დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი, ლიზ ტრასი დედოფალ ელისაბედს შეხვდა. ტრასი დედოფლის ბალმორალის სასახლეში მეუღლესთან ერთად გამოცხადდა, რათა მონარქისგან კურთხევა მიეღო. ტრასის მისვლამდე, ტრადიციისამებრ, დედოფალ ელისაბედს გადამდგარი პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი შეხვდა. შეხვედრაზე ბორის ჯონსონიც მის მეუღლესთან - კერისთან ერთად მივიდა. როგორც წესი, გადადგომამდე, ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ერთად, მისი ოჯახიც უნდა ეწვიოს მონარქს.
დიდი ბრიტანეთის მონარქიის რეგლამენტი მიხედვით, დედოფალი მომავალ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას იმით ასრულებს, რომ მას მთავრობის ფორმირებისთვის იწვევს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა დედოფალი მომავალ ლიდერს არა ბუკინგემის სასახლეში, არამედ ბალმორალში ხვდება. ეს თავად სასახლის გადაწყვეტილება იყო. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ტრასი, ელისაბედთან შეხვედრის შემდეგ, პირდაპირ ლონდონში გაემგზავრება.
დედოფლისა და პრემიერის შეხვედრიდან მხოლოდ ფოტოები ვრცელდება, რადგან ვიდეოგადაღება ნებადართული არაა.
Soon-to-be Prime Minister Liz Truss and her husband arrive at Balmoral Castle to meet the Queenhttps://t.co/PH6wW9fr6P pic.twitter.com/MVWKr5I2QA
— BBC Politics (@BBCPolitics) September 6, 2022
იხილეთ ასევე:
წყარო: theguardian
მოამზადა: ანა სიბოშვილმა
ბრიტანეთის საკადრისი უკანასკნელი პრემიერი მარგარეტ თეტჩერი იყო. ევროპაშიც ავტორიტეტული პოლიტიკური პერსონების კრიზისია.
ვერ გავიგე ჯონსონს ვიღაცის უსაქციელობა არ აპატიეს და ამ ქალის უსაქციელობა არაფერია? გათხოვილი ქალი და საყვარლის ისტორია.
ამიხსენით ვინმემ