გურჯაანის მუნიციპლიტეტის სოფელ ვაჩნაძიანის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეს, ლუკა უგრეხელიძეს, სასწრაფო ოპერაცია სჭირდება. ლუკა უგრეხელიძემ ავტოავარიისას თავის ქალის მძიმე დაზიანება მიიღო და 7 თვეა, რაც კომაშია.
მას 5 ურთულესი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, რასაც ოჯახმა საკუთარი ძალებით გაართვა თავი.
ახლა კი მას კიდევ 2 ოპერაცია ესაჭიროება - სუბდურული ჰემატომის მოცილება და ქალას ძვლის პლასტიკა, რისთვისაც 120 000 ლარია საჭირო.
ოჯახი დახმარებას საზოგადოებას სთხოვს:
საქართველოს ბანკის ანგარიშის ნომერი: GE16BG0000000161319379 მიმღები: ნაზი ხვედელიძე (ლუკას დედა) დანიშნულება: ლუკასთვის