ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციაში განხეთქილება ნიკა მელიას და გიგა ბოკერიას ხელით შემოიტანა - მე მოვიაზრებ მათ ცოლ-ქმრად, რადგან თვითონაც არ მალავენ, რომ პოლიტიკური ტანდემი აქვთ, - ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
როგორც მან განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ნიკა მელიას „მიხედავენ და გამოცვლიან“.
"ნიკა გულუბრყვილოდ თუ არაგულუბრყვილოდ ყოველთვის აყოლილი იყო „ძალა ერთობის“ ნგრევის პერიოდიდან, ბოკერიას მზაკვრობას. ბოკერიასთან რომ ნამდვილად ხელი ჰქონდა ხელი ჩაყოფილი პოლიტიკურად ორი წლის წინ, ამის გარანტიას გაძლევთ. დაიჯერებს ამას ვინმე? - მივიღებთ გამარჯვებას, არ დაიჯერებს და საქართველო წუმპეში იქნება 30 წელი. მე ახლაც ვდგავარ „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის ერთი ლიდერი. მე სულ ვთხოვ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ მიხედონ და გაუშვან ეს ლიდერი. ჩემს ინტერესშია, რომ საქართველომ არ წააგოს და მსხვილი ოპოზიციური პარტია ძალიან კარგი ამომრჩევლით არ დაიმსხვრეს. მე ნებსით თუ უნებლიედ ვდებ ბრალს, რომ ამ ბიჭმა სტაგნაციაში მოიყვანა ამხელა პროცესი და უმოძრაობაში ჩააყენა. 200-ჯერ ვუთხარი ლიდერი, რომ გიკვდება ან ქუჩაში უნდა იდგე, ან „ვივამედთან“- მეთქი“და ჩხუბობს და არ სიამოვნებს, მაგრამ ახლა ალბათ ჩემთვის აღარ სცალია, რადგან თავად „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი სთხოვს მას პასუხს და სწორად სთხოვენ, ძალიან მაგარი ხალხია და მიხედავენ და გამოცვლიან.
ნიკას [მელია] და ელენეს [ხოშტარია] წარდგენა იყო და კადრი რომ გადაიწია და იგივე კადრზე შერხანივით, რომ გამოჩნდა ბოკერია, თქვენ ეს შემთხვევითი გგონიათ? - როგორ გეკადრებათ. წყლის ამღვრევის დრო ახლა არ არის და არ უნდა მივცეთ ამის საშუალება. მე მოვიაზრებ მათ ცოლ-ქმრად, რადგან თვითონაც არ მალავენ, რომ პოლიტიკური ტანდემი აქვთ“, - განაცხადა ჩარკვიანმა
ჩარკვიანი იგივე ინაშვილია ,ერთ სიტყვას არ იტყოდა ,ბოკერია რომ არ ეხსენებინა.ვითომ კანონი სამართლის ლიდერი,თავისი პარტია საერთოდ არ ახსოვს ნაციონალების პიარზეა გადასული. ქ.ბ.თაკო,თქვენი მიზანია როგორც მიშასი კეზერაშვილის და მთელი ნაც.მოძრაობის გარკვეული ნაწილის,კვლავ ერთმართველობით და ერთპარტიული ხელისუფლებთ მოვიდნენ. დიახ მელიაც, ბოკერიაც და ნორმალურად მოაზროვნე პოლიტიკოსები ეწინააღმდეეგებიან ისევ ერთმართველობას,რომელიც ყოველთვის თავში უვარდებათ ძალაუფლება და აზიანებს ქვეყნას.ასე რომ შეეშვით თქვენ თვითონ ღალატს და მიშასთან ქულების დაწერას და ლაქუცობას...
შენ კიდე მაგათი ბებია ხარ თუ მამიდა?