პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს საერთოდ არ ჰგავს იმას, რაც მე გასწავლე, არცერთ ჩემთვის ნაცნობ ფლორისტულ წესს, არცერთ კანონზომიერებას არ ექვემდებარება" - რა მისწერა ზურა შევარდნაძეს მისმა გერმანელმა მასწავლებელმა
"ეს საერთოდ არ ჰგავს იმას, რაც მე გასწავლე, არცერთ ჩემთვის ნაცნობ ფლორისტულ წესს, არცერთ კანონზომიერებას არ ექვემდებარება" - რა მისწერა ზურა შევარდნაძეს მისმა გერმანელმა მასწავლებელმა

"გარ­დე­ნი­ას" მფლო­ბე­ლი, ცნო­ბი­ლი ფლო­რის­ტი, ზურა შე­ვარ­დნა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ვეყ­ნებს წე­რილს, რო­მე­ლიც მას გერ­მა­ნი­ი­დან მის­წე­რა მის­მა გერ­მა­ნელ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა. რო­გორც წე­რი­ლი­დან ირ­კვე­ვა, მას­წავ­ლე­ბე­ლი­უკ­ვე ღრმად მო­ხუ­ცე­ბუ­ლია და სა­კუ­თა­რი მოს­წავ­ლის წარ­მა­ტე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის გამო აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას ვერ მა­ლავს.

"აგ­ვის­ტოს ბო­ლოს საშ­ვე­ბუ­ლე­ბოდ ჩა­მო­სუ­ლი გერ­მა­ნე­ლი მე­გობ­რე­ბი გა­ვა­ცი­ლე. ჰანსთან და კლა­უ­დი­ას­თან ერ­თად ვსწავ­ლობ­დი 20 წლის წინ მე­ბა­ღე­ო­ბას და ფლო­რის­ტი­კას გერ­მა­ნი­ა­ში, მა­ლე­ვე და­ქორ­წინ­დნენ, მათი ქორ­წი­ლის წვე­უ­ლე­ბა მე გავ­ფურ­ჩქნე რა­ი­ნის ნა­პირ­ზე მინ­დორ­ზე, ლა­მა­ზი იყო. ჰანსს მა­მი­სა­გან დიდი სა­სათ­ბუ­რე მე­ურ­ნე­ო­ბა და სა­მე­ბა­ღეო ცენ­ტრი ერგო, რო­მელ­საც წარ­მა­ტე­ბით უძღვე­ბა ბოლო წლე­ბია, კლა­უ­დი­ამ პა­ტა­რა საყ­ვა­ვი­ლე მა­ღა­ზია იყი­და ჰამ­ბურგთან ახ­ლოს, ბედ­ნი­ე­რად ცხოვ­რო­ბენ და მუ­შა­ო­ბენ, 2 შვილს ზრდი­ან. მათი წას­ვლი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში, ჩვენ­მა სა­ერ­თო ნაც­ნობ­მა წე­რი­ლი ჩა­მო­მი­ტა­ნა.

"ზუ­რაბ, ძვირ­ფა­სო ზუ­რაბ. წინა კვი­რას მო­მი­ნა­ხუ­ლეს ჰან­სმა და კლა­უ­დი­ამ, მი­ამ­ბეს შენ­ზე შენს ქვე­ყა­ნა­ზე, შენს ბაღ­ზე, მიჩ­ვე­ნეს ფო­ტო­ე­ბი წვე­უ­ლე­ბე­ბი, ნა­მუ­შევ­რე­ბი, შენი ფე­ის­ბუკ გვერ­დიც და­მათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნეს.

მინ­და მოგ­წე­რო, რომ ეს სა­ერ­თოდ არ ჰგავს იმას, რაც მე გას­წავ­ლეთ, უფრო მე­ტიც, შენი ფე­რე­ბი, ფორ­მე­ბი, ფაქ­ტუ­რა, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მა­სა­ლა, ტექ­ნი­კა, არ­ცერთ ჩემ­თვის ნაც­ნობ ფლო­რის­ტულ წესს, კო­ლო­რის­ტი­კის კა­ნონს და სა­ერ­თოდ არ­ცერთ კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა და ესა­ბა­მე­ბა. იცო­დე ჩემ­გან, სწო­რედ ამა­შია შენი სიძ­ლი­ე­რე. სი­უხ­ვე, სი­უხ­ვე, სი­უხ­ვე ყველ­გან, ამას კი შენს ქარ­თულ ბუ­ნე­ბას, შენს გუ­ლუხვ ხა­სი­ათს ვაბ­რა­ლებ.

ძა­ლი­ან ამა­ყი ვარ შე­ნით. მე მოვ­ხუც­დი, ხე­ლე­ბი ძვე­ლე­ბუ­რად აღარ მე­მორ­ჩი­ლე­ბა. ლარ­ნაკ­ში ჩემ­თვის რომ ვა­ლა­გებ ყვა­ვილს ისიც კი არ მომ­წონს. ცხოვ­რე­ბის წესი სრუ­ლი­ად შე­ვიც­ვა­ლე, უკვე მე­სა­მე წე­ლია "Siniorenhaus" ში ვცხოვ­რობ, აქ მო­სა­წყე­ნია. ეგებ მარ­თლა მო­ვიკ­რი­ბო ძალა და გა­ზა­ფხულ­ზე მარ­თლა გეს­ტუმ­რო შენი და შენი ბა­ღის ნახ­ვით გა­ვი­ხა­ლი­სო ჩემი ცხოვ­რე­ბის ბოლო დღე­ე­ბი, ჰან­სმა შემ­პირ­და რომ წა­მო­მიყ­ვანს.

სიყ­ვა­რუ­ლით, პა­ტი­ვის­ცე­მით და მო­ნატ­რე­ბით, შენი მას­წავ­ლე­ბე­ლი, რომ­ლი­სა­გა­ნაც ბევ­რი არა­ფე­რი ის­წავ­ლე (და რა კარ­გია რომ ასეა).

ჰან­ნა, კლა­უ­დია ეკ­ლირ­ნა­უ­მი.

ჰამ­ბურ­გი, 2022 აგ­ვის­ტო."

გუ­ლა­ჩუ­ყე­ბუ­ლი ვარ. წე­რი­ლის თარ­გმნა და გა­სა­ჯა­რო­ვე­ბა არაა ალ­ბათ მთლად ღირ­სე­უ­ლი საქ­ცი­ე­ლი, მაგ­რამ ეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წე­რი­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის­გან. ბი­ლე­თი უკვე ავი­ღე, შე­მოდ­გო­მას რომ მი­ვა­ლა­გებ, ჩა­ვა­კი­თხავ და ჩა­მო­ვიყ­ვან", - წერს შე­ვარ­დნა­ძე "ფე­ის­ბუქ­ში".

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარინა
0

წარმატებები ძალიან პოზიტიური ადამიანი ხართ.გაიხარე

izi
1

კომბლებჭოოოო, შენ თუ დღემდე კომბალს თლი და ჭერში აწყობ,,,,, რა მოხდა თუ წერილი დაუწერა და არა სმს. თუ არ გჯერა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ეს საერთოდ არ ჰგავს იმას, რაც მე გასწავლე, არცერთ ჩემთვის ნაცნობ ფლორისტულ წესს, არცერთ კანონზომიერებას არ ექვემდებარება" - რა მისწერა ზურა შევარდნაძეს მისმა გერმანელმა მასწავლებელმა

"ეს საერთოდ არ ჰგავს იმას, რაც მე გასწავლე, არცერთ ჩემთვის ნაცნობ ფლორისტულ წესს, არცერთ კანონზომიერებას არ ექვემდებარება" - რა მისწერა ზურა შევარდნაძეს მისმა გერმანელმა მასწავლებელმა

"გარდენიას" მფლობელი, ცნობილი ფლორისტი, ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს წერილს, რომელიც მას გერმანიიდან მისწერა მისმა გერმანელმა მასწავლებელმა. როგორც წერილიდან ირკვევა, მასწავლებელიუკვე ღრმად მოხუცებულია და საკუთარი მოსწავლის წარმატებული საქმიანობის გამო აღფრთოვანებას ვერ მალავს.

"აგვისტოს ბოლოს საშვებულებოდ ჩამოსული გერმანელი მეგობრები გავაცილე. ჰანსთან და კლაუდიასთან ერთად ვსწავლობდი 20 წლის წინ მებაღეობას და ფლორისტიკას გერმანიაში, მალევე დაქორწინდნენ, მათი ქორწილის წვეულება მე გავფურჩქნე რაინის ნაპირზე მინდორზე, ლამაზი იყო. ჰანსს მამისაგან დიდი სასათბურე მეურნეობა და სამებაღეო ცენტრი ერგო, რომელსაც წარმატებით უძღვება ბოლო წლებია, კლაუდიამ პატარა საყვავილე მაღაზია იყიდა ჰამბურგთან ახლოს, ბედნიერად ცხოვრობენ და მუშაობენ, 2 შვილს ზრდიან. მათი წასვლიდან რამდენიმე დღეში, ჩვენმა საერთო ნაცნობმა წერილი ჩამომიტანა.

"ზურაბ, ძვირფასო ზურაბ. წინა კვირას მომინახულეს ჰანსმა და კლაუდიამ, მიამბეს შენზე შენს ქვეყანაზე, შენს ბაღზე, მიჩვენეს ფოტოები წვეულებები, ნამუშევრები, შენი ფეისბუკ გვერდიც დამათვალიერებინეს.

მინდა მოგწერო, რომ ეს საერთოდ არ ჰგავს იმას, რაც მე გასწავლეთ, უფრო მეტიც, შენი ფერები, ფორმები, ფაქტურა, გამოყენებული მასალა, ტექნიკა, არცერთ ჩემთვის ნაცნობ ფლორისტულ წესს, კოლორისტიკის კანონს და საერთოდ არცერთ კანონზომიერებას არ ექვემდებარება და ესაბამება. იცოდე ჩემგან, სწორედ ამაშია შენი სიძლიერე. სიუხვე, სიუხვე, სიუხვე ყველგან, ამას კი შენს ქართულ ბუნებას, შენს გულუხვ ხასიათს ვაბრალებ.

ძალიან ამაყი ვარ შენით. მე მოვხუცდი, ხელები ძველებურად აღარ მემორჩილება. ლარნაკში ჩემთვის რომ ვალაგებ ყვავილს ისიც კი არ მომწონს. ცხოვრების წესი სრულიად შევიცვალე, უკვე მესამე წელია "Siniorenhaus" ში ვცხოვრობ, აქ მოსაწყენია. ეგებ მართლა მოვიკრიბო ძალა და გაზაფხულზე მართლა გესტუმრო შენი და შენი ბაღის ნახვით გავიხალისო ჩემი ცხოვრების ბოლო დღეები, ჰანსმა შემპირდა რომ წამომიყვანს.

სიყვარულით, პატივისცემით და მონატრებით, შენი მასწავლებელი, რომლისაგანაც ბევრი არაფერი ისწავლე (და რა კარგია რომ ასეა).

ჰანნა, კლაუდია ეკლირნაუმი.

ჰამბურგი, 2022 აგვისტო."

გულაჩუყებული ვარ. წერილის თარგმნა და გასაჯაროვება არაა ალბათ მთლად ღირსეული საქციელი, მაგრამ ეს განსაკუთრებული წერილია, განსაკუთრებული მასწავლებლისგან. ბილეთი უკვე ავიღე, შემოდგომას რომ მივალაგებ, ჩავაკითხავ და ჩამოვიყვან", - წერს შევარდნაძე "ფეისბუქში".