პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არასდროს დამიმალავს, რომ საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან ვარ" - თავდაცვის მინისტრი
"არასდროს დამიმალავს, რომ საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან ვარ" - თავდაცვის მინისტრი

"ქო­ბუ­ლეთ­ში 1955 წელს ჩემი ბა­ბუ­ის მა­მამ აა­შე­ნა სახ­ლი და იყო ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო სახ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში. თქვენ გე­რე­ვით თქვენს მი­ნის­ტრებ­ში, რომ­ლე­ბიც თქვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს მო­ვიდ­ნენ ღა­ტა­კე­ბი და გახ­დნენ მი­ლი­არ­დე­რე­ბი", - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა, ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც უპა­სუ­ხა ჟურ­ნა­ლის­ტის მიერ დას­მულ შე­კი­თხვას იმის შე­სა­ხებ, თუ რო­დის შე­ი­ძი­ნა მან ქო­ბუ­ლეთ­ში არ­სე­ბუ­ლი ქო­ნე­ბა.

  • თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ წყნეთ­ში არ­სე­ბუ­ლი ქო­ნე­ბა მან ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ყოფ­ნის დროს, 2010 წელს შე­ი­ძი­ნა.

"არას­დროს და­მი­მა­ლავს, რომ საკ­მა­ოდ შეძ­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხი­დან ვარ. და­მალ­ვა რომ მინ­დო­დეს, დე­და­ჩემ­ზე კი არ გა­ფორმ­დე­ბო­და ქო­ნე­ბა, გა­ვა­ფორ­მებ­დი სხვა­ზე. კი­დევ გე­უბ­ნე­ბით, მე თქვენს მი­ნის­ტრებ­ში გე­რე­ვით, რომ­ლე­ბიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­ვიდ­ნენ ღა­ტა­კე­ბი და წა­ვიდ­ნენ მი­ლი­არ­დე­რე­ბი. მე ვი­კა­ვებ­დი საკ­მა­ოდ მა­ღალ პო­ზი­ცი­ებს ბან­კებ­ში, სა­დაც 11 წელი ვი­მუ­შა­ვე. მას შემ­დეგ, რაც მი­ნის­ტრად და­ვი­ნიშ­ნე, ჩემ სა­ხელ­ზე ვი­ყი­დე მიწა არ­თა­ნა­ში.

თქვენ ამით ჩემ რე­პუ­ტა­ცი­ას კი არა, ქარ­თუ­ლი ჯა­რის რე­პუ­ტა­ცი­ას ლა­ხავთ, აღ­ვი­ვებთ შუღლს. თქვე­ნი ფუნ­ქცი­აა გა­აღ­ვი­ღოთ შუღ­ლი და გას­ცეთ ინ­ფორ­მა­ცია. ერეკ­ლე მე­ო­რის დროს თქვენ ფუნ­ქცი­ას ვინც ას­რუ­ლებ­და, ამ­ბობ­დნენ, რომ ერეკ­ლე მე­ო­რეს არ ჰყავს მე­ზარ­ბაზ­ნე­ე­ბი. თქვე­ნი მი­სია არის ქარ­თუ­ლი ჯა­რის და სა­ხელ­მწი­ფოს დის­კრე­დი­ტა­ცია“, - გა­ნუ­ცხა­და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ჟურ­ნა­ლის­ტებს.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯილდა
0

მერე თუ ამდენი ფული გაქ , ხორცებს ვერ დაიფარავ

მამუკა
3

ბევრს წარმოდგენა არა აქვს რომ აუცილებელი არ არის თავდაცვის მინისტრი იყოს სამხედრო პიროვნება, არსებობს ამისთვის გაერთიანებული შტაბის უფროსი, თავდაცვის მინისტრი კი შეიძლება იყოს სამოქალაქო პირიც მენეჯმენტის კარგი მართვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"არასდროს დამიმალავს, რომ საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან ვარ" - თავდაცვის მინისტრი

"არასდროს დამიმალავს, რომ საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან ვარ" - თავდაცვის მინისტრი

"ქობულეთში 1955 წელს ჩემი ბაბუის მამამ ააშენა სახლი და იყო ერთ-ერთი საუკეთესო სახლი საქართველოში. თქვენ გერევით თქვენს მინისტრებში, რომლებიც თქვენი ხელისუფლების დროს მოვიდნენ ღატაკები და გახდნენ მილიარდერები", - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას იმის შესახებ, თუ როდის შეიძინა მან ქობულეთში არსებული ქონება.

  • თავდაცვის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ წყნეთში არსებული ქონება მან ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობის“ ყოფნის დროს, 2010 წელს შეიძინა.

"არასდროს დამიმალავს, რომ საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან ვარ. დამალვა რომ მინდოდეს, დედაჩემზე კი არ გაფორმდებოდა ქონება, გავაფორმებდი სხვაზე. კიდევ გეუბნებით, მე თქვენს მინისტრებში გერევით, რომლებიც ხელისუფლებაში მოვიდნენ ღატაკები და წავიდნენ მილიარდერები. მე ვიკავებდი საკმაოდ მაღალ პოზიციებს ბანკებში, სადაც 11 წელი ვიმუშავე. მას შემდეგ, რაც მინისტრად დავინიშნე, ჩემ სახელზე ვიყიდე მიწა ართანაში.

თქვენ ამით ჩემ რეპუტაციას კი არა, ქართული ჯარის რეპუტაციას ლახავთ, აღვივებთ შუღლს. თქვენი ფუნქციაა გააღვიღოთ შუღლი და გასცეთ ინფორმაცია. ერეკლე მეორის დროს თქვენ ფუნქციას ვინც ასრულებდა, ამბობდნენ, რომ ერეკლე მეორეს არ ჰყავს მეზარბაზნეები. თქვენი მისია არის ქართული ჯარის და სახელმწიფოს დისკრედიტაცია“, - განუცხადა თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს.