პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომანი ლეონარდო დიკაპრიოსა და ჯიჯი ჰადიდს შორის: ჭორები და ერთობლივი ფოტოები - ჰადიდი ასაკით ყველაზე უფროსია იმ ქალებს შორის, ვისაც მსახიობი ხვდებოდა
რომანი ლეონარდო დიკაპრიოსა და ჯიჯი ჰადიდს შორის: ჭორები და ერთობლივი ფოტოები - ჰადიდი ასაკით ყველაზე უფროსია იმ ქალებს შორის, ვისაც მსახიობი ხვდებოდა

ლე­ო­ნარ­დო დი­კაპ­რი­ო­სა და მო­დელ ჯიჯი ჰა­დი­დის სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე ხმე­ბის გავ­რცე­ლე­ბის კვალ­დაკ­ვალ, უკვე მათი ერ­თობ­ლი­ვი ფო­ტო­ე­ბიც გავ­რცელ­და. რო­გორც ირ­კვე­ვა, ისი­ნი ნიუ იორ­კის მო­დის კვი­რე­უ­ლის შემ­დგომ წვე­უ­ლე­ბა­ზე ერ­თად ის­ხდნენ და სა­უბ­რობ­დნენ. ფო­ტო­ებ­ში, რო­მე­ლიც Daily Mail-მა გა­ავ­რცე­ლა, 47 წლის დი­კაპ­რიო ყურ­ში ეჩურ­ჩუ­ლე­ბა ჰა­დიდს. რო­გორც ფო­ტო­ე­ბი­დან ჩანს, ჰა­დი­დი და დი­კაპ­რიო წვე­ულ­ბა­ზე მყო­ფი სხვა სტუმ­რე­ბის­გან გან­ცალ­კე­ვე­ბით ის­ხდნენ. წყა­რო ყვე­ბა: "ლეო თა­ვის მა­მა­კაც მე­გობ­რებ­თან ერ­თად იყო, ჯიჯი კი მო­დელ მე­გობ­რებ­თან და ყვე­ლა­ნი ერთ მა­გი­დას­თან ის­ხდნენ“.

ჯიჯი ჰა­დი­დი­სა და დი­კაპ­რი­ოს და­ახ­ლო­ე­ბის ამ­ბა­ვი ყვე­ლას­თვის დიდი სი­ურპრი­ზი იყო, რად­გან რო­გორც ცნო­ბი­ლია, დი­კაპ­რიო მხო­ლოდ 25 წელ­ზე უმ­ცრო­სი ასა­კის ქა­ლებს ხვდე­ბა. გარ­და იმი­სა, რომ ჰა­დი­დი ასა­კით ყვე­ლა­ზე უფ­რო­სია იმ ქა­ლებს შო­რის, ვი­საც ლე­ო­ნარ­დო დი­კაპ­რიო ხვდე­ბო­და, ის ერ­თა­დერ­თია, რო­მე­ლიც უკვე დე­დაა. ჯი­ჯის ჯგუფ “One Direction”-ის ყო­ფი­ლი წევ­რის­გან, ზეინ მა­ლი­კის­გან 2 წლის გო­გო­ნა ჰყავს.

მათი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რი ჯერ კი­დევ ივ­ლის­ში და­ი­წყო. იმ­ჟა­მად გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ლე­ო­ნარ­დო ჰა­დი­დით იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. ერთ-ერთი წყა­როს თქმით, კა­მი­ლა მო­რო­ნეს­თან და­შო­რე­ბი­დან მა­ლე­ვე, დი­კაპ­რიო-ჰა­დი­დის წყვი­ლი კლუბ­ში ერ­თა­დაც ნა­ხეს.

ჯიჯი ჰა­დი­დი

დი­კაპ­რიო და მო­რო­ნე 4-წლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის შემ­დეგ და­შორ­დნენ, ზუს­ტად მა­შინ, როცა კა­მი­ლას 25 წელი შე­უს­რულ­და. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ მათი და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი უც­ნო­ბია, დი­კაპ­რიო მა­ლე­ვე ინ­ტრნე­ტის მი­მად იქცა და მისი გე­მოვ­ნე­ბის შე­სა­ხებ "ემის" და­ჯილ­დო­ე­ბა­ზეც კი იხუმ­რეს. "ტი­ტა­ნიკს" წელს 25 წელი უს­რულ­დე­ბა და ვას­კვნი, რომ ლე­ო­ნარ­დო დი­კაპ­რი­ოს მას­ში ყოფ­ნა აღარ ენ­დო­მე­ბა“,- წერს ტვი­ტე­რის ერთ-ერთი მომ­ხმა­რე­ბე­ლი. მე­ო­რე მომ­ხმა­რე­ბე­ლი კი ხუმ­რობს: "იქ­ნებ ლე­ო­ნარ­დო დი­კაპ­რიო უბ­რა­ლოდ ცუ­დად გრძნობს თავს იმ ქა­ლე­ბის გამო, ვი­საც 25 წლამ­დე მან­ქა­ნის ქი­რა­ო­ბა არ შე­უძ­ლი­ათ და სი­ნამ­დვი­ლე­ში ძა­ლი­ან კარ­გი კა­ცია. ოდეს­მე გი­ფიქ­რი­ათ ამა­ზე?“

წყა­რო: pagesix

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Glory to Georgia
6

ლეო შე ხულიგანო:)) მაგარი კაცია

ერა
15

ეჰ ლეო, ლეო, შენ ხარ დიდი...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

რომანი ლეონარდო დიკაპრიოსა და ჯიჯი ჰადიდს შორის: ჭორები და ერთობლივი ფოტოები - ჰადიდი ასაკით ყველაზე უფროსია იმ ქალებს შორის, ვისაც მსახიობი ხვდებოდა

რომანი ლეონარდო დიკაპრიოსა და ჯიჯი ჰადიდს შორის: ჭორები და ერთობლივი ფოტოები - ჰადიდი ასაკით ყველაზე უფროსია იმ ქალებს შორის, ვისაც მსახიობი ხვდებოდა

ლეონარდო დიკაპრიოსა და მოდელ ჯიჯი ჰადიდის სასიყვარულო ურთიერთობაზე ხმების გავრცელების კვალდაკვალ, უკვე მათი ერთობლივი ფოტოებიც გავრცელდა. როგორც ირკვევა, ისინი ნიუ იორკის მოდის კვირეულის შემდგომ წვეულებაზე ერთად ისხდნენ და საუბრობდნენ. ფოტოებში, რომელიც Daily Mail-მა გაავრცელა, 47 წლის დიკაპრიო ყურში ეჩურჩულება ჰადიდს. როგორც ფოტოებიდან ჩანს, ჰადიდი და დიკაპრიო წვეულბაზე მყოფი სხვა სტუმრებისგან განცალკევებით ისხდნენ. წყარო ყვება: "ლეო თავის მამაკაც მეგობრებთან ერთად იყო, ჯიჯი კი მოდელ მეგობრებთან და ყველანი ერთ მაგიდასთან ისხდნენ“.

ჯიჯი ჰადიდისა და დიკაპრიოს დაახლოების ამბავი ყველასთვის დიდი სიურპრიზი იყო, რადგან როგორც ცნობილია, დიკაპრიო მხოლოდ 25 წელზე უმცროსი ასაკის ქალებს ხვდება. გარდა იმისა, რომ ჰადიდი ასაკით ყველაზე უფროსია იმ ქალებს შორის, ვისაც ლეონარდო დიკაპრიო ხვდებოდა, ის ერთადერთია, რომელიც უკვე დედაა. ჯიჯის ჯგუფ “One Direction”-ის ყოფილი წევრისგან, ზეინ მალიკისგან 2 წლის გოგონა ჰყავს.

მათი ურთიერთობის შესახებ საუბარი ჯერ კიდევ ივლისში დაიწყო. იმჟამად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლეონარდო ჰადიდით იყო დაინტერესებული. ერთ-ერთი წყაროს თქმით, კამილა მორონესთან დაშორებიდან მალევე, დიკაპრიო-ჰადიდის წყვილი კლუბში ერთადაც ნახეს.

ჯიჯი ჰადიდი

დიკაპრიო და მორონე 4-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდნენ, ზუსტად მაშინ, როცა კამილას 25 წელი შეუსრულდა. იმის მიუხედავად, რომ მათი დაშორების მიზეზი უცნობია, დიკაპრიო მალევე ინტრნეტის მიმად იქცა და მისი გემოვნების შესახებ "ემის" დაჯილდოებაზეც კი იხუმრეს. "ტიტანიკს" წელს 25 წელი უსრულდება და ვასკვნი, რომ ლეონარდო დიკაპრიოს მასში ყოფნა აღარ ენდომება“,- წერს ტვიტერის ერთ-ერთი მომხმარებელი. მეორე მომხმარებელი კი ხუმრობს: "იქნებ ლეონარდო დიკაპრიო უბრალოდ ცუდად გრძნობს თავს იმ ქალების გამო, ვისაც 25 წლამდე მანქანის ქირაობა არ შეუძლიათ და სინამდვილეში ძალიან კარგი კაცია. ოდესმე გიფიქრიათ ამაზე?“

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა