კონფლიქტები
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გახსენი შენი სამყარო - Galaxy Z Flip4 და Fold4-ის გაყიდვები დაიწყო
გახსენი შენი სამყარო - Galaxy Z Flip4 და Fold4-ის გაყიდვები დაიწყო

გახ­სე­ნი შენი სამ­ყა­რო ახალ Galaxy Z Flip4 და Fold4-თან ერ­თად. სამ­სუნ­გის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პარტნი­ო­რე­ბის მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლებ­ში უახ­ლე­სი და­სა­კეც ეკ­რა­ნი­ა­ნი სმარ­ტფო­ნე­ბის გა­ყიდ­ვე­ბი უკვე და­ი­წყო. სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლე სამ­სუნ­გის ერ­თგულ მომ­ხმა­რებ­ლებს - თუ 11 სექ­ტემ­ბრის ჩათ­ვლით შე­ი­ძენ Galaxy Z Fold4-სა და Flip4-ს სამ­სუნ­გის ოფი­ცი­ა­ლურ ჰო­ლოგ­რა­მით, სა­ჩუქ­რად სმარტ სა­ათს Galaxy Watch4-სა და ეკ­რა­ნის 1 წლი­ან გა­რან­ტი­ას მი­ი­ღებ; ასე­ვე, მოქ­მე­დებს Trade-In აქ­ცი­აც - შე­გიძ­ლია მი­ი­ტა­ნო შენი არ­სე­ბუ­ლი სმარ­ტფო­ნი, გაც­ვა­ლო უახ­ლეს ფლაგ­მან­ზე და მი­ი­ღო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ფას­დაკ­ლე­ბა. ყო­ველ­თვის გახ­სოვ­დეს, რომ შე­ი­ძი­ნო სამ­სუნ­გის სმარ­ტფო­ნი მხო­ლოდ სამ­სუნ­გის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ჰო­ლოგ­რა­მით.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 10 აგ­ვის­ტოს გლო­ბა­ლუ­რი პრე­ზენ­ტა­ცი­ის დროს, კომ­პა­ნი­ამ ახა­ლი თა­ო­ბის და­სა­კეც ეკ­რა­ნი­ა­ნი სმარ­ტფო­ნე­ბი წა­რად­გი­ნა:

Samsung Galaxy Z Flip4 - და­სა­კეც ეკ­რა­ნი­ა­ნი სმარ­ტფო­ნე­ბის ინ­დუსტრი­ის ყვე­ლა­ზე ელე­გან­ტუ­რი და თვალ­წარმ­ტა­ცი წარ­მო­მად­გე­ნე­ლია, რო­მელ­შიც წი­ნა­მორ­ბედ მო­დე­ლებ­თან შა­და­რე­ბით გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია რო­გორც ვი­ზუ­ა­ლუ­რი მხა­რე, ასე­ვე ტექ­ნი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. Z Flip4 წარ­მო­ად­გენს დღე­ი­სათ­ვის ყვე­ლა­ზე უჩ­ვე­უ­ლო და არას­ტან­დარ­ტუ­ლი ფორ­მის სმარ­ტფონს და შექ­მნი­ლია იმი­სათ­ვის, რომ იქ­ცეს თა­ვი­სი მფლო­ბე­ლის სტი­ლის დო­მი­ნან­ტურ აქ­სე­სუ­ა­რად. Galaxy Z Flip4-ის იდეა მარ­ტი­ვი და გე­ნი­ა­ლუ­რია. და­კე­ცილ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ის წარ­მო­ად­გენს მომცრო ზო­მის დახ­ვე­წილ და ელე­გან­ტურ ნივთს პა­ტა­რა, საკ­მა­ოდ ფუნ­ქცი­უ­რი ეკ­რა­ნით, ხოლო გაშ­ლილ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ის იქ­ცე­ვა ძა­ლი­ან თხელ, ფლაგ­მა­ნურ Galaxy სმარ­ტფო­ნად. უნი­კა­ლუ­რი და­სა­კე­ცი მე­ქა­ნიზ­მის წყა­ლო­ბით, Galaxy Z Flip4 გვთა­ვა­ზობს კა­მე­რის სრუ­ლი­ად განხსვა­ვე­ბულ გა­მოც­დი­ლე­ბას. ე.წ. Flex რე­ჟიმ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია მი­ვი­ღოთ კა­მე­რის სა­სურ­ვე­ლი რა­კურ­სი და გა­და­ვი­ღოთ ფოტო და ვი­დეო დის­ტან­ცი­უ­რად, ხე­ლის ან და­მა­ტე­ბი­თი შტა­ტი­ვის გა­მო­ყე­ნე­ბის გა­რე­შე. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია Samsung-ისა და Meta-ს პარტნი­ო­რო­ბა, რის შე­დე­გა­დაც ახა­ლი Z Flip4-ის კა­მე­რის პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა ოპ­ტი­მი­ზი­რე­ბუ­ლია პო­პუ­ლა­რუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი­სათ­ვის (Facebook, Instagram, WhatsApp).

Galaxy Z Flip4 ძა­ლი­ან და­ცუ­ლი სმარ­ტფო­ნია. და­კე­ცილ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მას ორი­ვე მხრი­დან Corning Gorilla Glass Victus+ იცავს, ხოლო სმარ­ტფო­ნის ჩარ­ჩო ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე ბრო­ნი­რე­ბუ­ლი ალუ­მი­ნის შე­ნად­ნო­ბის­გან შედ­გე­ბა. შიდა ეკ­რა­ნი პო­ლი­ე­თი­ლე­ნის ფი­რი­თაა და­ცუ­ლი ნა­კაწ­რე­ბის­გან, ხოლო უშუ­ა­ლოდ სმარ­ტფო­ნის კორ­პუ­სი და­ცუ­ლია IPX8 სტან­დარ­ტით წყლის­გან. Galaxy Z Flip4-ის ეკ­რა­ნი და­ტეს­ტი­ლია 200 000 და­კეც­ვა გახ­სნა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ, რის შემ­დე­გაც მისი მუ­შა­ო­ბის მე­ქა­ნიზ­მში არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ Galaxy Z Flip4 მე­ტად სტილ­ზე და დი­ზა­ინ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სმარ­ტფო­ნია, მას­ში სამ­სუნ­გი უმძლავ­რეს მა­ხა­სი­ა­თებ­ლებს იყე­ნებს. Galaxy Z Flip4 აღ­ჭურ­ვი­ლია Qualocmm-ის ფლაგ­მა­ნუ­რი 4 ნა­ნო­მეტ­რი­ა­ნი Snapdragon 8 Gen 1 პორ­ცე­სო­რით, 8GB LPDDR5 ოპე­რა­ტი­უ­ლი მეხ­სი­ე­რე­ბით და 256GB UFS 3.1 სტან­დარ­ტის ვინ­ჩეს­ტე­რით. Z Flip4-ში ელე­მენ­ტის მო­ცუ­ლო­ბა 3,700 mAh-მდე გა­ი­ზარ­და, რომ­ლის 50%-მდე და­სა­მუხ­ტად, სუ­პერ სწრა­ფი და­მუხ­ტვის მეშ­ვე­ო­ბით, მხო­ლოდ 30 წუ­თია საკ­მა­რი­სი.

Galaxy Z Flip4 ხელ­მი­საწ­ვდო­მია 4 ფერ­ში: შავი, ლურ­ჯი, ვარ­დის­ფე­რი და ია­სამ­ნის­ფე­რი.

Samsung Galaxy Z Fold4 - ეს არის Samsung-ის მიერ შექ­მნი­ლი ყვე­ლა­ზე მძლავ­რი, მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი და ინო­ვა­ცი­უ­რი სმარ­ტფო­ნი. სტან­დარ­ტულ მო­ბი­ლურ მო­წყო­ბი­ლო­ბებ­თან შე­და­რე­ბით, ის ბევ­რად მეტ შე­საძ­ლებ­ლო­ბას გვთა­ვა­ზობს, რაც პირ­ველ რიგ­ში მისი ფორ­მი­დან და კონ­ცეფ­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს. სტან­დარ­ტუ­ლი ზო­მის სმარ­ტფო­ნი­დან, ჩვენ შეგ­ვიძ­ლია მი­ვი­ღოთ 7.6 ინ­ჩი­ა­ნი ტაბი, რო­მელ­შიც ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა უფრო სწრა­ფად, მარ­ტი­ვად და ხა­რის­ხი­ა­ნად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი.

Z Fold4-ში რა­მო­დე­ნი­მე აპ­ლი­კა­ცი­ა­ში პა­რა­ლე­ლუ­რად მუ­შა­ო­ბა და რა­მო­დე­ნი­მე ამო­ცა­ნის ერ­თდრო­უ­ლად შეს­რუ­ლე­ბა ახლა ბევ­რად უფრო მარ­ტი­ვია. ამა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია სამ­სუნ­გის უახ­ლე­სი ინ­ტერ­ფე­ი­სი One UI 4.1, რო­მე­ლიც მაქ­სი­მა­ლუ­რად არის მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პერ­სო­ნა­ლუ­რი კომ­პი­უ­ტე­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­თან. სამ­სუნ­გის Google-თან და Microsoft-თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბამ, შე­საძ­ლე­ბე­ლი გა­ხა­და აპ­ლი­კა­ცი­ებს შო­რის მარ­ტი­ვი ინ­ტე­რაქ­ცია და სმარ­ტფონ­ში მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა გა­რე­თა ეკ­რანს ის უსა­ზღვრო O ტი­პის 6.2’’ ინ­ჩი­ა­ნი დი­ნა­მი­უ­რი AMOLED-ია ადაპ­ტი­რე­ბა­დი სიხ­ში­რით 120-სა და 48Hz-ს შო­რის. რო­გორც წინა Fold სე­რი­ის მო­დე­ლებ­ში Fold4-ის გა­რე­თა ეკ­რა­ნით ნე­ბის­მი­ე­რი ფუნ­ქცი­ის შეს­რუ­ლე­ბა და ნე­ბის­მი­ე­რი აპ­ლი­კა­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

რო­გორც ყვე­ლა­ზე მძლავრ და ინო­ვა­ცი­ურ პრო­დუქტს შე­ე­ფე­რე­ბა, Galaxy Z Fold4-ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია ამ დრო­ი­სათ­ვის მო­ბი­ლურ მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის სამ­ყა­რო­ში სა­უ­კე­თე­სო 4nm-იანი Qualcomm-ის Snapdragon® 8 Gen 1 პრო­ცე­სო­რი, 12GB LPDDR5 სტან­დარ­ტის ოპე­რა­ტი­უ­ლი მეხ­სი­ე­რე­ბა და 256GB მო­ცუ­ლო­ბის UFS 3.1 სტან­და­ტის მეხ­სი­ე­რე­ბა. მოკ­ლედ რომ ვთქვათ Galaxy Z Fold4 წარ­მო­ად­გენს მო­ბი­ლურ მო­წყო­ბი­ლო­ბებ­ში დღე­ი­სათ­ვის არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა­ზე მძლავ­რი კომ­პო­ნენ­ტე­ბის ნაკ­რებს, რო­მელ­საც უნი­ვერ­სა­ლუ­რი და­სა­კე­ცი ეკ­რა­ნი აქვს. აქ ასე­ვე გვაქვს 5G ქსე­ლის მხარ­და­ჭე­რა, ორი SIM ბა­რა­თი და ელექტრო­ნუ­ლი SIM.

წი­ნა­მორ­ბედ მო­დელ­თან შე­და­რე­ბით, Fold4-ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი 50 MP-იანი მთა­ვა­რი კა­მე­რა გაზ­რდი­ლი სენ­სო­რით და ახა­ლი თა­ო­ბის ოპ­ტი­კუ­რი სტა­ბი­ლი­ზა­ტო­რით. Galaxy Z Fold4-ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ინო­ვა­ცი­უ­რი ეკ­რანს მიღ­მა ფრონ­ტა­ლუ­რი კა­მე­რა, რო­მე­ლიც სტან­დარ­ტუ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბი­სას არ ჩანს და მისი კონ­ტუ­რი მხო­ლოდ მა­შინ ჩნდე­ბა, რო­დე­საც ფრონ­ტა­ლურ კა­მე­რას ვი­ყე­ნებთ. ასე­თი სა­ინ­ტე­რე­სო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სამ­სუნ­გის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გამჭვვირ­ვა­ლე პიქ­სე­ლე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ით გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი.

Galaxy Z Fold4-ის დიდი და არას­ტან­დარ­ტუ­ლი ფორ­მის ეკ­რა­ნი იდე­ა­ლუ­რია S Pen-ით მუ­შა­ო­ბი­სათ­ვის და რა თქმა უნდა მას აქვს S Pen-ის მხარ­და­ჭე­რა (თავ­სე­ბა­დია მხო­ლოდ S Pen Fold Edition სე­რი­ას­თან). S Pen-ის სა­შუ­ა­ლე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია ეკ­რა­ნი­დან ნე­ბის­მი­ე­რი ზო­მი­სა და ფორ­მის ფრაგ­მენ­ტის ამოჭ­რა უფო­ნო ფორ­მა­ტით, უცხო­ე­ნო­ვან ტექ­სტებ­თან მუ­შა­ო­ბი­სას სი­ტყვე­ბის თარ­გმნა, ხელ­ნა­წე­რის ბეჭ­დურ ტექ­სტად ქცე­ვა, სრულ­ყო­ფი­ლი ციფ­რუ­ლი ხატ­ვის გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბა, უფრო სწრა­ფი ნა­ვი­გა­ცია ინ­ტერ­ფე­ის­ში და მრა­ვა­ლი სხვა.

Galaxy Z Fold4 ხელ­მი­საწ­ვდო­მია 3 ფერ­ში: შავი, მწვა­ნე და კრე­მის­ფე­რი.

ამ მო­დე­ლე­ბის შე­ძე­ნა სამ­სუნ­გის ოფი­ცი­ა­ლურ პარტნი­ო­რე­ბის მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლებ­სა და მათი ვებ-გვერ­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი; ოფი­ცი­ა­ლუ­რი პარტნი­ო­რე­ბი არი­ან: ალტა, ელიტ ელექტრო­ნიკ­სი, მე­გა­ტექ­ნი­კა, მეტ­რო­მარ­ტი, კონ­ტაქტ ჰო­უ­მი და ყვე­ლა ის მა­ღა­ზია, სა­დაც სამ­სუნ­გის სმარ­ტფო­ნებს ოფი­ცი­ა­ლუ­რი ჰო­ლოგ­რა­მით ნა­ხავ. გახ­სოვ­დეს - ჰო­ლოგ­რა­მა გი­ცავს.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

გახსენი შენი სამყარო - Galaxy Z Flip4 და Fold4-ის გაყიდვები დაიწყო

გახსენი შენი სამყარო - Galaxy Z Flip4 და Fold4-ის გაყიდვები დაიწყო

გახსენი შენი სამყარო ახალ Galaxy Z Flip4 და Fold4-თან ერთად. სამსუნგის ოფიციალური პარტნიორების მაღაზიათა ქსელებში უახლესი დასაკეც ეკრანიანი სმარტფონების გაყიდვები უკვე დაიწყო. სასიამოვნო სიახლე სამსუნგის ერთგულ მომხმარებლებს - თუ 11 სექტემბრის ჩათვლით შეიძენ Galaxy Z Fold4-სა და Flip4-ს სამსუნგის ოფიციალურ ჰოლოგრამით, საჩუქრად სმარტ საათს Galaxy Watch4-სა და ეკრანის 1 წლიან გარანტიას მიიღებ; ასევე, მოქმედებს Trade-In აქციაც - შეგიძლია მიიტანო შენი არსებული სმარტფონი, გაცვალო უახლეს ფლაგმანზე და მიიღო განსაკუთრებული ფასდაკლება. ყოველთვის გახსოვდეს, რომ შეიძინო სამსუნგის სმარტფონი მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით.

შეგახსენებთ, რომ 10 აგვისტოს გლობალური პრეზენტაციის დროს, კომპანიამ ახალი თაობის დასაკეც ეკრანიანი სმარტფონები წარადგინა:

Samsung Galaxy Z Flip4 - დასაკეც ეკრანიანი სმარტფონების ინდუსტრიის ყველაზე ელეგანტური და თვალწარმტაცი წარმომადგენელია, რომელშიც წინამორბედ მოდელებთან შადარებით გაუმჯობესებულია როგორც ვიზუალური მხარე, ასევე ტექნიკური შესაძლებლობები. Z Flip4 წარმოადგენს დღეისათვის ყველაზე უჩვეულო და არასტანდარტული ფორმის სმარტფონს და შექმნილია იმისათვის, რომ იქცეს თავისი მფლობელის სტილის დომინანტურ აქსესუარად. Galaxy Z Flip4-ის იდეა მარტივი და გენიალურია. დაკეცილ მდგომარეობაში ის წარმოადგენს მომცრო ზომის დახვეწილ და ელეგანტურ ნივთს პატარა, საკმაოდ ფუნქციური ეკრანით, ხოლო გაშლილ მდგომარეობაში ის იქცევა ძალიან თხელ, ფლაგმანურ Galaxy სმარტფონად. უნიკალური დასაკეცი მექანიზმის წყალობით, Galaxy Z Flip4 გვთავაზობს კამერის სრულიად განხსვავებულ გამოცდილებას. ე.წ. Flex რეჟიმში შესაძლებელია მივიღოთ კამერის სასურველი რაკურსი და გადავიღოთ ფოტო და ვიდეო დისტანციურად, ხელის ან დამატებითი შტატივის გამოყენების გარეშე. აღსანიშნავია Samsung-ისა და Meta-ს პარტნიორობა, რის შედეგადაც ახალი Z Flip4-ის კამერის პროგრამული უზრუნველყოფა ოპტიმიზირებულია პოპულარული სოციალური ქსელებისათვის (Facebook, Instagram, WhatsApp).

Galaxy Z Flip4 ძალიან დაცული სმარტფონია. დაკეცილ მდგომარეობაში მას ორივე მხრიდან Corning Gorilla Glass Victus+ იცავს, ხოლო სმარტფონის ჩარჩო ულტრათანამედროვე ბრონირებული ალუმინის შენადნობისგან შედგება. შიდა ეკრანი პოლიეთილენის ფირითაა დაცული ნაკაწრებისგან, ხოლო უშუალოდ სმარტფონის კორპუსი დაცულია IPX8 სტანდარტით წყლისგან. Galaxy Z Flip4-ის ეკრანი დატესტილია 200 000 დაკეცვა გახსნაზე დაკვირვების ქვეშ, რის შემდეგაც მისი მუშაობის მექანიზმში არაფერი შეცვლილა. მიუხედავად იმისა, რომ Galaxy Z Flip4 მეტად სტილზე და დიზაინზე ორიენტირებული სმარტფონია, მასში სამსუნგი უმძლავრეს მახასიათებლებს იყენებს. Galaxy Z Flip4 აღჭურვილია Qualocmm-ის ფლაგმანური 4 ნანომეტრიანი Snapdragon 8 Gen 1 პორცესორით, 8GB LPDDR5 ოპერატიული მეხსიერებით და 256GB UFS 3.1 სტანდარტის ვინჩესტერით. Z Flip4-ში ელემენტის მოცულობა 3,700 mAh-მდე გაიზარდა, რომლის 50%-მდე დასამუხტად, სუპერ სწრაფი დამუხტვის მეშვეობით, მხოლოდ 30 წუთია საკმარისი.

Galaxy Z Flip4 ხელმისაწვდომია 4 ფერში: შავი, ლურჯი, ვარდისფერი და იასამნისფერი.

Samsung Galaxy Z Fold4 - ეს არის Samsung-ის მიერ შექმნილი ყველაზე მძლავრი, მულტიფუნქციური და ინოვაციური სმარტფონი. სტანდარტულ მობილურ მოწყობილობებთან შედარებით, ის ბევრად მეტ შესაძლებლობას გვთავაზობს, რაც პირველ რიგში მისი ფორმიდან და კონცეფციიდან გამომდინარეობს. სტანდარტული ზომის სმარტფონიდან, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ 7.6 ინჩიანი ტაბი, რომელშიც ნებისმიერი ტიპის დავალების შესრულება უფრო სწრაფად, მარტივად და ხარისხიანად არის შესაძლებელი.

Z Fold4-ში რამოდენიმე აპლიკაციაში პარალელურად მუშაობა და რამოდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულება ახლა ბევრად უფრო მარტივია. ამაზე პასუხისმგებელია სამსუნგის უახლესი ინტერფეისი One UI 4.1, რომელიც მაქსიმალურად არის მიახლოებული პერსონალური კომპიუტერის შესაძლებლობებთან. სამსუნგის Google-თან და Microsoft-თან თანამშრომლობამ, შესაძლებელი გახადა აპლიკაციებს შორის მარტივი ინტერაქცია და სმარტფონში მუშაობის გამოცდილების გაუმჯობესება. რაც შეეხება გარეთა ეკრანს ის უსაზღვრო O ტიპის 6.2’’ ინჩიანი დინამიური AMOLED-ია ადაპტირებადი სიხშირით 120-სა და 48Hz-ს შორის. როგორც წინა Fold სერიის მოდელებში Fold4-ის გარეთა ეკრანით ნებისმიერი ფუნქციის შესრულება და ნებისმიერი აპლიკაციის გამოყენებაა შესაძლებელი.

როგორც ყველაზე მძლავრ და ინოვაციურ პროდუქტს შეეფერება, Galaxy Z Fold4-ში გამოყენებულია ამ დროისათვის მობილურ მოწყობილობების სამყაროში საუკეთესო 4nm-იანი Qualcomm-ის Snapdragon® 8 Gen 1 პროცესორი, 12GB LPDDR5 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერება და 256GB მოცულობის UFS 3.1 სტანდატის მეხსიერება. მოკლედ რომ ვთქვათ Galaxy Z Fold4 წარმოადგენს მობილურ მოწყობილობებში დღეისათვის არსებული ყველაზე მძლავრი კომპონენტების ნაკრებს, რომელსაც უნივერსალური დასაკეცი ეკრანი აქვს. აქ ასევე გვაქვს 5G ქსელის მხარდაჭერა, ორი SIM ბარათი და ელექტრონული SIM.

წინამორბედ მოდელთან შედარებით, Fold4-ში გამოიყენება გაუმჯობესებული 50 MP-იანი მთავარი კამერა გაზრდილი სენსორით და ახალი თაობის ოპტიკური სტაბილიზატორით. Galaxy Z Fold4-ში გამოიყენება ინოვაციური ეკრანს მიღმა ფრონტალური კამერა, რომელიც სტანდარტული გამოყენებისას არ ჩანს და მისი კონტური მხოლოდ მაშინ ჩნდება, როდესაც ფრონტალურ კამერას ვიყენებთ. ასეთი საინტერესო გადაწყვეტილება სამსუნგის მიერ შემუშავებული გამჭვვირვალე პიქსელების ტექნოლოგიით გახდა შესაძლებელი.

Galaxy Z Fold4-ის დიდი და არასტანდარტული ფორმის ეკრანი იდეალურია S Pen-ით მუშაობისათვის და რა თქმა უნდა მას აქვს S Pen-ის მხარდაჭერა (თავსებადია მხოლოდ S Pen Fold Edition სერიასთან). S Pen-ის საშუალებით შესაძლებელია ეკრანიდან ნებისმიერი ზომისა და ფორმის ფრაგმენტის ამოჭრა უფონო ფორმატით, უცხოენოვან ტექსტებთან მუშაობისას სიტყვების თარგმნა, ხელნაწერის ბეჭდურ ტექსტად ქცევა, სრულყოფილი ციფრული ხატვის გამოცდილების მიღება, უფრო სწრაფი ნავიგაცია ინტერფეისში და მრავალი სხვა.

Galaxy Z Fold4 ხელმისაწვდომია 3 ფერში: შავი, მწვანე და კრემისფერი.

ამ მოდელების შეძენა სამსუნგის ოფიციალურ პარტნიორების მაღაზიათა ქსელებსა და მათი ვებ-გვერდების საშუალებით არის შესაძლებელი; ოფიციალური პარტნიორები არიან: ალტა, ელიტ ელექტრონიკსი, მეგატექნიკა, მეტრომარტი, კონტაქტ ჰოუმი და ყველა ის მაღაზია, სადაც სამსუნგის სმარტფონებს ოფიციალური ჰოლოგრამით ნახავ. გახსოვდეს - ჰოლოგრამა გიცავს.

R