პოლიტიკა
საზოგადოება

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩუმად მითხრა, - ციცო დეიდა, მე თქვენი გაზრდილი ქუჩის ბიჭი ვარო..." - პოლკოვნიკი ქალის ისტორია, რომელიც მამაკაცებს არ უდებდა ტოლს და ვინც არაერთი ადამიანის ცხოვრება შეცვალა
"ჩუმად მითხრა, - ციცო დეიდა, მე თქვენი გაზრდილი ქუჩის ბიჭი ვარო..." - პოლკოვნიკი ქალის ისტორია, რომელიც მამაკაცებს არ უდებდა ტოლს და ვინც არაერთი ადამიანის ცხოვრება შეცვალა

არის თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი, სა­დაც, მა­მა­კა­ცე­ბის აზ­რით, ქა­ლის­თვის გზა ჩა­კე­ტი­ლია, ამ ქალ­ბა­ტონ­მა კი გა­არ­ღვია ეს სტე­რე­ო­ტი­პი. ის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კრი­მი­ნა­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობ­და და პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს შტა­ბის უფ­რო­სი იყო.

არა­და, ამ­ბობს, რომ მსა­ხი­ო­ბო­ბა უნ­დო­და, თე­ატ­რი და კინო სა­კუ­თარ მო­წო­დე­ბად მი­აჩ­ნდა, მაგ­რამ ოჯა­ხი ამის წი­ნა­აღ­მდე­გი წა­ვი­და.

და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და პო­ლი­ცი­ე­ლის ოჯახ­ში. მა­მამ და­ვით კი­კა­ლიშ­ვილ­მა, 40 წელ­ზე მეტი იმ­სა­ხუ­რა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში. მა­მის პენ­სი­ა­ზე გას­ვლის შემ­დეგ, ქალ­ბა­ტონ­მა ციცო კი­კა­ლიშ­ვილ­მა გა­და­წყვი­ტა, ოჯა­ხუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბი გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა.

"თუ სწო­რად იცხოვ­რებ, შემ­დეგ მო­გო­ნე­ბე­ბი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გექ­ნე­ბა... ადა­მი­ა­ნი ვარ და შეც­დო­მე­ბი, რა თქმა უნდა, მქონ­და, მაგ­რამ ჩემი შეც­დო­მით ზი­ა­ნი არა­ვის­თვის მი­მი­ყე­ნე­ბია", - ამ­ბობს ქალ­ბა­ტო­ნი ციცო, რო­მე­ლიც თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის ის­ტო­რი­ას გვიყ­ვე­ბა:

- მამა პო­ლი­ცი­ე­ლი მყავ­და, ბა­ბუა უშიშ­რო­ე­ბის გე­ნე­რა­ლი. მე მა­ინც ვფიქ­რობ, რომ გე­ნე­ტი­კუ­რი კოდი ამუ­შავ­და და რო­გორც კი ამის სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცა, მი­უ­ხე­და­ვად მა­მის სას­ტი­კი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბი­სა, მა­ინც ჩუ­მად გა­ვი­პა­რე და რი­გი­თად და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა. პირ­ვე­ლი ჩემი მი­ნის­ტრი იყო, ბა­ტო­ნი გუ­რამ გვე­ტა­ძე, მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი იყო ჯე­მალ მი­ქე­ლა­ძე, უშუ­ა­ლოდ ჩემი სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი კი ჯიმი სხირტლა­ძე გახ­ლდათ. ეს ის ხალ­ხია, რომ­ლებ­მაც ძა­ლი­ან დიდი როლი ითა­მა­შეს ჩემს პრო­ფე­სი­ულ წარ­მა­ტე­ბა­ში.

ჩემი გზა ამ პრო­ფე­სი­ა­ში რთუ­ლი იყო, მაგ­რამ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო. წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში ჩემი ხა­სი­ა­თი და­მეხ­მა­რა. რო­გო­რი ახლო ურ­თი­ერ­თო­ბაც არ უნდა მქო­ნო­და ადა­მი­ა­ნებ­თან, სუ­ბორ­დი­ნა­ცი­ას არა­სო­დეს ვარ­ღვევ­დი. ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში 14 მი­ნის­ტრი გა­მო­ვიც­ვა­ლე. 28 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რი­გი­თი­დან პოლ­კოვ­ნი­კო­ბამ­დე ვი­მუ­შა­ვე. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი ისე­თი თა­ნამ­დე­ბო­ბა იყო, რო­მე­ლიც შე­დეგ­ზე იყო ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და რო­მე­ლიც ცხოვ­რე­ბას უკე­თე­სო­ბის­კენ უც­ვლი­და ადა­მი­ა­ნებს. ეს იყო ქალ­თა სპეც­კო­მენ­და­ტუ­რა, სა­დაც მე 5 წელი ვი­ყა­ვი უფ­რო­სი. 34 წლის ქა­ლი­სათ­ვის ეს ძა­ლი­ან სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო სამ­სა­ხუ­რი იყო, მაგ­რამ და­მეხ­მა­რა ის, რომ ძა­ლი­ან კარ­გად ვიც­ნობ­დი თბი­ლი­სის ქუ­ჩურ წე­სებს.

- სა­ი­დან იცო­დით?

- გა­ვი­ზარ­დე ალექ­სან­დრო­ვის ბა­ღის წინ, სა­დაც ახ­ლაც ვცხოვ­რობ. ქუ­ჩას ჰქონ­და თა­ვი­სი და­უ­წე­რე­ლი კა­ნო­ნე­ბი ქალ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში. იყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ძა­ლი­ან უფრთხილ­დე­ბო­და ჩემს ავ­ტო­რი­ტეტს უბან­ში და თუ რა­ი­მე ისე­თი, ახალ­გაზ­რდუ­ლი სი­სუ­ლე­ლე იყო, მხო­ლოდ შე­ნიშ­ვნით შე­მო­ვი­ფარ­გლე­ბო­დი...

მე­ო­რე ეტა­პი, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მი­მაჩ­ნია ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, იყო პე­რი­ო­დი, რო­დე­საც უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ვა­კის პო­ლი­ცი­ა­ში შტა­ბის უფ­რო­სი ვი­ყა­ვი და იქი­დან გა­მიშ­ვეს გლ­და­ნის ბავ­შვთა მიმ­ღებ-გა­მა­ნა­წი­ლებ­ლის უფ­რო­სად. მახ­სოვს, ძა­ლი­ან ვი­ნერ­ვი­უ­ლე. წას­ვლა მინ­დო­და სა­ერ­თოდ ორ­გა­ნო­დან, მაგ­რამ ერთ-ერ­თმა ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა, საკ­მა­ოდ დიდი თა­ნამ­დე­ბო­ბის კაც­მა, (სა­ხელ­სა და გვარს შეგ­ნე­ბუ­ლად არ ვა­სა­ხე­ლებ) და­მი­რე­კა და მი­თხრა: "ციცო, შენ ქა­ლაქს სჭირ­დე­ბი! იმ სამ­სა­ხურს ისე გა­ამ­შვე­ნი­ე­რებ და მო­ა­წეს­რი­გებ, შენი თა­ნამ­დე­ბო­ბა სა­ნატ­რე­ლი იქ­ნე­ბა ყვე­ლას­თვი­სო..

თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ ამ კა­ცის სი­ტყვე­ბი ახდა და ზუს­ტად იქ მიღ­წე­ულ­მა წარ­მა­ტე­ბამ, ბავ­შვებ­ზე ჩემ­მა გან­სა­კუთ­რე­ბულ­მა ზრუნ­ვამ, მო­ი­ტა­ნა ის, რომ ეს თა­ნამ­დე­ბო­ბა ბევ­რის­თვის გახ­და სა­სურ­ვე­ლი და... მე სამ­სა­ხუ­რი­დან მომხსნეს. თუმ­ცა რაც იქ მო­ვას­წა­რი, იმის­თვი­საც სა­ოც­რად მად­ლო­ბე­ლი ვარ უფ­ლის. ქუ­ჩის ბევ­რი ბავ­შვის ცხოვ­რე­ბა გა­და­ვარ­ჩი­ნე...

მუ­შა­ო­ბის სხვა­დას­ხვა ეტაპ­ზე ყვე­ლა სა­ხის დამ­ნა­შა­ვეს­თან მი­წევ­და ურ­თი­ერ­თო­ბა: ქურ­დე­ბი, მკვლე­ლე­ბი, ყა­ჩა­ღე­ბი, თაღ­ლი­თე­ბი...

ქალ­თა სპეც­კო­მენ­და­ტუ­რა­ში მუ­შა­ო­ბა - ეს იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ურ­თუ­ლე­სი პე­რი­ო­დი. აქ იყ­ვნენ მსუ­ბუ­ქი და ნა­ხევ­რად მსუ­ბუ­ქი ჩა­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი ქა­ლე­ბი. შინ თით­ქმის არ მივ­დი­ო­დი. კო­მენ­და­ტუ­რა არის ნა­ხევ­რად თა­ვი­სუ­ფა­ლი ზონა, ანუ მათ ჰქონ­დათ უფ­ლე­ბა 5 სა­ა­თი გა­სუ­ლიყ­ვნენ ქა­ლაქ­ში. ვიდ­რე ისი­ნი არ მობ­რუნ­დე­ბოდ­ნენ, ვიდ­რე ყვე­ლა 11 სა­ათ­ზე ად­გილ­ზე არ იქ­ნე­ბო­და, ვერ ვი­ძი­ნებ­დი. ისე მო­ვუ­წყვე ყვე­ლა­ფე­რი, რომ დიდ­ხანს არ ნდო­მე­ბო­დათ გას­ვლა გა­რეთ. ჰქონ­დათ თა­ვი­ან­თი "სა­პა­რიკ­მა­ხე­რო", სა­სა­დი­ლო, მედ­პუნ­ქტი და ა.შ. ფორ­მას არ ვიც­ვამ­დი, რად­გან ფორ­მა მათ­ში უარ­ყო­ფით ემო­ცი­ებს იწ­ვევ­და. მათ­თან წმინ­დად ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და.

ეს კო­მენ­და­ტუ­რა ლი­ლოს ბაზ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იყო, ჰოდა, ლი­ლოს ბაზ­რის დი­რექ­ტორ­თან გვქონ­და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა და ის ამუ­შა­ვებ­და ამ ქა­ლებს, ხელ­ფასს უხ­დი­და და მე ამ ყვე­ლა­ფერს ვა­კონ­ტრო­ლებ­დი. შემ­დეგ მო­ვი­ფიქ­რე ასე­თი რამ - შევ­ქმე­ნი ცეკ­ვის ან­სამ­ბლი. მო­ვიყ­ვა­ნე მე­დო­ლე და აკარ­დი­ო­ნის­ტი და ყვე­ლა სა­ღა­მოს ამ ახალ­გაზ­რდა დამ­ნა­შა­ვე­ებს ვა­ცეკ­ვებ­დი. თვი­თონ მე ბავ­შვო­ბა­ში 10 წე­ლი­წა­დი ვცეკ­ვავ­დი... ნა­წილს მო­ვუყ­ვა­ნე ლოტ­ბა­რი და შევ­ქმე­ნი სიმ­ღე­რის ან­სამ­ბლი მათ­თვის ცალ­კე. ამ ყვე­ლა­ფერ­მა კარ­გი შე­დე­გი გა­მო­ი­ღო და გა­ვა­კე­თე უზარ­მა­ზა­რი კონ­ცერ­ტი. ეს ხდე­ბო­და 80-იან წლებ­ში. მსგავ­სი რამ ახლა შე­მო­ვი­და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, მე კი­დევ გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 80-იან წლებ­ში გა­ვა­კე­თე. და ასე ცეკ­ვა-თა­მა­შით იმ­დე­ნი რა­ღაც მო­ვაგ­ვა­რე, ახ­ლაც კი მიკ­ვირს (იცი­ნის).

- ბავ­შვთა კო­ლო­ნი­ა­ში, იყო ეპი­ზო­დი, რო­გორც ვიცი, რო­მე­ლიც ნამ­დვილ ზღა­პარს ჰგავს...

- იყო ერთი გო­გო­ნა, რო­მელ­საც საკ­მა­ოდ მძი­მე ბავ­შვო­ბა ჰქონ­და გავ­ლი­ლი. მას 3 წლის ასაკ­ში, დედა ჭლე­ქით გარ­და­ეც­ვა­ლა. მა­შინ მთა­ში, ეს სა­გან­გა­შო სი­ტუ­ა­ცია იყო და ადა­მი­ა­ნებ­მა ამ ბავ­შვს ხელი ჰკრეს და ის, დიდ­წი­ლად, ძაღ­ლმა - კავ­კა­სი­ურ­მა ნა­გაზ­მა გა­ზარ­და. ერთ დღე­საც ისევ ადა­მი­ა­ნებ­მა უბიძ­გეს ამ გო­გოს და­ნა­შა­უ­ლი­სა­კენ. 14 წლი­სამ უკვე, როს­ტო­ვის ბავ­შვთა კო­ლო­ნი­ა­ში მო­ი­ხა­და პირ­ვე­ლი სას­ჯე­ლი. შემ­დეგ მოხ­ვდა ჩემ­თან და რო­დე­საც შევ­ხვდი, ის იყო ძა­ლი­ან რთუ­ლი შეხ­ვედ­რა, რად­გან მას ადა­მი­ა­ნე­ბის არ სჯე­რო­და. აგ­რე­სი­უ­ლად იყო ყვე­ლას მი­მართ გან­წყო­ბი­ლი, ძა­ლი­ან ვზრუ­ნავ­დი მას­ზე და სა­ბო­ლო­ოდ, როცა სას­ჯე­ლის ვადა ამო­ე­წუ­რა, ავ­დე­ქი და ჩემი ახ­ლობ­ლე­ბის ოჯახ­ში მო­ვუ­ძებ­ნე სა­მუ­შაო. ეს გოგო სა­ოც­რად ხა­ტავ­და და ასე­ვე წერ­და სა­ო­ცარ ლექ­სებს, მი­უ­ხე­და­ვად მისი მძი­მე ცხოვ­რე­ბი­სა, არც მე­ძა­ვი გახ­და და არც გა­ლოთ­და. ამ ჩემი მე­გობ­რის ოჯახ­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, ბავ­შვე­ბის ძიძა იყო, სა­ოც­რად ზრუ­ნავ­და მათ­ზე... იმ ბი­ჭე­ბის გზა­ზე და­ყე­ნე­ბა­ში დიდი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა. რო­გორც ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია, ეს ქალ­ბა­ტო­ნი დღეს თუ­შეთ­შია...

შარ­შან მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლე­ლი­დან ამოვ­დი­ვარ, უცებ მო­მი­ახ­ლოვ­და ახალ­გაზ­რდა ბიჭი ორ­სულ ცოლ­თან ერ­თად და გა­დამ­კოც­ნა. ცოლს უთხრა: აკო­ცე ციცო დე­ი­და­სო და მეც ვი­ფიქ­რე, რომ ჩემი ერთ-ერთი მე­გობ­რის შვი­ლიშ­ვი­ლი იყო. მერე ხელ­კა­ვი გა­მომ­დო და ჩამ­ჩურ­ჩუ­ლა, - ციცო დე­ი­და, მე თქვე­ნი გაზ­რდი­ლი ქუ­ჩის ბიჭი ვარო...

მსგავ­სი სხვა შემ­თხვე­ვაც ბევ­რი ყო­ფი­ლა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვფიქ­რობ, რომ სწო­რად ვი­ცხოვ­რე.

  • ქალ­ბა­ტო­ნი ციცო არ გა­თხო­ვი­ლა, ცხოვ­რე­ბა საყ­ვა­რელ საქ­მეს მი­უ­ძღვნა. პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე კი ამ­ბობს:

"ცხოვ­რე­ბა­ში მხო­ლოდ ერთხელ მიყ­ვარ­და, მაგ­რამ მა­შინ ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა არ მირ­ჩი­ეს, - პრო­ვინ­ცი­ე­ლია ეს ბიჭი და არ გაჰ­ყვეო. მერე ის საკ­მა­ოდ ცნო­ბი­ლი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი გახ­და. 60 წლის ასაკ­ში ჩემი ახალ­გაზ­რდო­ბის სიყ­ვა­რუ­ლი მო­ვი­და ჩემს სახ­ლში და მი­თხრა, - დიდ­ხანს ვფიქ­რობ­დი, შენ­თვის ხელი მე­თხო­ვა, მაგ­რამ ვერ გავ­ბე­დე აქამ­დე; მე­გო­ნა, ძა­ლი­ან ნე­ბი­ე­რა და თავ­ნე­ბა იყა­ვი, ახლა დავ­ქვრივ­დი და მო­ვე­დი, რომ ცო­ლო­ბა გთხო­ვო; სულ მიყ­ვარ­დი და მეყ­ვა­რე­ბიო. გა­მე­ღი­მა, უა­რით გა­ვის­ტუმ­რე. ხომ კუ­რი­ო­ზუ­ლია ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა!.. არ ვნა­ნობ. 60 წლის ვი­ყა­ვი, რა დროს ჩემი გა­თხო­ვე­ბა იყო?!. 35 წლის ვი­ყა­ვი, ჩემი ძმა რომ გარ­და­იც­ვა­ლა. მისი ორი შვი­ლი დარ­ჩა უმა­მოდ და ჩემს რძალ­თან ერ­თად, ისი­ნი გავ­ზარ­დე. მერე გა­თხო­ვე­ბა­ზე არც მი­ფიქ­რია. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი რძა­ლი, ძმის­შვი­ლე­ბი და მათი შვი­ლე­ბი მყავს. არა­ფერს ვნა­ნობ..."

ავ­ტო­რი: რუ­სუ­დან შა­იშ­მე­ლაშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ციცოს ნაცნობი
30

ძალიან ვიცინე სტატიაზე:))) ეჰ ციცო, ციცო:)))

აბა ჰეეეე
14

სახეზე რომ შევხედე ამ ლამაზ ქალბატონს..უკვე კოლონია და მკაცრი რეჟიმი დავინახე..... ვაიმე დედაააააააა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ჩუმად მითხრა, - ციცო დეიდა, მე თქვენი გაზრდილი ქუჩის ბიჭი ვარო..." - პოლკოვნიკი ქალის ისტორია, რომელიც მამაკაცებს არ უდებდა ტოლს და ვინც არაერთი ადამიანის ცხოვრება შეცვალა

"ჩუმად მითხრა, - ციცო დეიდა, მე თქვენი გაზრდილი ქუჩის ბიჭი ვარო..." - პოლკოვნიკი ქალის ისტორია, რომელიც მამაკაცებს არ უდებდა ტოლს და ვინც არაერთი ადამიანის ცხოვრება შეცვალა

არის თანამდებობები, სადაც, მამაკაცების აზრით, ქალისთვის გზა ჩაკეტილია, ამ ქალბატონმა კი გაარღვია ეს სტერეოტიპი. ის წლების განმავლობაში კრიმინალური მიმართულებით მუშაობდა და პოლიციის სამმართველოს შტაბის უფროსი იყო.

არადა, ამბობს, რომ მსახიობობა უნდოდა, თეატრი და კინო საკუთარ მოწოდებად მიაჩნდა, მაგრამ ოჯახი ამის წინააღმდეგი წავიდა.

დაიბადა და გაიზარდა პოლიციელის ოჯახში. მამამ დავით კიკალიშვილმა, 40 წელზე მეტი იმსახურა შინაგან საქმეთა სამინისტროში. მამის პენსიაზე გასვლის შემდეგ, ქალბატონმა ციცო კიკალიშვილმა გადაწყვიტა, ოჯახური ტრადიციები გაეგრძელებინა.

"თუ სწორად იცხოვრებ, შემდეგ მოგონებები არაჩვეულებრივი გექნება... ადამიანი ვარ და შეცდომები, რა თქმა უნდა, მქონდა, მაგრამ ჩემი შეცდომით ზიანი არავისთვის მიმიყენებია", - ამბობს ქალბატონი ციცო, რომელიც თავისი ცხოვრების ისტორიას გვიყვება:

- მამა პოლიციელი მყავდა, ბაბუა უშიშროების გენერალი. მე მაინც ვფიქრობ, რომ გენეტიკური კოდი ამუშავდა და როგორც კი ამის საშუალება მომეცა, მიუხედავად მამის სასტიკი წინააღმდეგობისა, მაინც ჩუმად გავიპარე და რიგითად დავიწყე მუშაობა. პირველი ჩემი მინისტრი იყო, ბატონი გურამ გვეტაძე, მთავარი სამმართველოს უფროსი იყო ჯემალ მიქელაძე, უშუალოდ ჩემი სამსახურის უფროსი კი ჯიმი სხირტლაძე გახლდათ. ეს ის ხალხია, რომლებმაც ძალიან დიდი როლი ითამაშეს ჩემს პროფესიულ წარმატებაში.

ჩემი გზა ამ პროფესიაში რთული იყო, მაგრამ ძალიან საინტერესო. წარმატების მიღწევაში ჩემი ხასიათი დამეხმარა. როგორი ახლო ურთიერთობაც არ უნდა მქონოდა ადამიანებთან, სუბორდინაციას არასოდეს ვარღვევდი. ამ წლების განმავლობაში 14 მინისტრი გამოვიცვალე. 28 წლის განმავლობაში რიგითიდან პოლკოვნიკობამდე ვიმუშავე. ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი ისეთი თანამდებობა იყო, რომელიც შედეგზე იყო ორიენტირებული და რომელიც ცხოვრებას უკეთესობისკენ უცვლიდა ადამიანებს. ეს იყო ქალთა სპეცკომენდატურა, სადაც მე 5 წელი ვიყავი უფროსი. 34 წლის ქალისათვის ეს ძალიან საპასუხისმგებლო სამსახური იყო, მაგრამ დამეხმარა ის, რომ ძალიან კარგად ვიცნობდი თბილისის ქუჩურ წესებს.

- საიდან იცოდით?

- გავიზარდე ალექსანდროვის ბაღის წინ, სადაც ახლაც ვცხოვრობ. ქუჩას ჰქონდა თავისი დაუწერელი კანონები ქალთან დამოკიდებულებაში. იყვნენ ადამიანები, ვინც ძალიან უფრთხილდებოდა ჩემს ავტორიტეტს უბანში და თუ რაიმე ისეთი, ახალგაზრდული სისულელე იყო, მხოლოდ შენიშვნით შემოვიფარგლებოდი...

მეორე ეტაპი, რაც ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ჩემს ცხოვრებაში, იყო პერიოდი, როდესაც უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაკის პოლიციაში შტაბის უფროსი ვიყავი და იქიდან გამიშვეს გლდანის ბავშვთა მიმღებ-გამანაწილებლის უფროსად. მახსოვს, ძალიან ვინერვიულე. წასვლა მინდოდა საერთოდ ორგანოდან, მაგრამ ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა, საკმაოდ დიდი თანამდებობის კაცმა, (სახელსა და გვარს შეგნებულად არ ვასახელებ) დამირეკა და მითხრა: "ციცო, შენ ქალაქს სჭირდები! იმ სამსახურს ისე გაამშვენიერებ და მოაწესრიგებ, შენი თანამდებობა სანატრელი იქნება ყველასთვისო..

თქვენ წარმოიდგინეთ ამ კაცის სიტყვები ახდა და ზუსტად იქ მიღწეულმა წარმატებამ, ბავშვებზე ჩემმა განსაკუთრებულმა ზრუნვამ, მოიტანა ის, რომ ეს თანამდებობა ბევრისთვის გახდა სასურველი და... მე სამსახურიდან მომხსნეს. თუმცა რაც იქ მოვასწარი, იმისთვისაც საოცრად მადლობელი ვარ უფლის. ქუჩის ბევრი ბავშვის ცხოვრება გადავარჩინე...

მუშაობის სხვადასხვა ეტაპზე ყველა სახის დამნაშავესთან მიწევდა ურთიერთობა: ქურდები, მკვლელები, ყაჩაღები, თაღლითები...

ქალთა სპეცკომენდატურაში მუშაობა - ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ურთულესი პერიოდი. აქ იყვნენ მსუბუქი და ნახევრად მსუბუქი ჩანაშაულის ჩამდენი ქალები. შინ თითქმის არ მივდიოდი. კომენდატურა არის ნახევრად თავისუფალი ზონა, ანუ მათ ჰქონდათ უფლება 5 საათი გასულიყვნენ ქალაქში. ვიდრე ისინი არ მობრუნდებოდნენ, ვიდრე ყველა 11 საათზე ადგილზე არ იქნებოდა, ვერ ვიძინებდი. ისე მოვუწყვე ყველაფერი, რომ დიდხანს არ ნდომებოდათ გასვლა გარეთ. ჰქონდათ თავიანთი "საპარიკმახერო", სასადილო, მედპუნქტი და ა.შ. ფორმას არ ვიცვამდი, რადგან ფორმა მათში უარყოფით ემოციებს იწვევდა. მათთან წმინდად ადამიანური ურთიერთობა მქონდა.

ეს კომენდატურა ლილოს ბაზრის ტერიტორიაზე იყო, ჰოდა, ლილოს ბაზრის დირექტორთან გვქონდა ხელშეკრულება და ის ამუშავებდა ამ ქალებს, ხელფასს უხდიდა და მე ამ ყველაფერს ვაკონტროლებდი. შემდეგ მოვიფიქრე ასეთი რამ - შევქმენი ცეკვის ანსამბლი. მოვიყვანე მედოლე და აკარდიონისტი და ყველა საღამოს ამ ახალგაზრდა დამნაშავეებს ვაცეკვებდი. თვითონ მე ბავშვობაში 10 წელიწადი ვცეკვავდი... ნაწილს მოვუყვანე ლოტბარი და შევქმენი სიმღერის ანსამბლი მათთვის ცალკე. ამ ყველაფერმა კარგი შედეგი გამოიღო და გავაკეთე უზარმაზარი კონცერტი. ეს ხდებოდა 80-იან წლებში. მსგავსი რამ ახლა შემოვიდა რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, მე კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში გავაკეთე. და ასე ცეკვა-თამაშით იმდენი რაღაც მოვაგვარე, ახლაც კი მიკვირს (იცინის).

- ბავშვთა კოლონიაში, იყო ეპიზოდი, როგორც ვიცი, რომელიც ნამდვილ ზღაპარს ჰგავს...

- იყო ერთი გოგონა, რომელსაც საკმაოდ მძიმე ბავშვობა ჰქონდა გავლილი. მას 3 წლის ასაკში, დედა ჭლექით გარდაეცვალა. მაშინ მთაში, ეს საგანგაშო სიტუაცია იყო და ადამიანებმა ამ ბავშვს ხელი ჰკრეს და ის, დიდწილად, ძაღლმა - კავკასიურმა ნაგაზმა გაზარდა. ერთ დღესაც ისევ ადამიანებმა უბიძგეს ამ გოგოს დანაშაულისაკენ. 14 წლისამ უკვე, როსტოვის ბავშვთა კოლონიაში მოიხადა პირველი სასჯელი. შემდეგ მოხვდა ჩემთან და როდესაც შევხვდი, ის იყო ძალიან რთული შეხვედრა, რადგან მას ადამიანების არ სჯეროდა. აგრესიულად იყო ყველას მიმართ განწყობილი, ძალიან ვზრუნავდი მასზე და საბოლოოდ, როცა სასჯელის ვადა ამოეწურა, ავდექი და ჩემი ახლობლების ოჯახში მოვუძებნე სამუშაო. ეს გოგო საოცრად ხატავდა და ასევე წერდა საოცარ ლექსებს, მიუხედავად მისი მძიმე ცხოვრებისა, არც მეძავი გახდა და არც გალოთდა. ამ ჩემი მეგობრის ოჯახში, ფაქტობრივად, ბავშვების ძიძა იყო, საოცრად ზრუნავდა მათზე... იმ ბიჭების გზაზე დაყენებაში დიდი წვლილი შეიტანა. როგორც ჩემთვის ცნობილია, ეს ქალბატონი დღეს თუშეთშია...

შარშან მიწისქვეშა გადასასვლელიდან ამოვდივარ, უცებ მომიახლოვდა ახალგაზრდა ბიჭი ორსულ ცოლთან ერთად და გადამკოცნა. ცოლს უთხრა: აკოცე ციცო დეიდასო და მეც ვიფიქრე, რომ ჩემი ერთ-ერთი მეგობრის შვილიშვილი იყო. მერე ხელკავი გამომდო და ჩამჩურჩულა, - ციცო დეიდა, მე თქვენი გაზრდილი ქუჩის ბიჭი ვარო...

მსგავსი სხვა შემთხვევაც ბევრი ყოფილა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ სწორად ვიცხოვრე.

  • ქალბატონი ციცო არ გათხოვილა, ცხოვრება საყვარელ საქმეს მიუძღვნა. პირად ცხოვრებაზე კი ამბობს:

"ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მიყვარდა, მაგრამ მაშინ ჩემმა მეგობრებმა არ მირჩიეს, - პროვინციელია ეს ბიჭი და არ გაჰყვეო. მერე ის საკმაოდ ცნობილი, წარმატებული ადამიანი გახდა. 60 წლის ასაკში ჩემი ახალგაზრდობის სიყვარული მოვიდა ჩემს სახლში და მითხრა, - დიდხანს ვფიქრობდი, შენთვის ხელი მეთხოვა, მაგრამ ვერ გავბედე აქამდე; მეგონა, ძალიან ნებიერა და თავნება იყავი, ახლა დავქვრივდი და მოვედი, რომ ცოლობა გთხოვო; სულ მიყვარდი და მეყვარებიო. გამეღიმა, უარით გავისტუმრე. ხომ კურიოზულია ადამიანის ცხოვრება!.. არ ვნანობ. 60 წლის ვიყავი, რა დროს ჩემი გათხოვება იყო?!. 35 წლის ვიყავი, ჩემი ძმა რომ გარდაიცვალა. მისი ორი შვილი დარჩა უმამოდ და ჩემს რძალთან ერთად, ისინი გავზარდე. მერე გათხოვებაზე არც მიფიქრია. არაჩვეულებრივი რძალი, ძმისშვილები და მათი შვილები მყავს. არაფერს ვნანობ..."

ავტორი: რუსუდან შაიშმელაშვილი