კონფლიქტები
მსოფლიო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რა იქნება, რომ ტყემლის ყვავილობა დღესასწაულად ვაქციოთ?!" - ხონელი პროფესორი საინტერესო ინიციატივით: ულამაზესი კარ-მიდამო და საოჯახო მეურნეობა გორდში
"რა იქნება, რომ ტყემლის ყვავილობა დღესასწაულად ვაქციოთ?!" - ხონელი პროფესორი საინტერესო ინიციატივით: ულამაზესი კარ-მიდამო და საოჯახო მეურნეობა გორდში

იკი­თხავთ, ალ­ბათ, სად სა­კუ­რა და სად ტყე­მა­ლიო? - მაგ­რამ ამი­სათ­ვის ამ სტა­ტი­ის გაც­ნო­ბა ღირს...

სა­კუ­რა დე­კო­რა­ტი­უ­ლი ალუ­ბა­ლია. ყვა­ვი­ლობს გა­ზა­ფხულ­ზე - მარ­ტი­დან აპ­რი­ლამ­დე. ყვა­ვი­ლე­ბის შე­ფე­რი­ლო­ბა მუქი წი­თე­ლი, მკვეთ­რი ვარ­დის­ფე­რი ან თეთ­რია. ინ­ტენ­სი­უ­რად იზ­რდე­ბა უმე­ტე­სად ია­პო­ნი­ა­ში, ჩი­ნეთ­სა და აშშ-ში. საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი ტო­ტე­ბი აქვს. მისი სი­ლა­მა­ზით მო­ხიბ­ლულ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ხეს ტოტს მო­ა­ტეხს, „ყვა­ვი­ლე­ბის ქურ­დს“ უწო­დე­ბენ, რაც ია­პო­ნი­ა­ში ცოდ­ვად ით­ვლე­ბა. სა­კუ­რა თუ "ჭრი­ლო­ბის­გან“ არ გა­ნი­კურ­ნა, შე­იძ­ლე­ბა, ერ­თბა­შად გახ­მეს კი­დეც.

ეს მცე­ნა­რე ია­პო­ნე­ლე­ბის მიერ ძველ­თა­გან­ვე პა­ტივ­ცე­მუ­ლი იყო. ია­პო­ნი­ი­სა და ია­პო­ნუ­რი კულ­ტუ­რის სიმ­ბო­ლოდ ით­ვლე­ბა. 1992 წლის 27 მარ­ტი­დან კი „ია­პო­ნუ­რი სა­კუ­რას სა­ზო­გა­დო­ე­ბა“ სა­კუ­რას ყვა­ვი­ლო­ბის დღე­სას­წა­ულს აღ­ნიშ­ნავს. ია­პო­ნე­ლე­ბის­თვის სა­კუ­რას ყვა­ვი­ლო­ბა დიდი დღე­სას­წა­უ­ლია, რო­მელ­საც მო­სახ­ლე­ო­ბა აქ­ტი­უ­რად ეგე­ბე­ბა, ხა­რობს, ზე­ი­მობს. ულა­მა­ზე­სი სა­ნა­ხა­ო­ბაა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში კი ტყემ­ლის ყვა­ვი­ლო­ბას არა­ფე­რი შე­ედ­რე­ბა, სა­ოც­რად ლა­მა­ზი რამ არის. თან, ასე­თი დღე­სას­წა­უ­ლე­ბი გვაკ­ლია და რა იქ­ნე­ბა, რომ ტყემ­ლის ყვა­ვი­ლო­ბა დღე­სას­წა­უ­ლად ვაქ­ცი­ოთ?!

გა­და­სა­რე­ვი რამ იქ­ნე­ბა. როცა ტყე­მა­ლი ყვა­ვის, მა­შინ სხვა არა­ფე­რი ყვა­ვი­ლობს და ბუ­ნე­ბის ამ მოვ­ლე­ნას ადა­მი­ა­ნიც გან­სხვა­ვე­ბუ­ლად აღიქ­ვამს, ხვდე­ბა. ამი­ტო­მა­ცაა, ტყემ­ლის ყვა­ვი­ლო­ბის­თვის ბევ­რი ლექ­სი და სიმ­ღე­რაა მი­ძღვნი­ლი...

ჩემი ასე­თი გან­წყო­ბის გამო, რამ­დე­ნი­მე ათა­სი ძირი ტყე­მა­ლი უკვე ჩავ­ყა­რე, გა­ვა­შე­ნე და წელს მომ­ცა კი­დეც პირ­ვე­ლი მო­სა­ვა­ლი. გარ­და იმი­სა, რომ ლა­მა­ზი სა­ნა­ხა­ო­ბაა, ეს კო­მერ­ცი­უ­ლად მომ­გე­ბი­ა­ნი­ცაა. ტყემ­ლის ფასი ყუ­რძნის ფას­ზე მე­ტია... მას­ზე დიდი მო­თხოვ­ნი­ლე­ბაა და თან, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მოვ­ლაც არ უნდა, თუნ­დაც ისე, რო­გორც ვე­ნახს. შე­წამ­ვლა არ სჭირ­დე­ბა, გამ­ძლე მცე­ნა­რეა. სო­ფელ­ში თა­ვი­სით ამო­სუ­ლი ტყემ­ლე­ბიც ბევ­რია,“ - გვე­უბ­ნე­ბა პრო­ფე­სო­რი უჩა ჩი­ქო­ვა­ნი, რო­მელ­საც ასე­თი სა­ინ­ტე­რე­სო ინი­ცი­ა­ტი­ვა აქვს.

ბა­ტო­ნი უჩა თა­ვის­თა­ვად ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა, - ამ ეტაპ­ზე სა­მეც­ნი­ე­რო მუ­შა­ო­ბას მარ­თა­ლია აღარ ეწე­ვა, თუმ­ცა თა­ვის მა­მულს, სო­ფელ გორდში (ხო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი) აქ­ტი­უ­რად უვ­ლის. ქა­ლა­ქის აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბი­დან სო­ფელ­ში დაბ­რუნ­და.

გორ­დი და გორ­დე­ლე­ბი

გორ­დი ცნო­ბი­ლი სო­ფე­ლია. ის სამი მხა­რის - იმე­რე­თის, სა­მეგ­რე­ლო­სა და ლე­ჩხუ­მის სა­ზღვარ­ზე მდე­ბა­რე­ობს. სო­ფე­ლი და­დი­ა­ნე­ბის სა­ზა­ფხუ­ლო რე­ზი­დენ­ცი­ით და ტყე-პარ­კი­თაც არის ცნო­ბი­ლი. თუმ­ცა, იმე­რულ სო­ფელ­ში, და­დი­ა­ნე­ბის რე­ზი­დენ­ცი­ის არ­სე­ბო­ბა კი­თხვას ნამ­დვი­ლად აჩენს, რა­საც თა­ვის ის­ტო­რი­უ­ლი ახ­სნა ჰქო­ნია. 1704 წლი­დან სა­მეგ­რე­ლოს მთავ­რის - და­დი­ა­ნის ტი­ტულს გორ­დე­ლი აზ­ნა­უ­რის, კა­ცია ჩი­ქო­ვა­ნის შთა­მო­მა­ვა­ლი ფლობ­და. იმე­რე­თის სა­მე­ფოს ვე­ზი­რი ლე­ვან III და­დი­ა­ნის დროს აღ­ზევ­და. მოკ­ლე დრო­ში გორ­დელ აზ­ნა­ურს იმე­რე­თის მე­ფემ ბაგ­რატ IV-მ ვე­ზი­რო­ბა მის­ცა, ლე­ჩხუ­მი და სა­ი­ნა­სა­რი­ძეო უბო­ძა. მა­ლე­ვე კა­ცია ჩი­ქო­ვა­ნის შთა­მო­მა­ვა­ლი სა­მეგ­რე­ლოს მთა­ვა­რი გახ­და. კა­ცია ჩი­ქო­ვა­ნის შთა­მო­მა­ვა­ლი კი სო­ფელ გორდში სწო­რედ დღეს უჩა ჩი­ქო­ვა­ნია. ბა­ტო­ნი უჩა, რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, პრო­ფე­სო­რია, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქუ­თა­ი­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ერთ-ერთი კა­თედ­რის გამ­გე იყო. ბო­ლოს მა­ინც სის­ხლმა უყივ­ლა, არ მო­ას­ვე­ნა, სო­ფელ­ში დაბ­რუნ­და და ჩი­ქო­ვა­ნე­ბის მა­მუ­ლი აა­ღორ­ძი­ნა.

უჩა ჩი­ქო­ვა­ნი: "კი, აქე­და­ნაა კა­ცია ჩი­ქო­ვა­ნი. ჩვენ მისი შთა­მო­მავ­ლე­ბი ვართ, რაც დო­კუ­მენ­ტუ­რა­დაც და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია და გე­ნე­ა­ლო­გი­უ­რი ხეც არ­სე­ბობს. მა­მუ­ლი ჩემ­მა ბე­ბი­ამ შე­ი­ნარ­ჩუ­ნა, რო­მე­ლიც მა­გა­რი ქალ­ბა­ტო­ნი იყო. წარ­მო­შო­ბით ბა­თუ­მი­დან გახ­ლდათ, ინ­ჟინ­რის ოჯა­ხი­დან იყო. ჰოდა, ამ ყო­ჩაღ­მა ქალ­მა აქ დიდი სახ­ლი აა­შე­ნა... 98 წლის გარ­და­იც­ვა­ლა, ბო­ლომ­დე შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნი გახ­ლდათ, შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი ჰქონ­და საღი აზრი და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი იუ­მო­რი. რო­გორც თა­ვად ამ­ბობ­და, ამ­დე­ნი ხანი შრო­მამ გა­აძ­ლე­ბი­ნაო. ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი იყო მისი და­კოჟ­რი­ლი ხე­ლე­ბი. მის ცხოვ­რე­ბა­ში ერთ-ერთი მთა­ვა­რი ად­გი­ლი სტუმ­რე­ბის მი­ღე­ბას ეკა­ვა. ალ­ბათ იმი­ტომ, რომ სტუმ­რი­ა­ნო­ბა, მის­თვის თა­ვი­სი შრო­მი­თი მიღ­წე­ვე­ბის გა­მო­ფე­ნა იყო. მისი სული ალ­ბათ დღე­საც გა­ხა­რე­ბუ­ლია, მის მა­გა­ლით­ზე აღ­ზრდილ­მა შვი­ლიშ­ვი­ლებ­მა და შვილ­თაშ­ვი­ლებ­მა ეს ტრა­დი­ცია რომ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნეთ.

ბოლო წლებ­ში სულ ამ­ბობ­და, - სა­ნამ ცო­ცხა­ლი ვარ, კი მო­დი­ხართ სტუმ­რად და რომ არ ვიქ­ნე­ბი, დე­ივ­სე­ბა აქა­უ­რო­ბაო... მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 5 წელი რომ გა­ვი­და, აქ მარ­თლაც ისე­თი ეკალ-ბარ­დი წა­მო­ვი­და, თან, ბევ­რი რამ ჩა­მო­ი­შა­ლა... რომ მოვ­დი­ო­დი, ცუ­დად ვხდე­ბო­დი, ბე­ბი­ა­ჩე­მის სი­ტყვე­ბიც მახ­სენ­დე­ბო­და. მა­მუ­ლის იმ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ხილ­ვას ვე­ღარ გა­ვუ­ძე­ლი, სა­ხუ­რა­ვი გა­მო­ვუც­ვა­ლე და საქ­მეც ნელ-ნელა წა­ვი­და,“ - გვიყ­ვე­ბა ბა­ტო­ნი უჩა.

ბე­ბი­ის ნაკ­ვა­ლევ­ზე

აქა­უ­რო­ბის გა­ნახ­ლე­ბა 2010 წელ­ში და­გი­წყი­ათ. თა­ვი­დან რა იყო თქვე­ნი მი­ზა­ნი?

- პირ­ველ რიგ­ში ის, რომ სახ­ლი აღ­მედ­გი­ნა. შემ­დეგ მივ­ხვდი, რომ აქა­უ­რო­ბას მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა უნ­დო­და. ბე­ბი­ას ყვე­ლა ოთახ­ზე სვე­ლი წერ­ტი­ლი ჰქონ­და მიდ­გმუ­ლი. ამან იმის­კენ მი­ბიძ­გა, რომ სას­ტუმ­როდ გა­და­მე­კე­თე­ბი­ნა... პირ­ველ­სა­ვე წელს, იმ­დე­ნი სტუ­მა­რი მო­ვი­და, რომ მერე მე­ო­რე კორ­პუ­სიც, ძვე­ლე­ბურ სტილ­ში ავა­შე­ნე. კო­ვიდ­მა კი ცოტა უკან დაგ­ვწია, ხალ­ხი გა­აქ­ცია...

- სა­ოც­რად მოვ­ლი­ლი მა­მუ­ლი გაქვთ...

- ვცდი­ლობთ, არ ვჩერ­დე­ბით. ამ ყვე­ლაფ­რის პა­რა­ლე­ლუ­რად, ვე­ნახ­საც მივ­ხე­დე და გა­ვა­შე­ნე. ძვე­ლი რაც იყო, იმის ნა­წი­ლი აღ­ვად­გი­ნე და და­ვუ­მა­ტე კი­დეც. ლე­ჩხუ­მუ­რი ცო­ლი­კა­უ­რი, ოჯა­ლე­ში, კა­პის­ტო­ნი, ციცქა - ეს ჯი­შე­ბი მაქვს ძი­რი­თა­დად. ვე­ნა­ხი სა­კარ­მი­და­მო ნაკ­ვეთ­ში­ცაა გა­შე­ნე­ბუ­ლი და ცალ­კეც. ასე რომ, სა­კუ­თა­რი ღვი­ნოც გვაქვს.

- მა­რა­ნიც აღად­გი­ნეთ?

- კი, ღვი­ნის ძვე­ლი მა­რა­ნი აღ­ვად­გი­ნეთ და გა­ვა­ფარ­თო­ვეთ. ქვევ­რე­ბიც ჩავ­ყა­რეთ. ვე­ნა­ხი და ღვი­ნო - ეს არის გა­ნუ­ზო­მე­ლი შრო­მა. ყო­ველ­დღე დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე არ ჩერ­დე­ბი... ამ ზა­ფხულს ცუდი ამინ­დე­ბი იყო, წვიმ­და, ნეს­ტი, ნის­ლი ხან­გრძლი­ვად გაგ­რძელ­და და აქ ვე­ნა­ხი ბევ­რს გა­უ­ფუჭ­და... ღვი­ნოს ქარ­თულ-ტრა­დი­ცი­უ­ლა­დაც ვა­ყე­ნებთ და ევ­რო­პუ­ლა­დაც, ვის რა ესი­ა­მოვ­ნე­ბა, ასარ­ჩე­ვად გვაქვს. ბოთ­ლებ­ში მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით ვას­ხამ. ბოთ­ლში რომ ჩა­ას­ხა, უნდა გა­ფილტრო, რად­გა­ნაც ამის გა­რე­შე ნა­ლექს იკე­თებს, ნა­ლე­ქი ბოთ­ლში კი სა­სი­ა­მოვ­ნო არ არის. თუმ­ცა ღვი­ნოს ნა­ლექს თუ შე­ვამ­ჩნევ, მას ნა­ტუ­რა­ლუ­რად უფრო მი­ვიჩ­ნევ. სხვა­თა შო­რის, ევ­რო­პა­ში ახლა და­ი­წყეს სა­ნა­ხევ­როდ გა­ფილტრუ­ლი ღვი­ნო­ე­ბის ჩა­მოს­ხმა, სა­დაც ბოთ­ლში ნა­ლე­ქია. როცა მაგ­რად გა­ფილტრავ, ეს ღვი­ნოს გე­მოვ­ნე­ბას უკარ­გავს. ზო­გი­ერ­თი პას­ტე­რი­ზა­ცი­ა­საც უკე­თებს, ეს უა­რე­სია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­უ­ფილტრა­ვის შე­ნახ­ვა კი­დევ უფრო შრო­მა­ტე­ვა­დი საქ­მეა, რად­გა­ნაც 2-3 თვე­ში ახალ ჭურ­ჭელ­ში უნდა გა­და­ი­ღო, - ეს შრო­მა ღირს.

- სა­კალ­მა­ხეც გაქვთ?

- კი, ეზო­ში წყა­როა, კალ­მახს კი­დევ სუფ­თა და ცივი წყა­ლი უყ­ვარს. ამი­ტომ, სწო­რედ მაგ ად­გი­ლას გა­ვა­კე­თე სა­კალ­მა­ხე. ტუ­რის­ტე­ბი ამით დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას იღე­ბენ. თან, ჩვე­ნი 100-წლო­ვა­ნი ხე­ე­ბი­სა და ლა­მა­ზი ეზოს ფონ­ზე ყვე­ლა­ფე­რი მარ­თლაც კარ­გი სა­ნა­ხა­ვია. აუ­ზიც გვაქვს, რო­მე­ლიც მინ­და, გა­ვა­ფარ­თოო, შემ­დე­გი სე­ზო­ნის­თვის პა­ტა­რა აკ­ვა­პარ­კის შექ­მნა­ზეც ვფიქ­რობ. ბოლო დროს ბუ­ნე­ბა­ში უყ­ვართ სუფ­რის გაშ­ლა, ეს ტენ­დენ­ცია ჩვენ­შიც ფეხს იკი­დებს და ახლა გა­დავ­წყვი­ტე, ამის­თვის ვე­ნახ­ში გამჭვირ­ვა­ლე ტენ­ტი მო­ვა­წყო. წვი­მა რომ წა­მო­ვი­დეს, გა­და­ი­ფა­რე­ბა, ისე კი, ღია იქ­ნე­ბა. ქე­ი­ფი ვე­ნახ­ში, ქორ­წი­ლი ვე­ნახ­ში, სიყ­ვა­რუ­ლი ვე­ნახ­ში - ჩვენ­თან უკვე რე­ა­ლო­ბა იქ­ნე­ბა... სა­მო­თხე 2 ჰექ­ტარ­ზე.

- მოკ­ლედ, 2 ჰექ­ტარ­ზე სწო­რედ რომ, სა­მო­თხე გაქვთ მო­წყო­ბი­ლი... ორი­ვე სა­ხის შრო­მის ფასი იცით, გო­ნებ­რი­ვის და ფი­ზი­კუ­რის - რა სხვა­ო­ბაა მათ შო­რის?

- როცა სა­მეც­ნი­ე­რო სა­მუ­შა­ოს ვე­წე­ო­დი, ძა­ლი­ან და­ძა­ბუ­ლი გრა­ფი­კი მქონ­და და ასე­ვე ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო თე­მებ­ზე ვმუ­შა­ობ­დი... სო­ფელ­ში რომ გად­მო­ვე­დი, დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დეც არ ვჩერ­დე­ბი, სულ საქ­მე­ში ვარ. ყო­ველ წუთს ჩნდე­ბა რა­ღაც პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც გა­დაჭ­რას მო­ი­თხოვს... ნე­ბის­მი­ერ საქ­მეს ინ­ტე­რე­სით უნდა მი­უდ­გე და ნე­ბის­მი­ერ საქ­მე­ში სი­კე­თის მარ­ცვა­ლი და­ი­ნა­ხო. აქ, მშე­ნებ­ლო­ბა რომ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, მუ­შებს ბე­ტო­ნის სა­მუ­შა­ო­ებ­ში მეც ვეხ­მა­რე­ბო­დი და ბი­ჭებს ყო­ველ­თვის ვე­უბ­ნე­ბო­დი - ბე­ტო­ნის გა­და­ზიდ­ვა მძი­მე სა­მუ­შა­ოა, მაგ­რამ მას­შიც უნდა ნა­ხოთ ინ­ტე­რე­სი-მეთ­ქი. სხვა­ნა­ი­რად ყვე­ლა შრო­მა მო­ნუ­რია. შრო­მა თუ სი­ა­მოვ­ნე­ბას არ გა­ნი­ჭებს, ის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, ფსი­ქი­კა­ზეც ცუ­დად მოქ­მე­დებს და აი­სა­ხე­ბა... ასე რომ, ჯან­სა­რად ვიშ­რო­მოთ, ვი­ფიქ­როთ და არ გავ­ჩერ­დეთ.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაკა
0

წარმატებები უჩას და თინას, ძალიან ლამაზია თქვენი მამული

ხოხ!
1

კომენტარებმა აჯობა მგონი სტატიას!

ავტორი:

"რა იქნება, რომ ტყემლის ყვავილობა დღესასწაულად ვაქციოთ?!" - ხონელი პროფესორი საინტერესო ინიციატივით: ულამაზესი კარ-მიდამო და საოჯახო მეურნეობა გორდში

"რა იქნება, რომ ტყემლის ყვავილობა დღესასწაულად ვაქციოთ?!" - ხონელი პროფესორი საინტერესო ინიციატივით: ულამაზესი კარ-მიდამო და საოჯახო მეურნეობა გორდში

იკითხავთ, ალბათ, სად საკურა და სად ტყემალიო? - მაგრამ ამისათვის ამ სტატიის გაცნობა ღირს...

საკურა დეკორატიული ალუბალია. ყვავილობს გაზაფხულზე - მარტიდან აპრილამდე. ყვავილების შეფერილობა მუქი წითელი, მკვეთრი ვარდისფერი ან თეთრია. ინტენსიურად იზრდება უმეტესად იაპონიაში, ჩინეთსა და აშშ-ში. საკმაოდ ძლიერი ტოტები აქვს. მისი სილამაზით მოხიბლულ ადამიანს, რომელიც ხეს ტოტს მოატეხს, „ყვავილების ქურდს“ უწოდებენ, რაც იაპონიაში ცოდვად ითვლება. საკურა თუ "ჭრილობისგან“ არ განიკურნა, შეიძლება, ერთბაშად გახმეს კიდეც.

ეს მცენარე იაპონელების მიერ ძველთაგანვე პატივცემული იყო. იაპონიისა და იაპონური კულტურის სიმბოლოდ ითვლება. 1992 წლის 27 მარტიდან კი „იაპონური საკურას საზოგადოება“ საკურას ყვავილობის დღესასწაულს აღნიშნავს. იაპონელებისთვის საკურას ყვავილობა დიდი დღესასწაულია, რომელსაც მოსახლეობა აქტიურად ეგებება, ხარობს, ზეიმობს. ულამაზესი სანახაობაა.

საქართველოში კი ტყემლის ყვავილობას არაფერი შეედრება, საოცრად ლამაზი რამ არის. თან, ასეთი დღესასწაულები გვაკლია და რა იქნება, რომ ტყემლის ყვავილობა დღესასწაულად ვაქციოთ?!

გადასარევი რამ იქნება. როცა ტყემალი ყვავის, მაშინ სხვა არაფერი ყვავილობს და ბუნების ამ მოვლენას ადამიანიც განსხვავებულად აღიქვამს, ხვდება. ამიტომაცაა, ტყემლის ყვავილობისთვის ბევრი ლექსი და სიმღერაა მიძღვნილი...

ჩემი ასეთი განწყობის გამო, რამდენიმე ათასი ძირი ტყემალი უკვე ჩავყარე, გავაშენე და წელს მომცა კიდეც პირველი მოსავალი. გარდა იმისა, რომ ლამაზი სანახაობაა, ეს კომერციულად მომგებიანიცაა. ტყემლის ფასი ყურძნის ფასზე მეტია... მასზე დიდი მოთხოვნილებაა და თან, განსაკუთრებული მოვლაც არ უნდა, თუნდაც ისე, როგორც ვენახს. შეწამვლა არ სჭირდება, გამძლე მცენარეა. სოფელში თავისით ამოსული ტყემლებიც ბევრია,“ - გვეუბნება პროფესორი უჩა ჩიქოვანი, რომელსაც ასეთი საინტერესო ინიციატივა აქვს.

ბატონი უჩა თავისთავად ძალიან საინტერესო ადამიანი აღმოჩნდა, - ამ ეტაპზე სამეცნიერო მუშაობას მართალია აღარ ეწევა, თუმცა თავის მამულს, სოფელ გორდში (ხონის მუნიციპალიტეტი) აქტიურად უვლის. ქალაქის აქტიური ცხოვრებიდან სოფელში დაბრუნდა.

გორდი და გორდელები

გორდი ცნობილი სოფელია. ის სამი მხარის - იმერეთის, სამეგრელოსა და ლეჩხუმის საზღვარზე მდებარეობს. სოფელი დადიანების საზაფხულო რეზიდენციით და ტყე-პარკითაც არის ცნობილი. თუმცა, იმერულ სოფელში, დადიანების რეზიდენციის არსებობა კითხვას ნამდვილად აჩენს, რასაც თავის ისტორიული ახსნა ჰქონია. 1704 წლიდან სამეგრელოს მთავრის - დადიანის ტიტულს გორდელი აზნაურის, კაცია ჩიქოვანის შთამომავალი ფლობდა. იმერეთის სამეფოს ვეზირი ლევან III დადიანის დროს აღზევდა. მოკლე დროში გორდელ აზნაურს იმერეთის მეფემ ბაგრატ IV-მ ვეზირობა მისცა, ლეჩხუმი და საინასარიძეო უბოძა. მალევე კაცია ჩიქოვანის შთამომავალი სამეგრელოს მთავარი გახდა. კაცია ჩიქოვანის შთამომავალი კი სოფელ გორდში სწორედ დღეს უჩა ჩიქოვანია. ბატონი უჩა, როგორც აღვნიშნეთ, პროფესორია, წლების განმავლობაში ქუთაისის უნივერსიტეტში ერთ-ერთი კათედრის გამგე იყო. ბოლოს მაინც სისხლმა უყივლა, არ მოასვენა, სოფელში დაბრუნდა და ჩიქოვანების მამული ააღორძინა.

უჩა ჩიქოვანი: "კი, აქედანაა კაცია ჩიქოვანი. ჩვენ მისი შთამომავლები ვართ, რაც დოკუმენტურადაც დადასტურებულია და გენეალოგიური ხეც არსებობს. მამული ჩემმა ბებიამ შეინარჩუნა, რომელიც მაგარი ქალბატონი იყო. წარმოშობით ბათუმიდან გახლდათ, ინჟინრის ოჯახიდან იყო. ჰოდა, ამ ყოჩაღმა ქალმა აქ დიდი სახლი ააშენა... 98 წლის გარდაიცვალა, ბოლომდე შრომისუნარიანი გახლდათ, შენარჩუნებული ჰქონდა საღი აზრი და არაჩვეულებრივი იუმორი. როგორც თავად ამბობდა, ამდენი ხანი შრომამ გააძლებინაო. ამის დამადასტურებელი იყო მისი დაკოჟრილი ხელები. მის ცხოვრებაში ერთ-ერთი მთავარი ადგილი სტუმრების მიღებას ეკავა. ალბათ იმიტომ, რომ სტუმრიანობა, მისთვის თავისი შრომითი მიღწევების გამოფენა იყო. მისი სული ალბათ დღესაც გახარებულია, მის მაგალითზე აღზრდილმა შვილიშვილებმა და შვილთაშვილებმა ეს ტრადიცია რომ შევინარჩუნეთ.

ბოლო წლებში სულ ამბობდა, - სანამ ცოცხალი ვარ, კი მოდიხართ სტუმრად და რომ არ ვიქნები, დეივსება აქაურობაო... მისი გარდაცვალებიდან 5 წელი რომ გავიდა, აქ მართლაც ისეთი ეკალ-ბარდი წამოვიდა, თან, ბევრი რამ ჩამოიშალა... რომ მოვდიოდი, ცუდად ვხდებოდი, ბებიაჩემის სიტყვებიც მახსენდებოდა. მამულის იმ მდგომარეობაში ხილვას ვეღარ გავუძელი, სახურავი გამოვუცვალე და საქმეც ნელ-ნელა წავიდა,“ - გვიყვება ბატონი უჩა.

ბებიის ნაკვალევზე

აქაურობის განახლება 2010 წელში დაგიწყიათ. თავიდან რა იყო თქვენი მიზანი?

- პირველ რიგში ის, რომ სახლი აღმედგინა. შემდეგ მივხვდი, რომ აქაურობას მოვლა-პატრონობა უნდოდა. ბებიას ყველა ოთახზე სველი წერტილი ჰქონდა მიდგმული. ამან იმისკენ მიბიძგა, რომ სასტუმროდ გადამეკეთებინა... პირველსავე წელს, იმდენი სტუმარი მოვიდა, რომ მერე მეორე კორპუსიც, ძველებურ სტილში ავაშენე. კოვიდმა კი ცოტა უკან დაგვწია, ხალხი გააქცია...

- საოცრად მოვლილი მამული გაქვთ...

- ვცდილობთ, არ ვჩერდებით. ამ ყველაფრის პარალელურად, ვენახსაც მივხედე და გავაშენე. ძველი რაც იყო, იმის ნაწილი აღვადგინე და დავუმატე კიდეც. ლეჩხუმური ცოლიკაური, ოჯალეში, კაპისტონი, ციცქა - ეს ჯიშები მაქვს ძირითადად. ვენახი საკარმიდამო ნაკვეთშიცაა გაშენებული და ცალკეც. ასე რომ, საკუთარი ღვინოც გვაქვს.

- მარანიც აღადგინეთ?

- კი, ღვინის ძველი მარანი აღვადგინეთ და გავაფართოვეთ. ქვევრებიც ჩავყარეთ. ვენახი და ღვინო - ეს არის განუზომელი შრომა. ყოველდღე დილიდან საღამომდე არ ჩერდები... ამ ზაფხულს ცუდი ამინდები იყო, წვიმდა, ნესტი, ნისლი ხანგრძლივად გაგრძელდა და აქ ვენახი ბევრს გაუფუჭდა... ღვინოს ქართულ-ტრადიციულადაც ვაყენებთ და ევროპულადაც, ვის რა ესიამოვნება, ასარჩევად გვაქვს. ბოთლებში მცირე რაოდენობით ვასხამ. ბოთლში რომ ჩაასხა, უნდა გაფილტრო, რადგანაც ამის გარეშე ნალექს იკეთებს, ნალექი ბოთლში კი სასიამოვნო არ არის. თუმცა ღვინოს ნალექს თუ შევამჩნევ, მას ნატურალურად უფრო მივიჩნევ. სხვათა შორის, ევროპაში ახლა დაიწყეს სანახევროდ გაფილტრული ღვინოების ჩამოსხმა, სადაც ბოთლში ნალექია. როცა მაგრად გაფილტრავ, ეს ღვინოს გემოვნებას უკარგავს. ზოგიერთი პასტერიზაციასაც უკეთებს, ეს უარესია. მიუხედავად იმისა, რომ გაუფილტრავის შენახვა კიდევ უფრო შრომატევადი საქმეა, რადგანაც 2-3 თვეში ახალ ჭურჭელში უნდა გადაიღო, - ეს შრომა ღირს.

- საკალმახეც გაქვთ?

- კი, ეზოში წყაროა, კალმახს კიდევ სუფთა და ცივი წყალი უყვარს. ამიტომ, სწორედ მაგ ადგილას გავაკეთე საკალმახე. ტურისტები ამით დიდ სიამოვნებას იღებენ. თან, ჩვენი 100-წლოვანი ხეებისა და ლამაზი ეზოს ფონზე ყველაფერი მართლაც კარგი სანახავია. აუზიც გვაქვს, რომელიც მინდა, გავაფართოო, შემდეგი სეზონისთვის პატარა აკვაპარკის შექმნაზეც ვფიქრობ. ბოლო დროს ბუნებაში უყვართ სუფრის გაშლა, ეს ტენდენცია ჩვენშიც ფეხს იკიდებს და ახლა გადავწყვიტე, ამისთვის ვენახში გამჭვირვალე ტენტი მოვაწყო. წვიმა რომ წამოვიდეს, გადაიფარება, ისე კი, ღია იქნება. ქეიფი ვენახში, ქორწილი ვენახში, სიყვარული ვენახში - ჩვენთან უკვე რეალობა იქნება... სამოთხე 2 ჰექტარზე.

- მოკლედ, 2 ჰექტარზე სწორედ რომ, სამოთხე გაქვთ მოწყობილი... ორივე სახის შრომის ფასი იცით, გონებრივის და ფიზიკურის - რა სხვაობაა მათ შორის?

- როცა სამეცნიერო სამუშაოს ვეწეოდი, ძალიან დაძაბული გრაფიკი მქონდა და ასევე ძალიან საინტერესო თემებზე ვმუშაობდი... სოფელში რომ გადმოვედი, დილიდან საღამომდეც არ ვჩერდები, სულ საქმეში ვარ. ყოველ წუთს ჩნდება რაღაც პრობლემა, რომელიც გადაჭრას მოითხოვს... ნებისმიერ საქმეს ინტერესით უნდა მიუდგე და ნებისმიერ საქმეში სიკეთის მარცვალი დაინახო. აქ, მშენებლობა რომ მიმდინარეობდა, მუშებს ბეტონის სამუშაოებში მეც ვეხმარებოდი და ბიჭებს ყოველთვის ვეუბნებოდი - ბეტონის გადაზიდვა მძიმე სამუშაოა, მაგრამ მასშიც უნდა ნახოთ ინტერესი-მეთქი. სხვანაირად ყველა შრომა მონურია. შრომა თუ სიამოვნებას არ განიჭებს, ის ჯანმრთელობაზე, ფსიქიკაზეც ცუდად მოქმედებს და აისახება... ასე რომ, ჯანსარად ვიშრომოთ, ვიფიქროთ და არ გავჩერდეთ.