ეს მთელმა მსოფლიომ უნდა ნახოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იზიუმში აღმოჩენილ მასობრივ საფლავთან დაკავშირებით განაცხადა და "ტელეგრამის" საკუთარ არხზე შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტოები გაავრცელა.
უკრაინის პირველმა პირმა დაგმო რუსეთი და მას „მკვლელი“ და „მწამებელი” უწოდა.
„მსოფლიო, რომელშიც არ უნდა იყოს სისასტიკე და ტერორიზმი, მაგრამ ეს ყველაფერი იქ არის და მისი სახელი რუსეთია”, - დასძინა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, რუსეთი მხოლოდ სიკვდილსა და ტანჯვას ტოვებს.
"მკვლელები. მწამებლები. არაფერი ადამიანურის არმქონენი. თქვენ ვერ გაიქცევით. თქვენ ვერ დაიმალებით. დამსახურებული სასჯელის მიზღვა სამართლიანად შემაძრწუნებელი იქნება. ყოველი უკრაინელისთვის, ყოველი წამებული სულისთვის”, - აღნიშნა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, იზიუმში აღმოჩენილ მასობრივ სამარხში 400-ზე მეტი ცხედარი იპოვეს, რომელთაც წამების ნიშნები აღენიშნებათ.
ფრიად საეჭვოა ამ ინფორმაციის ნდობა....... ცალ-ცალკე დაასაფლავეს და ჯვარი დაუდგეს???
პოლონელების ხოცვა-ჟლეტა ვოლჰინიასა და აღმოსავლეთ გალიციაში ( პოლონური : rzeź wołyńska , სიტყვასიტყვით: ვოლჰინიური ხოცვა ; უკრაინული : Волинська трагедія , ვოლინის ტრაგედია ), განხორციელდა გერმანიის მიერ ოკუპირებულ პოლონეთში უკრაინის მეამბოხე არმიის ან UPA-ს მხარდაჭერით. ადგილობრივი უკრაინელი მოსახლეობის ნაწილი პოლონური უმცირესობის წინააღმდეგ ვოლჰინიაში , აღმოსავლეთ გალიციაში , პოლეზიასა და ლუბლინის რეგიონში 1943 წლიდან 1945 წლამდე. [4]ხოცვა-ჟლეტის პიკი დადგა 1943 წლის ივლისსა და აგვისტოში. დაღუპულთა უმეტესობა ქალები და ბავშვები იყვნენ. [5] ბევრი პოლონელი მსხვერპლი ასაკისა და სქესის მიუხედავად აწამეს სანამ მოკლავდნენ; ზოგიერთი მეთოდი მოიცავდა გაუპატიურებას , დანაწევრებას ან დახოცვას , სხვათა შორის. [6] UPA-ს ქმედებებმა გამოიწვია 50,000 [1] -დან 100,000-მდე სიკვდილი.
ეგ მოკლე ექსკურის უკრაინის ისტორიიდან . ეგ UPA კი ის ორანიაზაციაა , დღესაც ბევრი უკრაინაში გმირად რომ თვლის და მათთვის მიძღვნილი მრავალათასიანი მიტინგები იმართებოდა სანამ ომი დაიწყებოდა.