სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გლდანში დიდი რაოდენობით სამედიცინო ნარჩენების დაყრის ფაქტი გამოვლინდა - რა ინფორმაციას ავრცელებს თბილისის მუნიციპალური ინსპექცია?
გლდანში დიდი რაოდენობით სამედიცინო ნარჩენების დაყრის ფაქტი გამოვლინდა - რა ინფორმაციას ავრცელებს თბილისის მუნიციპალური ინსპექცია?

თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლურ­მა ინ­სპექ­ცი­ამ კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დახ­მა­რე­ბით, გლ­დან­ში, თბი­ლი­სის შე­მოვ­ლით გზა­ზე დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სა­მე­დი­ცი­ნო ნარ­ჩე­ნე­ბის დაყ­რის ფაქ­ტი გა­მო­ავ­ლი­ნა და შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა. აღ­ნიშ­ნულ გან­ცხა­დე­ბას თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ინ­სპექ­ცია ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოკ­ვლე­ვის შე­დე­გად, დად­გინ­და, რომ აღ­ნიშ­ნულ ლო­კა­ცი­ა­ზე, შპს "ეკო­მე­დის" მან­ქა­ნით, სა­მე­დი­ცი­ნო ნარ­ჩე­ნე­ბი სის­ტე­მა­ტუ­რად იყ­რე­ბა.

„თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ინ­სპექ­ცია კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტორს და­უ­კავ­შირ­და. მან კომ­პა­ნი­ის ბრა­ლე­უ­ლო­ბა უარ­ყო და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მძღოლს, ვ.ს.-ს და­ა­კის­რა. ვ.ს.-მ აღი­ა­რა კა­ნონ­დარ­ღვე­ვა. კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, ის და­ჯა­რიმ­და ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვის კო­დექ­სის 36-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით (5000 ლა­რის ოდე­ნო­ბით).

თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლურ­მა ინ­სპექ­ცი­ამ აღ­ნიშ­ნულ­ზე ინ­ფორ­მა­ცია გა­რე­მოს ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხურ­საც მი­ა­წო­და. საქ­მე შემ­დგო­მი მოკ­ვლე­ვის­თვის გა­და­ე­ცა გა­რე­მოს ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენტს, რათა შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დეს კომ­პა­ნი­ის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის მო­ძი­ე­ბა სა­ხი­ფა­თო და სა­მე­დი­ცი­ნო ნარ­ჩე­ნე­ბის გა­და­ზიდ­ვა­ზე, ასე­ვე, სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ, მისი გა­ნად­გუ­რე­ბის ლი­ცენ­ზი­ი­სა. გა­რე­მოს ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტმა უნდა და­ად­გი­ნოს, რამ­დე­ნად აკ­მა­ყო­ფი­ლებს შე­სა­ბა­მის სტან­დარ­ტებს სა­წარ­მო, სა­დაც უტი­ლი­ზა­ცია უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლელა
0

აგარაკი საგურამოში 2000$ -ად ქირავდება თვეში და ამხელა დარღვევაზე ბიუჯეტში 5000 ლარი შევიდა? ყოჩაღ ჩვენ,აი ამას ნიშნავს ქვეყნის სიყვარული და ზრუნვააა

გეგა
0

როდის იყო სამედიცინო ნარჩენები ნაგავსაყრელზე იყრებოდა და როდის იყო მძღოლის კეთილ ნებაზე იყო დამოკიდებული ამპუტირებული ხელ-ფეხის მიტანა დანიშნულების ადგილამდე?! ძირეხტორ, ძაან იაფად კი გამოძვერი ხო იცი!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

გლდანში დიდი რაოდენობით სამედიცინო ნარჩენების დაყრის ფაქტი გამოვლინდა - რა ინფორმაციას ავრცელებს თბილისის მუნიციპალური ინსპექცია?

გლდანში დიდი რაოდენობით სამედიცინო ნარჩენების დაყრის ფაქტი გამოვლინდა - რა ინფორმაციას ავრცელებს თბილისის მუნიციპალური ინსპექცია?

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ კრიმინალური პოლიციის დახმარებით, გლდანში, თბილისის შემოვლით გზაზე დიდი რაოდენობით სამედიცინო ნარჩენების დაყრის ფაქტი გამოავლინა და შესაბამისი რეაგირება მოახდინა. აღნიშნულ განცხადებას თბილისის მუნიციპალური ინსპექცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მოკვლევის შედეგად, დადგინდა, რომ აღნიშნულ ლოკაციაზე, შპს "ეკომედის" მანქანით, სამედიცინო ნარჩენები სისტემატურად იყრება.

„თბილისის მუნიციპალური ინსპექცია კომპანიის დირექტორს დაუკავშირდა. მან კომპანიის ბრალეულობა უარყო და პასუხისმგებლობა მძღოლს, ვ.ს.-ს დააკისრა. ვ.ს.-მ აღიარა კანონდარღვევა. კანონის თანახმად, ის დაჯარიმდა ნარჩენების მართვის კოდექსის 36-ე მუხლის მეორე ნაწილით (5000 ლარის ოდენობით).

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ აღნიშნულზე ინფორმაცია გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამის სამსახურსაც მიაწოდა. საქმე შემდგომი მოკვლევისთვის გადაეცა გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტს, რათა შესაძლებელი გახდეს კომპანიის უფლებამოსილების მოძიება სახიფათო და სამედიცინო ნარჩენების გადაზიდვაზე, ასევე, საჭიროებისამებრ, მისი განადგურების ლიცენზიისა. გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტმა უნდა დაადგინოს, რამდენად აკმაყოფილებს შესაბამის სტანდარტებს საწარმო, სადაც უტილიზაცია უნდა განხორციელდეს“, - ნათქვამია განცხადებაში.