ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვაჟი ედუარდ სააკაშვილი მამის მდგომარეობაზე კიდევ ერთხელ საუბრობს. როგორც ის ამბობს, მამას თვეში ერთხელ ნახულობს და ყოველ ნახვაზე მისი მდგომარეობა "ოდნავ უარესია".
"მამაჩემს ვნახულობ თვეში ერთხელ. ყველა ჯერზე მდგომარეობა ოდნავ უარესია. წონაში დაკლებულია, არ აქვს ენერგია, სიარული უჭირს, პაუზები აქვს საუბრის დროს, რთული სანახავია ეს ჩემთვის.
მე ყველაზე მეტად მაღელვებს არა ის, რომ მამაჩემი ციხეშია, არამედ ის, რომ ის არის ძალიან ცუდად. იყო ძალიან ბევრი ცუდი და მძიმე მომენტები, ამის გამო ის არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში ფიზიკურად. ამას რაღაც უნდა მოვუხერხოთ. პირველ რიგში არის ფიზიკური პრობლემა, ფიზიკურად არის ცუდად. ადამიანი, რომელიც ამ მდგომარეობაში მინახავს, არის ადამიანი, რომელიც ქიმიოთერაპიას გადის ან რაღაც მსგავსი. ასეთი იერი აქვს მამაჩემს, ავადმყოფი ადამიანის იერი აქვს" - ამბობს ედუარდ სააკაშვილი.
რაც შეეხება სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლის თემას, ედუარდ სააკაშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე მამის ნათქვამი მისთვის სარწმუნოა და ეს სიტყვები "რაღაც ტრიუკი" არ არის.
"არსებობს კითხვები, მიდის თუ არა სააკაშვილი პოლიტიკიდან... ხომ არ არის რაღაც ეს ტრიუკი? მეც ზოგადად მამაჩემის ნათქვამს ხშირად სკეპტიკურად ვუყურებ, რადგან ის ხშირად სტრატეგიას ცვლის. მეც მაგ ტალღაზე ვარ, რომ თუ ის იტყვის, რომ წავედი პოლიტიკიდან, შეიძლება არ დავიჯერო. თუმცა ამ მომენტში მისი ნათქვამი სარწმუნოა. რადგან ის ჩამოვიდა საქართველოში საკუთარ თავზე გარკვეული წარმოდგენით. მას ჰქონდა მსოფლმხედველობა, რომ მას აქვს გარდამტეხი როლი სათამაშო საქართველოს ისტორიაში, რომ მისი ჩამოსვლით რაღაცები დაიწყებოდა. აღმოჩნდა, რომ არ იყო ეგრე. რეალურად 1 წელი ზის ერთ ოთახში და უწევს ამ ფაქტთან შეგუება და ასევე მას აქვს ფიზიკური პრობლემები", - აღნიშნა ექსპრეზიდენტის ვაჟმა "ტვ პირველთან" საუბრისას.
მამაშენი 36 წლის ასაკში დადეს პრეზიდენტად ,კონსტიტუცია შეცვალეს და მთელი რიგი დავალებები შეასრულებინეს ....ახლაც არეკუთვნის თავის თავს.
კოკასა შიგან .....