პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პოზიცია არ შემიცვლია... კვარაცხელია ძალიან მაგარი ფეხბურთელია, მაგრამ მე ფეხბურთელზე არ მაქვს საუბარი, მის სამოქალაქო პოზიციაზე ვსაუბრობ" - რას აცხადებს ვახო სანაია ხვიჩა კვარაცხელიაზე?
"პოზიცია არ შემიცვლია... კვარაცხელია ძალიან მაგარი ფეხბურთელია, მაგრამ მე ფეხბურთელზე არ მაქვს საუბარი, მის სამოქალაქო პოზიციაზე ვსაუბრობ" - რას აცხადებს ვახო სანაია ხვიჩა კვარაცხელიაზე?

ჟურ­ნა­ლისტ ვახო სა­ნა­ი­ას და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ფეხ­ბურ­თელ ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას მი­სა­მარ­თით სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლია. მან ჯერ კი­დევ ივ­ლის­ში ფეხ­ბურ­თე­ლის "ნა­პო­ლი­ში“ გა­დას­ვლი­სას და­წე­რა პოს­ტი, სა­დაც კვა­რა­ცხე­ლი­ას პა­სუ­ხი რუ­სე­თის თა­ო­ბა­ზე დას­მულ კი­თხვზე, გა­აკ­რი­ტი­კა.

"ქარ­თველს, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თელს, უკ­რა­ი­ნა­ზე რომ გკი­თხა­ვენ და იტყვი, პო­ლი­ტი­კა­ში არ ვე­რე­ვიო, "ნა­პო­ლი­ში" კი არა, "რე­ალ­ში" რომ ითა­მა­შო, მაგ­რად მკი­დია უკვე. ამის გამო ერთხელ კრი­ტი­კუ­ლი სტა­ტუ­სი დავ­წე­რე. მერე ვი­ფიქ­რე, იქ­ნებ ბა­თუმ­ში გა­დას­ვლის შემ­დეგ მა­ინც თქვას-მეთ­ქი რამე და ცოტა შე­ვარ­ბი­ლე. ისევ ხმა არ ამო­ი­ღო. ახლა იტა­ლი­ა­შია, ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა შე­კი­თხვა და­უს­ვეს და იქაც კრინ­ტი ვერ დაძ­რა პუ­ტინ­ზე.

არ ვიცი, რა ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი აქვს ასე­თი რუ­სულ კლუბ­თან, მაგ­რამ მარ­თლა ვერ ვუ­გულ­შე­მატ­კივ­რებ, სა­ნამ მკა­ფიო პო­ზი­ცია არ ექ­ნე­ბა უკ­რა­ი­ნა­ზე. ფეხ­ბურ­თი ბო­რო­ტე­ბა­ზე თვა­ლის და­ხუჭ­ვას არ ნიშ­ნავს. ფეხ­ბურ­თი პო­ლი­ტი­კის­გან არ იმიჯ­ნე­ბა", - წერ­და იმ­ჟა­მად სა­ნა­ია.

ამ სტა­ტუ­სის შემ­დეგ, სა­ნა­ი­ას კვა­რა­ცხე­ლი­ას ფა­ნე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აკ­რი­ტი­კე­ბენ. ის სა­პარ­ლა­მენ­ტო ტრი­ბუ­ნი­დან გა­აკ­რი­ტი­კა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე­მაც, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ ვახო სა­ნა­ია და მიშა მშვილ­და­ძე ხვი­ჩა­ზე მა­გა­რი თავ­დამ­სხმე­ლე­ბი ვე­რა­სო­დეს გახ­დე­ბი­ან... შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი პოს­ტე­ბი თვე­ე­ბია გრძელ­დე­ბა და კვა­რა­ცხე­ლი­ას თა­მა­ში­სას და გო­ლის გა­ტა­ნი­სას, სა­ნა­ი­ას ონ­ლა­ინ­ბუ­ლინ­გი ისევ თა­ვი­დან იწყე­ბა. სწო­რედ ამ სა­კი­თხზე ისა­უბ­რა გუ­შინ გა­და­ცე­მა­ში ჟურ­ნა­ლის­ტმა, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ მას კო­ლე­გე­ბიც არ ეთან­ხმე­ბი­ან...

ვახო სა­ნა­ია:

"მთა­ვარ არხზე“ რამ­დე­ნი­მე თვის წინ ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ფეხ­ბურ­თელ­ზე რა­ღაც კრი­ტი­კუ­ლი თქვეს, ესეც და­ი­მახ­სოვ­რეს, შემ­დეგ "ტვ პირ­ველ­ზე“ და­დეს რა­ღაც ქარ­დი კვა­რა­ცხე­ლი­ა­ზე, ეგეც ხელ­ზე და­იხ­ვი­ეს, კარ­გი, ჩემი ამ­ბა­ვი გა­სა­გე­ბია, მიშა მშვილ­და­ძეს რას ერ­ჩი­ან, არ ვიცი... ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე­ზე მე­ტად მიშა მშვილ­და­ძემ დამ­გმო, მაგ­რამ მა­ინც მა­საც მი­ა­კე­რეს ეს ამ­ბა­ვი...

საქ­მე ის არის, რომ ძა­ლი­ან ბინ­ძურ რა­მეს აკე­თე­ბენ. და­ი­ნა­ხეს შე­სა­ნიშ­ნა­ვი ფეხ­ბურ­თე­ლი მო­ე­დან­ზე და პა­რა­ზი­ტო­ბენ ამ ამ­ბავ­ზე. მე ჩემი პო­ზი­ცია მაქვს, რო­მე­ლიც არ შე­მიც­ვლია და არ შე­ვიც­ვლი, მაგ­რამ ეს სა­ერ­თოდ სხვა სა­კი­თხია. მო­დით, ვნა­ხოთ რას აკე­თებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, იწყებს პრი­ვა­ტი­ზი­რე­ბას კონ­კრე­ტუ­ლი სპორ­ტსმე­ნის. გულ­შე­მატ­კივ­რებს ყოფს, და ეუბ­ნე­ბა, რომ ოპო­ზი­ცი­ას თურ­მე რა­ღაც არ უხა­რია, იმი­ტომ, რომ გოლს რომ გა­ი­ტანს, თურ­მე ამა­ზე ოპო­ზი­ცი­ის გულ­შე­მატ­კი­ვა­რი იბოღ­მე­ბა...

... ჩვენ გვაქვს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი და ამას გა­მოვ­თქვამთ სა­ჯა­რო­დაც და ტე­ლე­ვი­ზი­ა­შიც. ეს არ არის ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დი“, სა­დაც ერთი მე­სი­ჯი რომ მი­დის, ყვე­ლა აქ­ვეყ­ნებს და კა­კა­ფო­ნი­აა... ჩვენ­თან ასე არ ხდე­ბა. მე მაქვს ჩემი პო­ზი­ცია, ჩემს მე­გობ­რებს აქვთ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცია. მა­გა­ლი­თად, პე­ლე­ზე ყვე­ლა ამ­ბობს, რომ გე­ნი­ა­ლუ­რი ფეხ­ბურ­თე­ლი იყო, მაგ­რამ მას თა­ვის თავ­თა­ნაც ჰქონ­და პრე­ტენ­ზია, რომ დიქ­ტა­ტო­რუ­ლი რე­ჟი­მი მის გა­მო­ყე­ნე­ბას ცდი­ლობ­და. კვა­რა­ცხე­ლი­ას გა­აქვს შე­სა­ნიშ­ნა­ვი გო­ლე­ბი და ძა­ლი­ან მა­გა­რი ფეხ­ბურ­თე­ლია, მაგ­რამ მე ფეხ­ბურ­თელ­ზე არ მაქვს სა­უ­ბა­რი, მის სა­მო­ქა­ლა­ქო პო­ზი­ცი­ა­ზე ვსა­უბ­რობ.." - გა­ნა­ცხა­და სა­ნა­ი­ამ გა­და­ცე­მის მსვლე­ლო­ბი­სას.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 75 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
SOS!!!
2

როგორც ვხედავთ სანაიას მეტი საქმე არა აქვს!

სხვისი დამცირებით ვერასოდეს ამაღლდები ვერც შენ, და ვერც ნებისმიერი სხვა!

მარინე
5

რას გადაეკიდა ამ ბიჭს_სად პოლიტიკა და სად სპორტი -არ ერევა პოლიტიკაში და არ უთამაშია იმ ბიჭს პუტინთან ფეხბურთი და რა თქვას

ავტორი:

"პოზიცია არ შემიცვლია... კვარაცხელია ძალიან მაგარი ფეხბურთელია, მაგრამ მე ფეხბურთელზე არ მაქვს საუბარი, მის სამოქალაქო პოზიციაზე ვსაუბრობ" - რას აცხადებს ვახო სანაია ხვიჩა კვარაცხელიაზე?

"პოზიცია არ შემიცვლია... კვარაცხელია ძალიან მაგარი ფეხბურთელია, მაგრამ მე ფეხბურთელზე არ მაქვს საუბარი, მის სამოქალაქო პოზიციაზე ვსაუბრობ" - რას აცხადებს ვახო სანაია ხვიჩა კვარაცხელიაზე?

ჟურნალისტ ვახო სანაიას დამოკიდებულება ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას მისამართით საყოველთაოდ ცნობილია. მან ჯერ კიდევ ივლისში ფეხბურთელის "ნაპოლიში“ გადასვლისას დაწერა პოსტი, სადაც კვარაცხელიას პასუხი რუსეთის თაობაზე დასმულ კითხვზე, გააკრიტიკა.

"ქართველს, ოკუპირებული ქვეყნის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს, უკრაინაზე რომ გკითხავენ და იტყვი, პოლიტიკაში არ ვერევიო, "ნაპოლიში" კი არა, "რეალში" რომ ითამაშო, მაგრად მკიდია უკვე. ამის გამო ერთხელ კრიტიკული სტატუსი დავწერე. მერე ვიფიქრე, იქნებ ბათუმში გადასვლის შემდეგ მაინც თქვას-მეთქი რამე და ცოტა შევარბილე. ისევ ხმა არ ამოიღო. ახლა იტალიაშია, ჟურნალისტებმა შეკითხვა დაუსვეს და იქაც კრინტი ვერ დაძრა პუტინზე.

არ ვიცი, რა ვალდებულებები აქვს ასეთი რუსულ კლუბთან, მაგრამ მართლა ვერ ვუგულშემატკივრებ, სანამ მკაფიო პოზიცია არ ექნება უკრაინაზე. ფეხბურთი ბოროტებაზე თვალის დახუჭვას არ ნიშნავს. ფეხბურთი პოლიტიკისგან არ იმიჯნება", - წერდა იმჟამად სანაია.

ამ სტატუსის შემდეგ, სანაიას კვარაცხელიას ფანები სოციალურ ქსელში აკრიტიკებენ. ის საპარლამენტო ტრიბუნიდან გააკრიტიკა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემაც, რომელმაც განაცხადა, რომ ვახო სანაია და მიშა მშვილდაძე ხვიჩაზე მაგარი თავდამსხმელები ვერასოდეს გახდებიან... შეურაცხმყოფელი პოსტები თვეებია გრძელდება და კვარაცხელიას თამაშისას და გოლის გატანისას, სანაიას ონლაინბულინგი ისევ თავიდან იწყება. სწორედ ამ საკითხზე ისაუბრა გუშინ გადაცემაში ჟურნალისტმა, რომელმაც განაცხადა, რომ მას კოლეგებიც არ ეთანხმებიან...

ვახო სანაია:

"მთავარ არხზე“ რამდენიმე თვის წინ ჟურნალისტებმა ფეხბურთელზე რაღაც კრიტიკული თქვეს, ესეც დაიმახსოვრეს, შემდეგ "ტვ პირველზე“ დადეს რაღაც ქარდი კვარაცხელიაზე, ეგეც ხელზე დაიხვიეს, კარგი, ჩემი ამბავი გასაგებია, მიშა მშვილდაძეს რას ერჩიან, არ ვიცი... ირაკლი კობახიძეზე მეტად მიშა მშვილდაძემ დამგმო, მაგრამ მაინც მასაც მიაკერეს ეს ამბავი...

საქმე ის არის, რომ ძალიან ბინძურ რამეს აკეთებენ. დაინახეს შესანიშნავი ფეხბურთელი მოედანზე და პარაზიტობენ ამ ამბავზე. მე ჩემი პოზიცია მაქვს, რომელიც არ შემიცვლია და არ შევიცვლი, მაგრამ ეს საერთოდ სხვა საკითხია. მოდით, ვნახოთ რას აკეთებს ხელისუფლება, იწყებს პრივატიზირებას კონკრეტული სპორტსმენის. გულშემატკივრებს ყოფს, და ეუბნება, რომ ოპოზიციას თურმე რაღაც არ უხარია, იმიტომ, რომ გოლს რომ გაიტანს, თურმე ამაზე ოპოზიციის გულშემატკივარი იბოღმება...

... ჩვენ გვაქვს განსხვავებული მოსაზრებები და ამას გამოვთქვამთ საჯაროდაც და ტელევიზიაშიც. ეს არ არის ტელეკომპანია "იმედი“, სადაც ერთი მესიჯი რომ მიდის, ყველა აქვეყნებს და კაკაფონიაა... ჩვენთან ასე არ ხდება. მე მაქვს ჩემი პოზიცია, ჩემს მეგობრებს აქვთ განსხვავებული პოზიცია. მაგალითად, პელეზე ყველა ამბობს, რომ გენიალური ფეხბურთელი იყო, მაგრამ მას თავის თავთანაც ჰქონდა პრეტენზია, რომ დიქტატორული რეჟიმი მის გამოყენებას ცდილობდა. კვარაცხელიას გააქვს შესანიშნავი გოლები და ძალიან მაგარი ფეხბურთელია, მაგრამ მე ფეხბურთელზე არ მაქვს საუბარი, მის სამოქალაქო პოზიციაზე ვსაუბრობ.." - განაცხადა სანაიამ გადაცემის მსვლელობისას.

იხილეთ ასევე:

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"