საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საჯაროდ არ ამბობენ, მაგრამ ვანო ჩემზეა გაბრაზებული" - რას ამბობს გიორგი გაბუნია "ღამის შოუს" გუნდის მიერ "მთავარი არხის" დატოვებასა და თანამშრომლების შემცირებაზე?
"საჯაროდ არ ამბობენ, მაგრამ ვანო ჩემზეა გაბრაზებული" - რას ამბობს გიორგი გაბუნია "ღამის შოუს" გუნდის მიერ "მთავარი არხის" დატოვებასა და თანამშრომლების შემცირებაზე?

ცოტა ხნის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ "ვა­ნოს შოუს" გუნ­დმა "მთა­ვა­რი არხი" და­ტო­ვა და ახალ სა­ტე­ლე­ვი­ზიო სე­ზონს "ტვ პირ­ვე­ლის" ეთერ­ში და­ი­წყებს. ამას "მთა­ვა­რი არ­ხის" მე­ნე­ჯმენ­ტის­გან უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მოჰ­ყვა.

ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის გან­ცხა­დე­ბით, "ვა­ნოს შოუს" გუნ­დი იყო ერ­თა­დერ­თი, არხზე შექ­მნილ ფი­ნან­სურ კრი­ზისს რომ ვერ გა­უძ­ლო და ამის გამო და­ტო­ვა ტე­ლე­კომ­პა­ნია. ამას თა­ვად ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის მხრი­დან მწვა­ვე შე­ფა­სე­ბე­ბი მოჰ­ყვა. მან "მთა­ვა­რი არ­ხის" გან­ცხა­დე­ბას "სრუ­ლი უხამ­სო­ბა და ბო­რო­ტე­ბა" უწო­და.

არ­ხის ამ­ჟა­მინ­დე­ლი დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი გა­ბუ­ნია ამ­ბობს, რომ ნე­ბის­მი­ე­რი თა­ნამ­შრომ­ლის წას­ვლა მის­თვის ძა­ლი­ან მძი­მეა. რო­გორც მან გან­მარ­ტა, მას შემ­დეგ რაც ნიკა გვა­რა­მია და­ი­ჭი­რეს, მო­უ­წია პა­ვი­ლი­ო­ნის და­ხურ­ვა, რა­მაც გა­და­ცე­მე­ბის შემ­ცი­რე­ბა გა­მო­იწ­ვია.

"ძა­ლი­ან რთუ­ლია ჩემ­თვის, როცა საქ­მე მი­დის შემ­ცი­რე­ბე­ბამ­დე. თუმ­ცა როცა ნიკა და­ი­ჭი­რეს იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი, რომ ეს უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა. სა­ში­ნე­ლე­ბაა ამის კე­თე­ბა. მო­მი­წია მძი­მე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი. მქონ­და მო­მენ­ტი, როცა ვამ­ბობ­დი, რომ აღარ შე­მიძ­ლია ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ცრემ­ლე­ბის ყუ­რე­ბა.

ამ ყევ­ლა­ფერს მოჰ­ყვა გა­და­ცე­მე­ბის შემ­ცი­რე­ბა. იცით, რომ მთე­ლი პა­ვი­ლი­ო­ნი დავ­ხუ­რეთ. იგი­ვე ვა­ნოს შოუ და­ი­ხუ­რა, ვანო გა­და­ვი­და სხვა არხზე, ესეც უმ­ძი­მე­სია და ძა­ლი­ან დიდი და­ნა­კარ­გია. ყვე­ლა ჩემ­ზეა გაბ­რა­ზე­ბუ­ლი. სა­ჯა­როდ არ ამ­ბო­ბენ, მაგ­რამ ვანო ჩემ­ზეა გაბ­რა­ზე­ბუ­ლი. ნი­კა­ზე არ იქ­ნე­ბა სა­მა­გი­ე­როდ გაბ­რა­ზე­ბუ­ლი" - ამ­ბობს გა­ბუ­ნია გა­და­ცე­მა "შენი შუ­ა­დღის" ეთერ­ში.

ნა­ხეთ ასე­ვე:

ნა­ხეთ ვი­დეო:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Qeto
7

ზოგი წავა, ზოგი მოვა... რა საჭიროა ამდენი ისტერიკა!

კოტე
13

ამათი ოროსანი უფროსები ციხეში ზიან. დროა ესენიც მიუჯდნენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"საჯაროდ არ ამბობენ, მაგრამ ვანო ჩემზეა გაბრაზებული" - რას ამბობს გიორგი გაბუნია "ღამის შოუს" გუნდის მიერ "მთავარი არხის" დატოვებასა და თანამშრომლების შემცირებაზე?

"საჯაროდ არ ამბობენ, მაგრამ ვანო ჩემზეა გაბრაზებული" - რას ამბობს გიორგი გაბუნია "ღამის შოუს" გუნდის მიერ "მთავარი არხის" დატოვებასა და თანამშრომლების შემცირებაზე?

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ "ვანოს შოუს" გუნდმა "მთავარი არხი" დატოვა და ახალ სატელევიზიო სეზონს "ტვ პირველის" ეთერში დაიწყებს. ამას "მთავარი არხის" მენეჯმენტისგან უკმაყოფილება მოჰყვა.

ტელეკომპანიის განცხადებით, "ვანოს შოუს" გუნდი იყო ერთადერთი, არხზე შექმნილ ფინანსურ კრიზისს რომ ვერ გაუძლო და ამის გამო დატოვა ტელეკომპანია. ამას თავად ვანო ჯავახიშვილის მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა. მან "მთავარი არხის" განცხადებას "სრული უხამსობა და ბოროტება" უწოდა.

არხის ამჟამინდელი დირექტორი გიორგი გაბუნია ამბობს, რომ ნებისმიერი თანამშრომლის წასვლა მისთვის ძალიან მძიმეა. როგორც მან განმარტა, მას შემდეგ რაც ნიკა გვარამია დაიჭირეს, მოუწია პავილიონის დახურვა, რამაც გადაცემების შემცირება გამოიწვია.

"ძალიან რთულია ჩემთვის, როცა საქმე მიდის შემცირებებამდე. თუმცა როცა ნიკა დაიჭირეს იძულებული გავხდი, რომ ეს უნდა გამეკეთებინა. საშინელებაა ამის კეთება. მომიწია მძიმე გადაწყვეტილებები. მქონდა მომენტი, როცა ვამბობდი, რომ აღარ შემიძლია ამ ადამიანების ცრემლების ყურება.

ამ ყევლაფერს მოჰყვა გადაცემების შემცირება. იცით, რომ მთელი პავილიონი დავხურეთ. იგივე ვანოს შოუ დაიხურა, ვანო გადავიდა სხვა არხზე, ესეც უმძიმესია და ძალიან დიდი დანაკარგია. ყველა ჩემზეა გაბრაზებული. საჯაროდ არ ამბობენ, მაგრამ ვანო ჩემზეა გაბრაზებული. ნიკაზე არ იქნება სამაგიეროდ გაბრაზებული" - ამბობს გაბუნია გადაცემა "შენი შუადღის" ეთერში.

ნახეთ ასევე:

ნახეთ ვიდეო: