პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დედა/ბებიის დღე არ გვჭირდება ქალებს, გვჭირდება, რომ სახლის საქმე მამა/ბაბუებმაც გაინაწილონ, ხოლო სახელმწიფოს თუ უნდა მათი დაფასება ... " - რას წერს ბაია პატარია
"დედა/ბებიის დღე არ გვჭირდება ქალებს, გვჭირდება, რომ სახლის საქმე მამა/ბაბუებმაც გაინაწილონ, ხოლო სახელმწიფოს თუ უნდა მათი დაფასება ... " - რას წერს  ბაია პატარია

ბე­ბი­ის დღის ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­წე­სე­ბას პარ­ლა­მენ­ტის ჯან­დაც­ვის და სო­ცი­ა­ლურ სა­კი­თხთა კო­მი­ტეტ­მა მხა­რი არ და­უ­ჭი­რა.

სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, მო­ქა­ლა­ქე მი­ხე­ილ სახ­ვა­ძემ მი­მარ­თა. რო­გორც ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვი­სა და სო­ცი­ა­ლურ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ, ვლა­დი­მერ კა­ხა­ძემ კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე აღ­ნიშ­ნა, წი­ნა­და­დე­ბის ავ­ტო­რი არ ითხოვ­და ბე­ბი­ის დღის უქმე დღედ გა­მო­ცხა­დე­ბას და შე­სა­ბა­მი­სად, შრო­მის კო­დექსში ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნას.

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ბაია პა­ტა­რა­ია აღ­ნიშ­ნულ სა­კითხს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მი­ა­ნე­ბა და სა­კუ­თარ პო­ზი­ცი­ა­ზე წერს.

"არც ბე­ბი­ის დღეა სა­ჭი­რო და არც დე­დის, უნდა გვქონ­დეს მშობ­ლე­ბის დღე! რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­შიც დე­დას და ბე­ბი­ას კი არ უნდა ავ­კი­დოთ ბავ­შვე­ბის აღ­ზრდა, არა­მედ თა­ნაბ­რად უნდა გა­და­ი­ნა­წი­ლონ მშობ­ლებ­მაც და გა­ფარ­თო­ე­ბულ­მა ოჯახ­მაც. დედა/ბე­ბი­ის დღე არ გვჭირ­დე­ბა ქა­ლებს; ჩვენ გვჭირ­დე­ბა, რომ სახ­ლის საქ­მე მამა/ბა­ბუ­ებ­მაც გა­ი­ნა­წი­ლონ. ხოლო სა­ხელ­მწი­ფოს თუ უნდა დედა/ბე­ბი­ე­ბის და­ფა­სე­ბა, აა­შე­ნონ ბაგა-ბა­ღე­ბი, დღის ცენ­ტრე­ბი ბავ­შვე­ბის­თვის, მო­ხუ­ცე­ბის­თვის, შშმ პი­რე­ბის­თვის და ყვე­ლას­თვის, ვინც ზრუნ­ვას და მოვ­ლას სა­ჭი­რო­ებს. ამას კი ზრუნ­ვის ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბა ჰქვია. რად­გან ამ სერ­ვი­სე­ბის გა­ჩე­ნა აუ­ნა­ზღა­უ­რე­ბელ შრო­მას ანა­ზღა­უ­რე­ბად შრო­მად აქ­ცევს და უამ­რავ ქალს გა­მო­უ­თა­ვი­სუფ­ლებს დროს, რაც ავ­ტო­მა­ტუ­რად გა­მო­იწ­ვევს ამ ქა­ლე­ბის ეკო­ნო­მი­კურ გა­აქ­ტი­უ­რე­ბას. მაგ­რამ იცის ეს ოც­ნე­ბამ? არ იცის და ამი­ტომ ბე­ბი­ის დღე ჰგო­ნია გა­მო­სა­ვა­ლი. პ.ს. დეკ­რე­ტი რომ არ ანა­ზღა­ურ­დე­ბა, ეგ კიდე ცალ­კე ამ­ბა­ვია, დე­დას და ჩვილს ჯამ­ში 1000 ლარი რომ უნდა ეყოთ 6 თვე თა­ვის სარ­ჩე­ნად" - წერს უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტოტო
1

ეს ქალბატონი მასწავლებლად:როგორ ვიცხოვროთ,რა ვაკეთოთ,ერთმანეთს როგორ ველაპარაკოთ...ვინ დაიქირავა.უკვე სასაცილოა ამის უაზრო "შეგონებები".ადამიანებს,როცა რაღაცას აძალებ გაუთავებლად, უჩნდება პროტესტის გრძნობა,რაც ბოლოს ჭკუის დამრიგებლის მასხრად აგდებაში გადადის.

დავითი
0

სქესთა თანასწორობა ვერ მიიღწევა იმით, რომ კაცს ბავშვების მოვლა დაავალო და ქალს ოჯახის რჩენა. ყველა მაგალითი გვიჩვენებს, რომ როცა დედა ძირითადად ბავშვს უვლის და მამა ოჯახს არჩენს უფრო კარგადაა დალაგებული ოჯახიც და ბავშვიც კარგი იზრდება. ამაში ვერანაირი ფემინისტი ვერ გადამარწმუნებს, იმიტომ რომ ფაქტია ასეთი და მორჩა.

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"დედა/ბებიის დღე არ გვჭირდება ქალებს, გვჭირდება, რომ სახლის საქმე მამა/ბაბუებმაც გაინაწილონ, ხოლო სახელმწიფოს თუ უნდა მათი დაფასება ... " - რას წერს ბაია პატარია

"დედა/ბებიის დღე არ გვჭირდება ქალებს, გვჭირდება, რომ სახლის საქმე მამა/ბაბუებმაც გაინაწილონ, ხოლო სახელმწიფოს თუ უნდა მათი დაფასება ... " - რას წერს  ბაია პატარია

ბებიის დღის ოფიციალურად დაწესებას პარლამენტის ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა.

საკანონმდებლო ორგანოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მოქალაქე მიხეილ სახვაძემ მიმართა. როგორც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ კახაძემ კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, წინადადების ავტორი არ ითხოვდა ბებიის დღის უქმე დღედ გამოცხადებას და შესაბამისად, შრომის კოდექსში ცვლილების შეტანას.

უფლებადამცველი ბაია პატარაია აღნიშნულ საკითხს სოციალურ ქსელში ეხმიანება და საკუთარ პოზიციაზე წერს.

"არც ბებიის დღეა საჭირო და არც დედის, უნდა გვქონდეს მშობლების დღე! რეალურ ცხოვრებაშიც დედას და ბებიას კი არ უნდა ავკიდოთ ბავშვების აღზრდა, არამედ თანაბრად უნდა გადაინაწილონ მშობლებმაც და გაფართოებულმა ოჯახმაც. დედა/ბებიის დღე არ გვჭირდება ქალებს; ჩვენ გვჭირდება, რომ სახლის საქმე მამა/ბაბუებმაც გაინაწილონ. ხოლო სახელმწიფოს თუ უნდა დედა/ბებიების დაფასება, ააშენონ ბაგა-ბაღები, დღის ცენტრები ბავშვებისთვის, მოხუცებისთვის, შშმ პირებისთვის და ყველასთვის, ვინც ზრუნვას და მოვლას საჭიროებს. ამას კი ზრუნვის ეკონომიკის განვითარება ჰქვია. რადგან ამ სერვისების გაჩენა აუნაზღაურებელ შრომას ანაზღაურებად შრომად აქცევს და უამრავ ქალს გამოუთავისუფლებს დროს, რაც ავტომატურად გამოიწვევს ამ ქალების ეკონომიკურ გააქტიურებას. მაგრამ იცის ეს ოცნებამ? არ იცის და ამიტომ ბებიის დღე ჰგონია გამოსავალი. პ.ს. დეკრეტი რომ არ ანაზღაურდება, ეგ კიდე ცალკე ამბავია, დედას და ჩვილს ჯამში 1000 ლარი რომ უნდა ეყოთ 6 თვე თავის სარჩენად" - წერს უფლებადამცველი.

ასევე იხილეთ: