სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
KIU-ს სტუდენტები Creative Spark Big Idea Challenge კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ
KIU-ს სტუდენტები Creative Spark Big Idea Challenge კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ

ბრი­ტა­ნე­თის საბ­ჭოს "შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ნა­პერ­წკა­ლი: უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სა­მე­წარ­მეო პროგ­რა­მის’’ ფარ­გლებ­ში, ბრი­ტა­ნე­თის საბ­ჭოს და ლონ­დო­ნის მეტ­რო­პო­ლი­ტენ უნი­ვერ­სი­ტე­ტის თა­ნამ­შრომ­ლო­ბით ჩა­ტარ­და 60-წა­მი­ა­ნი ვი­დეო კონ­კურ­სი სა­ხელ­წო­დე­ბით Big Idea Challenge.

კონ­კურ­სის მი­ზა­ნი სტუ­დენ­ტებს, კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლებს და ახალ­გაზ­რდა ანტრეპ­რე­ნე­რებს შო­რის ბიზ­ნეს იდე­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა, ასე­ვე გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბის­თვის იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ეტაპ­ზე დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვაა. კონ­კურ­სი არის პლატ­ფორ­მა, რო­მე­ლიც მო­ნა­წი­ლე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს გა­ზარ­დონ სა­კუ­თა­რი ცნო­ბა­დო­ბა და გა­ი­უმ­ჯო­ბე­სონ კა­რი­ე­რუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვა.

კონ­კურ­სზე აზერ­ბა­ი­ჯა­ნის, სა­ქარ­თვე­ლოს, სომ­ხე­თის, ყა­ზა­ხე­თის, ყირ­გი­ზე­თის, უზ­ბე­კე­თი­სა და უკ­რა­ი­ნის 70 უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან 250 ბიზ­ნეს იდეა იყო წარ­დგე­ნი­ლი.

გრანდ ჩემ­პი­ო­ნი ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბის იდეა BOOKI გახ­და. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გუნ­დის წევ­რებ­მა ერეკ­ლე ბე­რი­ძემ, ანა­ნო შა­ვერ­დაშ­ვილ­მა, ვა­ლე­რი გურ­გე­ნი­ძემ და თე­ი­მუ­რაზ ფხა­კა­ძემ ასე­ვე დიდ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ეს კონ­კურ­სის წინა ეტაპ­ზე და Facebook კონ­კურ­სში მო­ი­პო­ვეს ხალ­ხის რჩე­უ­ლის წო­დე­ბა.

BOOKI-ს იდეა მდგო­მა­რე­ობს ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მის შექ­მნა­ში, რო­მე­ლიც ად­ვი­ლად გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლი და ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი ონ­ლა­ინ გა­რე­მო გახ­დე­ბა ბუ­კი­ნის­ტუ­რი წიგ­ნე­ბის გამ­ყიდ­ველ­თათ­ვის და მყიდ­ველ­თათ­ვის მი­უ­ხე­და­ვად მათი ასა­კი­სა.

ჩვენ გა­გაც­ნობთ გა­მარ­ჯვე­ბულ სტუ­დენ­ტებს, რომ­ლებ­მაც სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ი­ყე­ნეს და ახლა უკვე იდე­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას და­ი­წყე­ბენ.

BOOKI-ის იდე­ის შე­სა­ხებ მე­ნე­ჯმენ­ტის მე­სა­მე კურ­სის სტუ­დენ­ტი ვა­ლე­რი გურ­გე­ნაშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რა.

"სტარ­ტაპ Booki-ზე მუ­შა­ო­ბა ერთი წლის წინ, GITA-ს სა­ზა­ფხუ­ლო სკო­ლა­ში და­ი­წყო. თავ­და­პირ­ვე­ლად მარ­ტო ვი­ყა­ვი, რაც ცოტა არ იყოს არ­თუ­ლებ­და სი­ტუ­ა­ცი­ას, რად­გან ყვე­ლაფ­რის კე­თე­ბა მარ­ტო მი­წევ­და, შემ­დეგ პრო­ექტს შე­მო­უ­ერ­თდნენ გუნ­დის და­ნარ­ჩე­ნი წევ­რე­ბი და გა­ვე­დით BIG IDEA CHALLANGE-ში. რო­დე­საც შე­დე­გე­ბი გა­ვი­გეთ ძა­ლი­ან გაგ­ვი­ხარ­და, ასეთ წარ­მა­ტე­ბას არ ვე­ლო­დით. და­ვაგ­რო­ვეთ ყვე­ლა­ზე მეტი სა­კონ­კურ­სო ქულა. რაც ჩვენ­თვის დას­ტუ­რი აღ­მოჩ­ნდა, რომ იდეა ვა­ლი­დუ­რია და ბა­ზარ­ზე არ­სე­ბობს მისი სა­ჭი­რო­ე­ბა.“-ამ­ბობს ვა­ლე­რი.

"პრო­ექ­ტის მას­შტა­ბუ­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ეს გა­მარ­ჯვე­ბა ჩვენ­თვის უდი­დეს სტი­მუ­ლად იქცა და კი­დევ უფრო შე­მარ­თე­ბით შე­ვუ­დე­ქით იდე­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას.

პი­რა­დად ჩემ­თვის ეს იყო ძა­ლი­ან დიდი გა­მოწ­ვე­ვა, რო­მე­ლიც მი­ვი­ღე და შევ­ძე­ლი მექ­ცია შე­საძ­ლებ­ლო­ბად. რთუ­ლია ასე­ვე იმ ემო­ცი­ე­ბის და­ვი­წყე­ბა, რო­მე­ლიც ამ მოკ­ლე ხან­ში დაგ­ვიგ­როვ­და. ეს იყო გზა, რო­მელ­საც თან ახ­ლდა სირ­თუ­ლე­ე­ბი, თუმ­ცა მე და ჩემ­მა გუნ­დმა ამის დაძ­ლე­ვა წარ­მა­ტე­ვით შევ­ძე­ლით. ამ­ბობს კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის ფა­კულ­ტე­ტის მე­სა­მე კურ­სის სტუ­დენ­ტი თე­ი­მუ­რაზ ფხა­კა­ძე.

კი­დევ ერთი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ერეკ­ლე ბე­რი­ძეა, მე­ნე­ჯმენ­ტის ფა­კულ­ტე­ტის მე-3 კურ­სის სტუ­დენ­ტი. ის სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას ახლა უკვე თა­ნა­ტო­ლებს უზი­ა­რე­ბას. "მე და ჩემ­მა გუნ­დმა, გა­დავ­წყვი­ტეთ გვე­მუ­შა­ვა სტარ­ტაპ­ზე, რომ­ლის გა­სა­ვი­თა­რებ­ლად creative spark 2022-ის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფარ­გლებ­ში ჯამ­ში 2000 ფუნ­ტის ოდე­ნო­ბის 2 გრან­ტი მო­ვი­გეთ.

შე­ძე­ნი­ლი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვი­ტყვი, რომ უდი­დე­სი ბედ­ნი­ე­რე­ბაა, რო­დე­საც ნაშ­რომს შე­დე­გი მო­აქვს. ეს აჩენს კი­დევ უფრო დიდ სტი­მულს და მო­თხოვ­ნი­ლე­ბას მეტს მი­აღ­წიო. აუ­ცი­ლე­ბე­ლია გჯე­რო­დეს და გი­ზი­დავ­დეს იდეა რა­საც ემ­სა­ხუ­რე­ბი, და­თა­ვა­უ­ღებ­ლად იშ­რო­მო გა­მარ­ჯვე­ბი­სა­თის.

,ამ­ჟა­მად ბუ­კის ორ მთა­ვარ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე ვართ გა­დარ­თუ­ლე­ბი: უშუ­ა­ლოდ პლატფ­რო­მის (ვებ­სა­ი­ტის) გან­ვი­თა­რე­ბა და მარ­კე­ტის ანა­ლი­ზი, რაც თა­ვის­თა­ვად მო­ი­ცავს აქ­ტი­ურ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას ჩვენს პო­ტენ­ცი­ურ მომ­ხმა­რებ­ლებ­თან, მათ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბას, შე­საძ­ლო პრობ­ლე­მე­ბის აღ­მო­ჩე­ნას და მათი გა­მო­სავ­ლე­ბის მო­ძებ­ნას და ასე შემ­დეგ.

უნი­ვერ­სი­ტეტ­ში აკა­დე­მი­უ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბის ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში დაგ­რო­ვილ ცოდ­ნა­სა და გა­მოც­დი­ლე­ბას თა­ვის­თა­ვად ახლა ყვე­ლა საქ­მე­ში ვი­ყე­ნებ.“ გვი­ამ­ბობს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გუნ­დის წევ­რი, მე­ნე­ჯმენ­ტის სკო­ლის მე­სა­მე კურ­სის სტუ­დენ­ტი ანა­ნო შა­ვერ­დაშ­ვი­ლი.

ბრი­ტა­ნე­თის საბ­ჭოს მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი პროგ­რა­მა „შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ნა­პერ­წკა­ლი“ 2018 წლი­დან ხორ­ცი­ელ­დე­ბა და ათა­სო­ბით ახალ­გარ­დას სა­კუ­თა­რი იდე­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლებს. ამ­ჯე­რად ქუ­თა­ი­სე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის Booki-ს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის გახ­სნა და­გეგ­მი­ლია წლის ბო­ლომ­დე.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

KIU-ს სტუდენტები Creative Spark Big Idea Challenge კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ

KIU-ს სტუდენტები Creative Spark Big Idea Challenge კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ

ბრიტანეთის საბჭოს ,,შემოქმედებითი ნაპერწკალი: უმაღლესი განათლების სამეწარმეო პროგრამის’’ ფარგლებში, ბრიტანეთის საბჭოს და ლონდონის მეტროპოლიტენ უნივერსიტეტის თანამშრომლობით ჩატარდა 60-წამიანი ვიდეო კონკურსი სახელწოდებით Big Idea Challenge.

კონკურსის მიზანი სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს და ახალგაზრდა ანტრეპრენერებს შორის ბიზნეს იდეების განვითარების ხელშეწყობა, ასევე გამარჯვებულებისთვის იდეების განხორციელების ეტაპზე დახმარების გაწევაა. კონკურსი არის პლატფორმა, რომელიც მონაწილეებს საშუალებას აძლევს გაზარდონ საკუთარი ცნობადობა და გაიუმჯობესონ კარიერული პერსპექტივა.

კონკურსზე აზერბაიჯანის, საქართველოს, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთისა და უკრაინის 70 უნივერსიტეტიდან 250 ბიზნეს იდეა იყო წარდგენილი.

გრანდ ჩემპიონი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების იდეა BOOKI გახდა. გამარჯვებული გუნდის წევრებმა ერეკლე ბერიძემ, ანანო შავერდაშვილმა, ვალერი გურგენიძემ და თეიმურაზ ფხაკაძემ ასევე დიდ წარმატებას მიაღწიეს კონკურსის წინა ეტაპზე და Facebook კონკურსში მოიპოვეს ხალხის რჩეულის წოდება.

BOOKI-ს იდეა მდგომარეობს ონლაინ პლატფორმის შექმნაში, რომელიც ადვილად გამოსაყენებელი და ინტერაქტიული ონლაინ გარემო გახდება ბუკინისტური წიგნების გამყიდველთათვის და მყიდველთათვის მიუხედავად მათი ასაკისა.

ჩვენ გაგაცნობთ გამარჯვებულ სტუდენტებს, რომლებმაც საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენეს და ახლა უკვე იდეის განხორციელებას დაიწყებენ.

BOOKI-ის იდეის შესახებ მენეჯმენტის მესამე კურსის სტუდენტი ვალერი გურგენაშვილი გვესაუბრა.

,,სტარტაპ Booki-ზე მუშაობა ერთი წლის წინ, GITA-ს საზაფხულო სკოლაში დაიწყო. თავდაპირველად მარტო ვიყავი, რაც ცოტა არ იყოს ართულებდა სიტუაციას, რადგან ყველაფრის კეთება მარტო მიწევდა, შემდეგ პროექტს შემოუერთდნენ გუნდის დანარჩენი წევრები და გავედით BIG IDEA CHALLANGE-ში. როდესაც შედეგები გავიგეთ ძალიან გაგვიხარდა, ასეთ წარმატებას არ ველოდით. დავაგროვეთ ყველაზე მეტი საკონკურსო ქულა. რაც ჩვენთვის დასტური აღმოჩნდა, რომ იდეა ვალიდურია და ბაზარზე არსებობს მისი საჭიროება.“-ამბობს ვალერი.

,,პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე ეს გამარჯვება ჩვენთვის უდიდეს სტიმულად იქცა და კიდევ უფრო შემართებით შევუდექით იდეის განხორციელებას.

პირადად ჩემთვის ეს იყო ძალიან დიდი გამოწვევა, რომელიც მივიღე და შევძელი მექცია შესაძლებლობად. რთულია ასევე იმ ემოციების დავიწყება, რომელიც ამ მოკლე ხანში დაგვიგროვდა. ეს იყო გზა, რომელსაც თან ახლდა სირთულეები, თუმცა მე და ჩემმა გუნდმა ამის დაძლევა წარმატევით შევძელით. ამბობს კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი თეიმურაზ ფხაკაძე.

კიდევ ერთი გამარჯვებული ერეკლე ბერიძეა, მენეჯმენტის ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი. ის საკუთარ გამოცდილებას ახლა უკვე თანატოლებს უზიარებას. ,,მე და ჩემმა გუნდმა, გადავწყვიტეთ გვემუშავა სტარტაპზე, რომლის გასავითარებლად creative spark 2022-ის ჩემპიონატის ფარგლებში ჯამში 2000 ფუნტის ოდენობის 2 გრანტი მოვიგეთ.

შეძენილი გამოცდილებიდან გამომდინარე ვიტყვი, რომ უდიდესი ბედნიერებაა, როდესაც ნაშრომს შედეგი მოაქვს. ეს აჩენს კიდევ უფრო დიდ სტიმულს და მოთხოვნილებას მეტს მიაღწიო. აუცილებელია გჯეროდეს და გიზიდავდეს იდეა რასაც ემსახურები, დათავაუღებლად იშრომო გამარჯვებისათის.

,ამჟამად ბუკის ორ მთავარ მიმართულებაზე ვართ გადართულები: უშუალოდ პლატფრომის (ვებსაიტის) განვითარება და მარკეტის ანალიზი, რაც თავისთავად მოიცავს აქტიურ კომუნიკაციას ჩვენს პოტენციურ მომხმარებლებთან, მათზე ინფორმაციის შეგროვებას, შესაძლო პრობლემების აღმოჩენას და მათი გამოსავლების მოძებნას და ასე შემდეგ.

უნივერსიტეტში აკადემიური მოღვაწეობის ორი წლის განმავლობაში დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას თავისთავად ახლა ყველა საქმეში ვიყენებ.“ გვიამბობს გამარჯვებული გუნდის წევრი, მენეჯმენტის სკოლის მესამე კურსის სტუდენტი ანანო შავერდაშვილი.

ბრიტანეთის საბჭოს მიერ შემუშავებული პროგრამა „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ 2018 წლიდან ხორციელდება და ათასობით ახალგარდას საკუთარი იდეის განხორციელების შესაძლებლობას აძლებს. ამჯერად ქუთაისელი სტუდენტების Booki-ს განხორციელება და მომხმარებლებისთვის გახსნა დაგეგმილია წლის ბოლომდე.

NS