სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთ დროს შავი ზღვის მარგალიტი იყო. ახლა კი, ტრასაზე ძროხები არიან.. კაფეში თუ მიირთმევთ, დიდი შანსია, მოიწამლოთ" - რუსები აფხაზეთში დასვენებითა და მომსახურებით უკმაყოფილოები არიან
"ერთ დროს შავი ზღვის მარგალიტი იყო. ახლა კი, ტრასაზე ძროხები არიან.. კაფეში თუ მიირთმევთ, დიდი შანსია, მოიწამლოთ" - რუსები აფხაზეთში დასვენებითა და მომსახურებით უკმაყოფილოები არიან

მა­ღა­ლი ფა­სე­ბი, ელექტრო­ე­ნერ­გი­ი­სა და წყლის ხში­რად გა­თიშ­ვა, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის უტაქ­ტო და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, გზებ­ზე მძღო­ლე­ბის უკონ­ტრო­ლო მოძ­რა­ო­ბა - ეს იმ პრობ­ლე­მე­ბის არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რომ­ლებ­საც რუსი დამ­სვე­ნებ­ლე­ბის თქმით, ისი­ნი აფხა­ზეთ­ში აწყდე­ბი­ან.

რა მი­ნუს-პლუ­სე­ბი აქვს აფხა­ზეთ­ში ყოფ­ნას ტუ­რის­ტის­თვის, რა ვერ შე­იც­ვა­ლა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და რა უნდა შე­იც­ვა­ლოს, მათი ხედ­ვით, რომ რე­გი­ონ­ში "დას­ვე­ნე­ბა უსაფრ­თხო გახ­დეს", - ეს არის სა­კი­თხე­ბი, რომ­ლის გარ­შე­მოც ყო­ვე­ლი წლის ზა­ფხულ­ში რუსი დამ­სვე­ნებ­ლე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­სა და მე­დი­აბ­ლო­გებ­ში მსჯე­ლო­ბას არ წყვე­ტენ.

  • ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მა big-rostov.ru-ს ცნო­ბით, ერ­თა­დერ­თი, რაც აფხა­ზეთ­ში ჯერ­ჯე­რო­ბით არ იც­ვლე­ბა და დამ­სვე­ნე­ბელს იზი­დავს, არის ბუ­ნე­ბა, სიმწვა­ნე, კარ­გი სა­ნა­პი­რო­ე­ბი და სუფ­თა ზღვა.

გა­მო­ცე­მას­თან სა­უ­ბარ­ში, ერთ-ერთი რეს­პონ­დენ­ტი ალექ­სან­დრა კა­ლი­ა­გი­ნა ამ­ბობს, რომ "აფხა­ზეთ­ში ტყე­ე­ბი სავ­სეა ვე­ლუ­რი მა­ი­მუ­ნე­ბით და არა­ვინ იცის, სა­ი­დან და რო­დის გა­მოხ­ტე­ბი­ან. ამ­ჯე­რად გა­და­ტა­ნი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბით არ ვგუ­ლის­ხმობ, ნამ­დვილ ცხო­ვე­ლებ­ზე მაქვს სა­უ­ბა­რი, რომ­ლე­ნიც 90-იან წლებ­ში, ომის დროს გა­იქ­ცნენ სო­ხუ­მის მა­ი­მუნთსა­შე­ნი­დან და ტყე­ებ­ში გა­ი­ფანტნენ. თუმ­ცა, აქვე უნდა ვთქვათ, რომ არც ისე იშ­ვი­ა­თად უხე­ში, თით­ქმის ვე­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გამო, ად­გი­ლობ­რი­ვებ­საც ხში­რად ეძა­ხი­ან "ვე­ლურ მა­ი­მუ­ნებს", - ამ­ბობს კა­ლი­ა­გი­ნა.

"ომის შემ­დეგ არ ვყო­ფილ­ვარ აფხა­ზეთ­ში. ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი ისეთ ფო­ტო­ებს დებ­დნენ, ვენ­დე, რა­ტომ­ღაც მე­გო­ნა, რომ პა­ტა­რა ევ­რო­პულ კუ­რორტზე მოვ­დი­ო­დი, სი­ნამ­დვი­ლე­ში ერთ დიდ სო­ფელ­ში ჩა­მო­ვე­დი. ვი­საც არ ახ­სოვს და არც უნა­ხავს, ვერ ხვდე­ბა გან­სხვა­ვე­ბას, მაგ­რამ ერთ დროს ის მარ­თლაც შავი ზღვის მარ­გა­ლი­ტი იყო. ახლა კი, ტრა­სა­ზე ძრო­ხე­ბი არი­ან მი­მო­ფან­ტუ­ლი და ზან­ტად იცოხ­ნე­ბი­ან, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის­თვის არ არ­სე­ბობს საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბი, შუქ­ნიშ­ნე­ბი. თუ აფხაზ­მა მძღოლ­მა გზა­ზე რუ­სულ­ნომ­რე­ბი­ან მან­ქა­ნას მოჰ­კრა თვა­ლი, უნდა და­ას­წრო და ან მარ­ჯვნივ, ან სუ­ლაც სა­პი­რის­პი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით უნდა გა­დახ­ვი­დე, თო­რემ შე­იძ­ლე­ბა გა­გი­ტა­ნოს, იმი­ტომ, რომ მისი პრინ­ცი­პია, გა­გას­წროს, მას­ზე წინ არ გა­გიშ­ვას", - წერს თე­ო­დორ ბა­ზი­ლევ­სკი.

"გაგ­რის შემ­დეგ, ბიჭ­ვინ­თა შეგ­ხვდე­ბათ, ეს არის უნი­კა­ლუ­რი და­სახ­ლე­ბა, სა­უ­კე­თე­სო საბ­ჭო­თა კუ­რორ­ტი. ომის დროს ძა­ლი­ა­ნაც არ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლა. იქ ახლა რუ­სე­თის "ეფე­სე­ბეს" ბა­ზაა და სწრა­ფად აღად­გი­ნეს. იმე­დია, ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი გა­ურ­კვევ­ლო­ბა და­ლაგ­დე­ბა და ხალ­ხი მიხ­ვდე­ბა, რომ გან­ვი­თა­რე­ბა მო­აქვს სტა­ბი­ლუ­რო­ბას და ამის მა­გა­ლი­თი ბიჭ­ვინ­თაა. ბიჭ­ვინ­თა­ში ზოგი ნო­მე­რი თა­ნა­მედ­რო­ვე რე­მონ­ტით და ავე­ჯი­თაა აღ­ჭურ­ვი­ლი, ზო­გიც საბ­ჭო­თა დრო­ინ­დე­ლით.

ბიჭ­ვინ­თა ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ად­გი­ლია, რო­მელ­საც ბამ­ბუ­კე­ბის ხე­ი­ვა­ნი ამ­შვე­ნებს. თუმ­ცა იქ, რო­გორც მთელ რე­გი­ონ­ში ძრო­ხე­ბი ლა­მის წმინ­და­ნად არის აღი­ა­რე­ბუ­ლი, მათ ყველ­გან შეხ­ვდე­ბით, მათ შო­რის, ცენ­ტრში, შე­სა­ბა­მი­სად, იქა­უ­რო­ბა სავ­სეა ნა­კე­ლით, და­სუფ­თა­ვე­ბა­ზე არა­ვინ ზრუ­ნავს. და კი­დევ, თუ გა­ინ­ტე­რე­სებთ, რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის წლებ­ში ტრო­ტუ­ა­რი, შე­გიძ­ლი­ათ იქ ჩახ­ვი­დეთ და ნა­ხოთ", - წერს იუ­ლია სურ­კი­ნა.

  • "ბუ­ნე­ბის სი­ლა­მა­ზე­ზე და­უს­რუ­ლებ­ლად შე­მიძ­ლია ლა­პა­რა­კი, მაგ­რამ მხო­ლოდ ამით ტკბო­ბა არ არის საკ­მა­რი­სი, რო­გორც კი კა­ფე­ში ან მსგავს და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში კვე­ბას გა­და­წყვეტთ, არ და­გა­ვი­წყდეთ, რომ მო­წამ­ვლის ძა­ლი­ან დიდი შან­სი გაქვთ. არ ვიცი, იქ სა­ერ­თოდ მუ­შა­ობს თუ არა სა­ნი­ტა­რუ­ლი ინ­სპექ­ცია, თუმ­ცა, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ თა­ვად ვნა­ხე, რა მშვი­დად აგ­რო­ვებს "გაი" მძღო­ლე­ბის­გან თა­ვის "წილს", არ მჯე­რა, რომ რო­მე­ლი­მე ორ­გა­ნი­ზა­ცია გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ობ­დეს. შე­საძ­ლოა, რო­მე­ლი­მე სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო­ში დას­ვე­ნე­ბა კვე­ბით შე­მოგ­თა­ვა­ზონ, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს, რომ უსაფრ­თხო­ე­ბა გა­რან­ტი­რე­ბუ­ლია...

ნე­ბის­მი­ერ შე­ნო­ბა­ში წყა­ლი ან ძა­ლი­ან თბი­ლია, ან სა­ერ­თოდ არ მო­დის. რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქ­ში, მათ შო­რის გაგ­რა­ში ჯერ კი­დევ საბ­ჭო­თა დრო­ინ­დე­ლი სა­კა­ნა­ლი­ზი­ციო სის­ტე­მაა, ამი­ტო­მაც, სას­ტუმ­როს მე­პატ­რო­ნე­ე­ბი სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო მი­ლებს პირ­და­პირ ზღვა­ში უშ­ვე­ბენ. ზო­გი­ერთ ად­გი­ლას კი, ის პირ­და­პირ ქუ­ჩა­ში მო­ე­დი­ნე­ბა. ამი­ტო­მაც, ბა­ნა­ო­ბი­სას, ხში­რად შეხ­ვდე­ბით ფე­კა­ლი­ებს.

აფხა­ზეთ­ში ძა­ლი­ან ნო­ტიო კლი­მა­ტია, ამი­ტომ გირ­ჩევთ, ფრთხი­ლად და ყუ­რა­დღე­ბით იყოთ, რად­გან გარ­შე­მო მუდ­მი­ვად სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის მწე­რი და­ცო­ცავს და დაფ­რი­ნავს. აბა­ზა­ნის მი­ღე­ბის დროს კე­დელ­ზე მო­რი­ე­ლი შევ­ნიშ­ნეთ. თუმ­ცა მხო­ლოდ თა­ვი­დან გვე­ში­ნო­და, შემ­დეგ შე­ვეჩ­ვი­ეთ. კი­დევ ერთი, ღმერ­თმა და­გი­ფა­როთ, უეც­რად ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი შე­გექ­მნათ, მა­შინ­ვე და­ი­ქი­რა­ვეთ ტაქ­სი, არ და­ი­ნა­ნოთ ფული და სოჭ­ში წა­დით, თო­რემ შე­იძ­ლე­ბა სა­ნა­ნე­ბე­ლი გა­გიხ­დეთ.

თუმ­ცა ეს ყვე­ლა­ფე­რი არ არის, თუ თქვენ მან­ქა­ნას, თუნ­დაც ფა­სი­ან ავ­ტო­სად­გომ­ზე და­ა­პარ­კინ­გებთ, ეს არ ნიშ­ნავს, რომ მას არ გა­ძარ­ცვა­ვენ, სი­მარ­თლის პოვ­ნას არც შე­ე­ცა­დოთ, მა­ინც ვერ იპო­ვით. თუ ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბას და პრობ­ლე­მე­ბის­თვის თა­ვის არი­დე­ბას შეძ­ლებთ, შე­საძ­ლოა, აფხა­ზეთ­ში დას­ვე­ნე­ბა და­უ­ვი­წყა­რი გახ­დეს", - წერს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რე­ბე­ლი რო­მან ლა­ზა­რი­დი.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მე
2

მიშა რომ არ ყოფილიყო ჩვენც ისე ვიქნებოდით.მისმა რეპომებმა და ახალმ ხედვამ აქცია ეს ქვეყანა ასთად

Solovei
0

მაგის ღირსიც არა ხართ, მსოფლიოს მუწუკებო

ავტორი:

"ერთ დროს შავი ზღვის მარგალიტი იყო. ახლა კი, ტრასაზე ძროხები არიან.. კაფეში თუ მიირთმევთ, დიდი შანსია, მოიწამლოთ" - რუსები აფხაზეთში დასვენებითა და მომსახურებით უკმაყოფილოები არიან

"ერთ დროს შავი ზღვის მარგალიტი იყო. ახლა კი, ტრასაზე ძროხები არიან.. კაფეში თუ მიირთმევთ, დიდი შანსია, მოიწამლოთ" - რუსები აფხაზეთში დასვენებითა და მომსახურებით უკმაყოფილოები არიან

მაღალი ფასები, ელექტროენერგიისა და წყლის ხშირად გათიშვა, ადგილობრივების უტაქტო დამოკიდებულება, გზებზე მძღოლების უკონტროლო მოძრაობა - ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც რუსი დამსვენებლების თქმით, ისინი აფხაზეთში აწყდებიან.

რა მინუს-პლუსები აქვს აფხაზეთში ყოფნას ტურისტისთვის, რა ვერ შეიცვალა წლების განმავლობაში და რა უნდა შეიცვალოს, მათი ხედვით, რომ რეგიონში "დასვენება უსაფრთხო გახდეს", - ეს არის საკითხები, რომლის გარშემოც ყოველი წლის ზაფხულში რუსი დამსვენებლები სოციალურ ქსელებსა და მედიაბლოგებში მსჯელობას არ წყვეტენ.

  • ინტერნეტგამოცემა big-rostov.ru-ს ცნობით, ერთადერთი, რაც აფხაზეთში ჯერჯერობით არ იცვლება და დამსვენებელს იზიდავს, არის ბუნება, სიმწვანე, კარგი სანაპიროები და სუფთა ზღვა.

გამოცემასთან საუბარში, ერთ-ერთი რესპონდენტი ალექსანდრა კალიაგინა ამბობს, რომ "აფხაზეთში ტყეები სავსეა ველური მაიმუნებით და არავინ იცის, საიდან და როდის გამოხტებიან. ამჯერად გადატანითი მნიშვნელობით არ ვგულისხმობ, ნამდვილ ცხოველებზე მაქვს საუბარი, რომლენიც 90-იან წლებში, ომის დროს გაიქცნენ სოხუმის მაიმუნთსაშენიდან და ტყეებში გაიფანტნენ. თუმცა, აქვე უნდა ვთქვათ, რომ არც ისე იშვიათად უხეში, თითქმის ველური დამოკიდებულების გამო, ადგილობრივებსაც ხშირად ეძახიან "ველურ მაიმუნებს", - ამბობს კალიაგინა.

"ომის შემდეგ არ ვყოფილვარ აფხაზეთში. ტურისტული კომპანიები ისეთ ფოტოებს დებდნენ, ვენდე, რატომღაც მეგონა, რომ პატარა ევროპულ კურორტზე მოვდიოდი, სინამდვილეში ერთ დიდ სოფელში ჩამოვედი. ვისაც არ ახსოვს და არც უნახავს, ვერ ხვდება განსხვავებას, მაგრამ ერთ დროს ის მართლაც შავი ზღვის მარგალიტი იყო. ახლა კი, ტრასაზე ძროხები არიან მიმოფანტული და ზანტად იცოხნებიან, ადგილობრივებისთვის არ არსებობს საგზაო მოძრაობის წესები, შუქნიშნები. თუ აფხაზმა მძღოლმა გზაზე რუსულნომრებიან მანქანას მოჰკრა თვალი, უნდა დაასწრო და ან მარჯვნივ, ან სულაც საპირისპირო მიმართულებით უნდა გადახვიდე, თორემ შეიძლება გაგიტანოს, იმიტომ, რომ მისი პრინციპია, გაგასწროს, მასზე წინ არ გაგიშვას", - წერს თეოდორ ბაზილევსკი.

"გაგრის შემდეგ, ბიჭვინთა შეგხვდებათ, ეს არის უნიკალური დასახლება, საუკეთესო საბჭოთა კურორტი. ომის დროს ძალიანაც არ დაზარალებულა. იქ ახლა რუსეთის "ეფესებეს" ბაზაა და სწრაფად აღადგინეს. იმედია, ადგილობრივ მოსახლეობაში არსებული გაურკვევლობა დალაგდება და ხალხი მიხვდება, რომ განვითარება მოაქვს სტაბილურობას და ამის მაგალითი ბიჭვინთაა. ბიჭვინთაში ზოგი ნომერი თანამედროვე რემონტით და ავეჯითაა აღჭურვილი, ზოგიც საბჭოთა დროინდელით.

ბიჭვინთა ძალიან ლამაზი ადგილია, რომელსაც ბამბუკების ხეივანი ამშვენებს. თუმცა იქ, როგორც მთელ რეგიონში ძროხები ლამის წმინდანად არის აღიარებული, მათ ყველგან შეხვდებით, მათ შორის, ცენტრში, შესაბამისად, იქაურობა სავსეა ნაკელით, დასუფთავებაზე არავინ ზრუნავს. და კიდევ, თუ გაინტერესებთ, როგორ გამოიყურებოდა საბჭოთა კავშირის წლებში ტროტუარი, შეგიძლიათ იქ ჩახვიდეთ და ნახოთ", - წერს იულია სურკინა.

  • "ბუნების სილამაზეზე დაუსრულებლად შემიძლია ლაპარაკი, მაგრამ მხოლოდ ამით ტკბობა არ არის საკმარისი, როგორც კი კაფეში ან მსგავს დაწესებულებაში კვებას გადაწყვეტთ, არ დაგავიწყდეთ, რომ მოწამვლის ძალიან დიდი შანსი გაქვთ. არ ვიცი, იქ საერთოდ მუშაობს თუ არა სანიტარული ინსპექცია, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ თავად ვნახე, რა მშვიდად აგროვებს "გაი" მძღოლებისგან თავის "წილს", არ მჯერა, რომ რომელიმე ორგანიზაცია გამართულად მუშაობდეს. შესაძლოა, რომელიმე საოჯახო სასტუმროში დასვენება კვებით შემოგთავაზონ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უსაფრთხოება გარანტირებულია...

ნებისმიერ შენობაში წყალი ან ძალიან თბილია, ან საერთოდ არ მოდის. რამდენიმე ქალაქში, მათ შორის გაგრაში ჯერ კიდევ საბჭოთა დროინდელი საკანალიზიციო სისტემაა, ამიტომაც, სასტუმროს მეპატრონეები საკანალიზაციო მილებს პირდაპირ ზღვაში უშვებენ. ზოგიერთ ადგილას კი, ის პირდაპირ ქუჩაში მოედინება. ამიტომაც, ბანაობისას, ხშირად შეხვდებით ფეკალიებს.

აფხაზეთში ძალიან ნოტიო კლიმატია, ამიტომ გირჩევთ, ფრთხილად და ყურადღებით იყოთ, რადგან გარშემო მუდმივად სხვადასხვა სახეობის მწერი დაცოცავს და დაფრინავს. აბაზანის მიღების დროს კედელზე მორიელი შევნიშნეთ. თუმცა მხოლოდ თავიდან გვეშინოდა, შემდეგ შევეჩვიეთ. კიდევ ერთი, ღმერთმა დაგიფაროთ, უეცრად ჯანმრთელობის პრობლემები შეგექმნათ, მაშინვე დაიქირავეთ ტაქსი, არ დაინანოთ ფული და სოჭში წადით, თორემ შეიძლება სანანებელი გაგიხდეთ.

თუმცა ეს ყველაფერი არ არის, თუ თქვენ მანქანას, თუნდაც ფასიან ავტოსადგომზე დააპარკინგებთ, ეს არ ნიშნავს, რომ მას არ გაძარცვავენ, სიმართლის პოვნას არც შეეცადოთ, მაინც ვერ იპოვით. თუ ამ ყველაფრის გათვალისწინებას და პრობლემებისთვის თავის არიდებას შეძლებთ, შესაძლოა, აფხაზეთში დასვენება დაუვიწყარი გახდეს", - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი რომან ლაზარიდი.