მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაუწყებლის შესახებ" კანონში ცვლილებებს ჰქვია მახვილი მედიის კისერზე" - ლაშა ტუღუში
"მაუწყებლის შესახებ" კანონში ცვლილებებს ჰქვია მახვილი მედიის კისერზე" - ლაშა ტუღუში

"მა­უ­წყებ­ლის შე­სა­ხებ კა­ნონ­ში“ ცვლი­ლე­ბებს ცენ­ზუ­რა არ ჰქვია, ამას ჰქვია მახ­ვი­ლი მე­დი­ის კი­სერ­ზე, - ამის შე­სა­ხებ ფონდ "ლი­ბე­რა­ლუ­რი აკა­დე­მი­ის“ დი­რექ­ტორ­მა, ლაშა ტუ­ღუშ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "თა­ვი­სუ­ფალ სტუ­დი­ა­ში“ "მა­უ­წყებ­ლის შე­სა­ხებ კა­ნონ­ში“ და­გეგ­მილ ცვლი­ლე­ბა­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

ლაშა ტუ­ღუ­შის შე­ფა­სე­ბით, მე­ქა­ნიზ­მე­ბი, რო­მე­ლიც კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბის შე­დე­გად შე­მო­აქვთ, სა­ხი­ფა­თოა და შე­იძ­ლე­ბა ცუ­დად დას­რულ­დეს.

"ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტში არის სამი პუნ­ქტი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან სა­ში­შია და ვფიქ­რობ, რომ და ჩემი აზ­რით, ეს არის ნაღ­მი, რო­მელ­ზეც შე­იძ­ლე­ბა დას­ვან მე­დია და როცა უნ­დათ აა­ფეთ­ქონ, ეს სამი პუნ­ქტი ასე­თი ფორ­მით თუ იქნა მი­ღე­ბუ­ლი, ვე­რა­ნა­ირ კრი­ტი­კას ვერ უძ­ლებს. მა­გა­ლი­თად, ჯა­რი­მე­ბის პრაქ­ტი­კა იც­ვლე­ბა და მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ კო­მი­სი­ას შე­უძ­ლია და­გა­ჯა­რი­მოს/ თუ თქვენ მე­დია ხართ და და­გა­ჯა­რი­მათ და თუ თქვენ გა­ა­სა­ჩივ­რებთ, დღე­ვან­დე­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით ჯა­რი­მა არ შე­დის ძა­ლა­ში, ვიდ­რე სა­სა­მარ­თლო არ მი­ი­ღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, მარ­თა­ლი ხარ თუ არა ხარ მარ­თა­ლი, მა­ნამ­დე გა­ჩე­რე­ბუ­ლია ეს პრო­ცე­სი. ახლა შე­მო­აქვთ ისე­თი ცვლი­ლე­ბა, რომ თუ და­გა­ჯა­რი­მა მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­მა კო­მი­სი­ამ, რო­მე­ლიც, რა თქმა უნდა, ბევ­რად უფრო და­ბა­ლი სტან­დარ­ტით იხი­ლავს, ვიდ­რე სა­სა­მარ­თლოა, მა­შინ შენ პირ­და­პირ გახ­დე­ვი­ნე­ბენ ამას და გინ­და იჩივ­ლო, გინ­და არ იჩივ­ლო. შე­იძ­ლე­ბა მო­ი­გო პრო­ცე­სი ორი წლის შემ­დეგ, მაგ­რამ უკვე ხარ გა­კოტ­რე­ბუ­ლი, ან უკვე გაქვს ისე­თი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა ფი­ნან­სუ­რი, რომ ვერც გა­ი­მარ­თე­ბი წელ­ში.

მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ კო­მი­სი­ა­ზე ბევ­რი ამ­ბობს, რომ გარ­კვე­უ­ლი გავ­ლე­ნე­ბი არ­სე­ბობს. კი ჰქვი­ათ სა­თა­ურ­ში და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, მაგ­რამ თქვენც იცით და მეც ვიცი, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ეს იყოს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი...

ამას ცენ­ზუ­რა არ ჰქვია, მაგ­რამ ამას ჰქვია მახ­ვი­ლი მე­დი­ის კი­სერ­ზე. ცენ­ზუ­რა არ არის, ცენ­ზუ­რა წი­ნას­წა­რი კონ­ტრო­ლია, ეს სხვა რა­მეა, მაგ­რამ ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თოა. კი­დეა არის სხვა რა­ღა­ცე­ბი, მა­გა­ლი­თად სი­ძულ­ვი­ლის ენას­თან და­კავ­ში­რე­ბით ანა­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბაა, როცა ეს თვით­რე­გუ­ლი­რე­ბა აქ შე­მო­დის, გა­და­დის ესეც მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სი­ა­ში. ში­ნა­არსში შე­მოჰ­ყავთ ორ­გა­ნო, რო­მე­ლიც ში­ნა­არსში არ უნდა შე­მო­დი­ო­დეს წე­სით და რი­გით. კი­დევ არის პა­სუ­ხის უფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ნიშ­ნავს იმას, რომ თუ ჩათ­ვა­ლა იმან, რომ შენ არა­სა­თა­ნა­დოდ გა­ა­ცე­მი­ნე პა­სუ­ხი, და­გა­ჯა­რი­მე­ბენ, კი­დევ უა­რე­სი, შე­იძ­ლე­ბა რო­მე­ლი­მე ჯერ­ზე ავ­ტო­რი­ზა­ცია გა­გი­უქ­მონ, ანუ სა­ერ­თოდ გა­გა­უქ­მონ, რო­გორც მე­დია. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ეს მე­ქა­ნიზ­მე­ბი, რო­მე­ლიც შე­მო­აქვთ სა­ხი­ფა­თოა. და­ნარ­ჩე­ნი ნა­წი­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ევ­რო­დი­რექ­ტი­ვაა, მი­სა­ღე­ბია, მაგ­რამ ეს გა­ა­ჩე­რონ იმი­ტომ, რომ შე­იძ­ლე­ბა ცუ­დად დამ­თავ­რდეს“, - გა­ნა­ცხა­და ლაშა ტუ­ღუშ­მა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კაკო
29

აფერისტი,ვითომ დემოკრატი

გოგა
40

დაგავიწყდა რა სახით გამოხვედი კასრების ფაილების ყურების შემდეგ???ჩვენ არ დაგვავიწყდა ბატონებო და არ დაუშვებთ განმეორებას ,ნაცების მეხოტბე როიდან გახდით ??ამ ფაილების ყურების შემდეგ ვფიქრობ მოიხიბლეთ და ვეღარ სთმობთ იმ პერიოდას 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მაუწყებლის შესახებ" კანონში ცვლილებებს ჰქვია მახვილი მედიის კისერზე" - ლაშა ტუღუში

"მაუწყებლის შესახებ" კანონში ცვლილებებს ჰქვია მახვილი მედიის კისერზე" - ლაშა ტუღუში

"მაუწყებლის შესახებ კანონში“ ცვლილებებს ცენზურა არ ჰქვია, ამას ჰქვია მახვილი მედიის კისერზე, - ამის შესახებ ფონდ "ლიბერალური აკადემიის“ დირექტორმა, ლაშა ტუღუშმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა "თავისუფალ სტუდიაში“ "მაუწყებლის შესახებ კანონში“ დაგეგმილ ცვლილებაზე საუბრისას განაცხადა.

ლაშა ტუღუშის შეფასებით, მექანიზმები, რომელიც კანონში ცვლილების შედეგად შემოაქვთ, სახიფათოა და შეიძლება ცუდად დასრულდეს.

"ამ კანონპროექტში არის სამი პუნქტი, რომელიც ძალიან საშიშია და ვფიქრობ, რომ და ჩემი აზრით, ეს არის ნაღმი, რომელზეც შეიძლება დასვან მედია და როცა უნდათ ააფეთქონ, ეს სამი პუნქტი ასეთი ფორმით თუ იქნა მიღებული, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მაგალითად, ჯარიმების პრაქტიკა იცვლება და მარეგულირებელ კომისიას შეუძლია დაგაჯარიმოს/ თუ თქვენ მედია ხართ და დაგაჯარიმათ და თუ თქვენ გაასაჩივრებთ, დღევანდელი კანონმდებლობით ჯარიმა არ შედის ძალაში, ვიდრე სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას, მართალი ხარ თუ არა ხარ მართალი, მანამდე გაჩერებულია ეს პროცესი. ახლა შემოაქვთ ისეთი ცვლილება, რომ თუ დაგაჯარიმა მარეგულირებელმა კომისიამ, რომელიც, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო დაბალი სტანდარტით იხილავს, ვიდრე სასამართლოა, მაშინ შენ პირდაპირ გახდევინებენ ამას და გინდა იჩივლო, გინდა არ იჩივლო. შეიძლება მოიგო პროცესი ორი წლის შემდეგ, მაგრამ უკვე ხარ გაკოტრებული, ან უკვე გაქვს ისეთი მძიმე მდგომარეობა ფინანსური, რომ ვერც გაიმართები წელში.

მარეგულირებელ კომისიაზე ბევრი ამბობს, რომ გარკვეული გავლენები არსებობს. კი ჰქვიათ სათაურში დამოუკიდებელი, მაგრამ თქვენც იცით და მეც ვიცი, როგორ შეიძლება ეს იყოს გამოყენებული...

ამას ცენზურა არ ჰქვია, მაგრამ ამას ჰქვია მახვილი მედიის კისერზე. ცენზურა არ არის, ცენზურა წინასწარი კონტროლია, ეს სხვა რამეა, მაგრამ ძალიან სახიფათოა. კიდეა არის სხვა რაღაცები, მაგალითად სიძულვილის ენასთან დაკავშირებით ანალოგიური ვითარებაა, როცა ეს თვითრეგულირება აქ შემოდის, გადადის ესეც მარეგულირებელი კომისიაში. შინაარსში შემოჰყავთ ორგანო, რომელიც შინაარსში არ უნდა შემოდიოდეს წესით და რიგით. კიდევ არის პასუხის უფლება, რომელიც ნიშნავს იმას, რომ თუ ჩათვალა იმან, რომ შენ არასათანადოდ გააცემინე პასუხი, დაგაჯარიმებენ, კიდევ უარესი, შეიძლება რომელიმე ჯერზე ავტორიზაცია გაგიუქმონ, ანუ საერთოდ გაგაუქმონ, როგორც მედია. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს მექანიზმები, რომელიც შემოაქვთ სახიფათოა. დანარჩენი ნაწილი მნიშვნელოვანია, ევროდირექტივაა, მისაღებია, მაგრამ ეს გააჩერონ იმიტომ, რომ შეიძლება ცუდად დამთავრდეს“, - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.