მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წულუკიანის უწყების მიერ დაფინანსების შეწყვეტის გამო დაღუპვის წინაშე ვართ" - სამბოს ფედერაციის პრეზიდენტი
"წულუკიანის უწყების მიერ დაფინანსების შეწყვეტის გამო დაღუპვის წინაშე ვართ" - სამბოს ფედერაციის პრეზიდენტი

სა­ქარ­თვე­ლოს სამ­ბოს ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი ავ­თან­დილ ცინ­ცა­ძე, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს მიერ და­ფი­ნან­სე­ბის შე­წყვე­ტის გამო, ფე­დე­რა­ცი­ის "ძა­ლი­ან დიდ პრობ­ლე­მებ­ზე“ სა­უბ­რობს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ავ­თან­დილ ცინ­ცა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, და­ფი­ნან­სე­ბის შე­წყვე­ტა სა­მი­ნის­ტროს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, რაც ყო­ველ­გვა­რი გან­მარ­ტე­ბის გა­რე­შე მოხ­და.

მი­სი­ვე თქმით, "გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ქარ­თუ­ლი სპორ­ტის და­ღუპ­ვას“ ნიშ­ნავს და ამა­ში "ძა­ლი­ან დიდი წვლი­ლი სწო­რედ იმ ხელ­მძღვა­ნელ პი­რებს მი­უ­ძღვით, რომ­ლე­ბიც კონ­კრე­ტულ სა­მი­ნის­ტროს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბენ“.

  • ავ­თან­დილ ცინ­ცა­ძის თქმით, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე პი­რა­დი თან­ხე­ბით მხო­ლოდ 5 ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნია გაგ­ზავ­ნი­ლი.

"წელს სამ­ბოს და­ფი­ნან­სე­ბა არ მი­უ­ღია. ამის კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზე­ზი არ არ­სე­ბობს. ყო­ველ­გვა­რი გან­მარ­ტე­ბის გა­რე­შე შე­უ­წყდა და­ფი­ნან­სე­ბა. ეს არის იმ ადა­მი­ა­ნე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ­ლე­ბიც ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბი არი­ან ამ სა­მი­ნის­ტრო­ში. მე ხმა­მაღ­ლა შე­მიძ­ლია ვი­სა­უბ­რო, რომ 2012 წლი­დან 2019 წლის ჩათ­ვლით, (შემ­დეგ 3 წელი პან­დე­მია იყო) ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბი დებ­დნენ ისეთ შე­დე­გებს, რო­გო­რიც არას­დროს ყო­ფი­ლა. მა­გა­ლი­თად, 2012 წელს 454 მე­და­ლი იყო, შემ­დეგ მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ყო­ველ­წლი­უ­რად იზ­რდე­ბო­და და 2019 წელს უკვე 1254 მე­და­ლი მო­ი­გეს ქარ­თველ­მა სპორ­ტსმე­ნებ­მა.

მე არ მინ­და ამას მი­მარ­თუ­ლე­ბა მი­ე­ცეს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სპორ­ტი არ აინ­ტე­რე­სებს, აქ არის კონ­კრე­ტუ­ლად ამ სა­მი­ნის­ტროს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის ბრა­ლე­უ­ლო­ბა, რომ დღეს არა­მარ­ტო სამ­ბო, არა­მედ ზო­გა­დად ქარ­თუ­ლი სპორ­ტი არის ძა­ლი­ან დიდი პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე. დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სპორტზე და ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის მიმ­დე­ვარ ხალ­ხზე ნამ­დვი­ლად ფიქ­რობს, თუმ­ცა იმ სა­მი­ნის­ტრო­ში ვინც არი­ან ხელ­მძღვა­ნელ პო­ზი­ცი­ებ­ზე, მათი იმე­დი ნამ­დვი­ლად არ მაქვს.

და­ფი­ნან­სე­ბის შე­წყვე­ტის შემ­დეგ იყო გარ­კვე­უ­ლი ტურ­ნი­რე­ბი, სა­დაც ქარ­თველ­მა სპორ­ტსმე­ნებ­მა ვერ მი­ი­ღეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. სა­ქარ­თვე­ლო 2016 წლი­დან ყო­ველ წელს მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნის, ლო­პო­ტას ხე­ო­ბა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს და­ღუ­პუ­ლი არ­ჩილ ჩო­ხე­ლის სა­ხე­ლო­ბის ტურ­ნირს მას­პინ­ძლობ­და. 2022 წელს სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ამ მი­ა­ნი­ჭა ამ ტურ­ნირს ევ­რო­პის თა­სის წო­დე­ბა, რო­მე­ლიც წელს ვერ ჩა­ვა­ტა­რეთ იმი­ტომ, რომ სა­მი­ნის­ტროს მიდ­გო­მა იყო ასე­თი. ეს იყო სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ის კა­ლენ­დრით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ტურ­ნი­რი. ამას აუ­ცი­ლებ­ლად მოყ­ვე­ბა ფი­ნან­სუ­რი სან­ქცი­ე­ბი და სა­ქარ­თვე­ლომ შე­საძ­ლე­ბე­ლია ვე­რას­დროს ვე­ღარ უმას­პინ­ძლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რებს - ამას ცოტა ხან­ში შეგ­ვა­ტყო­ბი­ნე­ბენ. აი, ეს არის მტრო­ბა მეტი არა­ფე­რი. ჩვე­ნი თან­ხე­ბით ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე 5 სპორ­ტსმე­ნი გვყავს გაგ­ზავ­ნი­ლი, რო­მელ­თაც არც მომ­ზა­დე­ბა და არც არა­ფე­რი გა­უვ­ლი­ათ. 5 სპორ­ტსმე­ნი კი არა, ბოლო წო­ნის კა­ტე­გო­რი­ა­ში უნდა მი­ე­ღოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და მთე­ლი ნაკ­რე­ბი უნდა ყო­ფი­ლი­ყო ამ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, თუმ­ცა რას ვი­ზამთ, რე­ა­ლო­ბა სხვა არის“, - გა­ნა­ცხა­და ავ­თან­დილ ცინ­ცა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, 2013 წელს 33 000 რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნი ჰყავ­დათ, ხოლო 2019 წელს მათი რი­ცხვი 171 000-მდე გა­ი­ზარ­და.

ავ­თან­დილ ცინ­ცა­ძის თქმით, და­ფი­ნან­სე­ბის შე­წყვე­ტის გამო მძი­მე პრობ­ლე­მე­ბი აქვთ სხვა სხვა სპორ­ტულ ფე­დე­რა­ცი­ებ­საც.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Nik
0

შეახსენეთ მაგას და კობახიძეს რომ პუტინი სამბოს მიმდევარიათქო და ნახეთ ეგრევა ააღორძინებენ თქვენ სპორტს :))

მდააა
2

სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებულებთნ ყველა სასამართლო წააგო,და ბიუჯეტიდან თანხის ანაზღაურებაც დაეკისრა,საკუთარი ჯიბიდან უნდა აანაზღაუროს,რაც საკმაოდ სოლიდური თანხაა.

ავტორი:

"წულუკიანის უწყების მიერ დაფინანსების შეწყვეტის გამო დაღუპვის წინაშე ვართ" - სამბოს ფედერაციის პრეზიდენტი

"წულუკიანის უწყების მიერ დაფინანსების შეწყვეტის გამო დაღუპვის წინაშე ვართ" - სამბოს ფედერაციის პრეზიდენტი

საქართველოს სამბოს ფედერაციის პრეზიდენტი ავთანდილ ცინცაძე, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფინანსების შეწყვეტის გამო, ფედერაციის "ძალიან დიდ პრობლემებზე“ საუბრობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ ავთანდილ ცინცაძემ განუცხადა, დაფინანსების შეწყვეტა სამინისტროს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაა, რაც ყოველგვარი განმარტების გარეშე მოხდა.

მისივე თქმით, "გადაწყვეტილება ქართული სპორტის დაღუპვას“ ნიშნავს და ამაში "ძალიან დიდი წვლილი სწორედ იმ ხელმძღვანელ პირებს მიუძღვით, რომლებიც კონკრეტულ სამინისტროს ხელმძღვანელობენ“.

  • ავთანდილ ცინცაძის თქმით, ევროპის ჩემპიონატზე პირადი თანხებით მხოლოდ 5 ქართველი სპორტსმენია გაგზავნილი.

"წელს სამბოს დაფინანსება არ მიუღია. ამის კონკრეტული მიზეზი არ არსებობს. ყოველგვარი განმარტების გარეშე შეუწყდა დაფინანსება. ეს არის იმ ადამიანების გადაწყვეტილება, რომლებიც ხელმძღვანელი პირები არიან ამ სამინისტროში. მე ხმამაღლა შემიძლია ვისაუბრო, რომ 2012 წლიდან 2019 წლის ჩათვლით, (შემდეგ 3 წელი პანდემია იყო) ქართველი სპორტსმენები დებდნენ ისეთ შედეგებს, როგორიც არასდროს ყოფილა. მაგალითად, 2012 წელს 454 მედალი იყო, შემდეგ მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდებოდა და 2019 წელს უკვე 1254 მედალი მოიგეს ქართველმა სპორტსმენებმა.

მე არ მინდა ამას მიმართულება მიეცეს, რომ ხელისუფლებას სპორტი არ აინტერესებს, აქ არის კონკრეტულად ამ სამინისტროს ხელმძღვანელობის ბრალეულობა, რომ დღეს არამარტო სამბო, არამედ ზოგადად ქართული სპორტი არის ძალიან დიდი პრობლემების წინაშე. დღევანდელი ხელისუფლება სპორტზე და ჯანსაღი ცხოვრების მიმდევარ ხალხზე ნამდვილად ფიქრობს, თუმცა იმ სამინისტროში ვინც არიან ხელმძღვანელ პოზიციებზე, მათი იმედი ნამდვილად არ მაქვს.

დაფინანსების შეწყვეტის შემდეგ იყო გარკვეული ტურნირები, სადაც ქართველმა სპორტსმენებმა ვერ მიიღეს მონაწილეობა. საქართველო 2016 წლიდან ყოველ წელს მსოფლიო ჩემპიონის, ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაღუპული არჩილ ჩოხელის სახელობის ტურნირს მასპინძლობდა. 2022 წელს საერთაშორისო ფედერაციამ მიანიჭა ამ ტურნირს ევროპის თასის წოდება, რომელიც წელს ვერ ჩავატარეთ იმიტომ, რომ სამინისტროს მიდგომა იყო ასეთი. ეს იყო საერთაშორისო ფედერაციის კალენდრით გათვალისწინებული ტურნირი. ამას აუცილებლად მოყვება ფინანსური სანქციები და საქართველომ შესაძლებელია ვერასდროს ვეღარ უმასპინძლოს საერთაშორისო ტურნირებს - ამას ცოტა ხანში შეგვატყობინებენ. აი, ეს არის მტრობა მეტი არაფერი. ჩვენი თანხებით ევროპის ჩემპიონატზე 5 სპორტსმენი გვყავს გაგზავნილი, რომელთაც არც მომზადება და არც არაფერი გაუვლიათ. 5 სპორტსმენი კი არა, ბოლო წონის კატეგორიაში უნდა მიეღოთ მონაწილეობა და მთელი ნაკრები უნდა ყოფილიყო ამ ევროპის ჩემპიონატზე, თუმცა რას ვიზამთ, რეალობა სხვა არის“, - განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.

მისივე თქმით, 2013 წელს 33 000 რეგისტრირებული სპორტსმენი ჰყავდათ, ხოლო 2019 წელს მათი რიცხვი 171 000-მდე გაიზარდა.

ავთანდილ ცინცაძის თქმით, დაფინანსების შეწყვეტის გამო მძიმე პრობლემები აქვთ სხვა სხვა სპორტულ ფედერაციებსაც.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"