სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კადიროვმა წასვლა ისევ გადაიფიქრა - "მე შემიძლია წავიდე მხოლოდ ხალხისა და რუსეთის პრეზიდენტის თხოვნით"
კადიროვმა წასვლა ისევ გადაიფიქრა - "მე შემიძლია წავიდე მხოლოდ ხალხისა და რუსეთის პრეზიდენტის თხოვნით"

ჩეჩ­ნე­თის ხელ­მძღვა­ნელ­მა რამ­ზან კა­დი­როვ­მა, თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წას­ვლა გა­და­ი­ფიქ­რა, - წერს რუ­სუ­ლი მე­დია. უფრო მე­ტიც, ის ახალ რე­კორდს უმიზ­ნებს. რო­გორც კა­დი­რო­ვი თა­ვის "ტე­ლეგ­რა­მის" არხზე წერს. მისი თქმით, რო­გორც გა­არ­კვია ბელ­გო­რო­დის გუ­ბერ­ნა­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნის რე­კორ­დი 27 წე­ლია და ცდი­ლობს გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოს...

"ამი­ტომ უფრო მეტ­საც ვი­ტყვი: ახლა გა­დავ­წყვი­ტე თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნის ამ­ჟა­მინ­დე­ლი რე­კორ­დი მოვხსნა. ვნა­ხოთ, მო­ვა­ხერ­ხებ თუ არა ამ მაჩ­ვე­ნებ­ლის და­მარ­ცხე­ბას", - გა­ნა­ცხა­და კა­დი­როვ­მა.

ჩეჩ­ნე­თის ლი­დერ­მა აქვე დას­ძი­ნა, რომ გრძელ­ვა­დი­ან შვე­ბუ­ლე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი მო­მავ­ლის­თვის გა­და­ი­დო და წელს ყო­ველ­წლი­ურ შვე­ბუ­ლე­ბა­შიც კი არ გავა.

3 სექ­ტემ­ბერს ჩეჩ­ნე­თის ხელ­მძღვა­ნელ­მა ასე­ვე და­წე­რა, რომ ის "ძა­ლი­ან დიდ­ხანს დარ­ჩა“ თა­ვის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და "გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი და ხან­გრძლი­ვი შვე­ბუ­ლე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა“. ამას­თან, კა­დი­როვს არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია, კონ­კრე­ტუ­ლად რა ჰქონ­და მხედ­ვე­ლო­ბა­ში ასე­თი გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბი­სას.

გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბის შემ­დეგ რუ­სულ მე­დი­ა­ში გაჩ­ნდა ინ­ფორ­მა­ცია, რომ შე­საძ­ლოა კა­დი­რო­ვი რუ­სე­თის გვარ­დი­ის უფ­რო­სად და­ე­ნიშ­ნათ, რათა სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცათ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი "გა­ე­სუფ­თა­ვე­ბი­ნა“

"ხალ­ხმა მო­მან­დო რე­გი­ო­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა და ამ ნდო­ბის გა­მარ­თლე­ბა ჩემი წმინ­და მო­ვა­ლე­ო­ბაა. მე შე­მიძ­ლია წა­ვი­დე მხო­ლოდ ხალ­ხი­სა და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის თხოვ­ნით. ამი­ტომ, გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი შვე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ სა­უ­ბარს სა­მო­მავ­ლოდ დავ­ტო­ვებთ“, - ამ­ბობს ახლა კა­დი­როვ­მა.

მან ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ 15 წე­ლია, რაც რე­გი­ო­ნის მე­თა­უ­რია, მაგ­რამ რუს გუ­ბერ­ნა­ტო­რებს შო­რის არი­ან უფრო "გრძელ­ვა­დი­ა­ნე­ბიც“.

რამ­ზან კა­დი­რო­ვი ჩეჩ­ნეთს 2007 წლი­დან ხელ­მძღვა­ნე­ლობს. 2021 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში იგი ხე­ლახ­ლა აირ­ჩი­ეს რეს­პუბ­ლი­კის მე­თა­უ­რის პოსტზე 99,7%-ით. მას უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ვადა 2026 წელს ეწუ­რე­ბა.

აქამ­დეც კა­დი­როვ­მა არა­ერ­თხელ გა­ნა­ცხა­და მისი შე­საძ­ლო გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ. "ჩემი დრო უკვე გა­ვი­და. ადა­მი­ანს აქვს სა­ზღვა­რი“, - ამ­ბობ­და ის მან 2016 წელს. 2017-ში კი ჩეჩ­ნე­თის ლი­დერ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მისი "ოც­ნე­ბა“ გა­დად­გო­მაა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტიტე
0

ა,ბატონო ჩვენებიც ასე ფიქრობენ და კი დაიქცა ქვეყანა

---------------
0

მაგან არა მეფემ გადიფიქრა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

კადიროვმა წასვლა ისევ გადაიფიქრა - "მე შემიძლია წავიდე მხოლოდ ხალხისა და რუსეთის პრეზიდენტის თხოვნით"

კადიროვმა წასვლა ისევ გადაიფიქრა - "მე შემიძლია წავიდე მხოლოდ ხალხისა და რუსეთის პრეზიდენტის თხოვნით"

ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა, თანამდებობიდან წასვლა გადაიფიქრა, - წერს რუსული მედია. უფრო მეტიც, ის ახალ რეკორდს უმიზნებს. როგორც კადიროვი თავის "ტელეგრამის" არხზე წერს. მისი თქმით, როგორც გაარკვია ბელგოროდის გუბერნატორის თანამდებობაზე ყოფნის რეკორდი 27 წელია და ცდილობს გააუმჯობესოს...

"ამიტომ უფრო მეტსაც ვიტყვი: ახლა გადავწყვიტე თანამდებობაზე ყოფნის ამჟამინდელი რეკორდი მოვხსნა. ვნახოთ, მოვახერხებ თუ არა ამ მაჩვენებლის დამარცხებას", - განაცხადა კადიროვმა.

ჩეჩნეთის ლიდერმა აქვე დასძინა, რომ გრძელვადიან შვებულებაზე საუბარი მომავლისთვის გადაიდო და წელს ყოველწლიურ შვებულებაშიც კი არ გავა.

3 სექტემბერს ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა ასევე დაწერა, რომ ის "ძალიან დიდხანს დარჩა“ თავის თანამდებობაზე და "განუსაზღვრელი და ხანგრძლივი შვებულება დაიმსახურა“. ამასთან, კადიროვს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რა ჰქონდა მხედველობაში ასეთი განცხადების გაკეთებისას.

განცხადების გაკეთების შემდეგ რუსულ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა კადიროვი რუსეთის გვარდიის უფროსად დაენიშნათ, რათა საშუალება მიეცათ ოკუპირებული ტერიტორიები "გაესუფთავებინა“

"ხალხმა მომანდო რეგიონის ხელმძღვანელობა და ამ ნდობის გამართლება ჩემი წმინდა მოვალეობაა. მე შემიძლია წავიდე მხოლოდ ხალხისა და რუსეთის პრეზიდენტის თხოვნით. ამიტომ, განუსაზღვრელი შვებულების შესახებ საუბარს სამომავლოდ დავტოვებთ“, - ამბობს ახლა კადიროვმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ 15 წელია, რაც რეგიონის მეთაურია, მაგრამ რუს გუბერნატორებს შორის არიან უფრო "გრძელვადიანებიც“.

რამზან კადიროვი ჩეჩნეთს 2007 წლიდან ხელმძღვანელობს. 2021 წლის ოქტომბერში იგი ხელახლა აირჩიეს რესპუბლიკის მეთაურის პოსტზე 99,7%-ით. მას უფლებამოსილების ვადა 2026 წელს ეწურება.

აქამდეც კადიროვმა არაერთხელ განაცხადა მისი შესაძლო გადადგომის შესახებ. "ჩემი დრო უკვე გავიდა. ადამიანს აქვს საზღვარი“, - ამბობდა ის მან 2016 წელს. 2017-ში კი ჩეჩნეთის ლიდერმა განაცხადა, რომ მისი "ოცნება“ გადადგომაა.