მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მემარჯვენეებსა" და "მემარცხენეებს" შორის "გაჭედილი" შვედეთი - არჩევნები პარადოქსული შედეგით: თითქმის ფაშისტური იდეოლოგიის პარტიამ 20%-ზე მეტი მხარდაჭერა მიიღო
"მემარჯვენეებსა" და "მემარცხენეებს" შორის "გაჭედილი" შვედეთი -  არჩევნები პარადოქსული შედეგით: თითქმის ფაშისტური იდეოლოგიის პარტიამ 20%-ზე მეტი მხარდაჭერა მიიღო

შვე­დე­თის 2022 წლის სა­ყო­ველ­თაო არ­ჩევ­ნებ­ში, წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბით, ლი­დე­რო­ბა მე­მარ­ჯვე­ნე პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის ჯგუფ­მა მო­ი­პო­ვა. რო­გორც ჩანს, მე­მარ­ცხე­ნე ბლო­კი და­მარ­ცხე­ბის გზას ად­გას, რო­მელ­საც შვე­დე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, მაგ­და­ლე­ნა ან­დერ­სო­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლობს. შვე­დე­თის 349 -ად­გი­ლი­ან პარ­ლა­მენ­ტში - რიკს­დაგ­ში, ად­გი­ლე­ბის მო­პო­ვე­ბის­თვის სულ 8 პარ­ტია იბ­რძვის, მათ შო­რის 4 მე­მარ­ჯვე­ნე, 4 კი - მე­მარ­ცხე­ნე პარ­ტი­აა. შვე­დეთს, რო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბით 10,5 - მი­ლი­ო­ნი­ა­ნი სკან­დი­ნა­ვი­უ­რი ქვე­ყა­ნაა, ევ­რო­პის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პროგ­რე­სუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს რე­პუ­ტა­ცია აქვს და ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი ერე­ბის სი­ა­ში ად­გილს მუდ­მი­ვად იკა­ვებს.

შვე­დე­თის სა­ყო­ველ­თაო არ­ჩევ­ნე­ბის სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბი ოთხშა­ბა­თამ­დე უც­ნო­ბი რჩე­ბა, რად­გან ფოს­ტით გაგ­ზავ­ნი­ლი ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბი და სა­ზღვარ­გა­რეთ მცხოვ­რე­ბი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ხმე­ბი ჯერ კი­დევ არ დათ­ვლი­ლა.

შვე­დე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, მაგ­და­ლე­ნა ან­დერ­სო­ნი.

სა­არჩვე­ნო უბ­ნე­ბის და­ხურ­ვის­თა­ნა­ვე, შვე­დე­თის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ად­რე­უ­ლი ეგ­ზიტ­პო­ლის მი­ხედ­ვით ით­ქვა, რომ ქალ­ბა­ტო­ნი ან­დერ­სო­ნის ოთხი მე­მარ­ცხე­ნე პარ­ტი­ის კო­ა­ლი­ცია გა­ი­მარ­ჯვებ­და ხმე­ბის 49,8%-ით. მაგ­რამ მათი სი­ხა­რუ­ლი ნა­ად­რე­ვი აღ­მოჩ­ნდა. როცა სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქე­ბის 94%-დან ხმე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და­ით­ვა­ლეს, 349 ად­გი­ლი­დან 176 ად­გი­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, მე­მარ­ჯვე­ნე­ებს გა­და­ე­ცე­მათ. თუ ეს შე­დე­გე­ბი და­დას­ტურ­და, მე­მარ­ჯვე­ნე­თა პარ­ტია სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბას მო­ი­პო­ვებს, რაც მათ მთავ­რო­ბის ფორ­მი­რე­ბის მცდე­ლო­ბის­თვის გზას გა­უხ­სნის.

  • მე­მარ­ჯვე­ნე მოძ­რა­ო­ბის აღ­ზე­ვე­ბა

"შვე­დე­თის დე­მოკ­რა­ტებ­მა", ერთ დროს პე­რი­ფე­რი­ულ­მა ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტურ­მა პარ­ტი­ამ, რო­მე­ლიც ან­ტი­მიგ­რა­ცი­უ­ლი პო­ლი­ტი­კით და თით­ქმის ფა­შის­ტუ­რი იდე­ო­ლო­გი­ით გა­მო­ირ­ჩე­ვა და რო­მე­ლიც გა­რი­ყუ­ლი იყო პო­ლი­ტი­კურ სპექტრი­დან, ახლა ხმე­ბის თით­ქმის 21% მი­ი­ღო. მათი მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლე­ბი მიგ­რა­ცი­ი­სა და კრი­მი­ნა­ლის ზრდის წი­ნა­აღ­მდეგ იყო მი­მარ­თუ­ლი.

შვე­დე­თის დე­მოკ­რა­ტე­ბის ლი­დე­რი, ჯიმი აკე­სო­ნი

"შვე­დე­თის დე­მოკ­რა­ტე­ბი" პარ­ლა­მენ­ტში 2010 წელს ხმე­ბის 5.7%-ით შე­ვიდ­ნენ, 2018 წელს მხარ­დამ­ჭე­რე­ბის ხმე­ბი 17.5%-მდე გა­ი­ზარ­და, 2022 წელს კი რო­გორც ჩანს, 20%-ს გა­და­ა­ჭარ­ბებს. მე­მარ­ჯვე­ნე პო­ზი­ცი­ა­ზე მყო­ფი "მო­დე­რა­ტე­ბის" პარ­ტი­ის ლი­დე­რი, ულფ კრის­ტერ­სო­ნი 2019 წლი­დან მო­ლა­პა­რა­კე­ბებს აწარ­მო­ებ­და "შვე­დე­თის დე­მოკ­რა­ტებ­თან"და სწო­რედ მისი სა­შუ­ა­ლე­ბით მოხ­და ამ ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე ძა­ლის შვე­დურ პო­ლი­ტი­კა­ში მე­ტად ინ­ტეგ­რა­ცია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ "შვე­დი დე­მოკ­რა­ტე­ბის" ლი­დე­რებს შო­რის არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც "თეთ­რი რა­სის" უპი­რა­ტე­სო­ბას აღი­ა­რე­ბენ და ფა­შის­ტუ­რი გზავ­ნი­ლე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან.

ულფ კრის­ტერ­სო­ნი

სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტე­ბის ლი­დერ­მა, ან­დერ­სონ­მა გა­აკ­რი­ტი­კა "შვე­დე­თის დე­მოკ­რა­ტე­ბის" მზარ­დი პო­პუ­ლა­რო­ბა და გა­ნა­ცხა­და, რომ მთავ­რო­ბა­ში ასე­თი პარ­ტი­ის არ­სე­ბო­ბამ შე­საძ­ლოა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს პო­ლი­ტი­კუ­რი დე­ბა­ტე­ბის ტონ­ზე. ამ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, შვე­დე­თის ერთ-ერ­თმა უძ­ვე­ლეს­მა მე­მარ­ჯვე­ნე პო­ლი­ტი­კურ­მა მოძ­რა­ო­ბამ, შე­საძ­ლოა, პირ­ვე­ლად შექ­მნას კო­ა­ლი­ცია ნა­ცი­ო­ნა­ლისტ "შვე­დე­თის დე­მოკ­რა­ტებ­თან".

კრის­ტერ­სო­ნი, რო­მე­ლიც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის­თვის მე­მარ­ჯვე­ნე ბლო­კის სა­ვა­რა­უ­დო კან­დი­და­ტია, “რო­ი­ტერსს“ ესა­უბ­რა. "ჩვენ არ ვი­ცით, რო­გო­რი შე­დე­გე­ბი გვე­ლის, მაგ­რამ მე მზად ვარ ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თო, რომ შევ­ქმნა ახა­ლი, სტა­ბი­ლუ­რი და ენერ­გი­უ­ლი მთავ­რო­ბა მთე­ლი შვე­დე­თის­თვის და მისი ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის­თვის".

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ შვე­დე­თის მე­მარ­ჯვე­ნე­ებ­მა რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ევ­რო­პის სხვა მე­მარ­ჯვე­ნე პო­ლი­ტი­კურ ძა­ლებ­თან შე­და­რე­ბით, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცია და­ი­კა­ვეს, ისი­ნი უკ­რა­ი­ნას უჭე­რენ მხარს და რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­დი­ან.

წყა­რო: bbc

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
5

აჰა, მაშ ფოტოარჩევნებიც შეიძლება ? მაგათ თან მეფეცა ყავთ, თან სოციალიზმია ?! ამ ჩვენთან არც მეფეა, არც სოცილიზმი, არც კაპიტალიზმი, მარაზმია !

ილკარი
8

დაერხათ ლიბერალეებს... ხოდა ეგრე ეცოდინებათ როგორ არ უნდა მოიტყუონ და ზევიდან დაჰყურონ სხვებს...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"მემარჯვენეებსა" და "მემარცხენეებს" შორის "გაჭედილი" შვედეთი - არჩევნები პარადოქსული შედეგით: თითქმის ფაშისტური იდეოლოგიის პარტიამ 20%-ზე მეტი მხარდაჭერა მიიღო

"მემარჯვენეებსა" და "მემარცხენეებს" შორის "გაჭედილი" შვედეთი -  არჩევნები პარადოქსული შედეგით: თითქმის ფაშისტური იდეოლოგიის პარტიამ 20%-ზე მეტი მხარდაჭერა მიიღო

შვედეთის 2022 წლის საყოველთაო არჩევნებში, წინასწარი შედეგებით, ლიდერობა მემარჯვენე პოლიტიკური პარტიების ჯგუფმა მოიპოვა. როგორც ჩანს, მემარცხენე ბლოკი დამარცხების გზას ადგას, რომელსაც შვედეთის პრემიერ-მინისტრი, მაგდალენა ანდერსონი ხელმძღვანელობს. შვედეთის 349 -ადგილიან პარლამენტში - რიკსდაგში, ადგილების მოპოვებისთვის სულ 8 პარტია იბრძვის, მათ შორის 4 მემარჯვენე, 4 კი - მემარცხენე პარტიაა. შვედეთს, რომელიც დაახლოებით 10,5 - მილიონიანი სკანდინავიური ქვეყანაა, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული სახელმწიფოს რეპუტაცია აქვს და ყველაზე ბედნიერი ერების სიაში ადგილს მუდმივად იკავებს.

შვედეთის საყოველთაო არჩევნების საბოლოო შედეგები ოთხშაბათამდე უცნობი რჩება, რადგან ფოსტით გაგზავნილი ბიულეტენები და საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების ხმები ჯერ კიდევ არ დათვლილა.

შვედეთის პრემიერ-მინისტრი, მაგდალენა ანდერსონი.

საარჩვენო უბნების დახურვისთანავე, შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ადრეული ეგზიტპოლის მიხედვით ითქვა, რომ ქალბატონი ანდერსონის ოთხი მემარცხენე პარტიის კოალიცია გაიმარჯვებდა ხმების 49,8%-ით. მაგრამ მათი სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა. როცა საარჩევნო ოლქების 94%-დან ხმების რაოდენობა დაითვალეს, 349 ადგილიდან 176 ადგილი, სავარაუდოდ, მემარჯვენეებს გადაეცემათ. თუ ეს შედეგები დადასტურდა, მემარჯვენეთა პარტია საპარლამენტო უმრავლესობას მოიპოვებს, რაც მათ მთავრობის ფორმირების მცდელობისთვის გზას გაუხსნის.

  • მემარჯვენე მოძრაობის აღზევება

"შვედეთის დემოკრატებმა", ერთ დროს პერიფერიულმა ნაციონალისტურმა პარტიამ, რომელიც ანტიმიგრაციული პოლიტიკით და თითქმის ფაშისტური იდეოლოგიით გამოირჩევა და რომელიც გარიყული იყო პოლიტიკურ სპექტრიდან, ახლა ხმების თითქმის 21% მიიღო. მათი მთავარი გზავნილები მიგრაციისა და კრიმინალის ზრდის წინააღმდეგ იყო მიმართული.

შვედეთის დემოკრატების ლიდერი, ჯიმი აკესონი

"შვედეთის დემოკრატები" პარლამენტში 2010 წელს ხმების 5.7%-ით შევიდნენ, 2018 წელს მხარდამჭერების ხმები 17.5%-მდე გაიზარდა, 2022 წელს კი როგორც ჩანს, 20%-ს გადააჭარბებს. მემარჯვენე პოზიციაზე მყოფი "მოდერატების" პარტიის ლიდერი, ულფ კრისტერსონი 2019 წლიდან მოლაპარაკებებს აწარმოებდა "შვედეთის დემოკრატებთან"და სწორედ მისი საშუალებით მოხდა ამ ულტრამემარჯვენე ძალის შვედურ პოლიტიკაში მეტად ინტეგრაცია. აღსანიშნავია, რომ "შვედი დემოკრატების" ლიდერებს შორის არიან ადამიანები, რომლებიც "თეთრი რასის" უპირატესობას აღიარებენ და ფაშისტური გზავნილებით გამოირჩევიან.

ულფ კრისტერსონი

სოციალ-დემოკრატების ლიდერმა, ანდერსონმა გააკრიტიკა "შვედეთის დემოკრატების" მზარდი პოპულარობა და განაცხადა, რომ მთავრობაში ასეთი პარტიის არსებობამ შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს პოლიტიკური დებატების ტონზე. ამ არჩევნების შემდეგ, შვედეთის ერთ-ერთმა უძველესმა მემარჯვენე პოლიტიკურმა მოძრაობამ, შესაძლოა, პირველად შექმნას კოალიცია ნაციონალისტ "შვედეთის დემოკრატებთან".

კრისტერსონი, რომელიც პრემიერ-მინისტრობისთვის მემარჯვენე ბლოკის სავარაუდო კანდიდატია, “როიტერსს“ ესაუბრა. "ჩვენ არ ვიცით, როგორი შედეგები გველის, მაგრამ მე მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო, რომ შევქმნა ახალი, სტაბილური და ენერგიული მთავრობა მთელი შვედეთისთვის და მისი ყველა მოქალაქისთვის".

საინტერესოა, რომ შვედეთის მემარჯვენეებმა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით, ევროპის სხვა მემარჯვენე პოლიტიკურ ძალებთან შედარებით, განსხვავებული პოზიცია დაიკავეს, ისინი უკრაინას უჭერენ მხარს და რუსეთის წინააღმდეგ გამოდიან.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა