ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელიზაბედ მეორის შესახებ რამდენიმე ისტორიას იხსენებს. ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს.
"მინდა ელიზაბედ II-სთან დაკავშირებით შემდეგი ისტორიები გავიხსენო. ჩვენმა პირველმა შეხვედრამ ერთ საათზე მეტი გასტანა. ის ძალიან ცნობისმოყვარე იყო და ყველაფერი აინტერესებდა საქართველოზე. სანდრას კომპლიმენტი უთხრა ჩაცმულობაზე.
2012 წელს კი ლონდონის ოლიმპიადის გახსნაზე ჩავედი, ბუკინგემის სასახლეში მიღება გაიმართა, რომელსაც ბევრი სახელმწიფოს მეთაური დაესწრო. მე კიბეზე გამოვედი დასარეკად და სახით კედელთან ვიდექი. უცებ ვიღაცამ ტელეფონი ხელიდან გამომტაცა, მოვტრიალდი და ხელში შემრჩა დედოფალი - ბატონო პრეზიდენტო, თქვენ რა, არ იცით, რომ ამ სასახლეში მსგავსი მოწყობილობების გამოყენება არ შეიძლება?! - ღიმილით მითხრა მან. შემდეგ გამომკითხა თუ რა ხდებოდა საქართველოში. საოცარი მომხიბვლელობა ჰქონდა." - წერს სააკაშვილი.
ცნობისთვის, დედოფალ ელისაბედ II 96 წლის ასაკში 8 სექტემბერს გარდაიცვალა. დედოფლის გარდაცვალების გამო, დიდ ბრიტანეთში ეროვნული გლოვა გამოცხადდა და ის მის დაკრძალვამდე გაგრძელდება.
დიდი ბრიტანეთის დედოფალს ელისაბედ მეორეს 19 სექტემბერს დაკრძალავენ. აღნიშნულ ინფორმაციას სამეფო ოჯახი "ტვიტერზე" ავრცელებს.
დიდ ბრიტანეთში დედოფლის დაკრძალვის დღე გარდაცვლილი მონარქის პატივსაცემად უქმედ გამოცხადდა.
დედოფლის დაკრძალვის ცერემონია ვესტმინსტერის სააბატოში გაიმართება
ეეჰ მიშკა, მიშკა... ვეჟო ამოტოლა თანამდებობებზე იყავი და ერთი ბეწო ფანტაზიის უნარი არ გაგაჩნია რა! სულ რაღაც ოჩოფეხებზე შემდგარ ისტორიებს ყვები. --- ეგ ამბავი სინამდვილეში აი ესე იყო: შენ ტელეფონზე რომ რეკავდი უცებ უკნიდან ვიღაც მოგეპარა და თვალებზე ხელი აგაფარა, თან ქალის კისკისი გაისმა, ( ინტონაციაზე ეტყობოდა რომ მაღალი საზოგადოების ქალბატონი უნდა ყოფილიყო, --- ნუ შენ არ დაიბენი და დაიწყე ჩამოთვლა: ალანა, სოფო, ხატია, ნინა, ნანა, ჟუჟუნა მაყვალა და ა.შ. კისკისი კი სულ უფრო ძლიერდებოდა, ვაა... შენ გააგრძელე: დათო, გიგი, გიგა, ვანო... ---- ბოლოს შემოტრიალდი და ბრიტანეთის დეოფალი შეგრჩა ხელთ! -ეს რამდენ ქალს იცნობთ, თქვენ ლოველესი ყოფილხართ ბატონო მესამე პრეზიდენტოო, ამ სიტყვებით „პადრუჩკი“ გაგიკეთა და ბრიჯის სათამაშოდ წაგიყვანა სამეფო ოჯახის წრეში. ---- იქ იმდენი ფუნტი მოიგე რომ კინგდომის ფინანსთა მინისტრს არაფრით არ უნდოდა გადახდა, მაგრამ შენ არ დაიბენი და ეგ თანხა ეგრევე გადარიცხე ლონდონელი უსახლკაროების ფონდში... --- ბოლოს სახლში რომ მოდიოდი ჩაის სერვიზი გამოგატანეს სანდრასთან. დედოფალმა თავის ხელით შეგიხვია ჭრაჭუნა ქაღალდებში.. აი ეგრე იყო ეგ ამბავი! -- ვისაც არ სჯერავს ჰკითხოს ბატონო დათოს, გიგის, გიგას, ვანოს, ელენეს და ა.შ.
დედოფალი ალბათ ახტა და ისე წაგლიჯა ტელეფონი, თორემ ისე ხომ ვერ მიწვდებოდა