მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად მთავრდება ცა და იწყება ხმელეთი? - ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ჯადოსნური ადგილი: "მსოფლიოს უდიდესი სარკე"
სად მთავრდება ცა და იწყება ხმელეთი? - ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ჯადოსნური ადგილი: "მსოფლიოს უდიდესი სარკე"

სა­ლარ დე უი­უ­ნი - სამ­ხრეთ ამე­რი­კის მა­რი­ლის ტბე­ბი, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ფე­ნო­მე­ნა­ლუ­რი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბაა. თეთ­რი, მბზი­ნა­ვი მა­რი­ლის უზარ­მა­ზა­რი სივ­რცე ბო­ლი­ვი­ა­ში, ალ­ტიპ­ლა­ნოს 10 582 კვად­რა­ტულ კი­ლო­მეტრზეა გა­და­ჭი­მუ­ლი და მისი და­ნახ­ვა კოს­მო­სი­და­ნაც შე­საძ­ლე­ბე­ლია. მა­რი­ლის ფე­ნე­ბი მოქ­ცე­უ­ლია და­ნა­ლექ სა­ბა­დო­ებს შო­რის, რომ­ლე­ბიც ტბის ცენ­ტრში 10 მეტრ სიღ­რმე­ზე აღ­წევს.

სა­ერ­თო ჯამ­ში, აქ და­ახ­ლო­ე­ბით 10 მი­ლი­არ­დი ტონა მა­რი­ლია, თუმ­ცა, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის­თვის ნამ­დვი­ლი სა­გან­ძუ­რი მა­რი­ლის სა­ფა­რის ქვეშ არ­სე­ბუ­ლი ლი­თი­უ­მია, რო­მე­ლიც მსოფ­ლიო მა­რა­გის და­ახ­ლო­ე­ბით 70%-ს წარ­მო­ად­გენს. ამ მსუ­ბუ­ქი ლი­თო­ნის მო­პო­ვე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ლეპ­ტო­პე­ბის, სმარ­ტფო­ნე­ბის და ელექტრო მან­ქა­ნე­ბის ენერ­გია.

მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ჯა­დოს­ნუ­რი კუ­თხე სავ­სეა ცო­ცხა­ლი ფე­რა­დი ტბე­ბით, ბუშ­ტუ­კო­ვა­ნი გე­ი­ზე­რე­ბით, გი­ჟუ­რი კლდის წარ­მო­ნაქ­მნე­ბი­თა და ქი­ნო­ას მწარ­მო­ე­ბე­ლი სოფ­ლე­ბით. მი­უ­ხე­და­ვად ტუ­რის­ტე­ბის გა­მუდ­მე­ბუ­ლი სიმ­რავ­ლი­სა, ის მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ხე­ლუხ­ლე­ბელ და ბუ­ნებ­რივ პე­ი­ზა­ჟად რჩე­ბა.

წყლის თხე­ლი ფენა, რო­მე­ლიც ფა­რავს მა­რილს, მას "მსოფ­ლი­ოს უდი­დეს სარ­კედ" გარ­დაქ­მნის, რო­მე­ლიც ცას ირეკ­ლავს. სა­ო­ცა­რი ანა­რეკ­ლის ხილ­ვა წე­ლი­წა­დის გარ­კვე­ულ თვე­ებ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი, კერ­ძოდ კი დე­კემ­ბრი­დან აპ­რი­ლამ­დე შუ­ა­ლედ­ში, რო­დე­საც ნა­ლე­ქი მა­ტუ­ლობს.

აქა­უ­რო­ბის ლან­დშაფ­ტი ბრტყე­ლია, რაც გა­უ­თა­ვე­ბე­ლი ჰო­რი­ზონ­ტის ეფექტს ქმნის და ეს სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სია ყვე­ლა­ზე არა­ორ­დი­ნა­ლუ­რი და სა­უ­ცხოო ფო­ტო­ე­ბის გა­და­სა­ღე­ბად. გა­საკ­ვი­რი არ არის, რომ სამ­ყა­როს ეს ნა­წი­ლი ფო­ტოგ­რა­ფე­ბის­თვის ნამ­დვილ სა­მო­თხედ მი­იჩ­ნე­ვა.

  • ის­ტო­რია

და­ახ­ლო­ე­ბით 40 000 წლის წინ, უზარ­მა­ზა­რი სა­ლარ დე უი­უ­ნი მინ­ჩი­ნის ტბამ მო­იც­ვა. მიმ­დე­ბა­რე მთე­ბი­დან აქ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით წყა­ლი მოგ­როვ­და, რად­გან ალ­ტიპ­ლა­ნო­ში არ იყო სად­რე­ნა­ჟე­ე­ბი. ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბამ და კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბამ წყლის ეტა­პობ­რი­ვი აორ­თქლე­ბა გა­მო­იწ­ვია. რო­დე­საც წყა­ლი სრუ­ლად აორ­თქლდა, მა­რი­ლი­ა­ნო­ბის მა­ღალ­მა დო­ნემ მა­რი­ლის სქე­ლი ქერ­ქის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა გა­მო­იწ­ვია, სწო­რედ ამ სა­ხით მო­ვი­და ის ჩვე­ნამ­დე. სი­ცხე­ში წყა­ლი მა­რი­ლის ქერ­ქის ქვეშ აგ­რძე­ლებს აორ­თქლე­ბას და ტო­ვებს მეტ მა­რილს ზე­და­პირ­ზე. აორ­თქლე­ბის სიჩ­ქა­რე ათ­ჯერ აღე­მა­ტე­ბა ნა­ლექს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ სა­ლარ დე უი­უ­ნი მა­რი­ლის უსას­რუ­ლო წყა­როა.

  • ლე­გენ­და

თუ თქვენ ტბის სა­ნა­პი­რო­ებ­ზე მცხოვ­რებ კამ­პე­ზი­ნო­ებს (ეს­პა­ნუ­რად: "ფერ­მე­რე­ბი“) ჰკი­თხავთ, რო­გორ შე­იქ­მნა ეს სა­ოც­რე­ბა, ისი­ნი გან­სხვა­ვე­ბულ ახ­სნას გა­გი­ზი­ა­რე­ბენ.

ლე­გენ­და ამ­ბობს, რომ მა­რი­ლის ტბებ­თან მიმ­დე­ბა­რე მთე­ბი ოდეს­ღაც გი­გან­ტუ­რი ხალ­ხი იყო. მათ­გან მთის ქალღმერ­თი იანა პო­ლე­რა (უახ­ლო­ე­სი მწვერ­ვა­ლი) ურ­თი­ერ­თო­ბა­ში იყო რო­გორც ვულ­კან თუ­ნუ­პას­თან, ასე­ვე ქო­ს­ქოს­თან. რო­დე­საც იანა პო­ლე­რა და­ორ­სულ­და, ორი­ვე და­უ­ღა­ლა­ვად იბ­რძო­და მა­მო­ბის­თვის. დე­დამ ბავ­შვი მისი უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის შორს გაგ­ზავ­ნა, მათ შო­რის არ­სე­ბუ­ლი მან­ძი­ლი კი თა­ვი­სი რძით დატ­ბო­რა, რათა ბავ­შვს გა­მოკ­ვე­ბა შეძ­ლე­ბო­და. სა­ბო­ლო­ოდ, რძე გა­და­იქ­ცა მა­რი­ლად და სწო­რედ ასე მო­აღ­წია ჩვე­ნამ­დე სას­წა­უ­ლებ­რივ­მა სა­ლარ დე უი­უ­ნიმ.

სა­ლარ დე უი­უ­ნის სარ­კის ეფექ­ტის ნახ­ვა ბევრ ტუ­რისტს სურს, თუმ­ცა უმე­ტეს­წი­ლად, მისი ნახ­ვა ყვე­ლა­ზე მე­ტად მარ­ტი­დან აპ­რი­ლამ­დე მო­ნაკ­ვეთ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი. წვი­მე­ბის სე­ზონ­ზე ხში­რია მისი დატ­ბორ­ვაც.

ეს უჩ­ვე­უ­ლო და ულა­მა­ზე­სი ლან­დშაფ­ტი ზღვის დო­ნი­დან 3 656 მეტრ სი­მაღ­ლე­ზე, ან­დე­ბის მწვერ­ვალ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობს.

მათ, ვი­საც გა­უ­მარ­თლა და ბუ­ნე­ბის ეს სა­ოც­რე­ბა სა­კუ­თა­რი თვა­ლით იხი­ლა, გე­ტყვით, რამ­დე­ნად რთუ­ლია გად­მოს­ცე გან­ცდა და აღ­წე­რო, სად მთავ­რდე­ბა ცა და იწყე­ბა დე­და­მი­წა.

ავ­ტო­რი: ეკა დარ­ჩი­აშ­ვი­ლი

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურა
3

მეტი ასეთი სტატიები და ნაკლები თურქული სერილებიის მსახიობებზე

გილო
2

აი ასეთი ნორმალური სტატიები დადეთ ხოლმე რომ გულმაც გაიხაროს და თვალმაც რა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

სად მთავრდება ცა და იწყება ხმელეთი? - ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ჯადოსნური ადგილი: "მსოფლიოს უდიდესი სარკე"

სად მთავრდება ცა და იწყება ხმელეთი? - ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ჯადოსნური ადგილი: "მსოფლიოს უდიდესი სარკე"

სალარ დე უიუნი - სამხრეთ ამერიკის მარილის ტბები, ერთ-ერთი ყველაზე ფენომენალური ღირსშესანიშნაობაა. თეთრი, მბზინავი მარილის უზარმაზარი სივრცე ბოლივიაში, ალტიპლანოს 10 582 კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული და მისი დანახვა კოსმოსიდანაც შესაძლებელია. მარილის ფენები მოქცეულია დანალექ საბადოებს შორის, რომლებიც ტბის ცენტრში 10 მეტრ სიღრმეზე აღწევს.

საერთო ჯამში, აქ დაახლოებით 10 მილიარდი ტონა მარილია, თუმცა, ადგილობრივებისთვის ნამდვილი საგანძური მარილის საფარის ქვეშ არსებული ლითიუმია, რომელიც მსოფლიო მარაგის დაახლოებით 70%-ს წარმოადგენს. ამ მსუბუქი ლითონის მოპოვებაზეა დამოკიდებული ლეპტოპების, სმარტფონების და ელექტრო მანქანების ენერგია.

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ჯადოსნური კუთხე სავსეა ცოცხალი ფერადი ტბებით, ბუშტუკოვანი გეიზერებით, გიჟური კლდის წარმონაქმნებითა და ქინოას მწარმოებელი სოფლებით. მიუხედავად ტურისტების გამუდმებული სიმრავლისა, ის მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ხელუხლებელ და ბუნებრივ პეიზაჟად რჩება.

წყლის თხელი ფენა, რომელიც ფარავს მარილს, მას "მსოფლიოს უდიდეს სარკედ" გარდაქმნის, რომელიც ცას ირეკლავს. საოცარი ანარეკლის ხილვა წელიწადის გარკვეულ თვეებშია შესაძლებელი, კერძოდ კი დეკემბრიდან აპრილამდე შუალედში, როდესაც ნალექი მატულობს.

აქაურობის ლანდშაფტი ბრტყელია, რაც გაუთავებელი ჰორიზონტის ეფექტს ქმნის და ეს სრულიად საკმარისია ყველაზე არაორდინალური და საუცხოო ფოტოების გადასაღებად. გასაკვირი არ არის, რომ სამყაროს ეს ნაწილი ფოტოგრაფებისთვის ნამდვილ სამოთხედ მიიჩნევა.

  • ისტორია

დაახლოებით 40 000 წლის წინ, უზარმაზარი სალარ დე უიუნი მინჩინის ტბამ მოიცვა. მიმდებარე მთებიდან აქ დიდი რაოდენობით წყალი მოგროვდა, რადგან ალტიპლანოში არ იყო სადრენაჟეები. ტემპერატურის მატებამ და კლიმატის ცვლილებამ წყლის ეტაპობრივი აორთქლება გამოიწვია. როდესაც წყალი სრულად აორთქლდა, მარილიანობის მაღალმა დონემ მარილის სქელი ქერქის ჩამოყალიბება გამოიწვია, სწორედ ამ სახით მოვიდა ის ჩვენამდე. სიცხეში წყალი მარილის ქერქის ქვეშ აგრძელებს აორთქლებას და ტოვებს მეტ მარილს ზედაპირზე. აორთქლების სიჩქარე ათჯერ აღემატება ნალექს, რაც იმას ნიშნავს, რომ სალარ დე უიუნი მარილის უსასრულო წყაროა.

  • ლეგენდა

თუ თქვენ ტბის სანაპიროებზე მცხოვრებ კამპეზინოებს (ესპანურად: "ფერმერები“) ჰკითხავთ, როგორ შეიქმნა ეს საოცრება, ისინი განსხვავებულ ახსნას გაგიზიარებენ.

ლეგენდა ამბობს, რომ მარილის ტბებთან მიმდებარე მთები ოდესღაც გიგანტური ხალხი იყო. მათგან მთის ქალღმერთი იანა პოლერა (უახლოესი მწვერვალი) ურთიერთობაში იყო როგორც ვულკან თუნუპასთან, ასევე ქოსქოსთან. როდესაც იანა პოლერა დაორსულდა, ორივე დაუღალავად იბრძოდა მამობისთვის. დედამ ბავშვი მისი უსაფრთხოებისთვის შორს გაგზავნა, მათ შორის არსებული მანძილი კი თავისი რძით დატბორა, რათა ბავშვს გამოკვება შეძლებოდა. საბოლოოდ, რძე გადაიქცა მარილად და სწორედ ასე მოაღწია ჩვენამდე სასწაულებრივმა სალარ დე უიუნიმ.

სალარ დე უიუნის სარკის ეფექტის ნახვა ბევრ ტურისტს სურს, თუმცა უმეტესწილად, მისი ნახვა ყველაზე მეტად მარტიდან აპრილამდე მონაკვეთშია შესაძლებელი. წვიმების სეზონზე ხშირია მისი დატბორვაც.

ეს უჩვეულო და ულამაზესი ლანდშაფტი ზღვის დონიდან 3 656 მეტრ სიმაღლეზე, ანდების მწვერვალთან ახლოს მდებარეობს.

მათ, ვისაც გაუმართლა და ბუნების ეს საოცრება საკუთარი თვალით იხილა, გეტყვით, რამდენად რთულია გადმოსცე განცდა და აღწერო, სად მთავრდება ცა და იწყება დედამიწა.

ავტორი: ეკა დარჩიაშვილი