მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი თურქი მსახიობის გრანდიოზული ქორწილი, სამი საპატარძლო კაბა, პოპულარული სტუმრები და სკანდალი ქორწილამდე - ვინ არის დემეთ ოზდემირის რჩეული (ფოტოები)
ცნობილი თურქი მსახიობის გრანდიოზული ქორწილი, სამი საპატარძლო კაბა, პოპულარული სტუმრები და სკანდალი ქორწილამდე - ვინ არის დემეთ ოზდემირის რჩეული (ფოტოები)

ცნო­ბი­ლი თურ­ქი მსა­ხი­ო­ბი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­შიც პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს, დე­მეთ ოზ­დე­მი­რი და­ქორ­წინ­და. დე­მე­თის რჩე­უ­ლი მომ­ღე­რა­ლი ოგუ­ზან კო­ჩია. ცნო­ბი­ლი წყვი­ლის ქორ­წი­ლი ამ ზა­ფხულს თურ­ქუ­ლი შოუ-ბიზ­ნე­სის მთა­ვარ მოვ­ლე­ნად და­სა­ხელ­და.

გრან­დი­ო­ზუ­ლი სა­ქორ­წი­ნო ცე­რე­მო­ნია სტამ­ბოლ­ში გა­ი­მარ­თა, პა­ტარ­ძალს ქორ­წი­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში სამი სა­ქორ­წი­ლო კაბა ეცვა. კა­ბებ­ზე თურ­ქმა დი­ზა­ი­ნე­რებ­მა იზ­რუ­ნეს.

მსა­ხი­ო­ბის თქმით, აპი­რებს, რომ ერთ-ერთი კაბა იმ ფანს აჩუ­ქოს, რო­მე­ლიც თვი­თო­ნაც მალე ქორ­წინ­დე­ბა.

დე­მე­თის ქორ­წილს ცნო­ბი­ლი თურ­ქი მსა­ხი­ო­ბე­ბი და მომ­ღერ­ლე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ. მათ შო­რის იყო ქარ­თვე­ლე­ბის­თვის კარ­გად ნაც­ნო­ბი მსა­ხი­ო­ბი იბ­რა­ჰიმ ჩე­ლი­ქო­ლი.

ქორ­წილ­ში ყვე­ლა ელო­და მსა­ხი­ობ ჯან ია­მანს, რო­მე­ლიც პო­პუ­ლა­რულ სე­რი­ალ­ში "ნა­ად­რე­ვი ფრინ­ვე­ლი" დე­მე­თის პარტნი­ო­რი იყო, თუმ­ცა სტუმ­რებს შო­რის ჯანი არ გა­მო­ჩე­ნი­ლა. უც­ნო­ბია, და­პა­ტი­ჟა თუ არა ოზ­დე­მირ­მა ის.

ჯან ია­მა­ნი

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ქორ­წილს გრან­დი­ო­ზუ­ლი ნიშ­ნო­ბა უძღო­და წინ. ნიშ­ნო­ბამ­დე კი დე­მე­თი და ოგუ­ზა­ნი და­შო­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, თუმ­ცა რო­გორც თურ­ქულ მე­დი­ა­ში წე­რენ, ოგუ­ზან­მა საყ­ვა­რელ ქალს და­უ­ვი­წყა­რი სი­ურპრი­ზი გა­უ­კე­თა, რის შემ­დე­გაც ისი­ნი შე­რიგ­დნენ.

ცნო­ბი­ლია, რომ ქორ­წი­ლი რამ­დე­ნი­მე დღე გაგ­რძელ­დე­ბა და გუ­შინ წვე­უ­ლე­ბის პირ­ვე­ლი დღე იყო.

დე­მეთ ოზ­დე­მი­რი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ცნო­ბი­ლი თურ­ქი მსა­ხი­ო­ბია. მან კა­რი­ე­რა კო­მე­დი­უ­რი ჟან­რის სე­რი­ა­ლე­ბით და­ი­წყო, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ბედი დრა­მა­შიც სცა­და და წარ­მა­ტე­ბუ­ლა­დაც.

ყვე­ლა­ზე დიდი წარ­მა­ტე­ბა მო­უ­ტა­ნა სე­რი­ალ­მა erkenci kus (“ნა­ად­რე­ვი ფრინ­ვე­ლი“) სა­დაც პარტნი­ო­რო­ბას ცნო­ბილ მსა­ხი­ობს ჯან ია­მანს უწევ­და. ეს სე­რი­ა­ლი ფა­ნე­ბის­თვის დღემ­დე ერთ-ერთ ყველ­ზე საყ­ვა­რელ სა­ტე­ლე­ვი­ზიო შოუდ რჩე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სე­რი­ა­ლის გა­და­ღე­ბის დროს მე­დია დე­მე­თი­სა და ჯა­ნის სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე წერ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ისი­ნი ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ, რა­საც გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი დღემ­დე ვერ ეგუ­ე­ბი­ან.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
1

ბედნიერებას ვუსურვებ წყვილს და როგორც თურქებს სჩვევიათ თქმა,ერთ ბალიშზე დაბერდითო🎉🌷🌷

მარი
5

უნიჭო არაა ნამდვილად ეს გოგო, ეგრე რომ იყოს ამდენ მთავარ როლს ვინ მისცემდა, ხალხო?! ეხლა დისნეი+ზე გამოვა მაგის მონაწილეობით ახალი სერიალი. ისე, სხვათაშორის მართლა ყველა პარტნიორთან ( რამდენიმეს გარდა) ჰქონდა რომანი. ჭორაობთო, დაწერა აქ ერთმა და საიდან იცითო, მინდა ვუპასუხო ეს კთხვა, თუ აქვს ვინმეს, ეგრე არავინ არავის ,,სანთელს" არ უჭერს, მაგრამ ვრცელდება ინფორმაციები, ხომ? ყველა მისი პარტნიორი საუკეთესო გარეგნობით გამოირჩევა, განსაკუთრებით კი ჯანი, რომელიც იტალიაში გადავიდა და ძალიან წარმატებულია. არავის ეგონა კოჩს ცოლად თუ გაყვებოდა, მაგრამ გაყვა. იყოს ბედნიერი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

ცნობილი თურქი მსახიობის გრანდიოზული ქორწილი, სამი საპატარძლო კაბა, პოპულარული სტუმრები და სკანდალი ქორწილამდე - ვინ არის დემეთ ოზდემირის რჩეული (ფოტოები)

ცნობილი თურქი მსახიობის გრანდიოზული ქორწილი, სამი საპატარძლო კაბა, პოპულარული სტუმრები და სკანდალი ქორწილამდე - ვინ არის დემეთ ოზდემირის რჩეული (ფოტოები)

ცნობილი თურქი მსახიობი, რომელიც საქართველოშიც პოპულარობით სარგებლობს, დემეთ ოზდემირი დაქორწინდა. დემეთის რჩეული მომღერალი ოგუზან კოჩია. ცნობილი წყვილის ქორწილი ამ ზაფხულს თურქული შოუ-ბიზნესის მთავარ მოვლენად დასახელდა.

გრანდიოზული საქორწინო ცერემონია სტამბოლში გაიმართა, პატარძალს ქორწილის განმავლობაში სამი საქორწილო კაბა ეცვა. კაბებზე თურქმა დიზაინერებმა იზრუნეს.

მსახიობის თქმით, აპირებს, რომ ერთ-ერთი კაბა იმ ფანს აჩუქოს, რომელიც თვითონაც მალე ქორწინდება.

დემეთის ქორწილს ცნობილი თურქი მსახიობები და მომღერლები ესწრებოდნენ. მათ შორის იყო ქართველებისთვის კარგად ნაცნობი მსახიობი იბრაჰიმ ჩელიქოლი.

ქორწილში ყველა ელოდა მსახიობ ჯან იამანს, რომელიც პოპულარულ სერიალში "ნაადრევი ფრინველი" დემეთის პარტნიორი იყო, თუმცა სტუმრებს შორის ჯანი არ გამოჩენილა. უცნობია, დაპატიჟა თუ არა ოზდემირმა ის.

ჯან იამანი

აღსანიშნავია, რომ ქორწილს გრანდიოზული ნიშნობა უძღოდა წინ. ნიშნობამდე კი დემეთი და ოგუზანი დაშორებულები იყვნენ, თუმცა როგორც თურქულ მედიაში წერენ, ოგუზანმა საყვარელ ქალს დაუვიწყარი სიურპრიზი გაუკეთა, რის შემდეგაც ისინი შერიგდნენ.

ცნობილია, რომ ქორწილი რამდენიმე დღე გაგრძელდება და გუშინ წვეულების პირველი დღე იყო.

დემეთ ოზდემირი მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი თურქი მსახიობია. მან კარიერა კომედიური ჟანრის სერიალებით დაიწყო, მოგვიანებით ბედი დრამაშიც სცადა და წარმატებულადაც.

ყველაზე დიდი წარმატება მოუტანა სერიალმა erkenci kus (“ნაადრევი ფრინველი“) სადაც პარტნიორობას ცნობილ მსახიობს ჯან იამანს უწევდა. ეს სერიალი ფანებისთვის დღემდე ერთ-ერთ ყველზე საყვარელ სატელევიზიო შოუდ რჩება.

აღსანიშნავია, რომ სერიალის გადაღების დროს მედია დემეთისა და ჯანის სასიყვარულო ურთიერთობაზე წერდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ, რასაც გულშემატკივრები დღემდე ვერ ეგუებიან.