მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გიორგი ვაშაძე გავიდა მომსახურების ზონიდან, ჭკუა აღარ მოეკითხება" - მამუკა მდინარაძე
"გიორგი ვაშაძე გავიდა მომსახურების ზონიდან, ჭკუა აღარ მოეკითხება" - მამუკა მდინარაძე

გი­ორ­გი ვა­შა­ძე გა­ვი­და მომ­სა­ხუ­რე­ბის ზო­ნი­დან, ჭკუა აღარ მო­ე­კი­თხე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ფრაქ­ცია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ პარ­ტი­ის ოფის­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის არ­ჩე­ვის პრო­ცეს­ში არ ჩა­ერ­თვე­ბა.

მდი­ნა­რა­ძის თქმით, გი­ორ­გი ვა­შა­ძის გან­ცხა­დე­ბე­ბი რა­დი­კა­ლიზ­მის გაღ­რმა­ვე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

„ეს არის რა­დი­კა­ლიზ­მის გაღ­რმა­ვე­ბის მცდე­ლო­ბა, არა­ნა­ირ ხუთი პარ­ტია, რომ­ლე­ბიც ამ რა­დი­კა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­შია ჩარ­თუ­ლი, არ არ­სე­ბობს. არ­სე­ბობს ერთი „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“, რო­მე­ლიც შედ­გე­ბა შემ­დე­გი პარ­ტი­ე­ბის­გან: „ლელო“, „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი“, პარ­ლა­მენტს გა­რეთ - „დროა“ და ზურა ჯა­ფა­რი­ძის „გირ­ჩი“. ეს ხუთი პარ­ტია აა­ნონ­სებს შე­ნო­ბებ­ში შეჭ­რას, არე­უ­ლო­ბას, რე­ვო­ლუ­ცი­ურ სცე­ნარს, რაც გა­მო­რი­ცხუ­ლია. ვერ მიხ­ვდნენ, რომ არ არის 2003 წელი და სა­ხელ­მწი­ფო შედ­გა. ვა­შა­ძის პო­ზი­ცია არის რა­დი­კა­ლი­ზა­ცი­ის გაღ­რმა­ვე­ბის კი­დევ ერთი დას­ტუ­რიც და მცდე­ლო­ბაც“,- გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ.

სა­კი­თხზე სა­უბ­რი­სას მდი­ნა­რა­ძემ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის მი­სა­მარ­თით ვა­შა­ძის მიერ დღეს გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბაც ახ­სე­ნა და თქვა, რომ „რაც ვა­შა­ძემ იკად­რა, არა­ფერ­ში ჯდე­ბა“.

„ვა­შა­ძე პი­რად შე­უ­რა­ცხყო­ფა­ზეა გა­და­სუ­ლი და რაც, მა­გა­ლი­თად, პი­რა­დად პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის მი­სა­მარ­თით იკად­რა, არა­ფერ­ში ჯდე­ბა - არც ეთი­კა­ში, არც ზრდი­ლო­ბა­ში, შე­უძ­ლია გა­აკ­რი­ტი­კოს ნე­ბის­მი­ე­რი ჩვენ­გა­ნი, ოღონდ პი­რა­დი შე­უ­რა­ცხყო­ფა რაში სჭირ­დე­ბა, არ ვიცი, რა­დი­კა­ლიზ­მის ხა­რისხს ამ­ძაფ­რებს ამით, ალ­ბათ, თა­ვი­სი ჭკუ­ით“,- გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის არ­ჩე­ვის პრო­ცესს, მდი­ნა­რა­ძე ამ­ბობს, რომ კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის დროს ამ სა­კი­თხზე არ­სე­ბი­თი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ ყო­ფი­ლა. მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე ფიქ­რობს, რომ 9-კა­ცი­ა­ნი კო­მი­სი­ის და­კომ­პლექ­ტე­ბი­სა და მათი შე­ფა­სე­ბის შემ­დეგ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის კან­დი­დატ­ზე შე­ჯერ­დე­ბი­ან.

„რაც შე­ე­ხე­ბა სა­ხალ­ხო დამ­ცველ­თან და­კავ­ში­რე­ბით ევ­რო­კავ­ში­რის მე-12 რე­კო­მენ­და­ცი­ას, სამ­წუ­ხა­როა, რომ მის აღ­სრუ­ლე­ბა­ში სამ­მა რა­დი­კა­ლურ­მა პარ­ტი­ამ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­ი­ღო. მათ პირ­ვე­ლი მოს­მე­ნის­გან გან­სხვა­ვე­ბით მხა­რი აღარ და­უ­ჭი­რეს, შემ­დეგ ორმა მათ­გან­მა ალ­ბათ იფიქ­რა, რომ ეს ძა­ლი­ან და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი იყო მათ­თვის (ქვეყ­ნის­თვის და­მა­ზი­ა­ნებ­ლო­ბა­ზე ისი­ნი დი­დად არ შფო­თა­ვენ) და კარ­გია, რომ შე­მო­ვიდ­ნენ კონ­სულ­ტა­ცი­ა­ზე, სა­დაც 9-კა­ცი­ა­ნი სა­მუ­შაო ჯგუ­ფის და­კომ­პლექ­ტე­ბას გან­ვი­ხი­ლავ­დით. იქ რა­ი­მე არ­სე­ბი­თი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ ყო­ფი­ლა. ამას ხში­რად იმას ვაბ­რა­ლებ ხოლ­მე, რომ სა­დაც კა­მე­რე­ბი არაა, იქ გარ­კვე­ულ სა­კი­თხებ­ზე შე­თან­ხმე­ბის მეტი შან­სია. ვფიქ­რობ 9-კა­ცი­ა­ნი კო­მი­სი­ის შექ­მნის და მათი შე­ფა­სე­ბის შემ­დეგ, შევ­ძლებთ შევ­ჯერ­დეთ კან­დი­დატ­ზე. ეს ოპ­ტი­მიზ­მი გა­მომ­დი­ნა­რე­ობს იქი­დან, რომ ჩვენ არ წარ­ვად­გენთ კან­დი­დატს, გარ­და იმ გა­მო­ნაკ­ლი­სი შემ­თხვე­ვი­სა, თუ ყვე­ლა ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია გა­და­წყვეტს, რომ სა­ბო­ტა­ჟი მო­უ­წყოს ამ პრო­ცესს, რაც, ჩემი აზ­რით, გა­მო­რი­ცხუ­ლია. ამი­ტომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ პრინ­ცი­პუ­ლად არ წა­რად­გენს კან­დი­დატს, რათა ევ­რორ­ე­კო­მენ­და­ცი­ის შეს­რუ­ლე­ბის და სა­ერ­თო კან­დი­დატ­ზე შე­თან­ხმე­ბის მეტი გა­რან­ტია იყოს“, - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი" სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის არ­ჩე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ აპი­რებს. რო­გორც პარ­ტი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ევ­რო­პუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ის პრინ­ცი­პებს.

რაც შე­ე­ხე­ბა პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის მი­სა­მარ­თით „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დე­რის, გი­ორ­გი ვა­შა­ძის გან­ცხა­დე­ბას, მან პა­პუ­აშ­ვილს „არაფ­რის მაქ­ნი­სი მა­რი­ო­ნე­ტი“ უწო­და და გა­ნა­ცხა­და, რომ ის „ელე­მენ­ტა­რულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­საც კი ვერ იღებს“.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
grisha
0

გიორგი ვაშაძეს არა მარტო ვანო ჩხარტიშვილი დედაც აღარ ყავს

ბაკარია
1

ვაშაძეს სააკაშვილი უკვე გამოტირებული ჰყავს და ცდილობს რადიკალურ ფრთაზე ამომრჩეველი აკრიფოს მაქსიმალურად; ამიტომაც როშავს რაც პირზე მოადგება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"გიორგი ვაშაძე გავიდა მომსახურების ზონიდან, ჭკუა აღარ მოეკითხება" - მამუკა მდინარაძე

"გიორგი ვაშაძე გავიდა მომსახურების ზონიდან, ჭკუა აღარ მოეკითხება" - მამუკა მდინარაძე

გიორგი ვაშაძე გავიდა მომსახურების ზონიდან, ჭკუა აღარ მოეკითხება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ გადაწყვეტილებას, რომ სახალხო დამცველის არჩევის პროცესში არ ჩაერთვება.

მდინარაძის თქმით, გიორგი ვაშაძის განცხადებები რადიკალიზმის გაღრმავებას ემსახურება.

„ეს არის რადიკალიზმის გაღრმავების მცდელობა, არანაირ ხუთი პარტია, რომლებიც ამ რადიკალურ მოძრაობაშია ჩართული, არ არსებობს. არსებობს ერთი „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც შედგება შემდეგი პარტიებისგან: „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, პარლამენტს გარეთ - „დროა“ და ზურა ჯაფარიძის „გირჩი“. ეს ხუთი პარტია აანონსებს შენობებში შეჭრას, არეულობას, რევოლუციურ სცენარს, რაც გამორიცხულია. ვერ მიხვდნენ, რომ არ არის 2003 წელი და სახელმწიფო შედგა. ვაშაძის პოზიცია არის რადიკალიზაციის გაღრმავების კიდევ ერთი დასტურიც და მცდელობაც“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საკითხზე საუბრისას მდინარაძემ პარლამენტის თავმჯდომარის მისამართით ვაშაძის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებაც ახსენა და თქვა, რომ „რაც ვაშაძემ იკადრა, არაფერში ჯდება“.

„ვაშაძე პირად შეურაცხყოფაზეა გადასული და რაც, მაგალითად, პირადად პარლამენტის თავმჯდომარის მისამართით იკადრა, არაფერში ჯდება - არც ეთიკაში, არც ზრდილობაში, შეუძლია გააკრიტიკოს ნებისმიერი ჩვენგანი, ოღონდ პირადი შეურაცხყოფა რაში სჭირდება, არ ვიცი, რადიკალიზმის ხარისხს ამძაფრებს ამით, ალბათ, თავისი ჭკუით“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რაც შეეხება თავად სახალხო დამცველის არჩევის პროცესს, მდინარაძე ამბობს, რომ კონსულტაციების დროს ამ საკითხზე არსებითი წინააღმდეგობა არ ყოფილა. მამუკა მდინარაძე ფიქრობს, რომ 9-კაციანი კომისიის დაკომპლექტებისა და მათი შეფასების შემდეგ სახალხო დამცველის კანდიდატზე შეჯერდებიან.

„რაც შეეხება სახალხო დამცველთან დაკავშირებით ევროკავშირის მე-12 რეკომენდაციას, სამწუხაროა, რომ მის აღსრულებაში სამმა რადიკალურმა პარტიამ მონაწილეობა არ მიიღო. მათ პირველი მოსმენისგან განსხვავებით მხარი აღარ დაუჭირეს, შემდეგ ორმა მათგანმა ალბათ იფიქრა, რომ ეს ძალიან დამაზიანებელი იყო მათთვის (ქვეყნისთვის დამაზიანებლობაზე ისინი დიდად არ შფოთავენ) და კარგია, რომ შემოვიდნენ კონსულტაციაზე, სადაც 9-კაციანი სამუშაო ჯგუფის დაკომპლექტებას განვიხილავდით. იქ რაიმე არსებითი წინააღმდეგობა არ ყოფილა. ამას ხშირად იმას ვაბრალებ ხოლმე, რომ სადაც კამერები არაა, იქ გარკვეულ საკითხებზე შეთანხმების მეტი შანსია. ვფიქრობ 9-კაციანი კომისიის შექმნის და მათი შეფასების შემდეგ, შევძლებთ შევჯერდეთ კანდიდატზე. ეს ოპტიმიზმი გამომდინარეობს იქიდან, რომ ჩვენ არ წარვადგენთ კანდიდატს, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევისა, თუ ყველა ოპოზიციური პარტია გადაწყვეტს, რომ საბოტაჟი მოუწყოს ამ პროცესს, რაც, ჩემი აზრით, გამორიცხულია. ამიტომ „ქართული ოცნება“ პრინციპულად არ წარადგენს კანდიდატს, რათა ევრორეკომენდაციის შესრულების და საერთო კანდიდატზე შეთანხმების მეტი გარანტია იყოს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებელი" სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით პროცესში მონაწილეობას არ აპირებს. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ხელისუფლების მიერ ინიცირებული ცვლილებები არ შეესაბამება ევროპული რეკომენდაციის პრინციპებს.

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის მისამართით „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას, მან პაპუაშვილს „არაფრის მაქნისი მარიონეტი“ უწოდა და განაცხადა, რომ ის „ელემენტარულ გადაწყვეტილებებსაც კი ვერ იღებს“.