მსოფლიო დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორეს ემშვიდობება. ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მმართველის სტატუსის მქონე მონარქი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი 70 წლიანი მმართველობის პერიოდში დედოფალმა შეძლო საყოველთაო სიყვარულსა და პატივისცემის მოპოვება არამხოლოდ ბრიტანეთში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.
და დღეს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, დედოფლის ხსოვნისადმი პატივსაცემას სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ.
გთავაზობთ, CNN-ის მიერ შეკრებილ ფოტოებს, თუ როგორ ემშვიდობებიან დიდ დედოფალს ამა თუ იმ ქვეყანაში.
დღეს, ელიზაბედ მეორე ბალმორალს ციხესიმაგრიდან გამოასვენეს. მონარქს შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში გადაასვენებენ.
ბრიტანული მედიის თანახმად, სამგლოვიარო კორტეჟი 280 კმ-ს გაივლის და დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად დაახლოებით 6 საათი დასჭირდება. ის ედინბურგამდე აბერდინში, დანდისა და პერთში გაივლის.
შეგახსენებთ, ელისაბედ მეორეს 19 სექტემბერს დაკრძალავენ. დიდ ბრიტანეთში დედოფლის დაკრძალვის დღე გარდაცვლილი მონარქის პატივსაცემად უქმედ გამოცხადდა.
მორჩით მაგ მეტიჩრობას, და მეტად დააფასეთ საკუთარი ქვეყანა!!! გაუმარჯოს საქართველოს!!!
ჩვენ ქელეხი გავაკეთეთ თქო უთხარით ინგლისელებს.