სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გირაოს გადახდას არ ვაპირებ, იზოლატორშიც "მეჯიკავებოდნენ“ და დიდი ხვეწნით გამოვედი, თორემ არ ვაპირებდი" - ბესიკ თამლიანი
"გირაოს გადახდას არ ვაპირებ, იზოლატორშიც "მეჯიკავებოდნენ“ და დიდი ხვეწნით გამოვედი, თორემ არ ვაპირებდი" - ბესიკ თამლიანი

გი­რა­ოს გა­დახ­დას არ ვა­პი­რებ, იზო­ლა­ტორ­შიც "მე­ჯი­კა­ვე­ბოდ­ნენ“ და დიდი ხვეწ­ნით გა­მო­ვე­დი, თო­რემ არ ვა­პი­რებ­დი გა­მოს­ვლას , - ამის შე­სა­ხებ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მხარ­დამ­ჭერ აქ­ცი­ა­ზე და­კა­ვე­ბულ­მა ბე­სიკ თამ­ლი­ან­მა მატ­რო­სო­ვის დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტო­რის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით მის­ჯი­ლი პა­ტიმ­რო­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე 3 დღე იყო დარ­ჩე­ნი­ლი, რის შემ­დე­გაც სა­პა­ტიმ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან გი­რა­ოს გა­რე­შე გა­ვი­დო­და, თუმ­ცა "ფუ­ლა­დი გა­და­სა­ხა­დი თაღ­ლი­თუ­რად და­უ­ნიშ­ნეს, რაც არა­ა­და­მი­ა­ნო­ბაა“.

"მე­ო­რე­ჯერ გა­მოვ­დი­ვარ გი­რა­ო­თი ცი­ხი­დან, თუმ­ცა მე­ო­რედ არ მა­ხა­ტია სა­ხე­ზე სი­ხა­რუ­ლი, ან გან­ცდა რომ კმა­ყო­ფი­ლი ვარ. ეს არის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თი იმი­სა, თუ რო­გორ იწერს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­დე­ბით სტა­ტის­ტი­კას, რომ ხალ­ხს გი­რა­ო­თი აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ. ისე­დაც 2 დღე იყო დარ­ჩე­ნი­ლი და გი­რა­ოს გა­რე­შე გავ­დი­ო­დი თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე, რო­დე­საც ხალ­ხს 2 დღე რჩე­ბა ამ დროს თაღ­ლი­თუ­რად გი­რა­ოს უწე­სე­ბენ, ეს არის არა­ა­და­მი­ა­ნო­ბა. გი­რა­ოს გა­დახ­დას არ ვა­პი­რებ, იზო­ლა­ტორ­შიც "მე­ჯი­კა­ვე­ბოდ­ნენ“ და დიდი ხვეწ­ნით გა­მო­ვე­დი, თო­რემ არ ვა­პი­რებ­დი გა­მოს­ვლას. გი­რა­ოს გა­და­ვიხ­დი თუ არა, პრო­ცე­სებ­ზე დას­წრე­ბას ვა­პი­რებ, ჩემი პრინ­ცი­პუ­ლი მი­ზა­ნია, ვამ­ხი­ლო ის პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი და სის­ტე­მა, რომ­ლებ­მაც კა­ნო­ნი არ იცი­ან“, - აღ­ნიშ­ნა ბე­სიკ თამ­ლი­ან­მა.

ცნო­ბის­თვის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მხარ­დამ­ჭერ აქ­ცი­ა­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის: ბე­სიკ თამ­ლი­ა­ნის, ემ­ზარ სი­უ­კა­ე­ვი­სა და სტე­ფა­ნე გი­ქოშ­ვი­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი პა­ტიმ­რო­ბა გა­და­ი­სინ­ჯა, სა­მი­ვე მათ­გა­ნი 5000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. თამ­ლი­ანს, ემ­ზარ სი­უ­კა­ევ­სა და სტე­ფა­ნე გი­ქოშ­ვილს პა­ტიმ­რო­ბის 9-თვი­ა­ნი ვადა 29 აგ­ვის­ტოს ეწუ­რე­ბო­დათ, შე­სა­ბა­მი­სად, მო­სა­მარ­თლემ მათ­თვის პა­ტიმ­რო­ბის შეც­ვლა­ზე იმ­სჯე­ლა.

2021 წლის 29 ნო­ემ­ბერს, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს­თან, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მხარ­დამ­ჭერ აქ­ცი­ა­ზე 5 პირი - ბე­სიკ თამ­ლი­ა­ნი, ემ­ზარ სი­უ­კა­ე­ვი, ლაშა სამ­ხა­რა­ძე, კა­ხა­ბერ ქე­ში­კაშ­ვი­ლი და სტე­ფა­ნე გი­ქოშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს. ბე­სიკ თამ­ლი­ანს, ემ­ზარ სი­უ­კა­ევს და ლაშა სამ­ხა­რა­ძეს პო­ლი­ცი­ე­ლის მი­მართ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვას, კა­ხა­ბერ ქე­ში­კაშ­ვილ­სა და სტე­ფა­ნე გი­ქოშ­ვილს კი, პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმას ედა­ვე­ბი­ან.

ამას­თან, ბე­სიკ თამ­ლი­ა­ნი 20 ივ­ნი­სის საქ­მე­ზეა ბრალ­დე­ბუ­ლი და მას ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ედა­ვე­ბი­ან, რა­საც თან ახ­ლდა რბე­ვა, ძა­ლა­დო­ბა, სხვი­სი ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბა და გა­ნად­გუ­რე­ბა. თამ­ლი­ანს აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე 4000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკუ
2

თამლიანი არის საზოგადოებისთვის საშიში პიროვნება. უსირცხვილო და ერთუჯრედიანი კაცი. ამ ხულიგანს რა უნდა ხალხში, მისი ადგილი ციხეშია ან მიეცით ოყინი თოხი და იმუშაოს, რამე შექმნას და კი არ დაანგრიოს

უბრალო
4

რას გამოდიოდი ძმაა იქანე ადგილი წაგართვა ვინმეეემ????

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"გირაოს გადახდას არ ვაპირებ, იზოლატორშიც "მეჯიკავებოდნენ“ და დიდი ხვეწნით გამოვედი, თორემ არ ვაპირებდი" - ბესიკ თამლიანი

"გირაოს გადახდას არ ვაპირებ, იზოლატორშიც "მეჯიკავებოდნენ“ და დიდი ხვეწნით გამოვედი, თორემ არ ვაპირებდი" - ბესიკ თამლიანი

გირაოს გადახდას არ ვაპირებ, იზოლატორშიც "მეჯიკავებოდნენ“ და დიდი ხვეწნით გამოვედი, თორემ არ ვაპირებდი გამოსვლას , - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულმა ბესიკ თამლიანმა მატროსოვის დროებითი მოთავსების იზოლატორის დატოვების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, აღკვეთის ღონისძიების სახით მისჯილი პატიმრობის დასრულებამდე 3 დღე იყო დარჩენილი, რის შემდეგაც საპატიმრო დაწესებულებიდან გირაოს გარეშე გავიდოდა, თუმცა "ფულადი გადასახადი თაღლითურად დაუნიშნეს, რაც არაადამიანობაა“.

"მეორეჯერ გამოვდივარ გირაოთი ციხიდან, თუმცა მეორედ არ მახატია სახეზე სიხარული, ან განცდა რომ კმაყოფილი ვარ. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ იწერს ხელისუფლება დადებით სტატისტიკას, რომ ხალხს გირაოთი აკმაყოფილებენ. ისედაც 2 დღე იყო დარჩენილი და გირაოს გარეშე გავდიოდი თავისუფლებაზე, როდესაც ხალხს 2 დღე რჩება ამ დროს თაღლითურად გირაოს უწესებენ, ეს არის არაადამიანობა. გირაოს გადახდას არ ვაპირებ, იზოლატორშიც "მეჯიკავებოდნენ“ და დიდი ხვეწნით გამოვედი, თორემ არ ვაპირებდი გამოსვლას. გირაოს გადავიხდი თუ არა, პროცესებზე დასწრებას ვაპირებ, ჩემი პრინციპული მიზანია, ვამხილო ის პოლიციელები და სისტემა, რომლებმაც კანონი არ იციან“, - აღნიშნა ბესიკ თამლიანმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული პირების: ბესიკ თამლიანის, ემზარ სიუკაევისა და სტეფანე გიქოშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა გადაისინჯა, სამივე მათგანი 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. თამლიანს, ემზარ სიუკაევსა და სტეფანე გიქოშვილს პატიმრობის 9-თვიანი ვადა 29 აგვისტოს ეწურებოდათ, შესაბამისად, მოსამართლემ მათთვის პატიმრობის შეცვლაზე იმსჯელა.

2021 წლის 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე 5 პირი - ბესიკ თამლიანი, ემზარ სიუკაევი, ლაშა სამხარაძე, კახაბერ ქეშიკაშვილი და სტეფანე გიქოშვილი დააკავეს. ბესიკ თამლიანს, ემზარ სიუკაევს და ლაშა სამხარაძეს პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევას, კახაბერ ქეშიკაშვილსა და სტეფანე გიქოშვილს კი, პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.

ამასთან, ბესიკ თამლიანი 20 ივნისის საქმეზეა ბრალდებული და მას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება. თამლიანს აღნიშნულ საქმეზე 4000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.