პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
მსოფლიო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თქვენი ტკივილი - ჩვენი ტკივილია, ჩვენი ნუგეში - თქვენი ნუგეში... იესო ქრისტემ დაუმკვიდროს მართალთა სასუფეველი ქალწულ დარიას" - ლევან ვასაძის სამძიმრის წერილი ალექსანდრ დუგინს
"თქვენი ტკივილი - ჩვენი ტკივილია, ჩვენი ნუგეში - თქვენი ნუგეში... იესო ქრისტემ დაუმკვიდროს მართალთა სასუფეველი ქალწულ დარიას" - ლევან ვასაძის სამძიმრის წერილი ალექსანდრ დუგინს

რო­გორც ირ­კვე­ვა, 23 აგ­ვის­ტოს, რუსი პრო­პა­გან­დის­ტის, ალექ­სან­დრ დუ­გი­ნის ქა­ლიშ­ვი­ლის, და­რია დუ­გი­ნას გა­მო­სამ­შვი­დო­ბე­ბელ ცე­რე­მო­ნი­ა­ზე, სხვა­დას­ხვა სამ­ძიმ­რის წე­რი­ლებ­თან ერ­თად, ლე­ვან ვა­სა­ძის წე­რი­ლიც წა­ი­კი­თხეს, რომ­ლის სრუ­ლი ვერ­სი­აც ულტრა­ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტურ ვებგ­ვერდ tsargrad.tv-ზე გა­მოქ­ვეყ­ნდა.

რო­გორც ვი­დე­ო­დან ჩანს, ლე­ვან ვა­სა­ძე წა­რად­გი­ნეს, "და­რი­ას და ოჯა­ხის ახლო მე­გობ­რად" და ასე­ვე ადა­მი­ა­ნად, რო­მე­ლიც "სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ერ­თო მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს იცავს".

წე­რილ­ში ლე­ვან ვა­სა­ძე ამ­ბობს, რომ ჯან­მრთე­ლო­ბის ერ­თწ­ლი­ა­ნი პრობ­ლე­მე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და და ზემო იმე­რეთ­შია. ვა­სა­ძე წუხს, რომ ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის პრობ­ლე­მე­ბის გამო, რუ­სეთ­ში ჩას­ვლა და და­რია დუ­გი­ნას მშობ­ლებ­თან ყოფ­ნა ვერ შეძ­ლო.

"იმ ღა­მეს ცუ­დად მე­ძი­ნა, მდი­ნა­რე ყვი­რი­ლას ხე­ო­ბი­დან ქარი ქრო­და... დი­ლით, ლი­ტურ­გი­ის­თვის მზა­დე­ბი­სას, დავ­ხე­დე ტე­ლე­ფონს და მწუ­ხა­რე­ბის­გან გა­ვი­ყი­ნე. ნა­ნა­ხი სა­ში­ნე­ლე­ბა მე­უღ­ლეს ძლივს გა­ვუმ­ხი­ლე, ატი­რე­ბუ­ლი დავ­ტო­ვე და, არც მახ­სოვს ისე, ტა­ძარ­ში გა­ვი­ქე­ცი, რათა მე­გობ­რის ქა­ლიშ­ვი­ლის სუ­ლის­თვის მე­ლო­ცა.

გა­ვი­და დღე­ზე მეტი და მე გამ­ბე­და­ო­ბა არ მყოფ­ნის კვლა­ვაც, რომ მის მშობ­ლებ­თან დავრე­კო... და აი, ძლივს ვწერ ამ სტრი­ქო­ნებს. ასე მა­ინც", - წერს ვა­სა­ძე.

ის ახ­სე­ნებს თავ­დაც­ვის ექსმი­ნის­ტრის, ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის პოსტს, რო­მელ­შიც წერ­და, - რო­გორც იქნა, დუ­გინს ვა­სა­ძეს­თან მე­გობ­რო­ბა გა­მო­ად­გე­ბა, ქა­ლიშ­ვი­ლის ქელეხ­ზე ეყო­ლე­ბა თა­მა­დაო... ვა­სა­ძე ამ­ბობს, სა­ა­კაშ­ვი­ლის დრო­ინ­დე­ლი თავ­დაც­ვის ექსმი­ნის­ტრი "დე­მო­ნუ­რი და­უნ­დობ­ლო­ბით" გა­მო­ირ­ჩე­ო­დაო...

"ეს იგი­ვე მოღ­ვა­წეა, რო­მელ­მაც შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა რუ­სებს, რო­დე­საც თქვა, რომ ისი­ნი სვა­მენ ფე­კა­ლი­ებს, რის შე­დე­გა­დაც რამ­დე­ნი­მე წლით აკ­რძა­ლეს სა­ქარ­თვე­ლო­დან რუ­სეთ­ში სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო პრო­დუქ­ტის იმ­პორ­ტი", - უპა­ტა­კებს ვა­სა­ძე ოკუ­პან­ტებს სამ­ძიმ­რის წე­რილ­ში.

"ეს მა­გა­ლი­თი, რო­მე­ლიც ხსე­ნე­ბის ღირ­სიც არ არის, კარ­გად აღ­წერს იმ და­ყო­ფას, რო­მე­ლიც ყო­ველ ერ­შია: და­ყო­ფა ადა­მი­ა­ნე­ბად და არა­ა­და­მი­ა­ნე­ბად, იმის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად, ვინ ვართ ეროვ­ნე­ბით: ქარ­თვე­ლი, რუსი, უკ­რა­ი­ნე­ლი, ებ­რა­ე­ლი, სო­მე­ხი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი თუ იგი­ვე ან­გლო­საქ­სე­ბი", - წერს ვა­სა­ძე.

მისი თქმით, ის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, მოკ­ლუ­ლი და­შას მა­მას ვინ­მემ სა­მა­გი­ე­როს გა­დახ­და ამის გამ­კე­თებ­ლე­ბის შვი­ლებ­ზე შუ­რის­ძი­ე­ბით რომ შეს­თა­ვა­ზოს, ის ამ აზრს აუ­ცი­ლებ­ლად უარ­ყოფს, რო­გორც არა­ა­და­მი­ა­ნურს... "წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ის ვერ იქ­ნე­ბო­და დიდი რუსი ფი­ლო­სო­ფო­სი, ვერ იქ­ნე­ბო­და ადა­მი­ა­ნი", - და­ას­კვნის ის.

"შარ­შან­დე­ლი მოვ­ლე­ნე­ბის ლო­გი­კით, დაშა დუ­გი­ნას უნდა და­ე­წე­რა ჩემ­ზე მო­გო­ნე­ბე­ბი, თუმ­ცა ზე­ცამ სხვაგ­ვა­რად გა­და­წყვი­ტა და ის წა­იყ­ვა­ნა... მის მშობ­ლებ­სა და ახ­ლობ­ლებს კი მო­უვ­ლი­ნა გა­მოც­და, რო­მელ­ზე უა­რე­სიც არ არ­სე­ბობს.

ეს ან­გე­ლო­ზი ადა­მი­ა­ნი ყო­ველ­თვის მა­ო­ცებ­და მა­მის გაღ­მერ­თე­ბით: ფი­ლო­სო­ფია ქალ­თა ხვედ­რი არაა, მაგ­რამ და­შას გა­მორ­ჩე­ულ­მა პი­როვ­ნე­ბამ გა­და­ლა­ხა ეს შე­ზღუდ­ვაც და მო­ა­ხერ­ხა ასე ად­რე­ულ ასაკ­ში გამ­ხდა­რი­ყო სრუ­ლი­ად თვითმყო­ფა­დი ფი­ლო­სო­ფო­სი. მისი მშვე­ნი­ე­რე­ბა და გამ­ჭრი­ა­ხო­ბა გამ­სჭვა­ლუ­ლი იყო სამ­შობ­ლოს დიდი სიყ­ვა­რუ­ლით. ის ამის­თვის ცხოვ­რობ­და, ამის­თვის ქმნი­და..." - წერს ის.

მისი თქმით, არ იცო­და სა­ნუ­გე­შებ­ლად რა ეთ­ქვა ალექ­სან­დრ გე­ლე­ვი­ჩი­სა და ნა­ტა­ლია ვიქ­ტო­როვ­ნას­თვის.

"ჩვენც ასე­ვე ერ­თნი ვართ, იმის­და მი­უ­ხე­და­ვად, ვინ ვართ - ქარ­თვე­ლე­ბი, რუ­სე­ბი თუ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი, თუ წე­სებ­თან ვართ ახ­ლოს... და თქვე­ნი ტკი­ვი­ლი - ჩვე­ნი ტკი­ვი­ლია, ჩვე­ნი ნუ­გე­ში - თქვე­ნი ნუ­გე­შია...

დაე, უფალ­მა ჩვენ­მა, იესო ქრის­ტემ და­უმ­კვიდ­როს მარ­თალ­თა სა­სუ­ფე­ვე­ლი ქალ­წულ და­რი­ას და გა­ნამ­ტკი­ცოს მისი მშობ­ლე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი!" - წერს ვა­სა­ძე.

შე­გახ­სე­ნებთ, 20 აგ­ვის­ტოს მან­ქა­ნა, რო­მელ­შიც და­რია დუ­გი­ნა იჯდა, მოს­კო­ვის გა­რე­უ­ბან­ში აფეთ­ქდა. ის ად­გილ­ზე­ვე და­ი­ღუ­პა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 131 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
: )))))))
3

ძაან ხიბლაოზა ნარცისი ხარ , ვასა. ასე გარეკვაც არ შეიძლება - განა ასეთი რა მლოცველი ხარ, რომ სად და როდის ლოცულობ, მაგაზე ხმამაღლა ლაპარაკობ? გამომივიდა ესეც იოანე ოქროპირი. სამძიმარიც პირადად უთხარი, აქ რომ აქვეყნებ, ვერ ხვდები, რომ სისულელეს აკეთებ?

ქართველი
0

ვის და რის გამო ვხოცავთ და ვუპირისპირდებით ერთმანეთს.....

ავტორი:

"თქვენი ტკივილი - ჩვენი ტკივილია, ჩვენი ნუგეში - თქვენი ნუგეში... იესო ქრისტემ დაუმკვიდროს მართალთა სასუფეველი ქალწულ დარიას" - ლევან ვასაძის სამძიმრის წერილი ალექსანდრ დუგინს

"თქვენი ტკივილი - ჩვენი ტკივილია, ჩვენი ნუგეში - თქვენი ნუგეში... იესო ქრისტემ დაუმკვიდროს მართალთა სასუფეველი ქალწულ დარიას" - ლევან ვასაძის სამძიმრის წერილი ალექსანდრ დუგინს

როგორც ირკვევა, 23 აგვისტოს, რუსი პროპაგანდისტის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინას გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე, სხვადასხვა სამძიმრის წერილებთან ერთად, ლევან ვასაძის წერილიც წაიკითხეს, რომლის სრული ვერსიაც ულტრანაციონალისტურ ვებგვერდ tsargrad.tv-ზე გამოქვეყნდა.

როგორც ვიდეოდან ჩანს, ლევან ვასაძე წარადგინეს, "დარიას და ოჯახის ახლო მეგობრად" და ასევე ადამიანად, რომელიც "საქართველოში საერთო მართლმადიდებლურ ღირებულებებს იცავს".

წერილში ლევან ვასაძე ამბობს, რომ ჯანმრთელობის ერთწლიანი პრობლემების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და ზემო იმერეთშია. ვასაძე წუხს, რომ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პრობლემების გამო, რუსეთში ჩასვლა და დარია დუგინას მშობლებთან ყოფნა ვერ შეძლო.

"იმ ღამეს ცუდად მეძინა, მდინარე ყვირილას ხეობიდან ქარი ქროდა... დილით, ლიტურგიისთვის მზადებისას, დავხედე ტელეფონს და მწუხარებისგან გავიყინე. ნანახი საშინელება მეუღლეს ძლივს გავუმხილე, ატირებული დავტოვე და, არც მახსოვს ისე, ტაძარში გავიქეცი, რათა მეგობრის ქალიშვილის სულისთვის მელოცა.

გავიდა დღეზე მეტი და მე გამბედაობა არ მყოფნის კვლავაც, რომ მის მშობლებთან დავრეკო... და აი, ძლივს ვწერ ამ სტრიქონებს. ასე მაინც", - წერს ვასაძე.

ის ახსენებს თავდაცვის ექსმინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის პოსტს, რომელშიც წერდა, - როგორც იქნა, დუგინს ვასაძესთან მეგობრობა გამოადგება, ქალიშვილის ქელეხზე ეყოლება თამადაო... ვასაძე ამბობს, სააკაშვილის დროინდელი თავდაცვის ექსმინისტრი "დემონური დაუნდობლობით" გამოირჩეოდაო...

"ეს იგივე მოღვაწეა, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა რუსებს, როდესაც თქვა, რომ ისინი სვამენ ფეკალიებს, რის შედეგადაც რამდენიმე წლით აკრძალეს საქართველოდან რუსეთში სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის იმპორტი", - უპატაკებს ვასაძე ოკუპანტებს სამძიმრის წერილში.

"ეს მაგალითი, რომელიც ხსენების ღირსიც არ არის, კარგად აღწერს იმ დაყოფას, რომელიც ყოველ ერშია: დაყოფა ადამიანებად და არაადამიანებად, იმისგან დამოუკიდებლად, ვინ ვართ ეროვნებით: ქართველი, რუსი, უკრაინელი, ებრაელი, სომეხი, აზერბაიჯანელი თუ იგივე ანგლოსაქსები", - წერს ვასაძე.

მისი თქმით, ის დარწმუნებულია, მოკლული დაშას მამას ვინმემ სამაგიეროს გადახდა ამის გამკეთებლების შვილებზე შურისძიებით რომ შესთავაზოს, ის ამ აზრს აუცილებლად უარყოფს, როგორც არაადამიანურს... "წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ვერ იქნებოდა დიდი რუსი ფილოსოფოსი, ვერ იქნებოდა ადამიანი", - დაასკვნის ის.

"შარშანდელი მოვლენების ლოგიკით, დაშა დუგინას უნდა დაეწერა ჩემზე მოგონებები, თუმცა ზეცამ სხვაგვარად გადაწყვიტა და ის წაიყვანა... მის მშობლებსა და ახლობლებს კი მოუვლინა გამოცდა, რომელზე უარესიც არ არსებობს.

ეს ანგელოზი ადამიანი ყოველთვის მაოცებდა მამის გაღმერთებით: ფილოსოფია ქალთა ხვედრი არაა, მაგრამ დაშას გამორჩეულმა პიროვნებამ გადალახა ეს შეზღუდვაც და მოახერხა ასე ადრეულ ასაკში გამხდარიყო სრულიად თვითმყოფადი ფილოსოფოსი. მისი მშვენიერება და გამჭრიახობა გამსჭვალული იყო სამშობლოს დიდი სიყვარულით. ის ამისთვის ცხოვრობდა, ამისთვის ქმნიდა..." - წერს ის.

მისი თქმით, არ იცოდა სანუგეშებლად რა ეთქვა ალექსანდრ გელევიჩისა და ნატალია ვიქტოროვნასთვის.

"ჩვენც ასევე ერთნი ვართ, იმისდა მიუხედავად, ვინ ვართ - ქართველები, რუსები თუ უკრაინელები, თუ წესებთან ვართ ახლოს... და თქვენი ტკივილი - ჩვენი ტკივილია, ჩვენი ნუგეში - თქვენი ნუგეშია...

დაე, უფალმა ჩვენმა, იესო ქრისტემ დაუმკვიდროს მართალთა სასუფეველი ქალწულ დარიას და განამტკიცოს მისი მშობლები და ახლობლები!" - წერს ვასაძე.

შეგახსენებთ, 20 აგვისტოს მანქანა, რომელშიც დარია დუგინა იჯდა, მოსკოვის გარეუბანში აფეთქდა. ის ადგილზევე დაიღუპა.

იხილეთ ასევე: