სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიწები, წყლები, სასახლეები, ძვირადღირებული სამკაულები, ოქროს საბადოები, ცხენები, გედები და ღამურებიც კი - რა ქონებას ფლობდა ელისაბედ II?
მიწები, წყლები, სასახლეები, ძვირადღირებული სამკაულები, ოქროს საბადოები, ცხენები, გედები და ღამურებიც კი - რა ქონებას ფლობდა ელისაბედ II?

დიდი ბრი­ტა­ნე­თის მო­ნარ­ქი ელი­სა­ბედ II, რო­მე­ლიც 8 სექ­ტემ­ბერს გარ­და­იც­ვა­ლა, მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნი იყო. მისი პერ­სო­ნა­ლუ­რი ქო­ნე­ბის მთა­ვარ ნა­წილს ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბი, სამ­კა­უ­ლე­ბი და უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა წარ­მო­ად­გენ­და. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მას არ გა­აჩ­ნდა იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ მათ­გან რა­ი­მე სარ­გე­ბე­ლი მი­ე­ღო, რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვათ მათი გა­ყიდ­ვის უფ­ლე­ბა­ზე. ეს ყვე­ლა­ფე­რი მო­ნარ­ქის კერ­ძო სა­კუთ­რე­ბას არ წარ­მო­ად­გენს, მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის­თვის არის გან­კუთ­ვნი­ლი და რო­გორც წესი, ისი­ნი მომ­დევ­ნო მე­ფეს გა­და­ე­ცე­მა მემ­კვიდ­რე­ო­ბით.

დე­დოფ­ლის პი­რა­დი ქო­ნე­ბა "ფორბსის" მიერ 500 მი­ლი­ონ დო­ლა­რა­დაა შე­ფა­სე­ბუ­ლი. დე­დოფ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ უმე­ტე­სი ნა­წი­ლი მეფე ჩარლზ III-ს გა­და­ე­ცე­მა მემ­კვიდ­რე­ო­ბით. რაც შე­ე­ხე­ბა მთლი­ა­ნად დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო ოჯა­ხის ქო­ნე­ბას, 2017 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, ყვე­ლაფ­რის ფასი 88$ მი­ლი­არდს აღე­მა­ტე­ბა.

მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, დე­დოფ­ლის ქო­ნე­ბის ფასი ოფი­ცი­ა­ლუ­რად არას­დროს გამ­ჟღავ­ნე­ბუ­ლა. რო­გორც Guardian-ი იტყო­ბი­ნე­ბო­და, დე­დო­ფა­ლი 1970-იან წლებ­ში ბრი­ტა­ნე­თის მთავ­რო­ბას ლო­ბი­რებ­და, რომ მისი პი­რა­დი ქო­ნე­ბა, კა­ნონპ­რო­ექ­ტის შეც­ვლის გზით, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან და­ე­ფა­რა, რა­საც იმით ხსნი­და, რომ ამის გამ­ჟღავ­ნე­ბა უხერ­ხუ­ლი იყო.

  • დე­დოფ­ლის პი­რა­დი შე­მო­სავ­ლის წყა­რო­ე­ბი

არ­სე­ბობს გა­მოთ­ქმა, რომ სიკ­ვდი­ლი და გა­და­სა­ხა­დე­ბი გარ­და­უ­ვა­ლი რა­მაა, მაგ­რამ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს მო­ნარ­ქი კა­ნო­ნით თა­ვი­სუფ­ლდე­ბა ქო­ნე­ბის გა­და­სა­ხა­დის­გან.

2015 წელს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სიის მი­ხედ­ვით, დე­დოფ­ლის პი­რა­დი შე­მო­სავ­ლის ძი­რი­თა­დი წყა­რო ლან­კას­ტე­რის სა­ჰერ­ცო­გო იყო. ეს კერ­ძო ქო­ნე­ბაა, რო­მე­ლიც გა­მე­ფე­ბუ­ლი მო­ნარ­ქის­თვის შე­მო­სავ­ლის წყა­როს წარ­მო­ად­გენს. ის 652 მი­ლი­ონ ფუნტ სტერ­ლინ­გა­დაა შე­ფა­სე­ბუ­ლი. Times-ის თა­ნახ­მად, იმის გამო, რომ ეს მო­ნარ­ქის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ქო­ნე­ბაა, ის დე­დოფ­ლის ან­დერ­ძში არ გა­მოჩ­ნდე­ბო­და და უბ­რა­ლოდ, მემ­კვიდ­რე­ზე გა­და­ვი­დო­და, გა­და­სა­ხა­დის გა­დახ­დის გა­რე­შე.

სა­მე­ფო ოჯა­ხი აგ­რეთ­ვე აგ­რო­ვებს გა­და­სა­ხა­დებს სუ­ვე­რე­ნუ­ლი საგ­რან­ტო აქ­ტი­დან, იგი­ვე გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დამ­ხდელ­თა ფონ­დი­დან, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სა­მე­ფო სა­სახ­ლე­ე­ბის მო­სავ­ლე­ლად და სა­მე­ფო მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად, რო­გო­რი­ცაა ოფი­ცი­ა­ლუ­რი მი­ღე­ბე­ბი და მოგ­ზა­უ­რო­ბა. გრან­ტი, წლი­უ­რად, 100 მი­ლი­ონ დო­ლარს შე­ად­გენს.

  • დე­დო­ფალ ელი­სა­ბედ II-ის აქ­ტი­ვე­ბი

სა­მე­ფო ქო­ნე­ბა, იგი­ვე Crown Estate არის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს მი­წე­ბი­სა და სხვა ტი­პის სა­კუთ­რე­ბის ნაკ­რე­ბი, რო­მე­ლიც დე­დოფ­ლის სა­ჯა­რო ქო­ნე­ბას წარ­მოდ­გენ­და, თუმ­ცა ის არც მთავ­რო­ბის სა­კუთ­რე­ბაა და არც მო­ნარ­ქის კერ­ძო ქო­ნე­ბაა. მას "The Firm" - უინ­ძო­რის სახ­ლის წევ­რე­ბის ჯგუ­ფი მარ­თავს. დე­დო­ფალ­თან ერ­თად, ჯგუ­ფის წევ­რე­ბი იყ­ვნენ: მეფე ჩარლ­ზი და მისი ცოლი კა­მი­ლა, პრინ­ცი უი­ლი­ა­მი და მისი მეღ­ლე ქე­ი­თი, დე­დოფ­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი პრინ­ცე­სა ანა და დე­დოფ­ლის უმ­ცრო­სი ვაჟი, პრინ­ცი ედ­ვარ­დი და მისი ცოლი სოფი.

მო­ნარ­ქი ფლობს, მაგ­რამ ვერ ყი­დის სხვა­დას­ხვა ტი­პის ქო­ნე­ბას და აქ­ტი­ვებს, მათ შო­რის: Crown Estate (19,5 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი), ბუ­კინ­გე­მის სა­სახ­ლე (4,9 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი), კორ­ნუ­ო­ლის სა­ჰერ­ცო­გო (1,3 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი), ლან­კას­ტე­რის სა­ჰერ­ცო­გო (748 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი), კენ­სინგტო­ნის სა­სახ­ლე (630 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი) და Crown Estate Scotland (592 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი).

ბალ­მო­რა­ლის სა­სახ­ლე
  • დე­დოფ­ლის აუ­რა­ცხე­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბა: წყლე­ბი და მი­წე­ბი

ელი­სა­ბე­დი იყო ერთ-ერთი იმ ადა­მი­ან­თა შო­რის, ვინც ყვე­ლა­ზე მეტ მი­წას ფლობ­და დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, მას ასე­ვე ჰქონ­და მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე დიდი სხვა­დას­ხვა ტი­პის პი­რა­დი კო­ლექ­ცი­ე­ბი. მის კო­ლექ­ცი­ა­ში ისე­თი ძვე­ლი ნივ­თე­ბი­ცაა, რომ­ლე­ბიც შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბით თა­რიღ­დე­ბა და მო­ნარ­ქებს მემ­კვიდ­რე­ო­ბით გა­და­ე­ცე­მათ. ძირ­ფა­სი სამ­კა­უ­ლე­ბით და­წყე­ბუ­ლი, იშ­ვი­ა­თი ბრი­ლი­ან­ტე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, დე­დო­ფალს ყვე­ლა­ფე­რი ჰქონ­და. ყვე­ლა­ფერ­ში ზღვის ფსკე­რიც კი მო­ი­აზ­რე­ბა. არა მხო­ლოდ ფსკე­რი, წყლე­ბი, რომ­ლე­ბიც დიდ ბრი­ტა­ნეთს აკ­რავს, 1963 წლი­დან დე­დო­ფალს ეკუთ­ვნო­და: ინ­გლი­სის არხი, ირ­ლან­დი­ის ზღვა, ჩრდი­ლო­ეთ ატ­ლან­ტის ოკე­ა­ნე და ჩრდი­ლო­ე­თის ზღვა. გაზი და ნავ­თო­ბიც ამ წყლებ­ში მო­ი­პო­ვე­ბა და ყვე­ლა­ფე­რი ეს შე­უ­ფა­სე­ბე­ლია, მაგ­რამ მხო­ლოდ ნავ­თო­ბი, 60 მი­ლი­არდ დო­ლა­რა­დაა შე­ფა­სე­ბუ­ლი. მო­ნარ­ქი ფლობს ზღვის სა­ნა­პი­რო­ებ­საც, რო­მელ­თა სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 100 მი­ლი­ონ დო­ლა­რამ­დე აღ­წევს.

ლონ­დო­ნის თა­უ­ე­რი

დე­დოფ­ლის მემ­კვიდ­რე­ო­ბა­ში შე­დის აგ­რეთ­ვე მი­ლი­ო­ნო­ბით ჰექ­ტა­რი მიწა. კო­ლო­ნი­ზა­ცი­ის შემ­დეგ მი­ღე­ბუ­ლი მი­წე­ბი ჯამ­ში 6.6 მი­ლი­ონ ჰექ­ტა­რი მი­წის მფლო­ბელს ხდის დიდ ბრი­ტა­ნეთს და შე­სა­ბა­მი­სად, მო­ნარ­ქს. ეს დე­და­მი­წის ზე­და­პი­რის 1/6-ია. დე­დო­ფა­ლი ამ ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან ეკო­ნო­მი­კუ­რი შე­მო­სავ­ლე­ბის 15%-ს იღებ­და.

დე­დო­ფალსვე ეკუთ­ვნო­და ლონ­დო­ნის თა­უ­ე­რი, რო­მე­ლიც 56 მი­ლი­არდ დო­ლა­რა­დაა შფა­სე­ბუ­ლი და ბალ­მო­რა­ლისა (140 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი) და სენ­დრინ­გჰე­მის (65 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი) სა­სახ­ლე­ე­ბი.

ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბი­სა და ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბის უზარ­მა­ზა­რი კო­ლექ­ცი­ე­ბი

  • თავ­და­პირ­ვე­ლად, მეფე ჩარლზ I-მა და­ი­წყო ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბის შეგ­რო­ვე­ბა და მას შემ­დეგ, მისი კო­ლექ­ცია მო­ნარ­ქებს მემ­კვიდ­რე­ო­ბით გა­და­ე­ცე­მა. კო­ლექ­ცი­ა­ში უძ­ვე­ლე­სი ნა­მუ­შევ­რე­ბიც კია მოხ­ვედ­რი­ლი. ფერ­წე­რის ნი­მუ­შე­ბის კო­ლექ­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბის ტრა­დი­ცი­ას ყო­ვე­ლი მმარ­თვე­ლი აგ­რძე­ლებ­და და ამ დრო­ის­თვის დე­დოფ­ლის კო­ლექ­ცი­ა­ში უკვე 150 000 ორი­გი­ნა­ლი ნა­მუ­შე­ვა­რია. ნა­მუ­შევ­რე­ბის ავ­ტო­რებს შო­რის უნდა იყოს: ლე­ო­ნარ­დო და­ვინ­ჩი, პი­ტერ პოლ რუ­ბენ­სი და რემ­ბრან­ტიც კი.

  • ელი­სა­ბედ II-ს ფა­ბერ­ჟეს კვერ­ცხე­ბის კო­ლექ­ცი­აც ჰქონ­და, ჯამ­ში მათი რა­ო­დე­ნო­ბა 600-ია. სა­მე­ფო ოჯახ­ში მათი შეგ­რო­ვე­ბის ტრა­დი­ცია 1900-იან წლებ­ში და­ი­წყო და 600-ვე მო­ოქ­რო­ვი­ლი კვერ­ცხი 200 მი­ლი­ონ დო­ლა­რა­დაა შე­ფა­სე­ბუ­ლი.
  • დე­დო­ფა­ლი ასე­ვე ფლობ­და მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბულ 530.2-კა­რა­ტი­ან ბრი­ლი­ან­ტის ქვას, რო­მე­ლიც 51$ მი­ლი­ო­ნა­დაა შე­ფა­სე­ბუ­ლი.
  • დე­დო­ფალ ვიქ­ტო­რი­ას გა­სა­ო­ცა­რი გვირ­გვი­ნიც ელი­სა­ბედ II-ს ეკუთ­ვნო­და. მას ზუ­ტად 1 333 ბრი­ლი­ან­ტი აქვს და მათი დი­ზა­ი­ნი Rundell & Bridge-მა 1820 წელს შექ­მნა. ის 700 000 $-დაა შე­ფა­სე­ბუ­ლი. ეს იგი­ვე გვირ­გვი­ნია, რო­მე­ლიც ელი­სა­ბედ II-მ 1953 წელს თა­ვის კო­რო­ნა­ცი­ა­ზე მი­ი­ღო და რე­გუ­ლა­რუ­ლად ატა­რებ­და.

დე­დოფ­ლის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ქო­ნე­ბა

  • კი­დევ ერთი სა­ინ­ტე­რე­სო რამ, რაც დე­დოფ­ლის კუთ­ვნი­ლე­ბა­ში იყო, სა­ვაჭ­რო ცენ­ტრე­ბია: ელი­სა­ბედს 3 სა­ვაჭ­რო ცენ­ტრი ჰქონ­და. მათი სა­ერ­თო კა­პი­ტა­ლი კი 2 მი­ლი­არდს შე­ად­გენს.
  • მო­ნარ­ქი ფლობ­და შოტ­ლან­დი­ის ოქ­როს სა­ბა­დო­ებსაც, რომ­ლე­ბიც 1910 წლი­და­ნაა სა­მე­ფო ოჯა­ხის სა­კუთ­რე­ბა და 300 მი­ლი­ონ დო­ლა­რა­დაა შე­ფა­სე­ბუ­ლი.
  • ჰაიდ პარ­კი 1660 წლი­დან ეკუთ­ვნის სა­მე­ფო ოჯახს და 19 მი­ლი­არ­და­დაა შე­ფა­სე­ბუ­ლი.
  • ძვირ­ფა­სი მან­ქა­ნე­ბის კო­ლექ­ცია დე­დო­ფალ­მა 1940 წელს და­ი­წყო და მათი სა­ერ­თო ფასი 10 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რია.
  • Launer-ის ჩან­თე­ბის კო­ლექ­ცია. თი­თო­ე­ულ­ში ელი­სა­ბედ II-ს 2.500$ აქვს გა­დახ­დი­ლი და მას კო­ლექ­ცი­ა­ში სულ 200 ცალი ჰქონ­და. დე­დო­ფა­ლი Launer-ის ჩან­თებს 1950 წლი­დან აგ­რო­ვებ­და.
ჰაიდ პარ­კი

დე­დო­ფა­ლი და ბუ­ნე­ბა

  • დე­დოფ­ლის და ზო­გა­დად, სა­მე­ფოს სა­კუთ­რე­ბა­შია ინ­გლი­სის და უე­ილ­სის გე­დე­ბიც. ამ არე­ალ­ში გე­დე­ბის ზუს­ტი რი­ცხვი უც­ნო­ბია, მაგ­რამ 1 გედი აქ 300$-ად ფა­სობს და და­ახ­ლო­ე­ბით 130 000 დო­ლარს აღ­წევს მათი სა­ერ­თო ფასი. რო­გორც ცნო­ბი­ლია, დე­დო­ფა­ლი რე­გუ­ლა­რუ­ლად ით­ვლი­და გე­დე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას, რათა მათი პო­პუ­ლა­ცი­ის რა­ო­დე­ნო­ბა სტა­ბი­ლუ­რი ყო­ფი­ლი­ყო.
  • ასე­ვე, დე­დო­ფალს ჰყავ­და 450 სარ­ბო­ლო ცხე­ნი, მათ­გან 30 კი­დევ გა­მო­დის რბო­ლებ­ზე. მათი სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 9 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რია.
  • ღა­მუ­რე­ბის გუნდსაც კი ფლობ­და დე­დო­ფა­ლი, მან ისი­ნი 2019 წელს შე­ი­ფა­რა და შე­უ­ფა­სებ­ლე­ბი არი­ან. ისი­ნი პირ­ვე­ლად ბალ­მო­რა­ლის სა­სახ­ლის ჭერს ეწ­ვივ­ნენ და დე­დო­ფა­ლი იმ­დე­ნად გა­ნაც­ვიფ­რა ღა­მუ­რე­ბის გუნ­დმა, რომ სა­სახ­ლის ჭე­რის ფან­ჯრებს დღემ­დე ღიას ტო­ვე­ბენ, რომ ღა­მუ­რებს აქ შეს­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა და­უ­ტო­ვონ.
  • ლონ­დო­ნის ზო­ო­პარკში იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი ორი ია­გუ­ა­რიც დე­დოფ­ლი­საა. ასე­თი ია­გუ­ა­რე­ბი მხო­ლოდ 600-ია მსოფ­ლი­ო­ში. ელი­სა­ბე­დის ორი­ვე ია­გუ­ა­რის ფასი 56 000$-ია.

იხი­ლეთ ასე­ვე:

წყა­რო: yeetmagazine

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიო
4

შურით და ბოღმით რატო იხრჩობით, ინგლისელებს არ აქვთ პრეტენზია და უყვართ თავიანთი დედოფალი, ისტორია, ტრადიციები..ბრიტანეთში ხალხიც კარგათ ცხოვრობს და პატივს ცემს ერთმანეთს.

გოჩა
9

ესენი გვიქნევენ თითს დემოკრატია არ გაქვთო?

ავტორი:

მიწები, წყლები, სასახლეები, ძვირადღირებული სამკაულები, ოქროს საბადოები, ცხენები, გედები და ღამურებიც კი - რა ქონებას ფლობდა ელისაბედ II?

მიწები, წყლები, სასახლეები, ძვირადღირებული სამკაულები, ოქროს საბადოები, ცხენები, გედები და ღამურებიც კი - რა ქონებას ფლობდა ელისაბედ II?

დიდი ბრიტანეთის მონარქი ელისაბედ II, რომელიც 8 სექტემბერს გარდაიცვალა, მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი იყო. მისი პერსონალური ქონების მთავარ ნაწილს ხელოვნების ნიმუშები, სამკაულები და უძრავი ქონება წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, მას არ გააჩნდა იმის შესაძლებლობა, რომ მათგან რაიმე სარგებელი მიეღო, რომ აღარაფერი ვთქვათ მათი გაყიდვის უფლებაზე. ეს ყველაფერი მონარქის კერძო საკუთრებას არ წარმოადგენს, მომავალი თაობებისთვის არის განკუთვნილი და როგორც წესი, ისინი მომდევნო მეფეს გადაეცემა მემკვიდრეობით.

დედოფლის პირადი ქონება "ფორბსის" მიერ 500 მილიონ დოლარადაა შეფასებული. დედოფლის გარდაცვალების შემდეგ უმეტესი ნაწილი მეფე ჩარლზ III-ს გადაეცემა მემკვიდრეობით. რაც შეეხება მთლიანად დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ქონებას, 2017 წლის მონაცემებით, ყველაფრის ფასი 88$ მილიარდს აღემატება.

მიუხედავად ყველაფრისა, დედოფლის ქონების ფასი ოფიციალურად არასდროს გამჟღავნებულა. როგორც Guardian-ი იტყობინებოდა, დედოფალი 1970-იან წლებში ბრიტანეთის მთავრობას ლობირებდა, რომ მისი პირადი ქონება, კანონპროექტის შეცვლის გზით, საზოგადოებისგან დაეფარა, რასაც იმით ხსნიდა, რომ ამის გამჟღავნება უხერხული იყო.

  • დედოფლის პირადი შემოსავლის წყაროები

არსებობს გამოთქმა, რომ სიკვდილი და გადასახადები გარდაუვალი რამაა, მაგრამ გაერთიანებული სამეფოს მონარქი კანონით თავისუფლდება ქონების გადასახადისგან.

2015 წელს გამოქვეყნებული სიის მიხედვით, დედოფლის პირადი შემოსავლის ძირითადი წყარო ლანკასტერის საჰერცოგო იყო. ეს კერძო ქონებაა, რომელიც გამეფებული მონარქისთვის შემოსავლის წყაროს წარმოადგენს. ის 652 მილიონ ფუნტ სტერლინგადაა შეფასებული. Times-ის თანახმად, იმის გამო, რომ ეს მონარქის განუყოფელი ქონებაა, ის დედოფლის ანდერძში არ გამოჩნდებოდა და უბრალოდ, მემკვიდრეზე გადავიდოდა, გადასახადის გადახდის გარეშე.

სამეფო ოჯახი აგრეთვე აგროვებს გადასახადებს სუვერენული საგრანტო აქტიდან, იგივე გადასახადების გადამხდელთა ფონდიდან, რომელიც გამოიყენება სამეფო სასახლეების მოსავლელად და სამეფო მოვალეობების შესასრულებლად, როგორიცაა ოფიციალური მიღებები და მოგზაურობა. გრანტი, წლიურად, 100 მილიონ დოლარს შეადგენს.

  • დედოფალ ელისაბედ II-ის აქტივები

სამეფო ქონება, იგივე Crown Estate არის გაერთიანებული სამეფოს მიწებისა და სხვა ტიპის საკუთრების ნაკრები, რომელიც დედოფლის საჯარო ქონებას წარმოდგენდა, თუმცა ის არც მთავრობის საკუთრებაა და არც მონარქის კერძო ქონებაა. მას "The Firm" - უინძორის სახლის წევრების ჯგუფი მართავს. დედოფალთან ერთად, ჯგუფის წევრები იყვნენ: მეფე ჩარლზი და მისი ცოლი კამილა, პრინცი უილიამი და მისი მეღლე ქეითი, დედოფლის ქალიშვილი პრინცესა ანა და დედოფლის უმცროსი ვაჟი, პრინცი ედვარდი და მისი ცოლი სოფი.

მონარქი ფლობს, მაგრამ ვერ ყიდის სხვადასხვა ტიპის ქონებას და აქტივებს, მათ შორის: Crown Estate (19,5 მილიარდი დოლარი), ბუკინგემის სასახლე (4,9 მილიარდი დოლარი), კორნუოლის საჰერცოგო (1,3 მილიარდი დოლარი), ლანკასტერის საჰერცოგო (748 მილიონი დოლარი), კენსინგტონის სასახლე (630 მილიონი დოლარი) და Crown Estate Scotland (592 მილიონი დოლარი).

ბალმორალის სასახლე
  • დედოფლის აურაცხელი მემკვიდრეობა: წყლები და მიწები

ელისაბედი იყო ერთ-ერთი იმ ადამიანთა შორის, ვინც ყველაზე მეტ მიწას ფლობდა დიდ ბრიტანეთში, მას ასევე ჰქონდა მსოფლიოში ყველაზე დიდი სხვადასხვა ტიპის პირადი კოლექციები. მის კოლექციაში ისეთი ძველი ნივთებიცაა, რომლებიც შუა საუკუნეებით თარიღდება და მონარქებს მემკვიდრეობით გადაეცემათ. ძირფასი სამკაულებით დაწყებული, იშვიათი ბრილიანტებით დამთავრებული, დედოფალს ყველაფერი ჰქონდა. ყველაფერში ზღვის ფსკერიც კი მოიაზრება. არა მხოლოდ ფსკერი, წყლები, რომლებიც დიდ ბრიტანეთს აკრავს, 1963 წლიდან დედოფალს ეკუთვნოდა: ინგლისის არხი, ირლანდიის ზღვა, ჩრდილოეთ ატლანტის ოკეანე და ჩრდილოეთის ზღვა. გაზი და ნავთობიც ამ წყლებში მოიპოვება და ყველაფერი ეს შეუფასებელია, მაგრამ მხოლოდ ნავთობი, 60 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. მონარქი ფლობს ზღვის სანაპიროებსაც, რომელთა საერთო ღირებულება 100 მილიონ დოლარამდე აღწევს.

ლონდონის თაუერი

დედოფლის მემკვიდრეობაში შედის აგრეთვე მილიონობით ჰექტარი მიწა. კოლონიზაციის შემდეგ მიღებული მიწები ჯამში 6.6 მილიონ ჰექტარი მიწის მფლობელს ხდის დიდ ბრიტანეთს და შესაბამისად, მონარქს. ეს დედამიწის ზედაპირის 1/6-ია. დედოფალი ამ ტერიტორიებიდან ეკონომიკური შემოსავლების 15%-ს იღებდა.

დედოფალსვე ეკუთვნოდა ლონდონის თაუერი, რომელიც 56 მილიარდ დოლარადაა შფასებული და ბალმორალისა (140 მილიონი დოლარი) და სენდრინგჰემის (65 მილიონი დოლარი) სასახლეები.

ხელოვნების ნიმუშებისა და ძვირფასეულობის უზარმაზარი კოლექციები

  • თავდაპირველად, მეფე ჩარლზ I-მა დაიწყო ხელოვნების ნიმუშების შეგროვება და მას შემდეგ, მისი კოლექცია მონარქებს მემკვიდრეობით გადაეცემა. კოლექციაში უძველესი ნამუშევრებიც კია მოხვედრილი. ფერწერის ნიმუშების კოლექციის შეგროვების ტრადიციას ყოველი მმართველი აგრძელებდა და ამ დროისთვის დედოფლის კოლექციაში უკვე 150 000 ორიგინალი ნამუშევარია. ნამუშევრების ავტორებს შორის უნდა იყოს: ლეონარდო დავინჩი, პიტერ პოლ რუბენსი და რემბრანტიც კი.

  • ელისაბედ II-ს ფაბერჟეს კვერცხების კოლექციაც ჰქონდა, ჯამში მათი რაოდენობა 600-ია. სამეფო ოჯახში მათი შეგროვების ტრადიცია 1900-იან წლებში დაიწყო და 600-ვე მოოქროვილი კვერცხი 200 მილიონ დოლარადაა შეფასებული.
  • დედოფალი ასევე ფლობდა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ 530.2-კარატიან ბრილიანტის ქვას, რომელიც 51$ მილიონადაა შეფასებული.
  • დედოფალ ვიქტორიას გასაოცარი გვირგვინიც ელისაბედ II-ს ეკუთვნოდა. მას ზუტად 1 333 ბრილიანტი აქვს და მათი დიზაინი Rundell & Bridge-მა 1820 წელს შექმნა. ის 700 000 $-დაა შეფასებული. ეს იგივე გვირგვინია, რომელიც ელისაბედ II-მ 1953 წელს თავის კორონაციაზე მიიღო და რეგულარულად ატარებდა.

დედოფლის მატერიალური ქონება

  • კიდევ ერთი საინტერესო რამ, რაც დედოფლის კუთვნილებაში იყო, სავაჭრო ცენტრებია: ელისაბედს 3 სავაჭრო ცენტრი ჰქონდა. მათი საერთო კაპიტალი კი 2 მილიარდს შეადგენს.
  • მონარქი ფლობდა შოტლანდიის ოქროს საბადოებსაც, რომლებიც 1910 წლიდანაა სამეფო ოჯახის საკუთრება და 300 მილიონ დოლარადაა შეფასებული.
  • ჰაიდ პარკი 1660 წლიდან ეკუთვნის სამეფო ოჯახს და 19 მილიარდადაა შეფასებული.
  • ძვირფასი მანქანების კოლექცია დედოფალმა 1940 წელს დაიწყო და მათი საერთო ფასი 10 მილიონი დოლარია.
  • Launer-ის ჩანთების კოლექცია. თითოეულში ელისაბედ II-ს 2.500$ აქვს გადახდილი და მას კოლექციაში სულ 200 ცალი ჰქონდა. დედოფალი Launer-ის ჩანთებს 1950 წლიდან აგროვებდა.
ჰაიდ პარკი

დედოფალი და ბუნება

  • დედოფლის და ზოგადად, სამეფოს საკუთრებაშია ინგლისის და უეილსის გედებიც. ამ არეალში გედების ზუსტი რიცხვი უცნობია, მაგრამ 1 გედი აქ 300$-ად ფასობს და დაახლოებით 130 000 დოლარს აღწევს მათი საერთო ფასი. როგორც ცნობილია, დედოფალი რეგულარულად ითვლიდა გედების რაოდენობას, რათა მათი პოპულაციის რაოდენობა სტაბილური ყოფილიყო.
  • ასევე, დედოფალს ჰყავდა 450 სარბოლო ცხენი, მათგან 30 კიდევ გამოდის რბოლებზე. მათი საერთო ღირებულება 9 მილიონი დოლარია.
  • ღამურების გუნდსაც კი ფლობდა დედოფალი, მან ისინი 2019 წელს შეიფარა და შეუფასებლები არიან. ისინი პირველად ბალმორალის სასახლის ჭერს ეწვივნენ და დედოფალი იმდენად განაცვიფრა ღამურების გუნდმა, რომ სასახლის ჭერის ფანჯრებს დღემდე ღიას ტოვებენ, რომ ღამურებს აქ შესვლის საშუალება დაუტოვონ.
  • ლონდონის ზოოპარკში იმპორტირებული ორი იაგუარიც დედოფლისაა. ასეთი იაგუარები მხოლოდ 600-ია მსოფლიოში. ელისაბედის ორივე იაგუარის ფასი 56 000$-ია.

იხილეთ ასევე:

წყარო: yeetmagazine

მოამზადა: ანა სიბოშვილმა