როცა ვხედავ, რომ ხალხს ურჩევნია ქვეყნიდან გაიქცეს, გაიაროს უდაბნო, მივიდეს კალიფორნიის საზღვართან, ტბაში ნიანგებთან გაიაროს, რომ გაექცეს კობახიძეს და ღარიბაშვილს, ამაზე, რა თქმა უნდა, პოლარიზებული ვიქნები,- ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მმართველი გუნდის განცხადებებს, რომ მაშინ როცა ჯოზეფ ბორელის და ევროპელი პარტნიორების მოწოდება ერთად მუშაობაა, ოპოზიცია თავის ქმედებებით დეპოლარიზაციას არ უწყობს ხელს.
პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ბრიუსელში კიდევ ერთხელ დაადასტურეს იმ მთავარი საკითხების მნიშვნელობა, რაზეც სენსიტიური და მგრძნობიარეა "ქართული ოცნება".
"ეს საკითხებია მედიასთან, სასამართლოსთან, დამოუკიდებელ ინსტიტუციებთან დაკავშირებული საკითხები, ასევე დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებული საკითხი. ეს არის ის ოთხი მთავარი საკითხი, რომლის გადაუწყვეტლობის გამო, საქართველოს შეიძლება უარი ეთქვას კანდიდატის სტატუსზე. ეს საკითხებია სწორედ "ქართული ოცნებისთვის" ყველაზე მტკივნეული, სწორედ აქ გამოიხატება არაფორმალური მმართველობის ნიშნები ყველაზე მეტად, ამიტომ გვჭირდება საერთაშორისო და შიდა ზეწოლა.
რაც შეეხება ინკლუზიურობას, მე გუშინაც ვისაუბრე დეპოლარიზაციაზე, როცა ანტიდასავლური რიტორიკა გამოაცხადა "ქართულმა ოცნებამ" სახელმწიფო იდეოლოგიად, რა თქმა უნდა, ამაზე ვარ გაბრაზებული და პოლარიზებული; როცა ვხედავ, რომ მიზანმიმართულად ისტორიულ არჩევანს საფრთხე ადგება მათ გამო, ვამხელ მათ და ვუპირისპირდები, როცა ვხედავ, რომ ისეთი მძიმე სოციალური ფონია ქვეყანაში, რომ ხალხს ურჩევნია გაიქცეს, გაიაროს უდაბნო, მივიდეს კალიფორნიის საზღვართან და ტბაში ნიანგებთან გაიაროს, რომ გაექცეს კობახიძეს და ღარიბაშვილს, ამაზე რა თქმა უნდა, პოლარიზებული ვიქნები. პოლარიზების გასაღები არის "ქართული ოცნების" ხელში, როგორც კი პრობლემურ საკითხებზე დაიწყებენ მუშაობას, ნაკლები კრიტიკა გვექნება მათი მისამართით", - განაცხადა მანჯგალაძემ.
პატიკო თქვენი შემხედვარე ეს ქვეყანა კიდევ როგორ ძლებს! ..შენ განსაკუთრებით ძალად მაცხონე და უტიფარი ხარ!
იმიტომ გარბიან, რომ ჩვენ გვაქვს უბადრუკი საკანონმდებლო გარემო, ის არც საცხოვრებლად ვარგა და არც სამუშაოდ!ამ სისტემაში არ იქნება ეკონომიკური კეთილდღეობა, ეს წართმევის, წაგლეჯვის სისტემაა! გაცვეთილია მოხელის პატრიოტიზმი, ყავლი გაუვიდა !ამ პატრიოტიზმით ითვისებენ ათასგვარი თეთრი და შავი ხრიკით სხვის ნაშრომს და რაც მთავარია იმ უნარიან მშრომელს შრომის მოტივს და საშუალებას ართმევენ! საქმე იმაშია, რომ საგადასახადო სისტემა ამ სახელმწიფო ხელისუფლებას დოვლათის შექმნის და ხალხის გამდიდრების მიზნით კი არ აქვს შექმნილი, არამედ ქიმერიული სახელმწიფო ინტერესების რეპრესია ექსპროპრიაციით დასაცავად, რეალურად კი საკუთარი კლანის ინტერსთა დასაცავად ! ამ სადამსჯელო საგადასახადო კოდექსით ვისაც გნებავთ გააკოტრებთ და დაიჭერთ, ვისაც გნებავთ გაამდიდრებთ , ან საკუთარ თავებს გაიმდიდრებთ ! მარტო საგადასახადო სისტემაში არაა ძაღლის თავი, ის სამართლის სისტემაშიცაა დამარხული, კონსტიტუციაშიც და იმ ტრადიციებში ბოლშევიკებმა და ამხანაგმა ედუარდმა ობხსს და შსს მეშვიდე ატდელის სახით რომ დაგიტოვათ მემკვიდრეობით-არ თქვათ ახლა არა ვართ კომკავშირლებიო! ხართ !