სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაჩქარევად იქნა მიღებული, გადახედვას საჭიროებს“ - ვენეციის კომისია ე.წ. მოსმენების კანონს აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ კანონშემოქმედება მხოლოდ პოლიტიკური ნების აქტი არ არის
"ნაჩქარევად იქნა მიღებული, გადახედვას საჭიროებს“ - ვენეციის კომისია ე.წ. მოსმენების კანონს აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ კანონშემოქმედება მხოლოდ პოლიტიკური ნების აქტი არ არის

ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ამ დღეს ე.წ. მოს­მე­ნე­ბის კა­ნონ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა 2022 წლის 7 ივ­ნისს მი­ი­ღო და პრე­ზი­დენ­ტმა ვეტო და­ა­დო, თა­ვი­სი გა­და­უ­დე­ბე­ლი მო­საზ­რე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც აღ­ნიშ­ნა, რომ "კა­ნონპ­რო­ექ­ტი ნაჩ­ქა­რე­ვად იქნა მი­ღე­ბუ­ლი და გა­და­ხედ­ვას სა­ჭი­რო­ებს“.

აღ­ნიშ­ნუ­ლის თა­ო­ბა­ზე ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სია მო­საზ­რე­ბას "ტვი­ტე­რის" გვერ­დზე ავ­რცე­ლებს.

გარ­და ამი­სა, ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სია "ტვი­ტე­რის" ან­გა­რიშ­ზე თან ურ­თავს, მო­საზ­რე­ბას "სა­ერ­თო სა­სა­მარ­თლო­ე­ბის შე­სა­ხებ ორ­გა­ნულ კა­ნონ­ში" 2021 წლის დე­კემ­ბრის ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც 2022 წლის 17-18 ივ­ნი­სით თა­რიღ­დე­ბა.

ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სია აღ­ნიშ­ნულ დო­კუ­მენ­ტში ეხე­ბა 2021 წლის 27 დე­კემ­ბერს, უმ­რავ­ლე­სო­ბის (ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის) ექ­ვსი დე­პუ­ტა­ტის მიერ წარ­დგე­ნილ 2021 წლის ცვლი­ლე­ბებს, რომ­ლე­ბიც შემ­დეგ პარ­ლა­მენ­ტმა 2021 წლის 30 დე­კემ­ბერს დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით მი­ი­ღო.

კო­მი­სია ხაზს უს­ვამს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი სა­პარ­ლა­მენ­ტო ვა­დის ბო­ლოს, სა­ა­ხალ­წლო არ­და­დე­გე­ბის წინ მი­ი­ღეს და მთელ სა­კა­ნონ­მდებ­ლო პრო­ცე­სი მხო­ლოდ ოთხ დღეს გაგ­რძელ­და.

"ოპო­ზი­ცი­ის­თვის, ისე­ვე რო­გორც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბის­თვის და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, 2021 წლის ცვლი­ლე­ბე­ბი სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო”, - აღ­ნიშ­ნუ­ლია კო­მი­სი­ის დო­კუ­მენ­ტში.

"[სა­ქარ­თვე­ლოს] ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, შეხ­ვედ­რე­ბის დროს, ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის დე­ლე­გა­ცი­ის­თვის არ წა­რუდ­გე­ნია და­მა­ჯე­რე­ბე­ლი მი­ზე­ზე­ბი, რაც 2021 წლის ცვლი­ლე­ბე­ბი სწრაფ სა­კა­ნონ­მდებ­ლო პრო­ცესს გა­ა­მარ­თლებ­და”, - ნათ­ქვა­მია დო­კუ­მენ­ტში.

გარ­და ამი­სა, ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სია აღ­ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლა თა­ნა­მო­სა­უბ­რემ, რო­მელ­საც ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის დე­ლე­გა­ცია შეხ­ვდა, გარ­და სამ­თავ­რო­ბო პარ­ტი­ი­სა და იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭო­სი, აღ­ნიშ­ნეს, რომ კა­ნონ­შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ცე­სი ზედ­მე­ტად სწრა­ფი იყო, აკ­ლდა გამჭვირ­ვა­ლო­ბა მისი მო­ტი­ვე­ბი­სა და მიზ­ნე­ბის შე­სა­ხებ და ჩა­ტარ­და ინ­კლუ­ზი­უ­რი და ეფექ­ტუ­რი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის გა­რე­შე.

"2021 წლის ცვლი­ლე­ბებს თან ახ­ლდა ექ­ვსგვერ­დი­ა­ნი გან­მარ­ტე­ბი­თი ბა­რა­თი, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად იმე­ო­რებს ცვლი­ლე­ბე­ბის ში­ნა­არსს და ასა­ხავს ფორ­მა­ლო­ბებს. გან­მარ­ტე­ბი­თი ბა­რა­თი არ შე­ი­ცავს ცვლი­ლე­ბე­ბის არ­სე­ბით და­სა­ბუ­თე­ბას, მათი დრო­ის გა­ან­გა­რი­შე­ბის ან დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რით მი­ღე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის დო­კუ­მენ­ტში.

ამას­თან, კო­მი­სია დას­ძენს, რომ გან­მარ­ტე­ბი­თი ბა­რა­თი არ შე­ი­ცავს რა­ი­მე ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­ფა­სე­ბას მა­გა­ლი­თად, მო­სა­მარ­თლე­თა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­ზე დის­ციპ­ლი­ნუ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბი­სა და სან­ქცი­ე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბის ან გავ­ლე­ნის შე­სა­ხებ.

ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის გან­ცხა­დე­ბით, კა­ნონ­შე­მოქ­მე­დე­ბა არის არა მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი ნე­ბის აქტი, არა­მედ ის რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაა.

"არ­სე­ბი­თი დე­ბა­ტე­ბი შე­უძ­ლე­ბე­ლია თუ რე­ფორ­მის მი­ზე­ზე­ბი არ არის წა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. კა­ნონპ­რო­ექ­ტის დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბით წარ­დგე­ნი­სა და მი­ღე­ბის ზღუ­დავს სა­ჯა­რო და სა­პარ­ლა­მენ­ტო კონ­ტროლს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია დო­კუ­მენ­ტში.

შე­გახ­სე­ნებთ, პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ფა­რუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ კა­ნონპ­რო­ექტს ვეტო ივ­ნის­ში და­ა­დო.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, ფა­რუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ვა­დე­ბი ხან­გრძლივ­დე­ბა, ხოლო და­ნა­შა­ულ­თა წრე, რა­ზეც ფა­რუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბა იქ­ნე­ბა და­საშ­ვე­ბი, იზ­რდე­ბა. ამას­თან, იც­ვლე­ბა ფა­რუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბის ჩა­ტა­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სი პი­რის­თვის შე­ტყო­ბი­ნე­ბის წესი. “სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო კო­დექსში“ ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექტს პარ­ლა­მენ­ტმა მე­სა­მე მოს­მე­ნით მხა­რი რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ და­უ­ჭი­რა. კა­ნო­ნის პრო­ექ­ტი 78 ხმით, 11-წი­ნა­აღ­მდეგ მი­ი­ღეს.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიგა მაქარაშვილი(მარქარიანი)
11

"ვენეციის კომისია" არა იხვის ტოლმა! რაღა დროის ვენეციის კომისიაა, როცა პლანეტა გლობალური ატომური ომის, ანუ სრული განადგურების წინაშე დგას ისე ახლოს, როგორც არასოდეს! 

ვალერი
8

რაც მთავრობა ის ერი ან პირიქით,რაც ერი ის მთავრობა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ნაჩქარევად იქნა მიღებული, გადახედვას საჭიროებს“ - ვენეციის კომისია ე.წ. მოსმენების კანონს აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ კანონშემოქმედება მხოლოდ პოლიტიკური ნების აქტი არ არის

"ნაჩქარევად იქნა მიღებული, გადახედვას საჭიროებს“ - ვენეციის კომისია ე.წ. მოსმენების კანონს აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ კანონშემოქმედება მხოლოდ პოლიტიკური ნების აქტი არ არის

ვენეციის კომისიამ დღეს ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2022 წლის 7 ივნისს მიიღო და პრეზიდენტმა ვეტო დაადო, თავისი გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ "კანონპროექტი ნაჩქარევად იქნა მიღებული და გადახედვას საჭიროებს“.

აღნიშნულის თაობაზე ვენეციის კომისია მოსაზრებას "ტვიტერის" გვერდზე ავრცელებს.

გარდა ამისა, ვენეციის კომისია "ტვიტერის" ანგარიშზე თან ურთავს, მოსაზრებას "საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში" 2021 წლის დეკემბრის ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც 2022 წლის 17-18 ივნისით თარიღდება.

ვენეციის კომისია აღნიშნულ დოკუმენტში ეხება 2021 წლის 27 დეკემბერს, უმრავლესობის (ქართული ოცნების) ექვსი დეპუტატის მიერ წარდგენილ 2021 წლის ცვლილებებს, რომლებიც შემდეგ პარლამენტმა 2021 წლის 30 დეკემბერს დაჩქარებული წესით მიიღო.

კომისია ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული ცვლილებები საპარლამენტო ვადის ბოლოს, საახალწლო არდადეგების წინ მიიღეს და მთელ საკანონმდებლო პროცესი მხოლოდ ოთხ დღეს გაგრძელდა.

"ოპოზიციისთვის, ისევე როგორც დაინტერესებული მხარეებისთვის და სამოქალაქო საზოგადოებისთვის, 2021 წლის ცვლილებები სრულიად მოულოდნელი იყო”, - აღნიშნულია კომისიის დოკუმენტში.

"[საქართველოს] ხელისუფლებას, შეხვედრების დროს, ვენეციის კომისიის დელეგაციისთვის არ წარუდგენია დამაჯერებელი მიზეზები, რაც 2021 წლის ცვლილებები სწრაფ საკანონმდებლო პროცესს გაამართლებდა”, - ნათქვამია დოკუმენტში.

გარდა ამისა, ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ ყველა თანამოსაუბრემ, რომელსაც ვენეციის კომისიის დელეგაცია შეხვდა, გარდა სამთავრობო პარტიისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოსი, აღნიშნეს, რომ კანონშემოქმედებითი პროცესი ზედმეტად სწრაფი იყო, აკლდა გამჭვირვალობა მისი მოტივებისა და მიზნების შესახებ და ჩატარდა ინკლუზიური და ეფექტური კონსულტაციების გარეშე.

"2021 წლის ცვლილებებს თან ახლდა ექვსგვერდიანი განმარტებითი ბარათი, რომელიც ძირითადად იმეორებს ცვლილებების შინაარსს და ასახავს ფორმალობებს. განმარტებითი ბარათი არ შეიცავს ცვლილებების არსებით დასაბუთებას, მათი დროის გაანგარიშების ან დაჩქარებული პროცედურით მიღების აუცილებლობის შესახებ“, - აღნიშნულია ვენეციის კომისიის დოკუმენტში.

ამასთან, კომისია დასძენს, რომ განმარტებითი ბარათი არ შეიცავს რაიმე ზემოქმედების შეფასებას მაგალითად, მოსამართლეთა დამოუკიდებლობაზე დისციპლინური პროცედურებისა და სანქციების ეფექტურობის ან გავლენის შესახებ.

ვენეციის კომისიის განცხადებით, კანონშემოქმედება არის არა მხოლოდ პოლიტიკური ნების აქტი, არამედ ის რაციონალური განხორციელებაა.

"არსებითი დებატები შეუძლებელია თუ რეფორმის მიზეზები არ არის წამოყენებული. კანონპროექტის დაჩქარებული პროცედურებით წარდგენისა და მიღების ზღუდავს საჯარო და საპარლამენტო კონტროლს“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო ივნისში დაადო.

ინფორმაციისთვის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებული ვადები ხანგრძლივდება, ხოლო დანაშაულთა წრე, რაზეც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება იქნება დასაშვები, იზრდება. ამასთან, იცვლება ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი პირისთვის შეტყობინების წესი. “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებების პროექტს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი რამდენიმე კვირის წინ დაუჭირა. კანონის პროექტი 78 ხმით, 11-წინააღმდეგ მიიღეს.