ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდაში მომხდარი ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან ბავშვები. არსებული ინფორმაციით, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მოძრავი "მერსედესის“ მარკის ავტომობილი მოსრიალდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა, რომელიც სავალი ნაწილიდან გადავარდა.
ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა. დაშავებულთა ნაწილს ადგილზე გაეწია დახმარება, ნაწილი კი სხვადასხვა სახის დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.
შსს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
მიუხედავად იმისა, რომ მსხვერპლი არ ყავს მომხდარ ავარიას (მადლობა უფალს), ასეთ მძღოლებს უნდა აძლევდნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში საკმაოდ დიდი ხნით!!!!!!!!! მხოლოდ მაშინ შეშინდებოდა და იფრთხილებდა ყველა
ნებისმიერი მიმართულების გზა აიღეთ, გინდა დასავლეთის და გინდა აღმოსავლეთის, რას "დაწუილობენ" სამარშუტო ტაქსები, რიკოთზე ისეთ ადგილზე გასწრებენ მაგათ მაგივრად მე "ვლოცულობ" რომ გადარჩნენ. მე არ მახსოვს ზესტაფონის პატრულს ერთი მაინც გაეჩერებინოთ, ხომ შეიძლება დასაფიცებლად მაინც დამენახა, არა! აბა მიდი და შენ გადაასწარი ნელა მიმავალ სატვირთოს, ეგრევე "გაღიმებული" დარჩები!! ჩემის აზრით მძღოლი რომელსაც აქვს D კატეგორია, წელიწადში სულ მცირე ორჯერ უნდა გადიოდეს როგორც ჯანმრთელობის შემოწმებას (ფსიხოს- ძმაკაცურად და დახლის ქვემოდან არ ვგულისხმობ) და ასევე თეორიულ გამოცდებს, თორემ საგზაო ნიშნებს ისე უყურებენ როგორც "თხა და გიგო"!!!