სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენთვის ფული არ არის პრიორიტეტი... არაფერი დაჩრდილავს ჩვენს თანამშრომლობას უკრაინასთან" - ძმები ბაირაქტარები: სამხედრო დრონების წარმოება და მოყვრობა ერდოღანთან
"ჩვენთვის ფული არ არის პრიორიტეტი... არაფერი დაჩრდილავს ჩვენს თანამშრომლობას უკრაინასთან" - ძმები ბაირაქტარები: სამხედრო დრონების წარმოება და  მოყვრობა ერდოღანთან

ბა­ი­რაქ­ტა­რის დრო­ნე­ბი რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომში უკ­რა­ი­ნუ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის ერ­თგვარ სიმ­ბო­ლოდ იქცა, თა­ვად სი­ტყვა "ბა­ი­რაქ­ტა­რი“ კი ომის კულ­ტუ­რის გა­ნუ­ყო­ფელ ნა­წი­ლად. დრო­ნე­ბის შექ­მნის იდე­ის უკან ძმე­ბი - ჰა­ლუკ და სელ­ჩუკ ბა­ი­რაქ­ტა­რე­ბი დგა­ნან. ისი­ნი იშ­ვი­ა­თად აძ­ლე­ვენ ინ­ტერ­ვი­უს, მაგ­რამ ამ­ჯე­რად BBC-ის კო­რეს­პონ­დენ­ტებს ოფის­ში, სტამ­ბო­ლის ერთ-ერთ რა­ი­ონ­ში შეხ­ვდნენ.

რო­გორც გა­მო­ცე­მა წერს, შე­ნო­ბა და­სავ­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის კამ­პუსს უფრო ჰგავს, ვიდ­რე კომ­პა­ნი­ას, რო­მე­ლიც სამ­ხედ­რო საფ­რენ აპა­რა­ტებს აწარ­მო­ებს... თა­ნამ­შრო­მელ­თა სა­შუ­ა­ლო ასა­კი 29-30 წე­ლია.

შე­სას­ვლელ­თან თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის გა­მო­ფე­ნი­ლია ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­ის ის­ტო­რი­ის უფა­სო წიგ­ნე­ბის დიდი არ­ჩე­ვა­ნი, გვერ­დით კი წიგ­ნე­ბი, თუ რო­გორ უნდა ილო­ცოთ სწო­რად. ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ბევ­რი ღია სივ­რცეა...

  • მე­ო­რე სარ­თულ­ზე ზე­დი­ზედ სამი ოფი­სია - თითო ძმის­თვის

BBC-ის ინ­ტერ­ვიუ ორ უფ­როს­თან იყო შე­თან­ხმე­ბუ­ლი, რო­გორც გა­ირ­კვა, უმ­ცრო­სი ძმა ახ­მე­დი სა­ჯა­რო პირი არ არის, პრეს­სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, არ არის ჩარ­თუ­ლი თვითმფრი­ნა­ვე­ბის წარ­მო­ე­ბა­ში.

პირ­ვე­ლი­ვე ოფი­სი უფ­როს ძმას ჰა­ლუკს ეკუთ­ვნის. კომ­პა­ნი­ა­ში ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებს. მის კა­ბი­ნეტ­ში ბევ­რი სი­ნათ­ლეა, კე­დელ­ზე ქარ­ვის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნუ­ლი ქო­ხის სუ­რა­თი კი­დია, ყა­ვის მა­გი­და­ზე რბი­ლი სა­თა­მა­შო - Bayraktar TB2 დრო­ნი ტრი­დენ­ტით.

ჰა­ლუკ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს ამა­ყად აჩ­ვე­ნა ღირ­სე­ბის ორ­დე­ნი, რო­მე­ლიც მან კი­ევ­ში სტუმ­რო­ბი­სას უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის­გან მი­ი­ღო.

ჰა­ლუ­კი სა­უ­ბარ­ში ხში­რად ახ­სე­ნებს ოზ­დე­მირ ბა­ი­რაქ­ტარს - მა­მას, რო­მე­ლიც გა­სულ წელს გარ­და­იც­ვა­ლა.

  • გახ­დი ერ­დო­ღა­ნის სიძე

ჰა­ლუ­კი ამ­ბობს, რომ სწო­რედ მა­მამ ჩა­უ­ნერ­გა ავი­ა­ცი­ის მი­მართ სიყ­ვა­რუ­ლი. ოზ­დე­მირ ბა­ი­რაქ­ტარ­მა 1984 წელს და­ა­არ­სა კომ­პა­ნია მან­ქა­ნე­ბის სა­თა­და­რი­გო ნა­წი­ლე­ბის წარ­მო­ე­ბის­თვის. გარ­და წარ­მო­ე­ბი­სა, ის აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კა­შიც, რისი წყა­ლო­ბი­თაც შეხ­ვდა თურ­ქე­თის ამ­ჟა­მინ­დელ პრე­ზი­დენტს რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღანს (იმ დროს ის ჯერ არ იყო პრე­ზი­დენ­ტი).

ორი­ვე ის­ლა­მის­ტუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბის პარ­ტი­ის წევ­რი იყო, რო­მე­ლიც 1998 წელს აიკ­რძა­ლა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მი­იჩ­ნია, რომ პარ­ტია ძირს უთხრი­და სა­ე­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, რა­ზეც თა­ნა­მედ­რო­ვე თურ­ქე­თი მისი პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ქე­მალ ათა­თურ­ქის მიერ იყო და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. შემ­დგომ­ში პარ­ტია ხე­ლახ­ლა და­რე­გის­ტრირ­და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის პარ­ტი­ის სა­ხე­ლით და ახლა თურ­ქე­თის მმარ­თვე­ლი პარ­ტი­აა.

2016 წელს კი ორი ნა­თე­სა­უ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის მქო­ნე პო­ლი­ტი­კო­სის ოჯა­ხი და­ნა­თე­სავ­და. სელ­ჩუ­კი ერ­დო­ღა­ნის ქა­ლიშ­ვილ სუ­მე­ი­ე­ზე და­ქორ­წინ­და. ამ კავ­შირს თურ­ქეთ­ში ბევ­რი აკ­რი­ტი­კებს, ამ­ბო­ბენ, რომ ქვეყ­ნის მე­თა­ურ­თან კავ­ში­რი სა­ო­ჯა­ხო ბიზ­ნე­სის აყ­ვა­ვე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­და.

სელ­ჩუ­კი არ ეთან­ხმე­ბა ამ კრი­ტი­კას

”ჩვენ და­ვი­წყეთ უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბის წარ­მო­ე­ბა ჯერ კი­დევ 2000-იან წლებ­ში და, გარ­კვე­უ­ლი გა­გე­ბით, მა­მა­ჩემ­მა, ჩემ­მა ძმამ, დე­დამ და მე თვი­თონ თავი მი­ვუ­ძღვე­ნით ამას”, - ამ­ბობს ის.

ერ­დო­ღა­ნის ქა­ლიშ­ვილ­ზე ის 2016 წელს და­ქორ­წინ­და, სელ­ჩუ­კი იხ­სე­ნებს, რომ იმ დრო­ის­თვის პირ­ვე­ლი თვითმფრი­ნა­ვე­ბი Mini და Bayraktar TB1 უკვე შექ­მნი­ლი იყო.

ძმე­ბის თქმით, ბა­ი­რაქ­ტა­რის ოჯა­ხი ყო­ველ­თვის "სა­წარ­მო­ში" ცხოვ­რობ­და და ქარ­ხა­ნა­ში მუ­შა­ო­ბას ბავ­შვო­ბი­დან მიჩ­ვე­უ­ლი იყ­ვნენ: მა­მას ჩარ­ხე­ბის პროგ­რა­მი­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ და მუ­შა­ო­ბას სწავ­ლას უთავ­სებ­დნენ.

სელ­ჩუ­კი იმ დროს ქვეყ­ნის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟულ ლი­ცე­უმ­ში, სტამ­ბო­ლის ამე­რი­კულ კო­ლე­ჯში სწავ­ლობ­და.

ორი­ვე ძმამ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა თურ­ქეთ­სა და შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში მი­ი­ღო, სა­დაც სელ­ჩუ­კი დრო­ნე­ბის წარ­მო­ე­ბა­ში და­ხე­ლოვ­ნდა.

სწავ­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ისი­ნი სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­დნენ "თა­ვი­ან­თი ქვეყ­ნის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­სა­ვი­თა­რებ­ლად“ და მუ­შა­ო­ბა და­ი­წყეს მა­მის კომ­პა­ნია "ბა­ი­კარ­ში“.

ძმე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ დრო­ნე­ბის წარ­მო­ე­ბა ინ­ჟინ­რე­ბის ძა­ლი­ან მცი­რე გუნ­დით და­ი­წყო და კომ­პა­ნი­ა­ში მხო­ლოდ პი­რა­დი სახ­სრე­ბის ინ­ვეს­ტი­ცია მო­ახ­დი­ნეს.

მათი წარ­მა­ტე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი კომ­პო­ნენ­ტია მუდ­მი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცია თურქ ჯა­რის­კა­ცებ­თან, სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის რე­ა­ლურ მო­ნა­წი­ლე­ებ­თან, რაც, მა­თი­ვე თქმით, ეხ­მა­რე­ბათ დრო­ნე­ბის გა­ნახ­ლე­ბა­ში სამ­ხედ­რო­ე­ბის მო­თხოვ­ნე­ბი­სა და სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად.

უკ­რა­ი­ნის არ­მია Bayraktar TV2 თვითმფრი­ნა­ვებს აქ­ტი­უ­რად იყე­ნებს რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის­თვის თურ­ქუ­ლი დრო­ნე­ბი რუ­სუ­ლი აგ­რე­სი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის ერ­თგვარ სიმ­ბო­ლოდ იქცა. მათ­ზე და­ი­წყეს სიმ­ღე­რე­ბის და­წე­რა, ბავ­შვებ­სა და ში­ნა­ურ ცხო­ვე­ლებს მათი სა­ხე­ლი და­არ­ქვეს და თან­და­თან სი­ტყვა "ბა­ი­რაქ­ტარ­მა“ თა­ვი­სი ნიშა და­ი­კა­ვა ქვეყ­ნის კულ­ტუ­რა­სა და მთელ მსოფ­ლი­ო­ში გა­ფან­ტულ უკ­რა­ი­ნულ დი­ას­პო­რა­ში.

ძმე­ბი ღიად უჭე­რენ მხარს უკ­რა­ი­ნას და უკ­რა­ი­ნელ სამ­ხედ­რო­ებს რამ­დენ­ჯერ­მე უსას­ყიდ­ლოდ აჩუ­ქეს დრო­ნე­ბი, მო­ხა­ლი­სე­ე­ბის მიერ შეგ­რო­ვე­ბუ­ლი თან­ხა კი უკ­რა­ი­ნე­ლი ლტოლ­ვი­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებს მოხ­მარ­და.

კი­თხვა­ზე, თუ რას ფიქ­რობს იმ ფაქ­ტზე, რომ ბა­ი­რაქტრე­ბი უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის­თვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის ერ­თგვარ სიმ­ბო­ლოდ იქცა, ჰა­ლუკ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ამა­ყობს, რომ მათ მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი მხარს უჭერს უკ­რა­ი­ნას და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის ბრძო­ლა­ში.

მან დას­ძი­ნა, რომ უკ­რა­ი­ნა თა­ვი­სუ­ფა­ლი სამ­ყა­როს­თვის იბ­რძვის. ხოლო სელ­ჩუკ­მა უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის შეჭ­რას უწო­და: "უსა­მარ­თლო და უკა­ნო­ნო ომი...“

  • რო­გორ ეხ­მა­რე­ბი­ან ძმე­ბი ბა­ი­რაქ­ტა­რე­ბი უკ­რა­ი­ნას

"ბა­ი­კა­რის" თა­ნამ­შრომ­ლო­ბა უკ­რა­ი­ნას­თან, რუ­სე­თის სრულ­მას­შტა­ბი­ან შეჭ­რამ­დე და­ი­წყო. მას შემ­დეგ, რაც რუ­სეთ­მა უკ­რა­ი­ნუ­ლი ყი­რი­მის ანექ­სია და ე.წ. DPR -სა და LPR-ის სამ­ხედ­რო მხარ­და­ჭე­რა და­ი­წყო, კი­ევ­მა და­ი­წყო დაც­ვის სხვა­დას­ხვა გზე­ბის ძებ­ნა.

ჰა­ლუ­კი ამ­ბობს, რომ უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უპი­ლო­ტო თვითმფრი­ნა­ვე­ბის გა­და­ცე­მის მო­თხოვ­ნით ბევრ ქვე­ყა­ნას მი­მარ­თა, თუმ­ცა, მისი თქმით, შე­თან­ხმე­ბას მხო­ლოდ თურ­ქე­თი და­თან­ხმდა.

"ბა­ი­რაქ­ტა­რის სის­ტე­მე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში 2018 წლი­დან გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, - იხ­სე­ნებს ის, - პა­რა­ლე­ლუ­რად, უკ­რა­ი­ნას­თან გა­ფორმ­და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტე­ბი თავ­დაც­ვის ინ­დუსტრი­ა­ში, რაც ხელს შე­უ­წყობს ჩვენს თა­ნამ­შრომ­ლო­ბას სხვა­დას­ხვა ტექ­ნო­ლო­გი­ურ სფე­რო­ში".

ჰა­ლუ­კის თქმით, კომ­პა­ნი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა ბევ­რი უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე გაწ­ვრთნეს Bayraktar TB2-ის დრო­ნით ფრე­ნა­ში. ახ­ლა­ხან კი, რუ­სუ­ლი თავ­დას­ხმის შე­დე­გად, გარ­და­იც­ვა­ლა უკ­რა­ი­ნის არ­მი­ის ოფი­ცე­რი, რო­მე­ლიც და­უ­მე­გობ­რდა ძმებს. "ბა­ი­კა­რის“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და­ეს­წრნენ მის დაკ­რძალ­ვას, ძმე­ბი ბა­ი­რაქ­ტა­რე­ბი კი ამ­ბო­ბენ, რომ და­ეხმრე­ბი­ან მის ოჯახს.

  • "ფული არ არის მთა­ვა­რი"

”რო­დე­საც ომი და­ი­წყო, ჩვენ გავ­გზავ­ნეთ ათი სატ­ვირ­თო ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბა - საკ­ვე­ბი, ბავ­შვთა საკ­ვე­ბი და ჰი­გი­ე­ნუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. უკ­რა­ი­ნა არის ქვე­ყა­ნა, რო­მელ­თა­ნაც ჩვენ მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. ჩვენ ვი­ზი­ა­რებთ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის ტკი­ვილს და ვა­ფა­სებთ. ისი­ნი გმი­რუ­ლად იბ­რძვი­ან“, - ამ­ბობს ჰა­ლუ­კი.

ის არ მა­ლავს კო­მერ­ცი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის არ­სე­ბო­ბას, მაგ­რამ ომის და­წყე­ბი­დან კომ­პა­ნი­ამ დიდი ძა­ლის­ხმე­ვა ჩადო უკ­რა­ი­ნას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის. "ჩვენ­თვის პრი­ო­რი­ტე­ტია ძლი­ე­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დამ­ყა­რე­ბა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, რო­მე­ლიც სარ­გე­ბელს მო­უ­ტანს ორი­ვე მხა­რეს“, - გა­ნა­ცხა­და მან.

დიახ, ის ადას­ტუ­რებს, რომ უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის ომის და­წყე­ბას­თან ერ­თად გა­ი­ზარ­და ინ­ტე­რე­სი Bayraktar თვითმფრი­ნა­ვე­ბის მი­მართ და ასე­ვე გა­ი­ზარ­და გა­ყიდ­ვე­ბი. უკ­რა­ი­ნის ომამ­დე დრო­ნე­ბი აზერ­ბა­ი­ჯან­მა წარ­მა­ტე­ბით გა­მო­ი­ყე­ნა სომ­ხეთ­თან ომში მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში, ასე­ვე სი­რი­ა­სა და ლი­ბი­ა­ში. და ხში­რად კონ­ფლიქ­ტის მე­ო­რე მხა­რეს რუ­სე­თი იყო.

"სამ­წუ­ხა­როდ, რუ­სულ მე­დი­ა­ში ჩვენ ვხე­დავთ ცი­ლის­წა­მე­ბას, რად­გან ჩვე­ნი სის­ტე­მე­ბი ანად­გუ­რებს მათ სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვას და ჯავ­შან­ტექ­ნი­კას. მაგ­რამ ბო­ლოს და ბო­ლოს, ჩვენ ვართ კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს ტექ­ნო­ლო­გი­ას", - ამ­ბობს ის, და რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ მათ პრო­დუქტს, ეს უკვე სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის გა­და­სა­წყვე­ტია.

კი­თხვა­ზე, - თუ მოს­კო­ვი დიდ თან­ხას შე­მოგ­თა­ვა­ზებთ, მა­თაც მი­ყი­დით? - ჰა­ლუ­კი ამ­ბობს:

"ჩვენ­თვის ფული არ არის პრი­ო­რი­ტე­ტი. ფული და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი რე­სურ­სე­ბი არას­დროს ყო­ფი­ლა ჩვე­ნი ბიზ­ნე­სის მი­ზა­ნი. ჩვე­ნი მე­გობ­რო­ბა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბა უკ­რა­ი­ნას­თან მრა­ვა­ლი წე­ლია გრძელ­დე­ბა. გულ­წრფე­ლად რომ ვთქვათ, გა­მო­რი­ცხუ­ლია ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში დრო­ნე­ბის მოს­კო­ვის­თვის მი­ცე­მა. ამ პე­რი­ოდ­ში მთე­ლი ჩვე­ნი მხარ­და­ჭე­რა მთლი­ა­ნად უკ­რა­ი­ნის მხა­რე­საა. ისი­ნი უსა­მარ­თლო, აგ­რე­სი­უ­ლი და და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი თავ­დას­ხმის მსხვერ­პლი არი­ან და შე­სა­ბა­მი­სად, არა­ფე­რი დაჩ­რდი­ლავს ჩვენს თა­ნამ­შრომ­ლო­ბას უკ­რა­ი­ნას­თან, რა თან­ხაც არ უნდა შე­მოგ­ვთა­ვა­ზონ, ჩვე­ნი პო­ზი­ცია ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ნა­თე­ლია“.

ინ­ტერ­ვიუ BBC-ის­თან იმ დღეს შედ­გა, რო­დე­საც თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ერ­დო­ღან­მა თა­ვი­სი პარ­ტი­ის შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ ვლა­დი­მერ პუ­ტინს, სა­ვა­რა­უ­დოდ, ბა­ი­რაქ­ტა­რებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა სურს.

პრეს­სამ­სა­ხურ­მა ჰა­ლუკს ურ­ჩია, ინ­ტერ­ვი­უ­ში არ გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა პუ­ტი­ნის გვა­რი, არა­მედ ეთ­ქვა მხო­ლოდ "რუ­სე­თი“. ხოლო სელ­ჩუკ­მა სა­ერ­თოდ უარი თქვა კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა­ზე და აღ­ნიშ­ნა, რომ ეს სა­ხელ­მწი­ფო დო­ნის სა­კი­თხია. თუმ­ცა, ჰა­ლუ­კის სი­ტყვე­ბი­დან ირ­კვე­ვა, რომ ძმებს ბა­ი­რაქ­ტა­რებ­სა და რუ­სეთს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა არ იქ­ნე­ბა, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ვიდ­რე რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში იქ­ნე­ბი­ან.

კი­თხვა­ზე, თუ ვინ წყვეტს, ვის მი­ა­წო­დოს კომ­პა­ნი­ამ სამ­ხედ­რო დრო­ნე­ბი, ჰა­ლუკ­მა უპა­სუ­ხა, რომ ეს არის რო­გორც კომ­პა­ნი­ის, ასე­ვე თურ­ქე­თის სა­ხელ­მწი­ფოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

ცნო­ბი­ლია, რომ მოს­კო­ვი და­ინ­ტე­რეს­და ირა­ნუ­ლი "შა­ჰედ 129" თვითმფრი­ნა­ვით. სელ­ჩუ­კი ამ­ბობს, რომ არ იცის ირა­ნუ­ლი თვითმფრი­ნა­ვე­ბის სპე­ცი­ფი­კა, მაგ­რამ დას­ძენს, რომ "ბა­ი­რაქ­ტა­რი" სა­უ­კე­თე­სოა თა­ვის კლას­ში.

პა­რა­ლე­ლუ­რად, ძმე­ბი მუ­შა­ო­ბენ პირ­ველ თურ­ქულ ზებ­გე­რით უპი­ლო­ტო გა­მა­ნად­გუ­რე­ბელ­ზე, Kyzylelma-ზე და ახალ საბ­რძო­ლო თვითმფრი­ნავ­ზე Bayraktar TV3.

ჰა­ლუ­კი აღ­ნიშ­ნავს, რომ გეგ­მა­ვენ უპი­ლო­ტო მებ­რძო­ლე­ბის სრუ­ლი წარ­მო­ე­ბის და­წყე­ბას უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ასევ კვლე­ვი­თი ცენ­ტრე­ბის გახ­სნას უკ­რა­ი­ნე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის. ძმებ­მა და­ა­მა­ტეს, რომ იყი­დეს ად­გი­ლი დრო­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და წარ­მო­ე­ბის ცენ­ტრის და­სა­არ­სებ­ლად, მაგ­რამ ომის გამო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით შე­ჩე­რე­ბუ­ლია... წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი. 70 წლის
0

ბაირაქთარი და არა ბაირაქტარი. ქართულად ითარგმნება როგორც მედროშე, ასევე როგორც ბაირაღის მატარებელი. საინტერესოა სიტყვა „ბაირაღი“ (დროშა, ალამი) ქართულია თუ თურქული.

რაც შეეხება თვითონ უპილოტო საფრენ აპარატს (უსა). ნამდვილად შესანიშნავი დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი (Striking unmanned aerial vehicle) გამოუვიდათ მათ შემქმნელ ფირმა ბაიქარ მაქინას, რომელსაც შეუძლია მცირე ზომებისა და წონის რაკეტების (MAM-C, MAM-L, L-UMTAS, Cirit) გაშვება თუ ბომბების (BOZOK) ჩამოყრა.

Bayraktar TB2-ს წარმატებულად იყენებენ სხვადასხვა საომარ ლოკალურ კონფლიქტებში (სირია, აზერბაიჯანი-სომხეთი, რუსეთი-უკრაინა), ასევე თურქეთში - ანტიტერორისტულ ოპერაციებში ქურთი მუშათა პარტიის მებრძოლების წინააღმდეგ.

მსოფლიოში წარმოებული სხვა ანალოგიური უპილოტო საფრენი აპარატების მსგავსად ამ მოდელსაც ახასიათებს ერთ-ერთი ძირითადი ნაკლოვანება - ეს არის მისი დაბალი კრეისერული სიჩქარე, რომელიც არ აღემატება 130 კილომეტრს საათში.

ვახტანგი. 70 წლის
0

ბაირაქთარი და არა ბაირაქტარი. ქართულად ითარგმნება როგორც მედროშე, ასევე როგორც ბაირაღის მატარებელი. საინტერესოა სიტყვა „ბაირაღი“ (დროშა, ალამი) ქართულია თუ თურქული.

რაც შეეხება თვითონ უპილოტო საფრენ აპარატს (უსა). ნამდვილად შესანიშნავი დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი (Striking unmanned aerial vehicle) გამოუვიდათ მათ შემქმნელ ფირმა ბაიქარ მაქინას, რომელსაც შეუძლია მცირე ზომებისა და წონის რაკეტების (MAM-C, MAM-L, L-UMTAS, Cirit) გაშვება თუ ბომბების (BOZOK) ჩამოყრა.

Bayraktar TB2-ს წარმატებულად იყენებენ სხვადასხვა საომარ ლოკალურ კონფლიქტებში (სირია, აზერბაიჯანი-სომხეთი, რუსეთი-უკრაინა), ასევე თურქეთში - ანტიტერორისტულ ოპერაციებში ქურთი მუშათა პარტიის მებრძოლების წინააღმდეგ.

მსოფლიოში წარმოებული სხვა ანალოგიური უპილოტო საფრენი აპარატების მსგავსად ამ მოდელსაც ახასიათებს ერთ-ერთი ძირითადი ნაკლოვანება - ეს არის მისი დაბალი კრეისერული სიჩქარე, რომელიც არ აღემატება 130 კილომეტრს საათში.

ასევე სათქმელია ის, რომ მას საკმაოდ წარმატებით ებრძვის რუსული ჰაერსაწინაღო სისტემები, როგორებიცაა მაგალითად Тор-М2, Бук, Оса, Панцирь-С. მათ მიერ განადგურებული უპილოტო საფრენი აპარატების საერთო რაოდენობა აღწევს 1 400 ცალს, აქედან Bayraktar TB2 არა ნაკლები 90-100 ცალს.

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ჩვენთვის ფული არ არის პრიორიტეტი... არაფერი დაჩრდილავს ჩვენს თანამშრომლობას უკრაინასთან" - ძმები ბაირაქტარები: სამხედრო დრონების წარმოება და მოყვრობა ერდოღანთან

"ჩვენთვის ფული არ არის პრიორიტეტი... არაფერი დაჩრდილავს ჩვენს თანამშრომლობას უკრაინასთან" - ძმები ბაირაქტარები: სამხედრო დრონების წარმოება და  მოყვრობა ერდოღანთან

ბაირაქტარის დრონები რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინული წინააღმდეგობის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა, თავად სიტყვა "ბაირაქტარი“ კი ომის კულტურის განუყოფელ ნაწილად. დრონების შექმნის იდეის უკან ძმები - ჰალუკ და სელჩუკ ბაირაქტარები დგანან. ისინი იშვიათად აძლევენ ინტერვიუს, მაგრამ ამჯერად BBC-ის კორესპონდენტებს ოფისში, სტამბოლის ერთ-ერთ რაიონში შეხვდნენ.

როგორც გამოცემა წერს, შენობა დასავლური უნივერსიტეტის კამპუსს უფრო ჰგავს, ვიდრე კომპანიას, რომელიც სამხედრო საფრენ აპარატებს აწარმოებს... თანამშრომელთა საშუალო ასაკი 29-30 წელია.

შესასვლელთან თანამშრომლებისთვის გამოფენილია ოსმალეთის იმპერიის ისტორიის უფასო წიგნების დიდი არჩევანი, გვერდით კი წიგნები, თუ როგორ უნდა ილოცოთ სწორად. ტერიტორიაზე ბევრი ღია სივრცეა...

  • მეორე სართულზე ზედიზედ სამი ოფისია - თითო ძმისთვის

BBC-ის ინტერვიუ ორ უფროსთან იყო შეთანხმებული, როგორც გაირკვა, უმცროსი ძმა ახმედი საჯარო პირი არ არის, პრესსამსახურის ცნობით, არ არის ჩართული თვითმფრინავების წარმოებაში.

პირველივე ოფისი უფროს ძმას ჰალუკს ეკუთვნის. კომპანიაში ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებს. მის კაბინეტში ბევრი სინათლეა, კედელზე ქარვისგან დამზადებული უკრაინული ქოხის სურათი კიდია, ყავის მაგიდაზე რბილი სათამაშო - Bayraktar TB2 დრონი ტრიდენტით.

ჰალუკმა ჟურნალისტებს ამაყად აჩვენა ღირსების ორდენი, რომელიც მან კიევში სტუმრობისას უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისგან მიიღო.

ჰალუკი საუბარში ხშირად ახსენებს ოზდემირ ბაირაქტარს - მამას, რომელიც გასულ წელს გარდაიცვალა.

  • გახდი ერდოღანის სიძე

ჰალუკი ამბობს, რომ სწორედ მამამ ჩაუნერგა ავიაციის მიმართ სიყვარული. ოზდემირ ბაირაქტარმა 1984 წელს დააარსა კომპანია მანქანების სათადარიგო ნაწილების წარმოებისთვის. გარდა წარმოებისა, ის აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკაშიც, რისი წყალობითაც შეხვდა თურქეთის ამჟამინდელ პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს (იმ დროს ის ჯერ არ იყო პრეზიდენტი).

ორივე ისლამისტური კეთილდღეობის პარტიის წევრი იყო, რომელიც 1998 წელს აიკრძალა. ხელისუფლებამ მიიჩნია, რომ პარტია ძირს უთხრიდა საერო ღირებულებებს, რაზეც თანამედროვე თურქეთი მისი პირველი პრეზიდენტის ქემალ ათათურქის მიერ იყო დაფუძნებული. შემდგომში პარტია ხელახლა დარეგისტრირდა სამართლიანობისა და განვითარების პარტიის სახელით და ახლა თურქეთის მმართველი პარტიაა.

2016 წელს კი ორი ნათესაური შეხედულებების მქონე პოლიტიკოსის ოჯახი დანათესავდა. სელჩუკი ერდოღანის ქალიშვილ სუმეიეზე დაქორწინდა. ამ კავშირს თურქეთში ბევრი აკრიტიკებს, ამბობენ, რომ ქვეყნის მეთაურთან კავშირი საოჯახო ბიზნესის აყვავების საფუძველი გახდა.

სელჩუკი არ ეთანხმება ამ კრიტიკას

”ჩვენ დავიწყეთ უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება ჯერ კიდევ 2000-იან წლებში და, გარკვეული გაგებით, მამაჩემმა, ჩემმა ძმამ, დედამ და მე თვითონ თავი მივუძღვენით ამას”, - ამბობს ის.

ერდოღანის ქალიშვილზე ის 2016 წელს დაქორწინდა, სელჩუკი იხსენებს, რომ იმ დროისთვის პირველი თვითმფრინავები Mini და Bayraktar TB1 უკვე შექმნილი იყო.

ძმების თქმით, ბაირაქტარის ოჯახი ყოველთვის "საწარმოში" ცხოვრობდა და ქარხანაში მუშაობას ბავშვობიდან მიჩვეული იყვნენ: მამას ჩარხების პროგრამირებაში ეხმარებოდნენ და მუშაობას სწავლას უთავსებდნენ.

სელჩუკი იმ დროს ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ლიცეუმში, სტამბოლის ამერიკულ კოლეჯში სწავლობდა.

ორივე ძმამ უმაღლესი განათლება თურქეთსა და შეერთებულ შტატებში მიიღო, სადაც სელჩუკი დრონების წარმოებაში დახელოვნდა.

სწავლის დამთავრების შემდეგ ისინი სამშობლოში დაბრუნდნენ "თავიანთი ქვეყნის ტექნოლოგიური შესაძლებლობების გასავითარებლად“ და მუშაობა დაიწყეს მამის კომპანია "ბაიკარში“.

ძმები ამბობენ, რომ დრონების წარმოება ინჟინრების ძალიან მცირე გუნდით დაიწყო და კომპანიაში მხოლოდ პირადი სახსრების ინვესტიცია მოახდინეს.

მათი წარმატების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია მუდმივი კომუნიკაცია თურქ ჯარისკაცებთან, საომარი მოქმედებების რეალურ მონაწილეებთან, რაც, მათივე თქმით, ეხმარებათ დრონების განახლებაში სამხედროების მოთხოვნებისა და საჭიროებების შესაბამისად.

უკრაინის არმია Bayraktar TV2 თვითმფრინავებს აქტიურად იყენებს რუსული ჯარების წინააღმდეგ. უკრაინელებისთვის თურქული დრონები რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა. მათზე დაიწყეს სიმღერების დაწერა, ბავშვებსა და შინაურ ცხოველებს მათი სახელი დაარქვეს და თანდათან სიტყვა "ბაირაქტარმა“ თავისი ნიშა დაიკავა ქვეყნის კულტურასა და მთელ მსოფლიოში გაფანტულ უკრაინულ დიასპორაში.

ძმები ღიად უჭერენ მხარს უკრაინას და უკრაინელ სამხედროებს რამდენჯერმე უსასყიდლოდ აჩუქეს დრონები, მოხალისეების მიერ შეგროვებული თანხა კი უკრაინელი ლტოლვილების საჭიროებებს მოხმარდა.

კითხვაზე, თუ რას ფიქრობს იმ ფაქტზე, რომ ბაირაქტრები უკრაინელებისთვის თავისუფლების ერთგვარ სიმბოლოდ იქცა, ჰალუკმა აღნიშნა, რომ ამაყობს, რომ მათ მიერ შემუშავებული ტექნოლოგიები მხარს უჭერს უკრაინას დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში.

მან დასძინა, რომ უკრაინა თავისუფალი სამყაროსთვის იბრძვის. ხოლო სელჩუკმა უკრაინაში რუსეთის შეჭრას უწოდა: "უსამართლო და უკანონო ომი...“

  • როგორ ეხმარებიან ძმები ბაირაქტარები უკრაინას

"ბაიკარის" თანამშრომლობა უკრაინასთან, რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე დაიწყო. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინული ყირიმის ანექსია და ე.წ. DPR -სა და LPR-ის სამხედრო მხარდაჭერა დაიწყო, კიევმა დაიწყო დაცვის სხვადასხვა გზების ძებნა.

ჰალუკი ამბობს, რომ უკრაინის ხელისუფლებამ უპილოტო თვითმფრინავების გადაცემის მოთხოვნით ბევრ ქვეყანას მიმართა, თუმცა, მისი თქმით, შეთანხმებას მხოლოდ თურქეთი დათანხმდა.

"ბაირაქტარის სისტემები უკრაინაში 2018 წლიდან გამოიყენება, - იხსენებს ის, - პარალელურად, უკრაინასთან გაფორმდა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები თავდაცვის ინდუსტრიაში, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს თანამშრომლობას სხვადასხვა ტექნოლოგიურ სფეროში".

ჰალუკის თქმით, კომპანიის სპეციალისტებმა ბევრი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე გაწვრთნეს Bayraktar TB2-ის დრონით ფრენაში. ახლახან კი, რუსული თავდასხმის შედეგად, გარდაიცვალა უკრაინის არმიის ოფიცერი, რომელიც დაუმეგობრდა ძმებს. "ბაიკარის“ წარმომადგენლები დაესწრნენ მის დაკრძალვას, ძმები ბაირაქტარები კი ამბობენ, რომ დაეხმრებიან მის ოჯახს.

  • "ფული არ არის მთავარი"

”როდესაც ომი დაიწყო, ჩვენ გავგზავნეთ ათი სატვირთო ჰუმანიტარული დახმარება - საკვები, ბავშვთა საკვები და ჰიგიენური საშუალებები. უკრაინა არის ქვეყანა, რომელთანაც ჩვენ მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს. ჩვენ ვიზიარებთ უკრაინელების ტკივილს და ვაფასებთ. ისინი გმირულად იბრძვიან“, - ამბობს ჰალუკი.

ის არ მალავს კომერციული ინტერესების არსებობას, მაგრამ ომის დაწყებიდან კომპანიამ დიდი ძალისხმევა ჩადო უკრაინასთან თანამშრომლობისთვის. "ჩვენთვის პრიორიტეტია ძლიერი ურთიერთობების დამყარება და თანამშრომლობის განვითარება, რომელიც სარგებელს მოუტანს ორივე მხარეს“, - განაცხადა მან.

დიახ, ის ადასტურებს, რომ უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებასთან ერთად გაიზარდა ინტერესი Bayraktar თვითმფრინავების მიმართ და ასევე გაიზარდა გაყიდვები. უკრაინის ომამდე დრონები აზერბაიჯანმა წარმატებით გამოიყენა სომხეთთან ომში მთიან ყარაბაღში, ასევე სირიასა და ლიბიაში. და ხშირად კონფლიქტის მეორე მხარეს რუსეთი იყო.

"სამწუხაროდ, რუსულ მედიაში ჩვენ ვხედავთ ცილისწამებას, რადგან ჩვენი სისტემები ანადგურებს მათ საჰაერო თავდაცვას და ჯავშანტექნიკას. მაგრამ ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ვართ კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ტექნოლოგიას", - ამბობს ის, და როგორ გამოიყენებენ მათ პროდუქტს, ეს უკვე სხვა ადამიანების გადასაწყვეტია.

კითხვაზე, - თუ მოსკოვი დიდ თანხას შემოგთავაზებთ, მათაც მიყიდით? - ჰალუკი ამბობს:

"ჩვენთვის ფული არ არის პრიორიტეტი. ფული და მატერიალური რესურსები არასდროს ყოფილა ჩვენი ბიზნესის მიზანი. ჩვენი მეგობრობა და თანამშრომლობა უკრაინასთან მრავალი წელია გრძელდება. გულწრფელად რომ ვთქვათ, გამორიცხულია ამ სიტუაციაში დრონების მოსკოვისთვის მიცემა. ამ პერიოდში მთელი ჩვენი მხარდაჭერა მთლიანად უკრაინის მხარესაა. ისინი უსამართლო, აგრესიული და დაუსაბუთებელი თავდასხმის მსხვერპლი არიან და შესაბამისად, არაფერი დაჩრდილავს ჩვენს თანამშრომლობას უკრაინასთან, რა თანხაც არ უნდა შემოგვთავაზონ, ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ნათელია“.

ინტერვიუ BBC-ისთან იმ დღეს შედგა, როდესაც თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა თავისი პარტიის შეხვედრაზე განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს, სავარაუდოდ, ბაირაქტარებთან თანამშრომლობა სურს.

პრესსამსახურმა ჰალუკს ურჩია, ინტერვიუში არ გამოეყენებინა პუტინის გვარი, არამედ ეთქვა მხოლოდ "რუსეთი“. ხოლო სელჩუკმა საერთოდ უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე და აღნიშნა, რომ ეს სახელმწიფო დონის საკითხია. თუმცა, ჰალუკის სიტყვებიდან ირკვევა, რომ ძმებს ბაირაქტარებსა და რუსეთს შორის თანამშრომლობა არ იქნება, ყოველ შემთხვევაში, ვიდრე რუსული ჯარები უკრაინაში იქნებიან.

კითხვაზე, თუ ვინ წყვეტს, ვის მიაწოდოს კომპანიამ სამხედრო დრონები, ჰალუკმა უპასუხა, რომ ეს არის როგორც კომპანიის, ასევე თურქეთის სახელმწიფოს გადაწყვეტილება.

ცნობილია, რომ მოსკოვი დაინტერესდა ირანული "შაჰედ 129" თვითმფრინავით. სელჩუკი ამბობს, რომ არ იცის ირანული თვითმფრინავების სპეციფიკა, მაგრამ დასძენს, რომ "ბაირაქტარი" საუკეთესოა თავის კლასში.

პარალელურად, ძმები მუშაობენ პირველ თურქულ ზებგერით უპილოტო გამანადგურებელზე, Kyzylelma-ზე და ახალ საბრძოლო თვითმფრინავზე Bayraktar TV3.

ჰალუკი აღნიშნავს, რომ გეგმავენ უპილოტო მებრძოლების სრული წარმოების დაწყებას უკრაინის ტერიტორიაზე, ასევ კვლევითი ცენტრების გახსნას უკრაინელი ახალგაზრდებისთვის. ძმებმა დაამატეს, რომ იყიდეს ადგილი დრონების განვითარებისა და წარმოების ცენტრის დასაარსებლად, მაგრამ ომის გამო სამუშაოები ჯერჯერობით შეჩერებულია... წყარო