პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პრეზიდენტის მოსმენა ვის რაში სჭირდება? ჩემი მოსმენა შეიძლება საინტერესო იყოს, რადგან ბევრი ინფორმაციის მატარებელი ვარ" - ირაკლი კობახიძე
"პრეზიდენტის მოსმენა ვის რაში სჭირდება? ჩემი მოსმენა შეიძლება საინტერესო იყოს, რადგან ბევრი ინფორმაციის მატარებელი ვარ" - ირაკლი კობახიძე

"ყვე­ლა­ფერს თავი რომ და­ვა­ნე­ბოთ, პრე­ზი­დენ­ტის მოს­მე­ნა ვის რაში სჭირ­დე­ბა?- ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას მოს­მე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის თქმით, მისი „მოს­მე­ნა უფრო სა­ინ­ტე­რე­სოა, რად­გან ის ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მა­ტა­რე­ბე­ლია“.

„აბ­სურ­დუ­ლია გან­ცხა­დე­ბე­ბი და ჩვენ გვი­წევს კო­მენ­ტა­რე­ბის გა­კე­თე­ბა. ჩემი მოს­მე­ნა შე­იძ­ლე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო იყოს, რად­გან ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მა­ტა­რე­ბე­ლი ვარ, ბევრ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­საც ვი­ღებ და ბევრ ადა­მი­ან­თან მაქვს კო­მუ­ნი­კა­ცია, მაგ­რამ კი­დევ ერთხელ გა­ვი­მე­ო­რებ, იყო გარ­კვე­უ­ლი სის­ტე­მუ­რი პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც ჩვენ ჩა­ვა­ბა­რეთ წარ­სულს. მე შე­გახ­სე­ნებთ, 2012 წლამ­დე, როცა ეს სის­ტე­მუ­რი უმ­ძი­მე­სი პრაქ­ტი­კა იყო და­ნერ­გი­ლი, მა­შინ, ერთი, რომ უს­მენ­დნენ და მერე ამას პრაქ­ტი­კა­შიც იყე­ნებ­დნენ ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. სწო­რედ, ასე­თი ფორ­მით მოქ­მე­დებ­და მა­შინ რეპ­რე­სი­უ­ლი რე­ჟი­მი. სწო­რედ ეს რეპ­რე­სი­უ­ლი რე­ჟი­მი დამ­თავ­რდა და ჩვენ ეს სის­ტე­მუ­რი მოს­მე­ნა არა­ფერ­ში გვჭირ­დე­ბა, რად­გან რეპ­რე­სი­უ­ლი რე­ჟი­მი სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ არ გვაქვს. როცა ვი­ღა­ცე­ბი პა­რა­ლელს ავ­ლე­ბენ, ეს ცა­რი­ე­ლი სპე­კუ­ლა­ცი­აა. როცა ამას რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცია აკე­თებს, გა­სა­გე­ბია, როცა პრე­ზი­დენ­ტი ამას უერ­თდე­ბა, გა­სა­გე­ბია, რომ მას იგი­ვე დღის წეს­რი­გი ამოძ­რა­ვებს, რაც რა­დი­კა­ლურ ოპო­ზი­ცი­ას“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

კი­თხვა­ზე, სურს თუ არა, რომ მას შეხ­ვედ­რა­ზე ან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას უს­მენ­დნენ, კო­ბა­ხი­ძე პა­სუ­ხობს, რომ „უკა­ნო­ნო მოს­მე­ნე­ბი არ მოს­წონს“.

„თქვენ გა­ინ­ტე­რე­სებთ უკა­ნო­ნო მოს­მე­ნას ვემ­ხრო­ბი თუ არა? რა თქმა უნდა, არა. რა კი­თხვას სვამთ, თქვენ მე­კი­თხე­ბით მომ­წონს თუ არა, უკა­ნო­ნო მოს­მე­ნა, რა თქმა უნდა, არ მომ­წონს, დამ­თავ­რდა, წერ­ტი­ლი, მორ­ჩა“, - აცხა­დებს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე.

კი­თხვა­ზე, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია თუ არა, რომ მას არ უს­მე­ნენ, კო­ბა­ხი­ძე ასე პა­სუ­ხობს:

„მე ასე მგო­ნია, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა რა­მე­ში იყო ამ სამ­ყა­რო­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი“.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
.....
2

უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებენ ....

რუსულ ოცნებას
2

ამ - - ს გონია რომ მას არ უსმენენ თუ როგორაა ?!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"პრეზიდენტის მოსმენა ვის რაში სჭირდება? ჩემი მოსმენა შეიძლება საინტერესო იყოს, რადგან ბევრი ინფორმაციის მატარებელი ვარ" - ირაკლი კობახიძე

"პრეზიდენტის მოსმენა ვის რაში სჭირდება? ჩემი მოსმენა შეიძლება საინტერესო იყოს, რადგან ბევრი ინფორმაციის მატარებელი ვარ" - ირაკლი კობახიძე

"ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, პრეზიდენტის მოსმენა ვის რაში სჭირდება?- ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას მოსმენებთან დაკავშირებით.

ირაკლი კობახიძის თქმით, მისი „მოსმენა უფრო საინტერესოა, რადგან ის ბევრი ინფორმაციის მატარებელია“.

„აბსურდულია განცხადებები და ჩვენ გვიწევს კომენტარების გაკეთება. ჩემი მოსმენა შეიძლება საინტერესო იყოს, რადგან ბევრი ინფორმაციის მატარებელი ვარ, ბევრ გადაწყვეტილებასაც ვიღებ და ბევრ ადამიანთან მაქვს კომუნიკაცია, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იყო გარკვეული სისტემური პრობლემა, რომელიც ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს. მე შეგახსენებთ, 2012 წლამდე, როცა ეს სისტემური უმძიმესი პრაქტიკა იყო დანერგილი, მაშინ, ერთი, რომ უსმენდნენ და მერე ამას პრაქტიკაშიც იყენებდნენ ადამიანების წინააღმდეგ. სწორედ, ასეთი ფორმით მოქმედებდა მაშინ რეპრესიული რეჟიმი. სწორედ ეს რეპრესიული რეჟიმი დამთავრდა და ჩვენ ეს სისტემური მოსმენა არაფერში გვჭირდება, რადგან რეპრესიული რეჟიმი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ არ გვაქვს. როცა ვიღაცები პარალელს ავლებენ, ეს ცარიელი სპეკულაციაა. როცა ამას რადიკალური ოპოზიცია აკეთებს, გასაგებია, როცა პრეზიდენტი ამას უერთდება, გასაგებია, რომ მას იგივე დღის წესრიგი ამოძრავებს, რაც რადიკალურ ოპოზიციას“, - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, სურს თუ არა, რომ მას შეხვედრაზე ან გადაწყვეტილების მიღებისას უსმენდნენ, კობახიძე პასუხობს, რომ „უკანონო მოსმენები არ მოსწონს“.

„თქვენ გაინტერესებთ უკანონო მოსმენას ვემხრობი თუ არა? რა თქმა უნდა, არა. რა კითხვას სვამთ, თქვენ მეკითხებით მომწონს თუ არა, უკანონო მოსმენა, რა თქმა უნდა, არ მომწონს, დამთავრდა, წერტილი, მორჩა“, - აცხადებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე.

კითხვაზე, დარწმუნებულია თუ არა, რომ მას არ უსმენენ, კობახიძე ასე პასუხობს:

„მე ასე მგონია, როგორ შეიძლება რამეში იყო ამ სამყაროში დარწმუნებული“.