მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქალს პისტოლეტი, ფაქტობრივად, თავზე მიაბჯინეს, მაგრამ... - არგენტინის ვიცე-პრეზიდენტი კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერი სიკვდილს სასწაულით გადაურჩა
ქალს პისტოლეტი, ფაქტობრივად, თავზე მიაბჯინეს, მაგრამ... - არგენტინის ვიცე-პრეზიდენტი კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერი სიკვდილს სასწაულით გადაურჩა

არ­გენ­ტი­ნის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი კრის­ტი­ნა ფერ­ნან­დეს დე კირშნე­რი სიკ­ვდილს სას­წა­უ­ლით გა­და­ურ­ჩა. 35 წლის მა­მა­კაც­მა პის­ტო­ლე­ტი, ფაქ­ტობ­რი­ვად, თავ­ზე მი­აბ­ჯი­ნა, მაგ­რამ ია­რაღ­მა არ გა­ის­რო­ლა... რო­გორ ირ­კვე­ვა, ტყვია გა­ი­ჭე­და.

შემ­თხვე­ვა ბუ­ე­ნოს-აი­რეს­ში მოხ­და, იმ დროს, რო­დე­საც ქალი ქუ­ჩა­ში გა­მო­სულ მხარ­დამ­ჭე­რებს ესალ­მე­ბო­და. არ­გენ­ტი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ალ­ბერ­ტო ფერ­ნან­დე­სის თქმით, ია­რა­ღი და­ტე­ნი­ლი იყო და დე კირშნე­რი მხო­ლოდ შემ­თხვე­ვით გა­დარ­ჩა.

"კრის­ტი­ნა ცო­ცხა­ლია, რად­გან ია­რაღ­მა, რო­მელ­შიც ხუთი ტყვია იდო, ტექ­ნი­კუ­რი მი­ზე­ზის გამო არ გა­ის­რო­ლა“, - გა­ნა­ცხა­და სა­ხელ­მწი­ფოს ლი­დერ­მა. მისი თქმით, ეს მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი ინ­ცი­დენ­ტია 1983 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, რაც ქვე­ყა­ნა სამ­ხედ­რო დიქ­ტა­ტუ­რი­დან დე­მოკ­რა­ტი­ულ მმარ­თვე­ლო­ბა­ზე გა­და­ვი­და.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა გავ­რცელ­და, რო­მელ­შიც ჩანს, რო­დე­საც კირშნე­რი თა­ვის მხარ­დამ­ჭე­რებს ესალ­მე­ბა, მა­მა­კა­ცი ზე­ვით რო­გორც წევს ია­რაღს და ცდი­ლობს, სა­ხე­ში ეს­რო­ლოს. ამის შემ­დეგ ქალი თავს დაბ­ლა ხრის, მაგ­რამ გას­რო­ლის ხმა არ ის­მის.

ინ­ცი­დენ­ტი იმ ფონ­ზე მოხ­და, რო­დე­საც არ­გენ­ტი­ნის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ კო­რუფ­ცი­ის საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს. საქ­მე შე­ე­ხე­ბა პე­რი­ოდს, რო­დე­საც პო­ლი­ტი­კო­სი არ­გენ­ტი­ნის პრე­ზი­დენ­ტის პოსტს იკა­ვებ­და.

თუ კრის­ტი­ნა ფერ­ნან­დეს დე კირშნე­რის წი­ნა­აღ­მდეგ წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბა დამ­ტკიც­დე­ბა, მას 12 წლით პა­ტიმ­რო­ბა და­ე­მუქ­რე­ბა და სა­მუ­და­მოდ აეკ­რძა­ლე­ბა სა­ხელ­მწი­ფო თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბის და­კა­ვე­ბა. მაგ­რამ მა­ში­ნაც კი, თუ კირშნე­რი დამ­ნა­შა­ვედ ცნეს, ის პირ­და­პირ ცი­ხე­ში არ წავა, რად­გან არ­ჩე­უ­ლი სე­ნა­ტო­რის სა­პარ­ლა­მენ­ტო იმუ­ნი­ტე­ტით სარ­გებ­ლობს. საქ­მე­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას, სა­ვა­რა­უ­დოდ, რამ­დე­ნი­მე თვე დას­ჭირ­დე­ბა. წყა­რო

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტოტო
0

ამ ქალბატონს,რომელსაც მინიმუმ 12 წლიანი ციხე ემუქრება,მაგრად გაუმართლა

და უამრავი მხარდაჭერი გამოუჩნდა,თან დაჩაგრულის იმიჯიც აქვს.

იარღმა არ გაისროლა ? გაჩალიჩებული ხომ არ იყო ? იქნებ იმ ტიპს ფული გადაუხადეს,დიდი ფული ... 

პაპა
0

მე გავიგე, რომ ტიპს ჩინური ,,კენჭები,, ჰქონიაო!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ქალს პისტოლეტი, ფაქტობრივად, თავზე მიაბჯინეს, მაგრამ... - არგენტინის ვიცე-პრეზიდენტი კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერი სიკვდილს სასწაულით გადაურჩა

ქალს პისტოლეტი, ფაქტობრივად, თავზე მიაბჯინეს, მაგრამ... - არგენტინის ვიცე-პრეზიდენტი კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერი სიკვდილს სასწაულით გადაურჩა

არგენტინის ვიცე-პრეზიდენტი კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერი სიკვდილს სასწაულით გადაურჩა. 35 წლის მამაკაცმა პისტოლეტი, ფაქტობრივად, თავზე მიაბჯინა, მაგრამ იარაღმა არ გაისროლა... როგორ ირკვევა, ტყვია გაიჭედა.

შემთხვევა ბუენოს-აირესში მოხდა, იმ დროს, როდესაც ქალი ქუჩაში გამოსულ მხარდამჭერებს ესალმებოდა. არგენტინის პრეზიდენტის ალბერტო ფერნანდესის თქმით, იარაღი დატენილი იყო და დე კირშნერი მხოლოდ შემთხვევით გადარჩა.

"კრისტინა ცოცხალია, რადგან იარაღმა, რომელშიც ხუთი ტყვია იდო, ტექნიკური მიზეზის გამო არ გაისროლა“, - განაცხადა სახელმწიფოს ლიდერმა. მისი თქმით, ეს მკვლელობის მცდელობა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ინციდენტია 1983 წლიდან მოყოლებული, რაც ქვეყანა სამხედრო დიქტატურიდან დემოკრატიულ მმართველობაზე გადავიდა.

სოციალურ ქსელში მკვლელობის მცდელობის ამსახველი ვიდეომასალა გავრცელდა, რომელშიც ჩანს, როდესაც კირშნერი თავის მხარდამჭერებს ესალმება, მამაკაცი ზევით როგორც წევს იარაღს და ცდილობს, სახეში ესროლოს. ამის შემდეგ ქალი თავს დაბლა ხრის, მაგრამ გასროლის ხმა არ ისმის.

ინციდენტი იმ ფონზე მოხდა, როდესაც არგენტინის ვიცე-პრეზიდენტის წინააღმდეგ კორუფციის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმე შეეხება პერიოდს, როდესაც პოლიტიკოსი არგენტინის პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.

თუ კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება დამტკიცდება, მას 12 წლით პატიმრობა დაემუქრება და სამუდამოდ აეკრძალება სახელმწიფო თანამდებობების დაკავება. მაგრამ მაშინაც კი, თუ კირშნერი დამნაშავედ ცნეს, ის პირდაპირ ციხეში არ წავა, რადგან არჩეული სენატორის საპარლამენტო იმუნიტეტით სარგებლობს. საქმეზე გადაწყვეტილების მიღებას, სავარაუდოდ, რამდენიმე თვე დასჭირდება. წყარო