მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზოგან წყალი მუხლებამდე იყო, ზოგან მკერდამდე მწვდებოდა და ასე მეგონა, ფეხქვეშ მიწა მეცლებოდა" - საქართველო-მექსიკა-ამერიკა: ჯოჯოხეთის მარშრუტი სამოთხეში მოსახვედრად?
"ზოგან წყალი მუხლებამდე იყო, ზოგან მკერდამდე მწვდებოდა და ასე მეგონა, ფეხქვეშ მიწა მეცლებოდა" - საქართველო-მექსიკა-ამერიკა: ჯოჯოხეთის მარშრუტი სამოთხეში მოსახვედრად?

“მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რამ­დენ­ჯერ­მე შე­ვიც­ვა­ლეთ სამ­სა­ხუ­რი. ზოგი და­ი­ხუ­რა, ზოგ­მა ხელ­ფა­სი დაგ­ვაკ­ლო... ორი შვი­ლი გვყავს და სულ ვამ­ბობ­დით, რომ მათ ერ­თად გავზრდი­დით, ნე­ბის­მი­ერ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ერ­თად ვიქ­ნე­ბო­დით... მე­უღ­ლეს ხე­ლო­ბა ეხერ­ხე­ბა და რამ­დენ­ჯერ­მე ჰქონ­და ის­რა­ელ­ში წას­ვლის შან­სი, არ წა­ვი­და, იქ­ნებ ერ­თად წას­ვლა შევ­ძლო­თო... ამე­რი­კა­ში წას­ვლა ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის შეც­ვლის ბოლო შან­სი იყო. მისი კლა­სე­ლი წა­ვი­და, იწ­ვა­ლა, იტან­ჯა, ცი­ხე­ე­ბი გა­მო­ი­ა­რა, მაგ­რამ ბო­ლოს მო­ე­წყო და ამო­ი­სუნ­თქა. ეს ჩვენ­თვის ბოლო წვე­თი გახ­და, ე.წ. წამ­ყვა­ნი ვი­პო­ვეთ და გეგ­მე­ბის და­წყო­ბას შე­ვუ­დე­ქით...” - ამ­ბობს “გზას­თან” სა­უ­ბარ­ში 42 წლის ლელა ჩარ­თო­ლანი, რო­მე­ლიც ოჯახ­თან, მე­უღ­ლე­სა და მცი­რე­წლო­ვან შვი­ლებ­თან ერ­თად მექ­სი­კის გავ­ლით ამე­რი­კა­ში ჩა­ვი­და.

- იმ დღი­დან, რო­გორც კი წას­ვლა გა­დავ­წყვი­ტეთ, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ყვე­ლა­ნა­ირ ინ­ფორ­მა­ცი­ას ვკი­თხუ­ლობ­დით. ისე ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, ღა­მე­ე­ბი არ მე­ძი­ნა; ხან ხელს ჩა­ვიქ­ნევ­დით, იქ­ნებ არც ღირს წას­ვლაო, მაგ­რამ შემ­დეგ, დღე­ე­ბი, კვი­რე­ბი ისე გა­დი­ო­და, ვე­რა­ფერს ვცვლი­დით და ვხვდე­ბო­დით, რომ უნდა გვებ­რძო­ლა... ყვე­ლა გან­სხვა­ვე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას გვაწ­ვდი­და. გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ყო­ვე­ლი ნა­ბი­ჯი სა­რის­კო იყო. დაგ­ვაკ­ვა­ლი­ა­ნებ­დნენ, ად­გი­ლამ­დე მიგ­ვიყ­ვან­დნენ, მაგ­რამ შემ­დეგ, იმის გამო, რომ ამე­რი­კა-მექ­სი­კის სა­ზღვარ­ზე ვი­თა­რე­ბა სწრა­ფად იც­ვლე­ბა, ვე­რა­ვინ ვე­რაფ­რის გა­რან­ტი­ას ვერ მოგ­ვცემ­და.

გვიხ­სნიდ­ნენ, რომ აშშ-ის სა­ზღვრამ­დე გზა რთუ­ლია, ძვი­რი და ზოგ­ჯერ სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თო, მით უფრო, თუ მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბით მი­დი­ხარ და ეს მარ­თა­ლიც აღ­მოჩ­ნდა. ჯერ ამ უმ­ძი­მე­სი გზის და­სა­წყის­ში ვართ და უკან რომ ვი­ხე­დე­ბი, დე­ტა­ლუ­რად რომ მცოდ­ნო­და, რისი გავ­ლა მოგ­ვი­წევ­და, არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ გა­ვივ­ლი­დით ამ ჯო­ჯო­ხეთს... მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წი­ნას­წარ გვქონ­და ინ­ფორ­მა­ცია, რამ­დე­ნად სა­რის­კოა აქ მოხ­ვედ­რა და თით­ქოს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რა­დაც მზად ვი­ყა­ვით, მო­ნა­ყოლ­სა და მო­სა­ლოდ­ნელ­ზე ათ­ჯერ მძი­მე დღე­ე­ბი გა­ვი­ა­რეთ... გვი­თხრეს, რომ სულ ორი გზა არ­სე­ბობ­და - მექ­სი­კა­ში ჩას­ვლით, რომ­ლის ვიზა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად კეთ­დე­ბა და პო­ლო­ნე­თის სა­მუ­შაო, D კა­ტე­გო­რი­ის ვიზა.

ჩვენ მექ­სი­კის გზა­ზე შე­ვა­ჩე­რეთ არ­ჩე­ვა­ნი, რად­გან ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ოპე­რა­ტი­უ­ლად გვარ­დე­ბო­და. დიდი და­ვი­და­რა­ბით ვი­შო­ვეთ 15 ათა­სი დო­ლა­რი... მერე ვი­ზის­თვის ელექტრო­ნუ­ლი გა­ნა­ცხა­დი შე­ვავ­სეთ, შემ­დეგ კი თურ­ქეთ­ში, მექ­სი­კის გე­ნე­რა­ლურ სა­კონ­სუ­ლო­ში უნდა ჩავ­სუ­ლი­ყა­ვით გა­სა­უბ­რე­ბის­თვის და მერე იქი­დან ჩავფრე­ნი­ლი­ყა­ვით მექ­სი­კა­ში. თურ­ქეთ­ში, მექ­სი­კის სა­ელ­ჩო­ში საკ­მა­ოდ ცი­ნი­კუ­რად გვე­პყრო­ბოდ­ნენ - სა­ქორ­წი­ნო მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში მი­მავ­ლებს არ ჰგავ­ხარ­თო. ჩემ­მა მე­უღ­ლემ უთხრა, რომ ბავ­შვს ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა ჰქონ­და... არ და­ას­რუ­ლე­ბი­ნეს: თუ ასეა, იქ რა­ტომ მი­დი­ხართ, თურ­ქეთ­ში რა­ტომ არ რჩე­ბით, ბევ­რად უკე­თე­სი სა­მე­დი­ცი­ნო სის­ტე­მაა, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო აქ გად­მო­დი­სო... მერე მა­ინც გაგ­ვიშ­ვეს. ჩვენს გა­დამ­ყვანს შემ­ზა­დე­ბუ­ლი ვყავ­დით - მთე­ლი ამ­ბა­ვი ახლა იწყე­ბაო და ასეც აღ­მოჩ­ნდა: მოგ­ზა­უ­რო­ბა სა­ზღვრამ­დე, ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვით, რომ­ლე­ბიც ამ­დენ­დღი­ა­ნი წან­წა­ლის­გან ძა­ლა­გა­მოც­ლი­ლე­ბი იყ­ვნენ. ბო­შებს ვგავ­დით, ოღონდ იმ გან­სხვა­ვე­ბით, რომ ისი­ნი მგზავ­რო­ბას შეჩ­ვე­უ­ლე­ბი არი­ან. ჩემი შვი­ლე­ბი ყვე­ლა სკამ­ზე იძი­ნებ­დნენ, კე­დელს მი­ე­ყუ­დე­ბოდ­ნენ და მა­შინ­ვე ეძი­ნე­ბო­დათ, ჩან­თებ­ზე დას­ხდე­ბოდ­ნენ და თვლემ­დნენ. სახ­ლში მინ­და, მე­ძი­ნე­ბა, საჭ­მე­ლი მინ­და, ჩემს ლო­გინ­ში მინ­და - ეს ის ფრა­ზე­ბი იყო, რომ­ლე­ბიც ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მუდ­მე­ბით გვეს­მო­და. იმე­დია, გა­ა­მარ­თლებს რის­თვი­საც მივ­დი­ვართ, - მე­უბ­ნე­ბო­და ჩემი სა­სო­წარ­კვე­თი­ლი ქმა­რი. აუ­ცი­ლებ­ლად გა­ა­მარ­თლებს, - ვპა­სუ­ხობ­დი რო­ბო­ტი­ვით და ია­ტაკ­ზე გაშ­ლილ “ადე­ა­ლებ­ზე” ჩა­ძი­ნე­ბუ­ლი შვი­ლე­ბის და­ნახ­ვი­სას ცრემ­ლებს ვყლა­პავ­დი. მექ­სი­კის სა­კუ­რორ­ტო ქა­ლაქ კან­კუ­ნამ­დე ჩა­ვე­დით, იქი­დან კი შიდა ფრე­ნით სა­სა­ზღვრო ქა­ლაქ ტი­ხუ­ა­ნა­ში გა­ვემ­გზავ­რეთ. ეს მარ­შრუ­ტი ჩვე­ნი “გა­დამ­ყვა­ნის” მიერ იყო შედ­გე­ნი­ლი.

- გარ­კვე­უ­ლი თან­ხის სა­ნაც­ვლოდ, არა?

- დიახ, 10-15 ათას დო­ლარს ითხო­ვენ, ზო­გიც - 20-ს... მაგ­რამ იმის გა­რან­ტი­ას, რომ ამე­რი­კა­ში მშვი­დად ჩახ­ვალ, არა­ვინ გაძ­ლევს. ის გაკ­ვა­ლი­ა­ნებს და სა­ზღვრამ­დე, კედ­ლამ­დე მიჰ­ყავ­ხარ. თუ გაგ­ვი­მარ­თლებ­და და მე­სა­ზღვრე­ე­ბი არ დაგ­ვხვდე­ბოდ­ნენ, მშვი­დად გა­და­ვი­დო­დით. თუმ­ცა მა­ნამ­დე, სას­ტუმ­რო, ტრან­სპორ­ტი­რე­ბა, პო­ლი­ცი­ის გა­ჩე­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში პრობ­ლე­მე­ბი და სხვა დე­ტა­ლე­ბი აგ­ვა­რი­და. ხში­რად გვი­მე­ო­რებ­და: ბავ­შვე­ბი შე­ამ­ზა­დე­თო, ოღონდ ვერ ვხვდე­ბი, ეს რო­გორ უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა. 5 და 7 წლის გოგო-ბი­ჭის­თვის რო­გორ ამეხ­სნა, რომ უცხო ქვე­ყა­ნა­ში ვი­ღაც პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი თუ გაგ­ვა­ჩე­რებ­დნენ, არ ეტი­რათ ან ის­ტე­რი­კა­ში არ ჩა­ვარ­დნი­ლიყ­ვნენ. ეს ყვე­ლა­ზე რთუ­ლი პრო­ცე­სი იყო, რად­გან იმ­ხე­ლა სტრე­სი მი­ი­ღეს, მე­რეც კარ­გა ხანს ვერ ლა­პა­რა­კობ­დნენ და ფსი­ქო­ლო­გის დახ­მა­რე­ბა დას­ჭირ­დათ. სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა აშშ-ის სამ­ხრეთ სა­ზღვარს არა­ლე­გა­ლუ­რად კვეთს, ისე, რომ სტან­დარ­ტულ პრო­ცე­დუ­რებს კი არ გა­დის (ანუ მექ­სი­კის მხა­რეს გა­ივ­ლი შე­მოწ­მე­ბას და შემ­დეგ, აშშ-ის მხა­რეს ბარ­დე­ბი ამე­რი­კელ მე­სა­ზღვრეს), არა­მედ თავს არი­დებს მექ­სი­კის მხა­რეს სა­სა­ზღვრო კონ­ტრო­ლის გავ­ლას, არა­ლე­გა­ლუ­რად კვე­თენ აშშ-ის სა­ზღვარს და ამე­რი­კელ მე­სა­ზღვრეს ელო­დე­ბი­ან. ჩვენც ეს გზა ავირ­ჩი­ეთ.

იქამ­დე ბევ­რის­გან მო­ვის­მი­ნე, რომ 15 წუთ­ში ამე­რი­კის სა­ზღვარ­ზე იყო და ჩა­ბარ­დნენ. ალ­ბათ მეც ამის იმე­დი მქონ­და. ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის მშურ­და. ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში ასე არ მოხ­და - მექ­სი­კე­ლი მე­სა­ზღვრე­ე­ბი, რო­მელ­თაც თურ­მე ყელ­ში აქვთ ამო­სუ­ლი ამე­რი­კა­ში გა­დას­ვლის მცდე­ლო­ბე­ბი, ყვე­ლა ბუჩ­ქს, რო­მელ­საც გა­დამ­ყვა­ნის “ინ­სტრუქ­ცი­ის” თა­ნახ­მად უნდა ამოვ­ფა­რე­ბო­დით, სა­გულ­და­გუ­ლოდ ამოწ­მებ­დნენ. ამი­ტომ, ცივ მდი­ნა­რე­ში მოგ­ვი­წია შე­ტოპ­ვამ, ერთი შვი­ლი მე­უღ­ლემ შე­ის­ვა მხარ­ზე, მე­ო­რე მე... ზო­გან წყა­ლი მუხ­ლე­ბამ­დე იყო, ზო­გან მკერ­დამ­დე მწვდე­ბო­და და ასე მე­გო­ნა, ფეხ­ქვეშ მიწა მეც­ლე­ბო­და. გაგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 50 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
?
15

როგორ უნდა გძულდეს საკუთარი სამშობლო, რომ ასე გარისკო ბავშვებით."გილოცავთ ვითომ "ამერიკელობა"-ს , რომელიც თქვენ ვერასოდეს გახდებით.

ნინო
6

როგორ გული მტკივა ამდენი ქართველი რომ მიდის და იკარგება, რა ვიქნებით, ვინღა დავრჩებით? ეს ბავშვები ხო დაკარგულია როგორც ქართველი საქართველოსთვის, ჩემი მეზობლები წავიდნენ ასე 90იანებში, იმათ შვილებმა ქართულიც აღარ იციან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ზოგან წყალი მუხლებამდე იყო, ზოგან მკერდამდე მწვდებოდა და ასე მეგონა, ფეხქვეშ მიწა მეცლებოდა" - საქართველო-მექსიკა-ამერიკა: ჯოჯოხეთის მარშრუტი სამოთხეში მოსახვედრად?

"ზოგან წყალი მუხლებამდე იყო, ზოგან მკერდამდე მწვდებოდა და ასე მეგონა, ფეხქვეშ მიწა მეცლებოდა" - საქართველო-მექსიკა-ამერიკა: ჯოჯოხეთის მარშრუტი სამოთხეში მოსახვედრად?

“მე და ჩემმა მეუღლემ ბოლო ორი წლის განმავლობაში, რამდენჯერმე შევიცვალეთ სამსახური. ზოგი დაიხურა, ზოგმა ხელფასი დაგვაკლო... ორი შვილი გვყავს და სულ ვამბობდით, რომ მათ ერთად გავზრდიდით, ნებისმიერ სიტუაციაში ერთად ვიქნებოდით... მეუღლეს ხელობა ეხერხება და რამდენჯერმე ჰქონდა ისრაელში წასვლის შანსი, არ წავიდა, იქნებ ერთად წასვლა შევძლოთო... ამერიკაში წასვლა ჩვენი ცხოვრების შეცვლის ბოლო შანსი იყო. მისი კლასელი წავიდა, იწვალა, იტანჯა, ციხეები გამოიარა, მაგრამ ბოლოს მოეწყო და ამოისუნთქა. ეს ჩვენთვის ბოლო წვეთი გახდა, ე.წ. წამყვანი ვიპოვეთ და გეგმების დაწყობას შევუდექით...” - ამბობს “გზასთან” საუბარში 42 წლის ლელა ჩართოლანი, რომელიც ოჯახთან, მეუღლესა და მცირეწლოვან შვილებთან ერთად მექსიკის გავლით ამერიკაში ჩავიდა.

- იმ დღიდან, როგორც კი წასვლა გადავწყვიტეთ, სოციალურ ქსელებში ყველანაირ ინფორმაციას ვკითხულობდით. ისე ვნერვიულობდი, ღამეები არ მეძინა; ხან ხელს ჩავიქნევდით, იქნებ არც ღირს წასვლაო, მაგრამ შემდეგ, დღეები, კვირები ისე გადიოდა, ვერაფერს ვცვლიდით და ვხვდებოდით, რომ უნდა გვებრძოლა... ყველა განსხვავებულ ინფორმაციას გვაწვდიდა. გვეუბნებოდნენ, რომ ყოველი ნაბიჯი სარისკო იყო. დაგვაკვალიანებდნენ, ადგილამდე მიგვიყვანდნენ, მაგრამ შემდეგ, იმის გამო, რომ ამერიკა-მექსიკის საზღვარზე ვითარება სწრაფად იცვლება, ვერავინ ვერაფრის გარანტიას ვერ მოგვცემდა.

გვიხსნიდნენ, რომ აშშ-ის საზღვრამდე გზა რთულია, ძვირი და ზოგჯერ სიცოცხლისთვის სახიფათო, მით უფრო, თუ მცირეწლოვანი ბავშვებით მიდიხარ და ეს მართალიც აღმოჩნდა. ჯერ ამ უმძიმესი გზის დასაწყისში ვართ და უკან რომ ვიხედები, დეტალურად რომ მცოდნოდა, რისი გავლა მოგვიწევდა, არავითარ შემთხვევაში არ გავივლიდით ამ ჯოჯოხეთს... მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ გვქონდა ინფორმაცია, რამდენად სარისკოა აქ მოხვედრა და თითქოს ფსიქოლოგიურადაც მზად ვიყავით, მონაყოლსა და მოსალოდნელზე ათჯერ მძიმე დღეები გავიარეთ... გვითხრეს, რომ სულ ორი გზა არსებობდა - მექსიკაში ჩასვლით, რომლის ვიზა ძალიან მარტივად კეთდება და პოლონეთის სამუშაო, D კატეგორიის ვიზა.

ჩვენ მექსიკის გზაზე შევაჩერეთ არჩევანი, რადგან ყველაფერი ძალიან ოპერატიულად გვარდებოდა. დიდი დავიდარაბით ვიშოვეთ 15 ათასი დოლარი... მერე ვიზისთვის ელექტრონული განაცხადი შევავსეთ, შემდეგ კი თურქეთში, მექსიკის გენერალურ საკონსულოში უნდა ჩავსულიყავით გასაუბრებისთვის და მერე იქიდან ჩავფრენილიყავით მექსიკაში. თურქეთში, მექსიკის საელჩოში საკმაოდ ცინიკურად გვეპყრობოდნენ - საქორწინო მოგზაურობაში მიმავლებს არ ჰგავხართო. ჩემმა მეუღლემ უთხრა, რომ ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა... არ დაასრულებინეს: თუ ასეა, იქ რატომ მიდიხართ, თურქეთში რატომ არ რჩებით, ბევრად უკეთესი სამედიცინო სისტემაა, მთელი საქართველო აქ გადმოდისო... მერე მაინც გაგვიშვეს. ჩვენს გადამყვანს შემზადებული ვყავდით - მთელი ამბავი ახლა იწყებაო და ასეც აღმოჩნდა: მოგზაურობა საზღვრამდე, ორი მცირეწლოვანი ბავშვით, რომლებიც ამდენდღიანი წანწალისგან ძალაგამოცლილები იყვნენ. ბოშებს ვგავდით, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ისინი მგზავრობას შეჩვეულები არიან. ჩემი შვილები ყველა სკამზე იძინებდნენ, კედელს მიეყუდებოდნენ და მაშინვე ეძინებოდათ, ჩანთებზე დასხდებოდნენ და თვლემდნენ. სახლში მინდა, მეძინება, საჭმელი მინდა, ჩემს ლოგინში მინდა - ეს ის ფრაზები იყო, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში გამუდმებით გვესმოდა. იმედია, გაამართლებს რისთვისაც მივდივართ, - მეუბნებოდა ჩემი სასოწარკვეთილი ქმარი. აუცილებლად გაამართლებს, - ვპასუხობდი რობოტივით და იატაკზე გაშლილ “ადეალებზე” ჩაძინებული შვილების დანახვისას ცრემლებს ვყლაპავდი. მექსიკის საკურორტო ქალაქ კანკუნამდე ჩავედით, იქიდან კი შიდა ფრენით სასაზღვრო ქალაქ ტიხუანაში გავემგზავრეთ. ეს მარშრუტი ჩვენი “გადამყვანის” მიერ იყო შედგენილი.

- გარკვეული თანხის სანაცვლოდ, არა?

- დიახ, 10-15 ათას დოლარს ითხოვენ, ზოგიც - 20-ს... მაგრამ იმის გარანტიას, რომ ამერიკაში მშვიდად ჩახვალ, არავინ გაძლევს. ის გაკვალიანებს და საზღვრამდე, კედლამდე მიჰყავხარ. თუ გაგვიმართლებდა და მესაზღვრეები არ დაგვხვდებოდნენ, მშვიდად გადავიდოდით. თუმცა მანამდე, სასტუმრო, ტრანსპორტირება, პოლიციის გაჩერების შემთხვევაში პრობლემები და სხვა დეტალები აგვარიდა. ხშირად გვიმეორებდა: ბავშვები შეამზადეთო, ოღონდ ვერ ვხვდები, ეს როგორ უნდა გამეკეთებინა. 5 და 7 წლის გოგო-ბიჭისთვის როგორ ამეხსნა, რომ უცხო ქვეყანაში ვიღაც პოლიციელები თუ გაგვაჩერებდნენ, არ ეტირათ ან ისტერიკაში არ ჩავარდნილიყვნენ. ეს ყველაზე რთული პროცესი იყო, რადგან იმხელა სტრესი მიიღეს, მერეც კარგა ხანს ვერ ლაპარაკობდნენ და ფსიქოლოგის დახმარება დასჭირდათ. საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა აშშ-ის სამხრეთ საზღვარს არალეგალურად კვეთს, ისე, რომ სტანდარტულ პროცედურებს კი არ გადის (ანუ მექსიკის მხარეს გაივლი შემოწმებას და შემდეგ, აშშ-ის მხარეს ბარდები ამერიკელ მესაზღვრეს), არამედ თავს არიდებს მექსიკის მხარეს სასაზღვრო კონტროლის გავლას, არალეგალურად კვეთენ აშშ-ის საზღვარს და ამერიკელ მესაზღვრეს ელოდებიან. ჩვენც ეს გზა ავირჩიეთ.

იქამდე ბევრისგან მოვისმინე, რომ 15 წუთში ამერიკის საზღვარზე იყო და ჩაბარდნენ. ალბათ მეც ამის იმედი მქონდა. ასეთი ადამიანების მშურდა. ჩვენს შემთხვევაში ასე არ მოხდა - მექსიკელი მესაზღვრეები, რომელთაც თურმე ყელში აქვთ ამოსული ამერიკაში გადასვლის მცდელობები, ყველა ბუჩქს, რომელსაც გადამყვანის “ინსტრუქციის” თანახმად უნდა ამოვფარებოდით, საგულდაგულოდ ამოწმებდნენ. ამიტომ, ცივ მდინარეში მოგვიწია შეტოპვამ, ერთი შვილი მეუღლემ შეისვა მხარზე, მეორე მე... ზოგან წყალი მუხლებამდე იყო, ზოგან მკერდამდე მწვდებოდა და ასე მეგონა, ფეხქვეშ მიწა მეცლებოდა. გაგრძელეთ კითხვა