სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გზირიშვილი ეტანებოდა ნარკოტიკებს, ჰალუცინაციების ქვეშ იყო, გაუაზრებლად გააკეთა ყველაფერი" - ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი
"გზირიშვილი ეტანებოდა ნარკოტიკებს, ჰალუცინაციების ქვეშ იყო, გაუაზრებლად გააკეთა ყველაფერი" - ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში, ორ­სუ­ლი ცო­ლის, ქეთა კე­პუ­ლა­ძის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის, გოგა გზი­რიშ­ვი­ლი ბრალ­დე­ბის საქ­მე­ზე პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს. სხდო­მას ბრალ­დე­ბუ­ლიც ეს­წრე­ბა.

დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე დაც­ვის მხა­რე დას­კვნით სი­ტყვას ამ­ბობს. რო­გორც სხდო­მა­ზე ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა მევ­ლუდ ჯან­ჯღა­ვამ აღ­ნიშ­ნა, ფაქ­ტი, რაც წინა სხდო­მა­ზე პრო­კუ­რორ­მა დას­კვნით სი­ტყვა­ში და­ა­სა­ხე­ლა, ნამ­დვი­ლად მოხ­და, რე­ა­ლო­ბაა, მაგ­რამ და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი არ იყო მო­ტი­ვი და მი­ზა­ნი. ად­ვო­კა­ტის თქმით, გზი­რიშ­ვილ­მა და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა უმ­ძი­მე­სი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ქცე­ვის ქვეშ, სა­დამ­დეც ის ნარ­კო­ტი­კულ­მა სა­შუ­ა­ლე­ბებ­მა მი­იყ­ვა­ნა. ამი­ტომ, მისი თქმით, პი­როვ­ნე­ბის ფსი­ქი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო და­ნა­შა­უ­ლის მო­ტი­ვი არ დას­ტურ­დე­ბა.

ად­ვო­კა­ტის თქმით, გოგა გზი­რიშ­ვი­ლი ადეკ­ვა­ტუ­რი არ არის.

"მათ ჰყავ­დათ წლი­ნა­ხევ­რის ბავ­შვი, ჰქონ­დათ თბი­ლი ოჯა­ხი, ახალ­გაზ­რდებს ერ­თმა­ნე­თი ძა­ლი­ან უყ­ვარ­დათ. სამ­წუ­ხა­როდ გოგა გზი­რიშ­ვი­ლი ეტა­ნე­ბო­და იმ ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბებს, რაც სე­რი­ო­ზულ გავ­ლე­ნას ახ­დენს ადა­მი­ა­ნის ფსი­ქი­კა­ზე და ადეკ­ვა­ტუ­რო­ბა­ზე, ეს თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და. ამ ნარ­კო­ტი­კულ­მა ზე­მოქ­მე­დე­ბამ თა­ვის გავ­ლე­ნა იქო­ნია გზი­რიშ­ვი­ლის ქცე­ვა­ში. მის­მა მა­მაც და­ა­დას­ტუ­რა, რომ შვი­ლი სის­ტე­მა­ტუ­რად იღებ­და ნარ­კო­ტი­კებს, იყო გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი”, - გა­ნა­ცხა­და ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნა, რომ “გზი­რიშ­ვილს რა­ღა­ცე­ბი ელან­დე­ბო­და კი­დეც და მსგავ­სი შემ­თხვე­ვა ბევ­რი იყო”.

ად­ვო­კა­ტი აცხა­დებს, რომ მის­მა დაც­ვის ქვეშ მყოფ­მა და­ნა­შა­უ­ლი გა­უ­აზ­რებ­ლად ჩა­ი­დი­ნა.

"პი­როვ­ნე­ბა იყო ჰა­ლუ­ცი­ნა­ცი­ე­ბის ქვეშ და მან გა­უ­აზ­რებ­ლად გა­ა­კე­თა ეს ყვე­ლა­ფე­რი, თო­რემ ფაქ­ტი კი, მოხ­და”, - გა­ნა­ცხა­და მევ­ლუდ ჯან­ჯღა­ვამ და აღ­ნიშ­ნა, რომ “პი­როვ­ნე­ბა ფსი­ქი­კუ­რად კარ­გად ვერ იყო”.

ად­ვო­კა­ტის პო­ზი­ცი­ას არ ეთან­ხმე­ბა ბრალ­დე­ბის მხა­რე. პრო­კუ­რო­რის თქმით, გზი­რიშ­ვილ­მა ორ­სულ მე­უღ­ლეს სხე­ულ­ზე მჭრე­ლი საგ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით 30 ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა, რაც გან­სა­კუთ­რე­ბულ სი­სას­ტი­კეს მი­უ­თი­თებს. პრო­კუ­რო­რი დაც­ვის მხა­რეს არ ეთან­ხმე­ბა, რომ საქ­მე­ში და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის მო­ტი­ვი არ დევს. პრო­კუ­რო­რი იმე­დოვ­ნებს, რომ თვი­თონ და­ნა­შა­უ­ლის სიმ­ძი­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნი და კა­ნო­ნი­ე­რი.

ცნო­ბის­თვის, გა­სუ­ლი წლის 22 დე­კემ­ბერს, თბი­ლის­ში, ბრალ­დე­ბულ­მა გოგა გზი­რიშ­ვილ­მა გან­ზრახ მოკ­ვლის მიზ­ნით, და­ნით ორ­სულ მე­უღ­ლეს - ქეთა კე­პუ­ლა­ძეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით, სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა არე­ში 30 ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად ორ­სუ­ლი კე­პუ­ლა­ძე შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

გზი­რიშ­ვილს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 111,109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ა“ და "ვ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით და მე­სა­მე ნა­წი­ლის "ბ“ ქვე­პუნ­ქტით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, დამ­ნა­შა­ვის­თვის წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით ორ­სუ­ლი ქა­ლის, ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ, ჩა­დე­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16 წლი­დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გოგა გზი­რიშ­ვი­ლი წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში თავს დამ­ნა­შა­ვედ სრუ­ლად ცნობს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
irma
0

იმ გოგოს ვინ გააცოცხლებს, ისედაც გამოსწორდება ციხეში მაგ მხრივ, ვინ მოაწევინებს მარიხუანას , იქ უნდა ეგდოს უვარგისი არაკაცი

გირჩელი
21

დიახაც უნდა ეპატიოს. ბიჭი ასტრალში იყო გასული. იმ ასტრალში სულ მაჯლაჯუნები ფუთფუთებენ შენს გარშემო, ჰოდა ამასაც თავის მაჯლაჯუნები ჰყავდა. გადმოგვეცით ჩვენ, იგი გახდება ჩვენი სამლოცველოს წევრი, ჩვენი სულიერი მამა იმოქმედებს მასზე და თრიაქი და ოპიუმი ვეღარ აუბნევს ტვინს ამ საცოდავს. ჩვენ როცა კოლექტიურად გავდივართ ასტრალიდან, ჩვენი სულიერი წინამძღოლიც ჩვენთან ერთად მოგზაურობს ასტრალიდან ასტრალში. ჩვენი სალოცავი მობილური და მოსახერხებელია და მოგზაურობისას თან დაგვაქვს. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ რომ შეგვიძლია ეს გზააბნეული ასტრალური კრავი მივიღოთ ჩვენ საძმოში და გავხადოთ ერთერთ ჩვენთაგანად. დიდება ასტრალს, დიდება გირჩს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"გზირიშვილი ეტანებოდა ნარკოტიკებს, ჰალუცინაციების ქვეშ იყო, გაუაზრებლად გააკეთა ყველაფერი" - ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

"გზირიშვილი ეტანებოდა ნარკოტიკებს, ჰალუცინაციების ქვეშ იყო, გაუაზრებლად გააკეთა ყველაფერი" - ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ორსული ცოლის, ქეთა კეპულაძის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულის, გოგა გზირიშვილი ბრალდების საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ბრალდებულიც ესწრება.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას ამბობს. როგორც სხდომაზე ბრალდებულის ადვოკატმა მევლუდ ჯანჯღავამ აღნიშნა, ფაქტი, რაც წინა სხდომაზე პროკურორმა დასკვნით სიტყვაში დაასახელა, ნამდვილად მოხდა, რეალობაა, მაგრამ დასაბუთებული არ იყო მოტივი და მიზანი. ადვოკატის თქმით, გზირიშვილმა დანაშაული ჩაიდინა უმძიმესი ფსიქოლოგიური ქცევის ქვეშ, სადამდეც ის ნარკოტიკულმა საშუალებებმა მიიყვანა. ამიტომ, მისი თქმით, პიროვნების ფსიქიკური მდგომარეობის გამო დანაშაულის მოტივი არ დასტურდება.

ადვოკატის თქმით, გოგა გზირიშვილი ადეკვატური არ არის.

"მათ ჰყავდათ წლინახევრის ბავშვი, ჰქონდათ თბილი ოჯახი, ახალგაზრდებს ერთმანეთი ძალიან უყვარდათ. სამწუხაროდ გოგა გზირიშვილი ეტანებოდა იმ ნარკოტიკულ საშუალებებს, რაც სერიოზულ გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკაზე და ადეკვატურობაზე, ეს თვეების განმავლობაში გრძელდებოდა. ამ ნარკოტიკულმა ზემოქმედებამ თავის გავლენა იქონია გზირიშვილის ქცევაში. მისმა მამაც დაადასტურა, რომ შვილი სისტემატურად იღებდა ნარკოტიკებს, იყო გაღიზიანებული”, - განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა, რომელმაც აღნიშნა, რომ “გზირიშვილს რაღაცები ელანდებოდა კიდეც და მსგავსი შემთხვევა ბევრი იყო”.

ადვოკატი აცხადებს, რომ მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა დანაშაული გაუაზრებლად ჩაიდინა.

"პიროვნება იყო ჰალუცინაციების ქვეშ და მან გაუაზრებლად გააკეთა ეს ყველაფერი, თორემ ფაქტი კი, მოხდა”, - განაცხადა მევლუდ ჯანჯღავამ და აღნიშნა, რომ “პიროვნება ფსიქიკურად კარგად ვერ იყო”.

ადვოკატის პოზიციას არ ეთანხმება ბრალდების მხარე. პროკურორის თქმით, გზირიშვილმა ორსულ მეუღლეს სხეულზე მჭრელი საგნის გამოყენებით 30 ჭრილობა მიაყენა, რაც განსაკუთრებულ სისასტიკეს მიუთითებს. პროკურორი დაცვის მხარეს არ ეთანხმება, რომ საქმეში დანაშაულის ჩადენის მოტივი არ დევს. პროკურორი იმედოვნებს, რომ თვითონ დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი და კანონიერი.

ცნობისთვის, გასული წლის 22 დეკემბერს, თბილისში, ბრალდებულმა გოგა გზირიშვილმა განზრახ მოკვლის მიზნით, დანით ორსულ მეუღლეს - ქეთა კეპულაძეს განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში 30 ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ორსული კეპულაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

გზირიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა“ და "ვ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის "ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გოგა გზირიშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ სრულად ცნობს.