სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მრავალმილიარდიანი გლოვა და კორონაცია - რა უჯდება დიდ ბრიტანეთს დედოფალ ელისაბედის გარდაცვალება და ჩარლზის გამეფება
მრავალმილიარდიანი გლოვა და კორონაცია - რა უჯდება დიდ ბრიტანეთს დედოფალ ელისაბედის გარდაცვალება და ჩარლზის გამეფება

დიდი ბრი­ტა­ნე­თის დე­დო­ფა­ლი ელი­სა­ბედ II 8 სექ­ტემ­ბერს 96 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ლონ­დონს მი­ლი­არ­დო­ბით ფუნ­ტის გა­დახ­და მო­უ­წევს ყვე­ლა იმ აქ­ტი­ვო­ბის­თვის, რო­მე­ლიც დაკ­რძალ­ვას­თან, ეროვ­ნულ გლო­ვას­თან და ჩარლზ III-ის გა­მე­ფე­ბას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ასე­ვე სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა ბევ­რი ნივ­თის ჩა­ნაც­ვლე­ბა ელი­სა­ბე­დის სიმ­ბო­ლო­ე­ბით, მა­გა­ლი­თად, ბანკნო­ტე­ბი­სა და მო­ნე­ტე­ბის.

  • რა დაჯ­დე­ბა დაკ­რძალ­ვა

დე­დო­ფა­ლი ელი­სა­ბედ II შოტ­ლან­დი­ის ბალ­მო­რა­ლის ცი­ხე­სი­მაგ­რე­ში შუ­ა­დღით გარ­და­იც­ვა­ლა, თუმ­ცა ექი­მე­ბი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის გამო მას დი­ლი­დან აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ. გარ­დაც­ვა­ლე­ბის ზუს­ტი მი­ზე­ზი არ სა­ხელ­დე­ბა.

ტე­ლე­არ­ხმა Sky News-ი, ექ­სპერ­ტე­ბის უახ­ლეს შე­ფა­სე­ბებ­ზე დაყ­რდნო­ბით, დე­დოფ­ლის გლო­ვის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის, დაკ­რძალ­ვი­სა და პრო­ტო­კო­ლის პრო­ცე­დუ­რე­ბის პირ­და­პი­რი ხარ­ჯე­ბი შე­ა­ფა­სა და ეს რი­ცხვი და­ახ­ლო­ე­ბით 12 მი­ლი­არ­დი ფუნ­ტი სტერ­ლინ­გი გა­მო­ვი­და. ჩარლ მე­სა­მის შემ­დგო­მი კო­რო­ნა­ცი­ის­თვის და­ახ­ლო­ე­ბით ერთი ამ­დე­ნი თან­ხა კი­დევ სა­ჭი­რო გახ­დე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თა­ვის დრო­ზე, პრინ­ცე­სა და­ი­ა­ნას დაკ­რძალ­ვა­ზე, და­ახ­ლო­ე­ბით, 10 მი­ლი­ო­ნი ფუნ­ტი და­ი­ხარ­ჯა, უფრო მე­ტიც, The Insider-მა ის ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი დაკ­რძალ­ვე­ბის ათე­ულ­ში შე­იყ­ვა­ნა.

მაგ­რამ 12 მი­ლი­არ­დი ფუნ­ტი შე­იძ­ლე­ბა არც ისე მა­ღა­ლი რი­ცხვი ყო­ფი­ლი­ყო იმას­თან შე­და­რე­ბით, რისი გა­დახ­დაც ქვე­ყა­ნას ელი­სა­ბედ II-თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა სიმ­ბო­ლოს შე­საც­ვლე­ლად მო­უ­წევს:

სა­უ­ბა­რია ე.წ. სა­მე­ფო შიფრ­ზე - მმარ­თვე­ლი მო­ნარ­ქის ასო მო­ნოგ­რა­მა­ზე. ის, ფაქ­ტობ­რი­ვად, ყველ­გან გვხვდე­ბა: თა­ნამ­შრო­მელ­თა ფორ­მა­ზე, ტრა­დი­ცი­ულ პო­ლი­ცი­ის ჩა­ფხუ­ტებ­ზე, სა­ტე­ლე­ფო­ნო ჯი­ხუ­რებ­ზე, სა­ფოს­ტო ყუ­თებ­ზე, მო­ქა­ლა­ქე­თა პას­პორ­ტებ­ზე, სა­ხელ­მწი­ფო და მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ნი­შან­ზე. შიფ­რი ორი ასოს­გან შედ­გე­ბა - მო­ნარ­ქის სა­ხე­ლი­სა და სქე­სის გან­მარ­ტე­ბა. გარ­დაც­ვლი­ლი დე­დოფ­ლის შიფ­რია ER (ელი­სა­ბედ რე­გი­ნა). ის უნდა შე­იც­ვა­ლოს CR-ზე (ჩარლზ რექ­სი).

ბრი­ტა­ნე­თის ბი­უ­ჯეტს ცალ-ცალ­კე მო­უ­წევს ფუ­ლის და­ხარ­ჯვა მთე­ლი ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის (მო­ნე­ტე­ბი, ბანკნო­ტე­ბი) და სა­ფოს­ტო მარ­კე­ბის გა­და­ბეჭდ­ვა­ზე, უკვე ჩარლზ III-ის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბით.

ჰიმნში სტრი­ქო­ნი God Save the Queen ("ღმერ­თო და­ი­ფა­რე დე­დო­ფა­ლი“) შე­იც­ვლე­ბა God Save the King-ით („God Save the King“). ამის შემ­დეგ ხე­ლახ­ლა და­ი­ბეჭ­დე­ბა ჰიმ­ნის ყვე­ლა ოფი­ცი­ა­ლუ­რი და არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სია - სკო­ლის წეს­დე­ბი­დან პლა­კა­ტე­ბამ­დე.

The Sun-ის ცნო­ბით, ბრი­ტა­ნე­თის მო­ნარ­ქის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, ქვეყ­ნის მას­შტა­ბით დრო­შე­ბი და­უშ­ვეს და ზა­რე­ბი და­რე­კეს. თი­თო­ე­ულ ზა­რის ენა­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რი ტყა­ვის შა­ლი­თე­ბი გა­და­აკ­რეს. მთლი­ა­ნო­ბა­ში დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 16 ათა­სი ეკ­ლე­სი­აა. თი­თო­ე­ულ მათ­განს სჭირ­დე­ბო­და სა­შუ­ა­ლოდ 12 ასე­თი გა­დაკ­ვრა, რო­მელ­თა ღი­რე­ბუ­ლე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 45 ფუნ­ტი იყო. ანუ მხო­ლოდ ზა­რე­ბის აქ­სე­სუ­ა­რე­ბი სა­მე­ფოს ბი­უ­ჯეტს 8,6 მი­ლი­ო­ნი ფუნ­ტი უჯ­დე­ბა.

  • ბრი­ტა­ნე­თის ცხოვ­რე­ბა და ეკო­ნო­მი­კა გა­ი­ყი­ნე­ბა

გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს ეკო­ნო­მი­კა ზა­რალ­დე­ბა ყვე­ლა სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბი­სა და სა­წარ­მოს და­ხურ­ვის გამო, თა­ნაც გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი ვა­დით (უახ­ლე­სი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩარლზ III-ის თხოვ­ნით გლო­ვა 7 დღე გაგ­რძელ­დე­ბა). ზა­რა­ლი დი­დია, რად­გან ლა­პა­რა­კია სა­ფონ­დო ბირ­ჟა­ზე, ბან­კებ­სა და სხვა სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებ­ზე.

დე­დოფ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, მუ­შა­ო­ბა ასე­ვე შე­ა­ჩე­რეს: ბრი­ტა­ნე­თის პარ­ლა­მენ­ტმა და შოტ­ლან­დი­ის, უელ­სი­სა და ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დი­ის ავ­ტო­ნო­მი­ურ­მა სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ებ­მა.

დაკ­რძალ­ვის თა­რი­ღი "ეროვ­ნუ­ლი გლო­ვის დღედ“ გა­მო­ცხად­დე­ბა და მას ქვეყ­ნის სრუ­ლი ერ­თდღი­ა­ნი ეკო­ნო­მი­კუ­რი შფერ­ხე­ბა უკვე უწო­დეს.

2014 წელს, The Daily Telegraph-მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა სტა­ტია, სა­დაც მსგავ­სი ჩა­კეტ­ვა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს მშპ-ს პო­ტენ­ცი­ურ ზი­ა­ნად შე­ფას­და, რაც დღე­ში 2,5 -დან 5 მი­ლი­არდ ფუნ­ტამ­დე და­ნა­კარგს შე­ად­გენს.

8-წლი­ა­ნი ინფლა­ცი­ი­სა და გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­ში მიმ­დი­ნა­რე ენერ­გე­ტი­კუ­ლი კრი­ზი­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით კი, ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი შე­საძ­ლოა, გა­ორ­მაგ­დეს.

ამ­რი­გად, გლო­ვის მხო­ლოდ მომ­დევ­ნო კვი­რა და­ახ­ლო­ე­ბით 35-დან 70-მი­ლი­არ­დამ­დე ფუნ­ტის ოდე­ნო­ბის ზა­რალს გა­მო­იწ­ვევს.

ავ­ტო­რი: ეკა დარ­ჩი­აშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ირაკლი
0

ეჰჰ საწყალი ბრიტანელები, მშივრები დარჩებიან, ისედაც არჩევანი უწევდათ საჭმელს და გათბობის შორის, ეხლა ხო საერთოდ... ტვ იმედი)))

gochik
0

ჩვენ საქმეს მივხედოთ გვირჩევნია, აწკობილიაქვთ ქვეყანა საათივით, ეს მიტომ რომ არ აინტერესებთ ჩვენების მსგავსად სად ვინ დაკრძალეს და რამდენი დაჯდა ბიუჟეტის ოდენობა, მიზანდასახული მშრომელი და დისწიპლინის ხალხია, აქ ჭორაობას უნდება ჯერ ისევ საზოგადოების ნაწილი.. საქმე ვაკეთოთ ჯობია..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

მრავალმილიარდიანი გლოვა და კორონაცია - რა უჯდება დიდ ბრიტანეთს დედოფალ ელისაბედის გარდაცვალება და ჩარლზის გამეფება

მრავალმილიარდიანი გლოვა და კორონაცია - რა უჯდება დიდ ბრიტანეთს დედოფალ ელისაბედის გარდაცვალება და ჩარლზის გამეფება

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II 8 სექტემბერს 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლონდონს მილიარდობით ფუნტის გადახდა მოუწევს ყველა იმ აქტივობისთვის, რომელიც დაკრძალვასთან, ეროვნულ გლოვასთან და ჩარლზ III-ის გამეფებასთან არის დაკავშირებული. ასევე საჭირო იქნება ბევრი ნივთის ჩანაცვლება ელისაბედის სიმბოლოებით, მაგალითად, ბანკნოტებისა და მონეტების.

  • რა დაჯდება დაკრძალვა

დედოფალი ელისაბედ II შოტლანდიის ბალმორალის ციხესიმაგრეში შუადღით გარდაიცვალა, თუმცა ექიმები ჯანმრთელობის პრობლემების გამო მას დილიდან აკვირდებოდნენ. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი არ სახელდება.

ტელეარხმა Sky News-ი, ექსპერტების უახლეს შეფასებებზე დაყრდნობით, დედოფლის გლოვის ღონისძიებების, დაკრძალვისა და პროტოკოლის პროცედურების პირდაპირი ხარჯები შეაფასა და ეს რიცხვი დაახლოებით 12 მილიარდი ფუნტი სტერლინგი გამოვიდა. ჩარლ მესამის შემდგომი კორონაციისთვის დაახლოებით ერთი ამდენი თანხა კიდევ საჭირო გახდება.

აღსანიშნავია, რომ თავის დროზე, პრინცესა დაიანას დაკრძალვაზე, დაახლოებით, 10 მილიონი ფუნტი დაიხარჯა, უფრო მეტიც, The Insider-მა ის ყველაზე ძვირადღირებული დაკრძალვების ათეულში შეიყვანა.

მაგრამ 12 მილიარდი ფუნტი შეიძლება არც ისე მაღალი რიცხვი ყოფილიყო იმასთან შედარებით, რისი გადახდაც ქვეყანას ელისაბედ II-თან დაკავშირებული ყველა სიმბოლოს შესაცვლელად მოუწევს:

საუბარია ე.წ. სამეფო შიფრზე - მმართველი მონარქის ასო მონოგრამაზე. ის, ფაქტობრივად, ყველგან გვხვდება: თანამშრომელთა ფორმაზე, ტრადიციულ პოლიციის ჩაფხუტებზე, სატელეფონო ჯიხურებზე, საფოსტო ყუთებზე, მოქალაქეთა პასპორტებზე, სახელმწიფო და მუნიციპალური დაწესებულებების ნიშანზე. შიფრი ორი ასოსგან შედგება - მონარქის სახელისა და სქესის განმარტება. გარდაცვლილი დედოფლის შიფრია ER (ელისაბედ რეგინა). ის უნდა შეიცვალოს CR-ზე (ჩარლზ რექსი).

ბრიტანეთის ბიუჯეტს ცალ-ცალკე მოუწევს ფულის დახარჯვა მთელი ეროვნული ვალუტის (მონეტები, ბანკნოტები) და საფოსტო მარკების გადაბეჭდვაზე, უკვე ჩარლზ III-ის გამოსახულებით.

ჰიმნში სტრიქონი God Save the Queen ("ღმერთო დაიფარე დედოფალი“) შეიცვლება God Save the King-ით („God Save the King“). ამის შემდეგ ხელახლა დაიბეჭდება ჰიმნის ყველა ოფიციალური და არაოფიციალური ვერსია - სკოლის წესდებიდან პლაკატებამდე.

The Sun-ის ცნობით, ბრიტანეთის მონარქის გარდაცვალების გამოცხადების შემდეგ, ქვეყნის მასშტაბით დროშები დაუშვეს და ზარები დარეკეს. თითოეულ ზარის ენაზე სპეციალური ტყავის შალითები გადააკრეს. მთლიანობაში დიდ ბრიტანეთში დაახლოებით 16 ათასი ეკლესიაა. თითოეულ მათგანს სჭირდებოდა საშუალოდ 12 ასეთი გადაკვრა, რომელთა ღირებულება დაახლოებით 45 ფუნტი იყო. ანუ მხოლოდ ზარების აქსესუარები სამეფოს ბიუჯეტს 8,6 მილიონი ფუნტი უჯდება.

  • ბრიტანეთის ცხოვრება და ეკონომიკა გაიყინება

გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა ზარალდება ყველა სამთავრობო უწყებისა და საწარმოს დახურვის გამო, თანაც განუსაზღვრელი ვადით (უახლესი ინფორმაციით, ჩარლზ III-ის თხოვნით გლოვა 7 დღე გაგრძელდება). ზარალი დიდია, რადგან ლაპარაკია საფონდო ბირჟაზე, ბანკებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებზე.

დედოფლის გარდაცვალების გამოცხადების შემდეგ, მუშაობა ასევე შეაჩერეს: ბრიტანეთის პარლამენტმა და შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ავტონომიურმა საკანონმდებლო ორგანოებმა.

დაკრძალვის თარიღი "ეროვნული გლოვის დღედ“ გამოცხადდება და მას ქვეყნის სრული ერთდღიანი ეკონომიკური შფერხება უკვე უწოდეს.

2014 წელს, The Daily Telegraph-მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც მსგავსი ჩაკეტვა გაერთიანებული სამეფოს მშპ-ს პოტენციურ ზიანად შეფასდა, რაც დღეში 2,5 -დან 5 მილიარდ ფუნტამდე დანაკარგს შეადგენს.

8-წლიანი ინფლაციისა და გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარე ენერგეტიკული კრიზისის გათვალისწინებით კი, ეს მაჩვენებელი შესაძლოა, გაორმაგდეს.

ამრიგად, გლოვის მხოლოდ მომდევნო კვირა დაახლოებით 35-დან 70-მილიარდამდე ფუნტის ოდენობის ზარალს გამოიწვევს.

ავტორი: ეკა დარჩიაშვილი