სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იოანე ბაგრატიონი ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ II-ის სისხლით ნათესავია
იოანე ბაგრატიონი ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ II-ის სისხლით ნათესავია

2022 წლის 8 სექ­ტემ­ბერს დიდი ბრი­ტა­ნე­თის მო­ნარ­ქი ელი­ზა­ბედ II 96 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. „ეპო­ქის და­სას­რუ­ლი“ - ასე შე­ა­ფა­სა მსოფ­ლი­ომ დე­დოფ­ლის სიკ­ვდი­ლი... ბრი­ტა­ნე­თის დე­დოფ­ლის დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნია ორ­შა­ბათს, 19 სექ­ტემ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა.

ბრი­ტა­ნე­თის დე­დოფ­ლის, ელი­სა­ბედ მე­ო­რეს დაკ­რძალ­ვა ორ­შა­ბათს გა­ი­მარ­თე­ბა. ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ დაკ­რძალ­ვა­ზე და­სას­წრე­ბად დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში 500 სა­ხელ­მწი­ფო მე­თა­უ­რი და მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი პერ­სო­ნა ჩავა. ვეს­ტმინ­სტე­რის სა­ა­ბა­ტო, სა­დაც დე­დოფ­ლის სა­სახ­ლეა დას­ვე­ნე­ბუ­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 2200 ადა­მი­ანს იტევს.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­მა ალ­ბათ არც იცის, რომ ბაგ­რა­ტი­ონ­თა დი­ნას­ტი­ის შთა­მო­მა­ვა­ლი მ.ს.უ. პრინ­ცი იო­ა­ნე ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნი ერ­თა­დერ­თი ბაგ­რა­ტი­ო­ნია, რო­მე­ლიც ინ­გლი­სის დე­დო­ფალ ელი­სა­ბედ II-ის სის­ხლით ნა­თე­სა­ვია.

იო­ა­ნე ბაგ­რა­ტი­ო­ნი, მას შემ­დეგ, რაც ქრის­ტი­ნე ძი­ძი­გურ­ზე იქორ­წი­ნა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობს... წყვილს 2021 წლის იან­ვარ­ში, ნათ­ლის­ღე­ბას, ვაჟი შე­ე­ძი­ნათ. იო­ა­ნემ პირ­ველ შვილს, მა­მის ბაგ­რატ ბაგ­რა­ტი­ონ მუხ­რა­ნე­ლის სა­ხე­ლი და­არ­ქვა. პრინ­ცის მამა 2017 წელს ეს­პა­ნეთ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

Ambebi.ge-მ პრინ­ცის იო­ა­ნე ბაგ­რა­ტი­ო­ნის დე­დო­ფალ­თან ნა­თე­სა­ო­ბის შე­სა­ხებ სა­ინ­ტე­რე­სო ცნო­ბე­ბი მო­ი­ძია. წლე­ბის წინ ემიგ­რა­ცი­ა­ში იძუ­ლე­ბით გა­და­სახ­ლე­ბულ­მა მ.ს.უ. ბა­ტო­ნიშ­ვილ­მა ირაკ­ლი ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნელ­მა მე­ო­რედ, 1946 წელს, ეს­პა­ნე­თის და ბა­ვა­რი­ის პრინ­ცე­სა მა­რია დე ლას მერ­სე­დეს ბა­ვა­რია ი დე ბორ­ბონ­ზე იქორ­წი­ნა. ეს იყო სა­მე­ფო დი­ნას­ტი­უ­რი ქორ­წი­ნე­ბა, რო­მელ­მაც გა­ა­ერ­თი­ა­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ბაგ­რა­ტო­ვან­თა დი­ნას­ტია ევ­რო­პულ ბორ­ბონ­თა და ვი­ტელსბა­ხე­ბის დი­ნას­ტი­ებ­თან.

ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი ირაკ­ლი ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნის მე­ო­რე ცოლი მა­რია დე ლას მერ­სე­დეს ბა­ვა­რია ი დე ბორ­ბო­ნი იყო ეს­პა­ნე­თის და საფ­რა­ნე­თის სა­მე­ფო გვა­რის ბორ­ბო­ნე­ბის შთა­მო­მა­ვა­ლი, ასე­ვე ბა­ვა­რი­ის 10 სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ვი­ტელსბა­ხე­ბის სა­მე­ფო დი­ნას­ტი­ის და ავ­სტრი­ის სა­იმ­პე­რა­ტო­რო დი­ნას­ტი­ის ჰაბსბურ­გე­ბის შთა­მო­მა­ვა­ლი გახ­ლდათ. პრინ­ცე­სა მა­რია დე ლას მერ­სე­დე­სი ასე­ვე ატა­რებ­და ეს­პა­ნე­თის ინ­ფან­ტას ტი­ტულს. ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი ირაკ­ლის პრინ­ცე­სა მა­რია დე ლას მერ­სე­დეს­თან ქორ­წი­ნე­ბამ სის­ხლით და­ა­ნა­თე­სა­ვა ბაგ­რა­ტი­ონ­თა დი­ნას­ტია ევ­რო­პულ სა­მე­ფო დი­ნას­ტი­ებ­თან, მათი ერ­თა­დერ­თი მამ­რო­ბი­თი ხა­ზით შთა­მო­მა­ვა­ლი ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი იო­ა­ნე ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნია, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს ორი იბე­რი­ის სა­მე­ფო დი­ნას­ტი­ებს.

სწო­რედ ამ ქორ­წი­ნე­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა, იო­ა­ნე ბაგ­რა­ტი­ო­ნის და დე­დო­ფალ ელი­სა­ბედ II-ის სის­ხლით ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რი. ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი იო­ა­ნე, მისი დიდი ბე­ბი­ის ავ­სტრი­ის მთა­ვარ­ჰერ­ცო­გი­ნი­ას მა­რია-ქრის­ტი­ნა ჰაბსბურ­გე­ბის დი­ნას­ტი­უ­რი ხა­ზით დე­დო­ფალ ელი­სა­ბედ II-ის ნა­თე­ა­სა­ვია და ორი­ვე, დიდი ბრი­ტა­ნე­თის და ირ­ლან­დი­ის მეფე ჯორჯ II-ს (George II of Great Britain and Ireland, né 1683) შთა­მო­მავ­ლე­ბი არი­ან. ასე­ვე, ედინ­ბურ­გის ჰერ­ცო­გის მხრი­დან, ისი­ნი იზი­ა­რე­ბენ სა­ერ­თო წი­ნაპ­რებს ჰეს-დარმსტა­დტ-ის (Grand Ducal House of Hesse-Darmstadt) დიდი სა­ჰერ­ცო­გო სახ­ლი­დან.

მ.უ. დე­დო­ფა­ლი ელი­სა­ბედ II-ის და მ.ს.უ. პრინ­ცი იო­ა­ნე ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნის გე­ნე­ა­ლო­გი­ის ხე:

წყა­რო: Burke’s Royal Families of the World; Vol 1 (1977)

ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო ოჯახ­თან სის­ხლით ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რის შე­დე­გად, იო­ა­ნე ბაგ­რა­ტი­ო­ნი დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო ტახ­ტის მემ­კვიდ­რე­ებს შო­რის არის მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი, რა­საც მოწ­მობს ლე­გი­ტი­მა­ცი­ის შე­სა­ხებ 2011 წლის 1 იან­ვრის მო­ნა­ცე­მე­ბი, რო­მე­ლიც შედ­გე­ნი­ლია “1701 წელს ინ­გლი­სის პარ­ლა­მენ­ტის მიერ მი­ღე­ბუ­ლი, სო­ფია ჰა­ნო­ვა­რის ‘სა­მემ­კვიდ­რეო აქ­ტის’ სა­ფუძ­ველ­ზე

(Act of Settlement 1701; წყა­რო: https://www.parliament.uk/about/living-heritage/evolutionofparliament/parliamentaryauthority/revolution/collections1/parliamentary-collections/act-of-settlement/).

ბრი­ტა­ნე­თის ტახ­ტის მემ­კვიდ­რე­ო­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი პი­რე­ბი, 2011 წლის 1 იან­ვრის მო­ნა­ცე­მით:

http://www.wargs.com/essays/succession/2011.html

წყა­რო: ის­ტო­რი­კო­სი უი­ლი­ამ ად­დამს რე­იტ­ვი­ესნერ (William Addams Reitwiesner)

(მო­ნა­ცე­მე­ბი ახ­ლდე­ბა ყო­ველ 20 წე­ლი­წად­ში)

მ.ს.უ. პრინ­ცი იო­ა­ნე ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნი მ.უ. დიდი ბრი­ტა­ნე­თის და ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დი­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს მეფე ჩარლზ III-ს მეშ­ვი­დე ბი­ძაშ­ვი­ლია, ისი­ნი იზი­ა­რე­ბენ სა­ერ­თო წი­ნა­პარს დიდი ბრი­ტა­ნე­თის მეფე ჯორჯ II-ის სა­ხით King George II of Britain (1683-1760).

იო­ა­ნე ბაგ­რა­ტი­ონ­მა, დე­დოფ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მეფე ჩარლზს სამ­ძიმ­რის წე­რი­ლი გა­უგ­ზავ­ნა, რო­მე­ლიც ბა­ტო­ნიშ­ვი­ლის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზეც გა­მოქ­ვეყ­ნდა...

ბა­თუ­მი, 9 სექ­ტემ­ბე­რი 2022

თქვე­ნო უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბავ,

ჩემს ოჯახ­თან ერ­თად, გად­მოგ­ცემთ ჩვენს ღრმა მწუ­ხა­რე­ბას და სამ­ძი­მარს თქვე­ნი ძვირ­ფა­სი დე­დის, მისი უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბა დე­დო­ფალ ელი­სა­ბე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო.

უსა­ზღვროდ დიდი პა­ტი­ვის­ცე­მა, რო­მელ­საც ყო­ველ­თვის ვგრძნობ­დით მისი უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბის მი­მართ, სა­მუ­და­მოდ დარ­ჩე­ბა იმ მა­რა­დი­ულ მემ­კვიდ­რე­ო­ბა­ში, რო­მელ­საც მისი უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბა ტო­ვებს ამ სამ­ყა­რო­ში.

ჩვენს ლოც­ვებ­ში ვიხ­სე­ნი­ებთ თქვენს უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბას, სა­მე­ფო ოჯახს და თქვე­ნი უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბის მზრუნ­ვე­ლო­ბის ქვეშ მყოფ ხალ­ხს.

უღ­რმე­სი პა­ტი­ვის­ცე­მით

ქა­ვერ­ზე ფო­ტო­ე­ბი გა­და­ღე­ბუ­ლია:

დე­დო­ფა­ლი ელი­სა­ბედ II, ფო­ტოგ­რა­ფი სე­სილ ბი­ტო­ნი (Cecil Beaton) 1953 წელი

მ.ს.უ. პრინ­ცი იო­ა­ნე ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნი, ფო­ტოგ­რა­ფი ირმა შა­რი­ქა­ძე, ალა­ვერ­დის მო­ნას­ტე­რი, 2019 წელი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

იოანე ბაგრატიონი ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ II-ის სისხლით ნათესავია

იოანე ბაგრატიონი ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ II-ის სისხლით ნათესავია

2022 წლის 8 სექტემბერს დიდი ბრიტანეთის მონარქი ელიზაბედ II 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. „ეპოქის დასასრული“ - ასე შეაფასა მსოფლიომ დედოფლის სიკვდილი... ბრიტანეთის დედოფლის დაკრძალვის ცერემონია ორშაბათს, 19 სექტემბერს გაიმართება.

ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ მეორეს დაკრძალვა ორშაბათს გაიმართება. ვარაუდობენ, რომ დაკრძალვაზე დასასწრებად დიდ ბრიტანეთში 500 სახელმწიფო მეთაური და მსოფლიოში ცნობილი პერსონა ჩავა. ვესტმინსტერის სააბატო, სადაც დედოფლის სასახლეა დასვენებული დაახლოებით 2200 ადამიანს იტევს.

საზოგადოების ნაწილმა ალბათ არც იცის, რომ ბაგრატიონთა დინასტიის შთამომავალი მ.ს.უ. პრინცი იოანე ბაგრატიონ-მუხრანი ერთადერთი ბაგრატიონია, რომელიც ინგლისის დედოფალ ელისაბედ II-ის სისხლით ნათესავია.

იოანე ბაგრატიონი, მას შემდეგ, რაც ქრისტინე ძიძიგურზე იქორწინა, საქართველოში ცხოვრობს... წყვილს 2021 წლის იანვარში, ნათლისღებას, ვაჟი შეეძინათ. იოანემ პირველ შვილს, მამის ბაგრატ ბაგრატიონ მუხრანელის სახელი დაარქვა. პრინცის მამა 2017 წელს ესპანეთში გარდაიცვალა.

Ambebi.ge-მ პრინცის იოანე ბაგრატიონის დედოფალთან ნათესაობის შესახებ საინტერესო ცნობები მოიძია. წლების წინ ემიგრაციაში იძულებით გადასახლებულმა მ.ს.უ. ბატონიშვილმა ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელმა მეორედ, 1946 წელს, ესპანეთის და ბავარიის პრინცესა მარია დე ლას მერსედეს ბავარია ი დე ბორბონზე იქორწინა. ეს იყო სამეფო დინასტიური ქორწინება, რომელმაც გააერთიანა საქართველოს ბაგრატოვანთა დინასტია ევროპულ ბორბონთა და ვიტელსბახების დინასტიებთან.

ბატონიშვილი ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანის მეორე ცოლი მარია დე ლას მერსედეს ბავარია ი დე ბორბონი იყო ესპანეთის და საფრანეთის სამეფო გვარის ბორბონების შთამომავალი, ასევე ბავარიის 10 საუკუნოვანი ვიტელსბახების სამეფო დინასტიის და ავსტრიის საიმპერატორო დინასტიის ჰაბსბურგების შთამომავალი გახლდათ. პრინცესა მარია დე ლას მერსედესი ასევე ატარებდა ესპანეთის ინფანტას ტიტულს. ბატონიშვილი ირაკლის პრინცესა მარია დე ლას მერსედესთან ქორწინებამ სისხლით დაანათესავა ბაგრატიონთა დინასტია ევროპულ სამეფო დინასტიებთან, მათი ერთადერთი მამრობითი ხაზით შთამომავალი ბატონიშვილი იოანე ბაგრატიონ-მუხრანია, რომელიც აერთიანებს ორი იბერიის სამეფო დინასტიებს.

სწორედ ამ ქორწინებამ განაპირობა, იოანე ბაგრატიონის და დედოფალ ელისაბედ II-ის სისხლით ნათესაური კავშირი. ბატონიშვილი იოანე, მისი დიდი ბებიის ავსტრიის მთავარჰერცოგინიას მარია-ქრისტინა ჰაბსბურგების დინასტიური ხაზით დედოფალ ელისაბედ II-ის ნათეასავია და ორივე, დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის მეფე ჯორჯ II-ს (George II of Great Britain and Ireland, né 1683) შთამომავლები არიან. ასევე, ედინბურგის ჰერცოგის მხრიდან, ისინი იზიარებენ საერთო წინაპრებს ჰეს-დარმსტადტ-ის (Grand Ducal House of Hesse-Darmstadt) დიდი საჰერცოგო სახლიდან.

მ.უ. დედოფალი ელისაბედ II-ის და მ.ს.უ. პრინცი იოანე ბაგრატიონ-მუხრანის გენეალოგიის ხე:

წყარო: Burke’s Royal Families of the World; Vol 1 (1977)

ბრიტანეთის სამეფო ოჯახთან სისხლით ნათესაური კავშირის შედეგად, იოანე ბაგრატიონი დიდი ბრიტანეთის სამეფო ტახტის მემკვიდრეებს შორის არის მოხსენიებული, რასაც მოწმობს ლეგიტიმაციის შესახებ 2011 წლის 1 იანვრის მონაცემები, რომელიც შედგენილია “1701 წელს ინგლისის პარლამენტის მიერ მიღებული, სოფია ჰანოვარის ‘სამემკვიდრეო აქტის’ საფუძველზე

(Act of Settlement 1701; წყარო: https://www.parliament.uk/about/living-heritage/evolutionofparliament/parliamentaryauthority/revolution/collections1/parliamentary-collections/act-of-settlement/).

ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეობის უფლებამოსილი პირები, 2011 წლის 1 იანვრის მონაცემით:

http://www.wargs.com/essays/succession/2011.html

წყარო: ისტორიკოსი უილიამ ადდამს რეიტვიესნერ (William Addams Reitwiesner)

(მონაცემები ახლდება ყოველ 20 წელიწადში)

მ.ს.უ. პრინცი იოანე ბაგრატიონ-მუხრანი მ.უ. დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III-ს მეშვიდე ბიძაშვილია, ისინი იზიარებენ საერთო წინაპარს დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ II-ის სახით King George II of Britain (1683-1760).

იოანე ბაგრატიონმა, დედოფლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მეფე ჩარლზს სამძიმრის წერილი გაუგზავნა, რომელიც ბატონიშვილის ოფიციალურ გვერდზეც გამოქვეყნდა...

ბათუმი, 9 სექტემბერი 2022

თქვენო უდიდებულესობავ,

ჩემს ოჯახთან ერთად, გადმოგცემთ ჩვენს ღრმა მწუხარებას და სამძიმარს თქვენი ძვირფასი დედის, მისი უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედის გარდაცვალების გამო.

უსაზღვროდ დიდი პატივისცემა, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობდით მისი უდიდებულესობის მიმართ, სამუდამოდ დარჩება იმ მარადიულ მემკვიდრეობაში, რომელსაც მისი უდიდებულესობა ტოვებს ამ სამყაროში.

ჩვენს ლოცვებში ვიხსენიებთ თქვენს უდიდებულესობას, სამეფო ოჯახს და თქვენი უდიდებულესობის მზრუნველობის ქვეშ მყოფ ხალხს.

უღრმესი პატივისცემით

ქავერზე ფოტოები გადაღებულია:

დედოფალი ელისაბედ II, ფოტოგრაფი სესილ ბიტონი (Cecil Beaton) 1953 წელი

მ.ს.უ. პრინცი იოანე ბაგრატიონ-მუხრანი, ფოტოგრაფი ირმა შარიქაძე, ალავერდის მონასტერი, 2019 წელი