირველი ინტერვიუ თანამდებობიდან წასვლის შემდეგ

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მიერ მას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა, რომ ის "დამ­სა­ხუ­რე­ბულ პენ­სი­ა­ზე გა­ვი­და" კო­რექ­ტუ­ლი არ იყო. ამის შე­სა­ხებ ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

რაც შე­ე­ხე­ბა კი­თხვას, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ, მი­ი­ღო თუ არა შე­თა­ვა­ზე­ბა, სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, გამ­ყრე­ლი­ძის თქმით, "ოფი­ცი­ა­ლუ­რი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა არ ყო­ფი­ლა, თუმ­ცა იყო მი­ნიშ­ნე­ბა, რა­მეს ხომ არ ისურ­ვებ­და მა­ღა­ლი ეშე­ლო­ნე­ბი­დან“.

"რაც შე­ე­ხე­ბა გან­ცხა­დე­ბას, რაც გა­კეთ­და, დე­ლი­კა­ტუ­რად რომ ვთქვა, ალ­ბათ, ცოტა კო­რექ­ტუ­ლო­ბა აკ­ლდა. მინ­და და­ვი­ჯე­რო, რომ უფრო იმ­პულ­სუ­რი იყო. მე თვი­თონ გახ­ლდით მი­ნის­ტრი და ჯან­დაც­ვის არ­ცერთ მი­ნის­ტრზე ცუდი არა­ფე­რი მით­ქვამს არას­დროს და არც დღე­ვან­დელ მი­ნის­ტრზე ვი­ტყვი რა­ი­მეს, თუმ­ცა იმ გა­მოთ­ქმა­ში ცოტა მეტი კო­რექ­ტუ­ლო­ბა იყო სა­ჭი­რო. მე 10 წლის წინ სხვა, სა­ერ­თა­შო­რი­სო დაგ­რო­ვე­ბი­თი პენ­სია და­მე­ნიშ­ნა ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში მუ­შა­ო­ბის გამო, ამი­ტომ სა­ხელ­მწი­ფო პენ­სი­ას ვერ მი­ვი­ღებ. სხვა­თა შო­რის, პენ­სი­ა­ზე რომ უნდა გავ­სუ­ლი­ყა­ვი, სწო­რედ მა­შინ, 2012 წელს შე­მომ­თა­ვა­ზეს ხელ­მე­ო­რედ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრო­ბა“, - აღ­ნიშ­ნა გამ­ყრე­ლი­ძემ.

ამას­თან, კი­თხვა­ზე, რო­გორ შე­ა­ფა­სებს ზუ­რაბ აზა­რაშ­ვი­ლის მიერ ჯან­დაც­ვის სექ­ტო­რის მარ­თვის დღე­ვან­დელ პო­ლი­ტი­კას, მათ შო­რის, კო­ვიდ კლი­ნი­კე­ბის მკაცრ კონ­ტროლს და მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბას კლი­ნი­კე­ბის მიერ თან­ხე­ბის არა­მიზ­ნობ­რივ ხარ­ჯვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, გამ­ყრე­ლი­ძემ გან­მარ­ტა, რომ ურ­ჩევ­და მი­ნისტრს, სა­უ­ბა­რი სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის მი­მართ მად­ლო­ბით და­ე­წყო.

"მე არ მიყ­ვარს, რო­დე­საც ჩემს კო­ლე­გებ­ზე ვსა­უბ­რობ. “საქ­მე­მან შენ­მან წარ­მო­გა­ჩი­ნო­სო“. ახალ­გაზ­რდა კა­ცია, გა­სა­გე­ბია, რომ ჯან­დაც­ვის სექ­ტორ­ში მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა არ ჰქონ­და. მე­ნე­ჯე­რუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. მე ვურ­ჩევ­დი, რომ ამ გან­ცხა­დე­ბამ­დე მად­ლო­ბა გა­და­ე­ხა­და სა­მე­დი­ცი­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, რო­მე­ლიც ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბაა და რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბულ როლს თა­მა­შობ­და და ითა­მა­შებს ქვეყ­ნის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბებ­ში, რო­მე­ლიც ბოლო სამი წელი იყო პან­დე­მი­ის პირ­ველ ხაზ­ზე. პან­დე­მია ჯერ არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა, კაც­მა არ იცის, რა და რო­გორ იქ­ნე­ბა. გა­სა­გე­ბია, რომ უმ­რავ­ლე­სო­ბა ვემ­ხრო­ბით, რომ ვირუ­სი კი­დევ უფრო და­სუს­ტდე­ბა და იქ­ცე­ვა ენ­დე­მურ ვირუ­სად, შე­იძ­ლე­ბა მი­უ­ახ­ლოვ­დეს სხვა კო­რო­ნა­ვირუ­სებს, რომ­ლე­ბიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას არ აწუ­ხე­ბენ. მე მა­ინც მად­ლო­ბით და­ვი­წყებ­დი...

კო­ვი­დი იგი­ვეა, რაც ომი. რა თქმა უნდა, გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხა უნდა გა­კონ­ტროლ­დეს, მისი ხარ­ჯვა უნდა იყოს ხარჯთე­ფექ­ტუ­რი. ის ხარ­ჯე­ბი, რაც გა­მო­ი­ყო­ფა, მიზ­ნობ­რი­ვად უნდა იხარ­ჯე­ბო­დეს. აქ ბევ­რი პრობ­ლე­მა არ­სე­ბობს, მი­ნის­ტრმა ხომ თა­ვად უარ­ყო, რომ ეს მი­ლი­არ­დი არ გაფ­ლან­გუ­ლა. რა თქმა უნდა, პა­ტივს ვცემ მას რო­გორ მი­ნისტრს, მის კრი­ტი­კას არ და­ვი­წყებ, მაგ­რამ პან­დე­მი­ა­ზე და­ნა­ხარ­ჯი სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე გა­დათ­ვლით გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბია ბევრ ქვე­ყა­ნას­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ციფ­რებს მი­ნის­ტრი უფრო ფლობს, პან­დე­მი­ის დროს ხარ­ვე­ზე­ბი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, იყო და იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ არ ვფიქ­რობ ამ­ხე­ლა თან­ხის გაფ­ლან­გვას­თან და უყა­ი­რა­თოდ ხარ­ჯვას­თან გვქო­ნო­და საქ­მე“ -აღ­ნიშ­ნა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წას­ვლის მი­ზე­ზებს, რო­გორც გამ­ყრე­ლი­ძე გან­მარ­ტავს, აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე ამ ეტაპ­ზე გულ­წრფე­ლად ვერ ისა­უბ­რებს.

"გა­სა­გე­ბია, რომ პრე­სას ყო­ველ­თვის სკან­და­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია აინ­ტე­რე­სებს. ამის აპე­ლი­რე­ბა ხდე­ბა ხოლ­მე. ალ­ბათ, არ არის ამის დრო, რომ სრუ­ლად გულ­წრფე­ლად მო­გახ­სე­ნოთ წას­ვლის მი­ზე­ზი...

გუ­ლახ­დი­ლად რომ გი­თხრათ, უკვე ასა­კის გამო მე ამას ვფიქ­რობ­დი, მაგ­რამ და­ახ­ლო­ე­ბით ორი-სამი წლის შემ­დეგ, როცა მე­ტად გან­ვა­ვი­თა­რებ­დი/ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვან­დი ორ დიდ ეროვ­ნულ პრო­ექტს, რა­ზეც ბევ­რს ვფიქ­რობ­დი პან­დე­მი­ამ­დე. მაგ­რამ „კაცი ბჭობ­და და ღმერ­თი იცი­ნო­დაო“, ასეა ნათ­ქვა­მი ხომ? თქვენს რამ­დე­ნი­მე კი­თხვას რომ და­ეს­ვას წერ­ტი­ლი გე­ტყვით, რომ არც მე, არც ჩემს შვი­ლებს და მთლი­ა­ნად ოჯახს არა­ვი­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ამ­ბი­ცია არ ჰქო­ნია და არ აქვს. მთე­ლი ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა ქვე­ყა­ნას ვემ­სა­ხუ­რე­ბით, მის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და წინსვლას და გე­ტყვით, რომ პა­ტა­რა წვლი­ლი შეგ­ვაქვს. ასე გა­ვი­ზარ­დე მე და ასე გავ­ზარ­დე ჩემი შვი­ლე­ბი. ჩვე­ნი ორი­ენ­ტა­ცია, ჩვე­ნი კრე­დო არას­დროს დაგ­ვი­მა­ლავს არც მე და არც ჩემს შვი­ლებს. ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა მი­ვუ­ძღვე­ნით იმას, რომ სა­ქარ­თვე­ლო ვნა­ხოთ ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი სივ­რცის წევ­რი, ქვე­ყა­ნას ჰქონ­დეს ევ­რო­პუ­ლი ორი­ენ­ტა­ცია, ჩვენ გავ­ხდეთ ევ­რო­კავ­ში­რის სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რი. ამა­ში გა­საკ­ვი­რია არა­ფე­რი უნდა იყოს, რად­გან ასე ფიქ­რობს ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის 85%. ასე­ვე და­ვა­მა­ტებ, რომ მე მქონ­და პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბა, რო­მე­ლიც დავ­ტო­ვე 2004 წელს და პო­ლი­ტი­კა­ში არა­ფერს ვგეგ­მავ“, - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან და­პი­რის­პი­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას, გამ­ყრე­ლი­ძის თქმით, და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი არა­ვის­თან არ ყო­ფი­ლა.

"მე არა­ვის­თან და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი არ ვყო­ფილ­ვარ, იერ­არ­ქი­ას ყო­ველ­თვის ვი­ცავ და ჩვენ ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მა გვქონ­და და ვფიქ­რობ, გვაქვს. სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო­ზე ზო­გი­ერთ სა­კი­თხზე წევ­რებს შო­რის შე­საძ­ლე­ბე­ლია ყო­ფი­ლი­ყო აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი წყდე­ბო­და კონ­სენ­სუ­სის წე­სით“, - აღ­ნიშ­ნა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის მიერ "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის" მი­ცე­მუ­ლი ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია იხი­ლეთ ბმულ­ზე.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნისა
2

ღირსეული ადამიანი, პროფესიონალი და უბრალოდ, კარგი კაცი. დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ ამ ძვირფას ადამიანს. ჩვენ ვერ ვაფასებთ ღირსეულ ადამიანებს, სამწუხაროა ეს ყველაფერი. 

ეკა
2

ღირსეული ადამიანი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"სახელმწიფო პენსიას არ ვიღებ - ჩემთან მიმართებაში ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას კორექტულობა აკლდა " - გამყრელიძის პირველი ინტერვიუ თანამდებობიდან წასვლის შემდეგ

"სახელმწიფო პენსიას არ ვიღებ - ჩემთან მიმართებაში ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას კორექტულობა აკლდა " - გამყრელიძის პირველი ინტერვიუ თანამდებობიდან წასვლის შემდეგ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრის მიერ მასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება, რომ ის "დამსახურებულ პენსიაზე გავიდა" კორექტული არ იყო. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ "ინტერპრესნიუსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

რაც შეეხება კითხვას, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვების შემდეგ, მიიღო თუ არა შეთავაზება, საჯარო სექტორში დარჩენილიყო, გამყრელიძის თქმით, "ოფიციალური შემოთავაზება არ ყოფილა, თუმცა იყო მინიშნება, რამეს ხომ არ ისურვებდა მაღალი ეშელონებიდან“.

"რაც შეეხება განცხადებას, რაც გაკეთდა, დელიკატურად რომ ვთქვა, ალბათ, ცოტა კორექტულობა აკლდა. მინდა დავიჯერო, რომ უფრო იმპულსური იყო. მე თვითონ გახლდით მინისტრი და ჯანდაცვის არცერთ მინისტრზე ცუდი არაფერი მითქვამს არასდროს და არც დღევანდელ მინისტრზე ვიტყვი რაიმეს, თუმცა იმ გამოთქმაში ცოტა მეტი კორექტულობა იყო საჭირო. მე 10 წლის წინ სხვა, საერთაშორისო დაგროვებითი პენსია დამენიშნა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში მუშაობის გამო, ამიტომ სახელმწიფო პენსიას ვერ მივიღებ. სხვათა შორის, პენსიაზე რომ უნდა გავსულიყავი, სწორედ მაშინ, 2012 წელს შემომთავაზეს ხელმეორედ ჯანდაცვის მინისტრობა“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

ამასთან, კითხვაზე, როგორ შეაფასებს ზურაბ აზარაშვილის მიერ ჯანდაცვის სექტორის მართვის დღევანდელ პოლიტიკას, მათ შორის, კოვიდ კლინიკების მკაცრ კონტროლს და მისივე განცხადებას კლინიკების მიერ თანხების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით, გამყრელიძემ განმარტა, რომ ურჩევდა მინისტრს, საუბარი სამედიცინო პერსონალის მიმართ მადლობით დაეწყო.

"მე არ მიყვარს, როდესაც ჩემს კოლეგებზე ვსაუბრობ. “საქმემან შენმან წარმოგაჩინოსო“. ახალგაზრდა კაცია, გასაგებია, რომ ჯანდაცვის სექტორში მუშაობის გამოცდილება არ ჰქონდა. მენეჯერული გამოცდილება აქვს. მე ვურჩევდი, რომ ამ განცხადებამდე მადლობა გადაეხადა სამედიცინო საზოგადოებისთვის, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საზოგადოებაა და რომელიც ყოველთვის განსაკუთრებულ როლს თამაშობდა და ითამაშებს ქვეყნისთვის განსაკუთრებულ მდგომარეობებში, რომელიც ბოლო სამი წელი იყო პანდემიის პირველ ხაზზე. პანდემია ჯერ არ დასრულებულა, კაცმა არ იცის, რა და როგორ იქნება. გასაგებია, რომ უმრავლესობა ვემხრობით, რომ ვირუსი კიდევ უფრო დასუსტდება და იქცევა ენდემურ ვირუსად, შეიძლება მიუახლოვდეს სხვა კორონავირუსებს, რომლებიც საზოგადოებას არ აწუხებენ. მე მაინც მადლობით დავიწყებდი...

კოვიდი იგივეა, რაც ომი. რა თქმა უნდა, გამოყოფილი თანხა უნდა გაკონტროლდეს, მისი ხარჯვა უნდა იყოს ხარჯთეფექტური. ის ხარჯები, რაც გამოიყოფა, მიზნობრივად უნდა იხარჯებოდეს. აქ ბევრი პრობლემა არსებობს, მინისტრმა ხომ თავად უარყო, რომ ეს მილიარდი არ გაფლანგულა. რა თქმა უნდა, პატივს ვცემ მას როგორ მინისტრს, მის კრიტიკას არ დავიწყებ, მაგრამ პანდემიაზე დანახარჯი საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე გადათვლით გაცილებით ნაკლებია ბევრ ქვეყანასთან მიმართებაში. ციფრებს მინისტრი უფრო ფლობს, პანდემიის დროს ხარვეზები დარწმუნებული ვარ, იყო და იქნებოდა, მაგრამ არ ვფიქრობ ამხელა თანხის გაფლანგვასთან და უყაირათოდ ხარჯვასთან გვქონოდა საქმე“ -აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება თანამდებობიდან წასვლის მიზეზებს, როგორც გამყრელიძე განმარტავს, აღნიშნულ თემაზე ამ ეტაპზე გულწრფელად ვერ ისაუბრებს.

"გასაგებია, რომ პრესას ყოველთვის სკანდალური ინფორმაცია აინტერესებს. ამის აპელირება ხდება ხოლმე. ალბათ, არ არის ამის დრო, რომ სრულად გულწრფელად მოგახსენოთ წასვლის მიზეზი...

გულახდილად რომ გითხრათ, უკვე ასაკის გამო მე ამას ვფიქრობდი, მაგრამ დაახლოებით ორი-სამი წლის შემდეგ, როცა მეტად განვავითარებდი/ბოლომდე მივიყვანდი ორ დიდ ეროვნულ პროექტს, რაზეც ბევრს ვფიქრობდი პანდემიამდე. მაგრამ „კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო“, ასეა ნათქვამი ხომ? თქვენს რამდენიმე კითხვას რომ დაესვას წერტილი გეტყვით, რომ არც მე, არც ჩემს შვილებს და მთლიანად ოჯახს არავითარი პოლიტიკური ამბიცია არ ჰქონია და არ აქვს. მთელი ჩვენი ცხოვრება ქვეყანას ვემსახურებით, მის განვითარებასა და წინსვლას და გეტყვით, რომ პატარა წვლილი შეგვაქვს. ასე გავიზარდე მე და ასე გავზარდე ჩემი შვილები. ჩვენი ორიენტაცია, ჩვენი კრედო არასდროს დაგვიმალავს არც მე და არც ჩემს შვილებს. ჩვენი ცხოვრება მივუძღვენით იმას, რომ საქართველო ვნახოთ ევროატლანტიკური სივრცის წევრი, ქვეყანას ჰქონდეს ევროპული ორიენტაცია, ჩვენ გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ამაში გასაკვირია არაფერი უნდა იყოს, რადგან ასე ფიქრობს ქვეყნის მოსახლეობის 85%. ასევე დავამატებ, რომ მე მქონდა პოლიტიკური თანამდებობა, რომელიც დავტოვე 2004 წელს და პოლიტიკაში არაფერს ვგეგმავ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრთან დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას, გამყრელიძის თქმით, დაპირისპირებული არავისთან არ ყოფილა.

"მე არავისთან დაპირისპირებული არ ვყოფილვარ, იერარქიას ყოველთვის ვიცავ და ჩვენ ურთიერთპატივისცემა გვქონდა და ვფიქრობ, გვაქვს. საკოორდინაციო საბჭოზე ზოგიერთ საკითხზე წევრებს შორის შესაძლებელია ყოფილიყო აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ყველაფერი წყდებოდა კონსენსუსის წესით“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის მიერ "ინტერპრესნიუსისთვის" მიცემული ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.