საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პატიებისთვის ძალისხმევაა საჭირო... ჰარიმ თქვა, რომ ამ ყველაფერს მისი და მამამისის ურთიერთობა შეეწირა" - მეგან მარკლის კიდევ ერთი სკანდალური ინტერვიუ და სექსუალური ფოტოსესია
"პატიებისთვის ძალისხმევაა საჭირო... ჰარიმ თქვა, რომ ამ ყველაფერს მისი და მამამისის ურთიერთობა შეეწირა" - მეგან მარკლის კიდევ ერთი სკანდალური ინტერვიუ და სექსუალური ფოტოსესია

სა­ს­ექ­სის ჰერ­ცო­გი­ნია მე­გან მარ­კლმა ამე­რი­კულ ჟურ­ნალ The Cut-ს ვრცე­ლი ინ­ტერ­ვიუ მის­ცა. ინ­ტერ­ვი­უ­ში მან პა­ტი­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა და ამ სა­კითხს მა­შინ შე­ე­ხო, რო­დე­საც ჟურ­ნა­ლის­ტმა ნა­თე­სა­ვებ­თან და სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე ჰკი­თხა.

  • "ვფიქ­რობ პა­ტი­ე­ბა ნამ­დვი­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, გა­ცი­ლე­ბით უფრო მეტი ენერ­გი­აა სა­ჭი­რო იმის­თვის, რომ არ აპა­ტიო, თუმ­ცა პა­ტი­ე­ბის­თვის უდი­დე­სი ძა­ლის­ხმე­ვაა სა­ჭი­რო", - ამ­ბობს მე­გან მარ­კლი.

სა­მე­ფო ოჯახ­ზე სა­უბ­რი­სას სა­ს­ექ­სის ჰერ­ცო­გი­ნია პრინც ჰა­რი­სა და პრინ ჩარლ­ზის ურ­თი­ერ­თო­ბა­საც შე­ე­ხო. "ჰა­რიმ მი­თხრა, - "მე ამ პრო­ცეს­ში მამა დავ­კარ­გე."

მე­გა­ნის ამ სი­ტყვებს ბრი­ტა­ნულ მე­დი­ა­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა და უკვე არა­ერ­თი სტა­ტია და­ი­წე­რა. რო­გორც პრინც ჩარლზ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი წყა­რო სა­ა­გენ­ტო PA-სთან სა­უბ­რი­სას ამ­ბობს, ჩარლ­ზი შე­წუ­ხე­ბუ­ლია იმის გა­გე­ბით, რომ მისი შვი­ლი "მათ ურ­თი­ერ­თო­ბას და­კარ­გუ­ლად თვლის."

"ჩარლზს ორი­ვე ვაჟი ძა­ლი­ან უყ­ვარს", - ამ­ბობს პრინცთან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი წყა­რო.

  • შე­და­რე­ბა ნელ­სონ მან­დე­ლას­თან

ბრი­ტა­ნეთ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­ი­პო­ვა მე­გან მარ­კლის ინ­ტერ­ვი­უ­დან ერ­თმა ეპი­ზოდ­მა - მე­გან­მა თქვა, რომ მას თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის მებ­რძოლ ნელ­სონ მან­დე­ლას ადა­რებ­დნენ. მე­გა­ნის თქმით, 2019 წელს, რო­დე­საც ფილმ Lion King-ის პრე­მი­ე­რა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, ფილ­მის გუნ­დის წევ­რებ­მა მან­დე­ლას შე­ა­და­რეს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჟურ­ნა­ლის­თვის მე­გა­ნის ფო­ტო­სე­სია არ ყო­ფი­ლა სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რის შე­სა­ბა­მი­სი - მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი. ფო­ტო­სე­სი­ით მან ოჯა­ხის პრო­ტო­კო­ლის არა­ერ­თი წესი და­არ­ღვია, რაც ბრი­ტა­ნე­ლებს უყუ­რა­დღე­ბოდ არ და­უ­ტო­ვე­ბი­ათ და აღ­ნიშ­ნუ­ლის გა­მოც მარ­კლი კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი გახ­და.

ჰერ­ცო­გი­ნი­ას თქმით, ის არ გა­მო­რი­ცხავს, რომ მალე "ინ­სტაგ­რამს" და­უბ­რუნ­დეს და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ის კვლავ იხი­ლოს. მარ­კლს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით სარ­გებ­ლო­ბა პრინც ჰა­რი­ზე და­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ ბრი­ტა­ნუ­ლი სა­მე­ფო ოჯა­ხის პრო­ტო­კო­ლის შე­სა­ბა­მი­სად, აეკ­რძა­ლა.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კ ო მ ბ ლ ე
5

რატომ აყენებთ გლეხებს შეურაცყოფას? გლეხი პატიოსანია, ეს კი........

Status quo
56

კარგ წამკითხველს კარგი გამგები უნდა.ჩვენი ხალხი იმდენად დეგრადირდა უწიგნურობით, წაკითხულის შინაარსს ვერ აღიქვამენ.ამას ეს კომენტარებიც მოწმობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"პატიებისთვის ძალისხმევაა საჭირო... ჰარიმ თქვა, რომ ამ ყველაფერს მისი და მამამისის ურთიერთობა შეეწირა" - მეგან მარკლის კიდევ ერთი სკანდალური ინტერვიუ და სექსუალური ფოტოსესია

"პატიებისთვის ძალისხმევაა საჭირო... ჰარიმ თქვა, რომ ამ ყველაფერს მისი და მამამისის ურთიერთობა შეეწირა" - მეგან მარკლის კიდევ ერთი სკანდალური ინტერვიუ და სექსუალური ფოტოსესია

სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლმა ამერიკულ ჟურნალ The Cut-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. ინტერვიუში მან პატიების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ საკითხს მაშინ შეეხო, როდესაც ჟურნალისტმა ნათესავებთან და სამეფო ოჯახის წევრებთან ურთიერთობაზე ჰკითხა.

  • "ვფიქრობ პატიება ნამდვილად მნიშვნელოვანია, გაცილებით უფრო მეტი ენერგიაა საჭირო იმისთვის, რომ არ აპატიო, თუმცა პატიებისთვის უდიდესი ძალისხმევაა საჭირო", - ამბობს მეგან მარკლი.

სამეფო ოჯახზე საუბრისას სასექსის ჰერცოგინია პრინც ჰარისა და პრინ ჩარლზის ურთიერთობასაც შეეხო. "ჰარიმ მითხრა, - "მე ამ პროცესში მამა დავკარგე."

მეგანის ამ სიტყვებს ბრიტანულ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და უკვე არაერთი სტატია დაიწერა. როგორც პრინც ჩარლზთან დაახლოებული წყარო სააგენტო PA-სთან საუბრისას ამბობს, ჩარლზი შეწუხებულია იმის გაგებით, რომ მისი შვილი "მათ ურთიერთობას დაკარგულად თვლის."

"ჩარლზს ორივე ვაჟი ძალიან უყვარს", - ამბობს პრინცთან დაახლოებული წყარო.

  • შედარება ნელსონ მანდელასთან

ბრიტანეთში განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა მეგან მარკლის ინტერვიუდან ერთმა ეპიზოდმა - მეგანმა თქვა, რომ მას თავისუფლებისთვის მებრძოლ ნელსონ მანდელას ადარებდნენ. მეგანის თქმით, 2019 წელს, როდესაც ფილმ Lion King-ის პრემიერაზე იმყოფებოდა, ფილმის გუნდის წევრებმა მანდელას შეადარეს.

აღსანიშნავია, რომ ჟურნალისთვის მეგანის ფოტოსესია არ ყოფილა სამეფო ოჯახის წევრის შესაბამისი - მოკრძალებული. ფოტოსესიით მან ოჯახის პროტოკოლის არაერთი წესი დაარღვია, რაც ბრიტანელებს უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ და აღნიშნულის გამოც მარკლი კრიტიკის ობიექტი გახდა.

ჰერცოგინიას თქმით, ის არ გამორიცხავს, რომ მალე "ინსტაგრამს" დაუბრუნდეს და სოციალურ ქსელებში საზოგადოებამ ის კვლავ იხილოს. მარკლს სოციალური ქსელით სარგებლობა პრინც ჰარიზე დაქორწინების შემდეგ ბრიტანული სამეფო ოჯახის პროტოკოლის შესაბამისად, აეკრძალა.