საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა მონაწილეობა მიიღო ვილნიუსში გამართულ "თავისუფალი რუსეთის კონგრესში“
“ვილნიუსში იმართება "თავისუფალი რუსეთის კონგრესი," რომელშიც მონაწილეობს 40-ზე მეტი ქვეყნის წამომადგენელი და მიხარია, რომ საქართველოც წარმოდგენილია "პუტინის მოწინააღმდეგეთა" რიგებში”, - წერს მერაბიშვილი.
აღსანიშნავია, რომ მომხსენებლთა და სტუმართა შორის იყვნენ მიხაილ ხადარკოვსკი, ანდრიუს კუბილიუსი, ოლექსეი არესტოვიჩი, გარი კასპაროვი და სხვები.
ვანო მერაბიშვილმა კონგრესში მონაწილეობის ამსახველი ფოტოებიც გამოაქვეყნა.
ცნობისთვის, კონგრესში მონაწილეობდნენ ის ადამიანები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან უკრაინაში რუსეთის შეჭრასა და ომს. მათ შორის რუსი ოპოზიციონერები და სამოქალაქო აქტივისტები.
ანეკდოტია ალბათ!?
ალბათ გამოვიდა და წაიკითხა მოხსენება სათაურით ,,Pecunia non olet" ლათინურ ენაზე ძველი რომაული აქცენტით.