პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბატონო პრემიერო, გთხოვთ განადგურებული ხუთი შვილის დედა, ნუ გამომიყვანთ დედის ამპლუიდან..." - რა მიმართვას ავრცელებს ნიკო კვარაცხელიას დედა მკვლელობიდან ერთი წლის თავზე?
"ბატონო პრემიერო, გთხოვთ განადგურებული ხუთი შვილის დედა, ნუ გამომიყვანთ დედის ამპლუიდან..." - რა მიმართვას ავრცელებს ნიკო კვარაცხელიას დედა მკვლელობიდან ერთი წლის თავზე?

22 წლის ახალ­გაზ­რდის, ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბი­დან ერთი წელი გა­ვი­და. მოკ­ლუ­ლი ბი­ჭის დედა იზა ომა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს ავ­რცე­ლებს და პრე­მი­ერს მი­მარ­თავს, მო­უ­წო­დოს შე­სა­ბა­მის სტრუქ­ტუ­რებს, რომ მკვლე­ლო­ბის საქ­მეს სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა მი­ე­ცეს.

"ერთი წელი გა­ვი­და სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბი­დან, ერთი წლის წინ 15 სექ­ტემ­ბერს ქა­ლა­ქის შუ­ა­გულ­ში ჩემს შვილს 22 წლის ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას ტე­რო­რის­ტუ­ლი აქტი მო­უ­წყვეს, ეს­რო­ლეს მის ნიჭს, წარ­მა­ტე­ბას, ეს­რო­ლეს მის სურ­ვილს, მი­სი­ვე შექ­მნი­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დია პლათ­ფორ­მით “Feedc”-ი სა­კუ­თა­რი ქვე­ყა­ნა მსოფ­ლი­ოს რუ­კა­ზე და­ე­ტა­ნა, ას­რო­ლი­ნეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის მტრებ­მა, არ­ქი­ფო სე­თუ­რის შთა­მო­მავ­ლებ­მა, ბერ­ბი­ჭაშ­ვი­ლებ­მა, მათ ხომ სექ­ტემ­ბე­რი კარ­გად აქვთ დაც­დი­ლი, შე­უმ­დგა­რი, სულ­გა­ყი­დუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი ლაჩ­რუ­ლად ზურ­გი­დან მი­უშ­ვეს!

ეს­რო­ლეს მაგ­რამ ვერ მოკ­ლეს, რად­გან იმა­ვე წუთს ნი­კოს ტრა­გე­დია ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის პი­რად ტრა­გე­დი­ად იქცა, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვი­საც კი ვინც ნიკო თა­ვი­სი საქ­მით ტრა­გე­დი­ის მერე გა­იც­ნო, მუხ­ლმოდ­რე­კით მად­ლო­ბას გიხ­დით, ვინც ჩვენ­თან ერ­თად აგერ უკვე ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გლო­ვობთ ნი­კოს. მას შემ­დეგ ყო­ვე­ლი გა­თე­ნე­ბუ­ლი დღე არის ჩემი ოჯა­ხის­თვის 15 სექ­ტემ­ბე­რი, ყო­ველ დღეს სწო­რედ ისე მეფ­ლი­თე­ბა მთე­ლი სხე­უ­ლი, რო­გორც ჩემს შვილს და­უფ­ლი­თეს ქვეყ­ნის მტრებ­მა!

ბა­ტო­ნო პრე­მი­ე­რო თქვენ პი­რა­დად მოგ­მარ­თავთ და გთხოვთ, ფიქ­რით ხუთი წუ­თით გა­ნი­ცა­დეთ ის ტკი­ვი­ლი რო­გო­რი ტკი­ვი­ლი­თაც ჩვე­ნი ოჯა­ხი ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რობს, პი­რა­დად და­ინ­ტე­რეს­დით!

საქ­მე მკვლე­ლო­ბი­დან მე­ო­რე დღეს­ვე ორმა ღირ­სე­ულ­მა მო­ქა­ლა­ქემ, ტაქ­სის მძღოლ­მა გახ­სნა, რო­დე­საც მკვლე­ლე­ბის მიერ გა­დაგ­დე­ბუ­ლი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი პო­ლი­ცი­ა­ში წა­რად­გი­ნა, არ­სე­ბობს უამ­რა­ვი ოპე­რა­ტი­უ­ლი მა­სა­ლა, მოწ­მე­თა და თა­ნამ­ზრახ­ველ­თა ჩვე­ნე­ბა, მაგ­რამ დღემ­დე საქ­მეს არ მი­ე­ცა სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა, სამ­წუ­ხა­როდ მკვლე­ლო­ბი­დან თით­ქმის ექ­ვსი-რვა თვის მერე და­ი­კი­თხნენ ის პი­რე­ბი რო­მელ­თა სა­ხე­ლე­ბი უშ­ვა­ლოდ ფი­გუ­რი­რებს საქ­მე­ში!

ბა­ტო­ნო პრე­მი­ე­რო გთხოვთ გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ხუთი შვი­ლის დედა, ნუ გა­მო­მიყ­ვანთ დე­დის ამ­პლუ­ი­დან და მო­უ­წო­დეთ შე­სა­ბა­მის სტრუქ­ტუ­რებს წლის თავ­ზე მა­ინც და­ერ­ქვას ყვე­ლა­ფერს და ყვე­ლას თა­ვის სა­ხე­ლი. მე ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას დედა აუ­ცი­ლებ­ლად ნი­კოს სა­ხე­ლით გა­ვა­კე­თებ ყვე­ლა­ფერს, რომ სხვი­სი შვი­ლე­ბი არ აღ­მოჩ­ნდნენ ჩემი ნი­კოს დღე­ში, მკვლე­ლე­ბი, დამ­კვე­თე­ბი და თა­ნამ­ზრახ­ვე­ლე­ბი არი­ან ქვეყ­ნის­თვის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­შიშ­ნი, სა­ში­ში თქვე­ნი, ჩვე­ნი შვი­ლე­ბის­თვის, მათი მო­მავ­ლის­თვის, ცი­ხის კედ­ლე­ბი კი არის მათ­თვის გა­დარ­ჩე­ნის გზა, იქ უკეთ და­ფიქ­რდე­ბი­ან სა­კუ­თარ გა­ყი­დულ სულ­ზე!

ნი­კოს ოჯა­ხი ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ვუ­წო­დებ­დით სი­ნა­ნუ­ლის­კენ მკვლე­ლებ­საც, დამ­კვეთ­საც და თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­საც, სა­წყე­ვა­რი და საძ­რა­ხი­სი სი­ტყვაც არ დაგ­ვცდე­ნია და არც ახლა ვა­პი­რებთ, მაგ­რამ თუ სა­მარ­თა­ლი ვერ ვპო­ვე ნი­კოს სა­ხე­ლით ყვე­ლა ახალ­გაზ­რდას ვთხოვ გა­ერ­თი­ა­ნე­ბას, ვის­თვი­საც ეს ქვე­ყა­ნა ძვირ­ფა­სია, ვი­საც აღელ­ვებს მისი მო­მა­ვა­ლი და სა­მარ­თალს მა­ინც ვი­პო­ვი!!!

კი­დევ ერთხელ გთხოვთ ბა­ტო­ნო პრე­მი­ე­რო ნუ გა­მო­მიყ­ვანთ დე­დის ამ­პლუ­ი­დან არ მაქვს ამის სურ­ვი­ლი, მეც თქვენ­სა­ვით მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბი მყავს აღ­საზ­რდე­ლი, მო­მე­ცით შვი­ლის გლო­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა!!!

იზა ომა­ძე

ჩემო წა­მე­ბით გა­სუ­ლო შვი­ლო ამ ქვეყ­ნი­დან, ჩემო ნიკო მად­ლო­ბა იმ ოც­და­ო­რი ძვირ­ფა­სი წლის­თვის, მად­ლო­ბა იმ დიდი სიყ­ვა­რუ­ლის­თვის, რო­მე­ლიც ჩვენს ოჯახ­ში შენი მოვ­ლი­ნე­ბით შე­მო­ი­ტა­ნე და იმ სიძ­ლი­ე­რის­თვის, რაც შენი იმი­ერ­ში გა­და­ნაც­ვლე­ბით დაგ­ვი­ტო­ვე. ბერი პა­ი­სი ამ­ბობს, ნა­ად­რე­ვად ზე­ცა­ში გა­სუ­ლი შვი­ლე­ბი, ღირ­სე­ულ მშობ­ლებს სა­მო­თხის კარ­თან რი­პი­დე­ბით ხვდე­ბი­ა­ნო, უკვე წარ­მო­მიდ­გე­ნია ის დღეც. ისე დე­დე­ბო თუ ცი­ხე­ში მყო­ფი შვი­ლე­ბი გე­ნატ­რე­ბათ სა­ნუ­გე­შოთ ნი­კოს საფ­ლავ­ზე გე­ლით.

"ვფიქ­რობ, ფიქ­რში ვი­ძი­რე­ბი, ვე­ღარ ვუძ­ლებ ტკი­ვი­ლებს, სიზ­მარ­ში ვარ, თავს ვი­ტყუ­ებ, მერე ისევ ვიღ­ვი­ძებ.მე­ლან­დე­ბა? კლავს გვე­ლე­შაპს, აგერ თა­ვიც გა­გორ­და, ხოდა სა­ნამ აქოთ­დე­ბა, გა­მოვ­ფხიზ­ლდეთ რა მოხ­და! - წერს კვა­რა­ცხე­ლი­ას დედა.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
1

ეს ანგელოზი ბიჭი რატომ უნდა მომკვდარიყო?!

ღმერთმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი მის ლამაზ სულს 🙏

ძალიან, ძალიან გვტკივა გული ამ ტრაგედიის გამო, გამძლეობას ვუსურვებ მის ოჯახს.

111
0

გმირი დედა❤️

ავტორი:

"ბატონო პრემიერო, გთხოვთ განადგურებული ხუთი შვილის დედა, ნუ გამომიყვანთ დედის ამპლუიდან..." - რა მიმართვას ავრცელებს ნიკო კვარაცხელიას დედა მკვლელობიდან ერთი წლის თავზე?

"ბატონო პრემიერო, გთხოვთ განადგურებული ხუთი შვილის დედა, ნუ გამომიყვანთ დედის ამპლუიდან..." - რა მიმართვას ავრცელებს ნიკო კვარაცხელიას დედა მკვლელობიდან ერთი წლის თავზე?

22 წლის ახალგაზრდის, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა. მოკლული ბიჭის დედა იზა ომაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და პრემიერს მიმართავს, მოუწოდოს შესაბამის სტრუქტურებს, რომ მკვლელობის საქმეს სწორი მიმართულება მიეცეს.

"ერთი წელი გავიდა სასტიკი მკვლელობიდან, ერთი წლის წინ 15 სექტემბერს ქალაქის შუაგულში ჩემს შვილს 22 წლის ნიკო კვარაცხელიას ტერორისტული აქტი მოუწყვეს, ესროლეს მის ნიჭს, წარმატებას, ესროლეს მის სურვილს, მისივე შექმნილი სოციალური მედია პლათფორმით “Feedc”-ი საკუთარი ქვეყანა მსოფლიოს რუკაზე დაეტანა, ასროლინეს ჩვენი ქვეყნის მტრებმა, არქიფო სეთურის შთამომავლებმა, ბერბიჭაშვილებმა, მათ ხომ სექტემბერი კარგად აქვთ დაცდილი, შეუმდგარი, სულგაყიდული ახალგაზრდები ლაჩრულად ზურგიდან მიუშვეს!

ესროლეს მაგრამ ვერ მოკლეს, რადგან იმავე წუთს ნიკოს ტრაგედია ათასობით ადამიანის პირად ტრაგედიად იქცა, იმ ადამიანებისთვისაც კი ვინც ნიკო თავისი საქმით ტრაგედიის მერე გაიცნო, მუხლმოდრეკით მადლობას გიხდით, ვინც ჩვენთან ერთად აგერ უკვე ერთი წლის განმავლობაში გლოვობთ ნიკოს. მას შემდეგ ყოველი გათენებული დღე არის ჩემი ოჯახისთვის 15 სექტემბერი, ყოველ დღეს სწორედ ისე მეფლითება მთელი სხეული, როგორც ჩემს შვილს დაუფლითეს ქვეყნის მტრებმა!

ბატონო პრემიერო თქვენ პირადად მოგმართავთ და გთხოვთ, ფიქრით ხუთი წუთით განიცადეთ ის ტკივილი როგორი ტკივილითაც ჩვენი ოჯახი ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობს, პირადად დაინტერესდით!

საქმე მკვლელობიდან მეორე დღესვე ორმა ღირსეულმა მოქალაქემ, ტაქსის მძღოლმა გახსნა, როდესაც მკვლელების მიერ გადაგდებული მობილური ტელეფონი პოლიციაში წარადგინა, არსებობს უამრავი ოპერატიული მასალა, მოწმეთა და თანამზრახველთა ჩვენება, მაგრამ დღემდე საქმეს არ მიეცა სწორი მიმართულება, სამწუხაროდ მკვლელობიდან თითქმის ექვსი-რვა თვის მერე დაიკითხნენ ის პირები რომელთა სახელები უშვალოდ ფიგურირებს საქმეში!

ბატონო პრემიერო გთხოვთ განადგურებული ხუთი შვილის დედა, ნუ გამომიყვანთ დედის ამპლუიდან და მოუწოდეთ შესაბამის სტრუქტურებს წლის თავზე მაინც დაერქვას ყველაფერს და ყველას თავის სახელი. მე ნიკო კვარაცხელიას დედა აუცილებლად ნიკოს სახელით გავაკეთებ ყველაფერს, რომ სხვისი შვილები არ აღმოჩნდნენ ჩემი ნიკოს დღეში, მკვლელები, დამკვეთები და თანამზრახველები არიან ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის საშიშნი, საშიში თქვენი, ჩვენი შვილებისთვის, მათი მომავლისთვის, ციხის კედლები კი არის მათთვის გადარჩენის გზა, იქ უკეთ დაფიქრდებიან საკუთარ გაყიდულ სულზე!

ნიკოს ოჯახი ერთი წლის განმავლობაში მოვუწოდებდით სინანულისკენ მკვლელებსაც, დამკვეთსაც და თანამონაწილესაც, საწყევარი და საძრახისი სიტყვაც არ დაგვცდენია და არც ახლა ვაპირებთ, მაგრამ თუ სამართალი ვერ ვპოვე ნიკოს სახელით ყველა ახალგაზრდას ვთხოვ გაერთიანებას, ვისთვისაც ეს ქვეყანა ძვირფასია, ვისაც აღელვებს მისი მომავალი და სამართალს მაინც ვიპოვი!!!

კიდევ ერთხელ გთხოვთ ბატონო პრემიერო ნუ გამომიყვანთ დედის ამპლუიდან არ მაქვს ამის სურვილი, მეც თქვენსავით მცირეწლოვანი შვილები მყავს აღსაზრდელი, მომეცით შვილის გლოვის საშუალება!!!

იზა ომაძე

ჩემო წამებით გასულო შვილო ამ ქვეყნიდან, ჩემო ნიკო მადლობა იმ ოცდაორი ძვირფასი წლისთვის, მადლობა იმ დიდი სიყვარულისთვის, რომელიც ჩვენს ოჯახში შენი მოვლინებით შემოიტანე და იმ სიძლიერისთვის, რაც შენი იმიერში გადანაცვლებით დაგვიტოვე. ბერი პაისი ამბობს, ნაადრევად ზეცაში გასული შვილები, ღირსეულ მშობლებს სამოთხის კართან რიპიდებით ხვდებიანო, უკვე წარმომიდგენია ის დღეც. ისე დედებო თუ ციხეში მყოფი შვილები გენატრებათ სანუგეშოთ ნიკოს საფლავზე გელით.

"ვფიქრობ, ფიქრში ვიძირები, ვეღარ ვუძლებ ტკივილებს, სიზმარში ვარ, თავს ვიტყუებ, მერე ისევ ვიღვიძებ.მელანდება? კლავს გველეშაპს, აგერ თავიც გაგორდა, ხოდა სანამ აქოთდება, გამოვფხიზლდეთ რა მოხდა! - წერს კვარაცხელიას დედა.