სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უპასუხოდ დატოვებული ლავროვი და მისი დელეგაცია - რუსეთმა გაერო-ში ვიზიტის უზრუნველსაყოფად აშშ-სგან 56 ვიზა მოითხოვა, თუმცა...
უპასუხოდ დატოვებული ლავროვი და მისი დელეგაცია - რუსეთმა გაერო-ში ვიზიტის უზრუნველსაყოფად აშშ-სგან 56 ვიზა მოითხოვა, თუმცა...

რუ­სეთ­მა შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის­გან 56 ვიზა მო­ი­თხო­ვა, რათა სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრ სერ­გეი ლავ­როვ­სა და მის დე­ლე­გა­ცი­ას ნიუ-იორკში, მსოფ­ლიო ლი­დე­რე­ბის ყო­ველ­წლი­ურ შეკ­რე­ბა­ზე გამ­გზავ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცეთ, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით არ­ცერ­თი ვიზა არ მი­უ­ღია.

Reuters-სთვის ცნო­ბი­ლი გახ­და გა­ე­რო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის­თვის, ან­ტო­ნიო გუ­ტე­რე­შის­თვის გაგ­ზავ­ნი­ლი წე­რი­ლის ში­ნა­არ­სი, სა­დაც გა­ე­რო-ში რუ­სე­თის ელჩი, ვა­სი­ლი ნე­ბენ­ზია აცხა­დებს, რომ „სა­გან­გა­შოა“ ის ფაქ­ტი, რომ ბოლო რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ვა­შინგტო­ნი "მუდ­მი­ვად უარს აცხა­დებს შეს­ვლის ვი­ზე­ბის გა­ცე­მა­ზე". ნე­ბენ­ზია გან­მარ­ტავს, რომ სა­ჭი­რო გა­ნა­ცხა­დე­ბი მოს­კოვ­ში აშშ-ის სა­ელ­ჩო­ში შე­ვი­და.

  • აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტში აცხა­დე­ბენ, რომ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი სე­რი­ო­ზუ­ლად იღებს თა­ვის, რო­გორც გა­ე­როს მას­პინ­ძე­ლი ქვეყ­ნის ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს, აშშ-ის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის თა­ნახ­მად, ვი­ზებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რია, ამი­ტომ ცალ­კე­ულ შემ­თხვე­ვებ­ზე კო­მენ­ტარს ვერ გა­ა­კე­თე­ბენ.

1947 წლის გა­ე­რო-ს „შტაბ-ბი­ნის შე­თან­ხმე­ბის“ მი­ხედ­ვით, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი ვალ­დე­ბუ­ლია, და­უშ­ვას გა­ე­რო-ში უცხო­ე­ლი დიპ­ლო­მა­ტე­ბის წვდო­მა, მაგ­რამ ვა­შინგტონ­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ მათ შე­უძ­ლი­ათ უარი თქვან ვი­ზე­ბის გა­ცე­მა­ზე უსაფრ­თხო­ე­ბას­თან, ტე­რო­რიზმსა და სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო. მოს­კო­ვის მიერ მო­თხოვ­ნი­ლი 56 ვიზა მო­ი­ცავს დიპ­ლო­მატ­თა წი­ნას­წარ ჯგუფს, იმის­თვის, რომ ლავ­რო­ვი­სა და მისი დე­ლე­გა­ცი­ის ნიუ-იორკში გა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი ასამ­ბლე­ის მა­ღა­ლი დო­ნის შეხ­ვედ­რის­თვის ჩას­ვლა მო­ამ­ზა­დონ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი. 70 წლის
33

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (გაერო) შეიქმნა 1945 წელს, მე-2 მსოფლიო ომში გამარჯვებული ქვეყნების ლიდერების, მათ შორის საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელის სტალინის გადაწყვეტილებით.

მისი ძირითადი დანიშნულებაა მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველყოფა დიპლომატიური, ანუ მოლაპარაკებების გზებით, რაც გულისხმობს ურთიერთ დაპირისპირებული ქვეყნების პოზიციების საჯარო მოსმენებს, მსჯელობებს და შემდგომში დასკვნებისა და გადაწყვეტილებების გამოტანას.

თუ აშშ-ი ლავროვსა და მისი დელეგაციის წევრებს ვიზას არ მისცემს ამ შემთხვევაში რუსეთმა უნდა დააყენოს საკითხი „გაერო“-ს სხვა ქვეყანაში გადატანის შესახებ.

პირადად ჩემი აზრით, ვინაიდან რუსეთ-უკრაინის ომში აშშ-ი ფაქტიურად წარმოადგენს მხარეს - მსოფლიოში და პირველ რიგში უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად კარგი იქნება „გაერო“-ს გადატანა რომელიმე ნეიტრალურ სახელმწიფოში, მაგალითად არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კერძოდ მის უდიდეს ქალაქ დუბაიში.

 

სეროჟ,
4

რაც გინახავს, ვეღარ ნახავ, დამთავრდა თქვენი დასავლეთში ვოიაჟები, დატკბით ახლა მშობლიური რუსეთის პეიზაჟებით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

უპასუხოდ დატოვებული ლავროვი და მისი დელეგაცია - რუსეთმა გაერო-ში ვიზიტის უზრუნველსაყოფად აშშ-სგან 56 ვიზა მოითხოვა, თუმცა...

უპასუხოდ დატოვებული ლავროვი და მისი დელეგაცია - რუსეთმა გაერო-ში ვიზიტის უზრუნველსაყოფად აშშ-სგან 56 ვიზა მოითხოვა, თუმცა...

რუსეთმა შეერთებული შტატებისგან 56 ვიზა მოითხოვა, რათა საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და მის დელეგაციას ნიუ-იორკში, მსოფლიო ლიდერების ყოველწლიურ შეკრებაზე გამგზავრების საშუალება მიეცეთ, თუმცა ჯერჯერობით არცერთი ვიზა არ მიუღია.

Reuters-სთვის ცნობილი გახდა გაერო-ს გენერალური მდივნისთვის, ანტონიო გუტერეშისთვის გაგზავნილი წერილის შინაარსი, სადაც გაერო-ში რუსეთის ელჩი, ვასილი ნებენზია აცხადებს, რომ „საგანგაშოა“ ის ფაქტი, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვაშინგტონი "მუდმივად უარს აცხადებს შესვლის ვიზების გაცემაზე". ნებენზია განმარტავს, რომ საჭირო განაცხადები მოსკოვში აშშ-ის საელჩოში შევიდა.

  • აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ შეერთებული შტატები სერიოზულად იღებს თავის, როგორც გაეროს მასპინძელი ქვეყნის ვალდებულებებს, აშშ-ის კანონმდებლობის თანახმად, ვიზებთან დაკავშირებული ინფორმაცია კონფიდენციალურია, ამიტომ ცალკეულ შემთხვევებზე კომენტარს ვერ გააკეთებენ.

1947 წლის გაერო-ს „შტაბ-ბინის შეთანხმების“ მიხედვით, შეერთებული შტატები ვალდებულია, დაუშვას გაერო-ში უცხოელი დიპლომატების წვდომა, მაგრამ ვაშინგტონში განმარტავენ, რომ მათ შეუძლიათ უარი თქვან ვიზების გაცემაზე უსაფრთხოებასთან, ტერორიზმსა და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული მიზეზების გამო. მოსკოვის მიერ მოთხოვნილი 56 ვიზა მოიცავს დიპლომატთა წინასწარ ჯგუფს, იმისთვის, რომ ლავროვისა და მისი დელეგაციის ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრისთვის ჩასვლა მოამზადონ.