სამართალი
პოლიტიკა

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:43-ზე, მთვარე სასწორში გადავა 11:07 თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გვერდს, რომელმაც კაცხის სვეტის მდებარეობად სომხეთი მიუთითა, არაფერი აქვს საერთო სომხებთან... მოვრჩეთ ამ ღლიცინს" - რას წერს "სამართლიანი არჩევნების" მკვლევარი?
"გვერდს, რომელმაც კაცხის სვეტის მდებარეობად სომხეთი მიუთითა, არაფერი აქვს საერთო სომხებთან... მოვრჩეთ ამ ღლიცინს" - რას წერს "სამართლიანი არჩევნების" მკვლევარი?

გუ­შინ ფე­ის­ბუქს გვერ­დზე armenia art & architecture კა­ცხის სვე­ტის ფოტო გა­მოქ­ვეყ­ნდა, რო­მელ­საც მდე­ბა­რე­ო­ბად სომ­ხე­თი ჰქონ­და მი­თი­თე­ბუ­ლი.

პოს­ტის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბი­დან მა­ლე­ვე იქ ათა­სო­ბით ქარ­თვე­ლის კო­მენ­ტა­რი გა­მოჩ­ნდა... მათ­გან უმე­ტე­სო­ბა სა­ხა­ლი­სო იყო. ქარ­თვე­ლი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი პოსტმა ხუმ­რო­ბის ხა­სი­ათ­ზე და­ა­ყე­ნა - ისი­ნი კო­მენ­ტა­რებ­ში მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ვი ად­გი­ლე­ბის ფო­ტო­ებს დებ­დნებ და მდე­ბა­რე­ო­ბად სომ­ხეთს უთი­თებ­დნენ.

"სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის" მკვლე­ვა­რი შოთა ნარ­სია წერს, რომ გვერდს სა­დაც კა­ცხის სვე­ტის ფოტო და­ი­დო სომ­ხეთ­თან არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო.

"ფე­ის­ბუქგ­ვერდს, რო­მელ­მაც კა­ცხის სვე­ტის მდე­ბა­რე­ო­ბად სომ­ხე­თი მი­უ­თი­თა, არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო სომ­ხებ­თან. გვერ­დის 9 ად­მი­ნის­ტრა­ტო­რი­დან არ­ცერ­თი არ არის სომ­ხე­თი­დან. ამ­ჟა­მად გვერდს 7 პირი იტა­ლი­ი­დან, 1 კა­ნა­დი­დან და 1 ირა­ნი­დან მარ­თავს. ის იტა­ლი­ა­ში ირა­ნე­ლე­ბის მიერ და­ფუძ­ნე­ბულ კომ­პა­ნია "Process International Group"-ს ეკუთ­ვნის.

მისი ოფი­სი რომ­შია გან­თავ­სე­ბუ­ლი. კომ­პა­ნია ფე­ის­ბუქ­ზე გვერ­დე­ბის უამ­რა­ვი ქსე­ლი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. მათ შო­რი­საა რო­გორც თე­მა­ტუ­რი (Art & Architecture, Art & Interior Design, Art & Civil engineering, Art & Fashion, Art & Design და სხვ.), ისე გვერ­დე­ბი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის შე­სა­ხებ. სომ­ხეთ­თან ერ­თად, კომ­პა­ნი­ის გვერ­დე­ბი ფე­ის­ბუქ­ზე ოპე­რი­რე­ბენ სხვა არა­ერ­თი ქვეყ­ნის სა­ხელ­წო­დე­ბით, რო­მელ­თა შო­რი­საა: იტა­ლია, საფ­რან­გე­თი, გერ­მა­ნია, ეს­პა­ნე­თი, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო, პორ­ტუ­გა­ლია, შვე­დე­თი, ავ­სტრია, რუ­მი­ნე­თი, და­ნია, სა­ბერ­ძნე­თი, სერ­ბე­თი, პო­ლო­ნე­თი, შვე­ი­ცა­რია, უნ­გრე­თი, ია­პო­ნია, ინ­დო­ე­თი, ირა­ნი, არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ა­მი­რო­ე­ბი, სი­რია, ქუ­ვე­ი­თი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი, ერა­ყი, პა­კის­ტა­ნი, თურ­ქე­თი, ჩი­ნე­თი, ლი­ბა­ნი, ფი­ლი­პი­ნე­ბი, იე­მე­ნი, ეგ­ვიპ­ტე, მა­რო­კო, ტუ­ნი­სი, ალ­ჟი­რი, ლი­ბია, სამ­ხრეთ აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კა, აშშ, კა­ნა­და, მექ­სი­კა, ბრა­ზი­ლია, კო­ლუმ­ბია, არ­გენ­ტი­ნა, ჩილე, პერუ, ეკ­ვა­დო­რი და ავ­სტრა­ლია.

რა­საც გა­დავ­ხე­დე, მათი გვერ­დე­ბი ზოგ­ჯერ, სი­ზუს­ტეს­თან ერ­თად, სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვი­თაც არ გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან.

გთხოვთ, მოვ­რჩეთ ამ ღლი­ცინს და ნუ ვა­საზ­რდო­ებთ სტე­რე­ო­ტი­პებს მე­ზო­ბე­ლი ერის შე­სა­ხებ და ნუ ვუ­წყობთ ხელს არ­მე­ნო­ფო­ბი­ას" - წერს ნარ­სია.

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იზა
0

„ამოდენა მუტრუკი როგორა ხარ ბიჯო“...... ეს რომ არ დაენახება არავის პოზიცია- ოპოზიციაში

უტე
7

კანადა არა შმანადა. ყველაფერი ნათელია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"გვერდს, რომელმაც კაცხის სვეტის მდებარეობად სომხეთი მიუთითა, არაფერი აქვს საერთო სომხებთან... მოვრჩეთ ამ ღლიცინს" - რას წერს "სამართლიანი არჩევნების" მკვლევარი?

"გვერდს, რომელმაც კაცხის სვეტის მდებარეობად სომხეთი მიუთითა, არაფერი აქვს საერთო სომხებთან... მოვრჩეთ ამ ღლიცინს" - რას წერს "სამართლიანი არჩევნების" მკვლევარი?

გუშინ ფეისბუქს გვერდზე armenia art & architecture კაცხის სვეტის ფოტო გამოქვეყნდა, რომელსაც მდებარეობად სომხეთი ჰქონდა მითითებული.

პოსტის გამოქვეყნებიდან მალევე იქ ათასობით ქართველის კომენტარი გამოჩნდა... მათგან უმეტესობა სახალისო იყო. ქართველი ინტერნეტმომხმარებლები პოსტმა ხუმრობის ხასიათზე დააყენა - ისინი კომენტარებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ღირსშესანიშნავი ადგილების ფოტოებს დებდნებ და მდებარეობად სომხეთს უთითებდნენ.

"სამართლიანი არჩევნების" მკვლევარი შოთა ნარსია წერს, რომ გვერდს სადაც კაცხის სვეტის ფოტო დაიდო სომხეთთან არაფერი აქვს საერთო.

"ფეისბუქგვერდს, რომელმაც კაცხის სვეტის მდებარეობად სომხეთი მიუთითა, არაფერი აქვს საერთო სომხებთან. გვერდის 9 ადმინისტრატორიდან არცერთი არ არის სომხეთიდან. ამჟამად გვერდს 7 პირი იტალიიდან, 1 კანადიდან და 1 ირანიდან მართავს. ის იტალიაში ირანელების მიერ დაფუძნებულ კომპანია "Process International Group"-ს ეკუთვნის.

მისი ოფისი რომშია განთავსებული. კომპანია ფეისბუქზე გვერდების უამრავი ქსელითაა წარმოდგენილი. მათ შორისაა როგორც თემატური (Art & Architecture, Art & Interior Design, Art & Civil engineering, Art & Fashion, Art & Design და სხვ.), ისე გვერდები სხვადასხვა ქვეყნის შესახებ. სომხეთთან ერთად, კომპანიის გვერდები ფეისბუქზე ოპერირებენ სხვა არაერთი ქვეყნის სახელწოდებით, რომელთა შორისაა: იტალია, საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, გაერთიანებული სამეფო, პორტუგალია, შვედეთი, ავსტრია, რუმინეთი, დანია, საბერძნეთი, სერბეთი, პოლონეთი, შვეიცარია, უნგრეთი, იაპონია, ინდოეთი, ირანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, სირია, ქუვეითი, აზერბაიჯანი, ერაყი, პაკისტანი, თურქეთი, ჩინეთი, ლიბანი, ფილიპინები, იემენი, ეგვიპტე, მაროკო, ტუნისი, ალჟირი, ლიბია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, აშშ, კანადა, მექსიკა, ბრაზილია, კოლუმბია, არგენტინა, ჩილე, პერუ, ეკვადორი და ავსტრალია.

რასაც გადავხედე, მათი გვერდები ზოგჯერ, სიზუსტესთან ერთად, საავტორო უფლებების დაცვითაც არ გამოირჩევიან.

გთხოვთ, მოვრჩეთ ამ ღლიცინს და ნუ ვასაზრდოებთ სტერეოტიპებს მეზობელი ერის შესახებ და ნუ ვუწყობთ ხელს არმენოფობიას" - წერს ნარსია.