მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ვითარებაა საქართველოსა და მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების მხრივ - თენგიზ ცერცვაძის მიმოხილვა
რა ვითარებაა საქართველოსა და მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების მხრივ - თენგიზ ცერცვაძის მიმოხილვა

თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე მსოფ­ლი­ო­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში COVID-19 თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას და შე­სა­ბა­მის მო­ნა­ცე­მებს აქ­ვეყ­ნებს.

ცერ­ცვა­ძის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში გრძელ­დე­ბა COVID-19-ის ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ის სტა­ბი­ლი­ზა­ცია. ბოლო ერთი კვი­რის მან­ძილ­ზე გა­მოვ­ლინ­და 12 535 ახა­ლი შემ­თხვე­ვა.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია - სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე მე­ხუ­თე თვეა ვი­ნარ­ჩუ­ნებთ COVID-19-ით გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას მი­ნი­მა­ლურ ნიშ­ნულ­ზე.

“ბოლო ერთი კვი­რის მან­ძილ­ზე მსოფ­ლი­ო­ში COVID-19-ის ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის და გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით ისე­თი­ვე იყო, რო­გორც წინა კვი­რე­ებ­ში, კერ­ძოდ: დღე­ში სა­შუ­ა­ლოდ ფიქ­სირ­დე­ბო­და 1 მი­ლი­ო­ნამ­დე COVID ახა­ლი შემ­თხვე­ვა და 2000-ზე მეტი გარ­დაც­ვა­ლე­ბა, რაც პან­დე­მი­ის პი­კურ მაჩ­ვე­ნებ­ლებ­თან შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბია, მაგ­რამ სრუ­ლი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და ომიკ­რო­ნის შტა­მე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბის შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ცოტა მა­ინც არ არის.

სა­ქარ­თვე­ლო­ში გრძელ­დე­ბა COVID-19-ის ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ის სტა­ბი­ლი­ზა­ცია. ბოლო ერთი კვი­რის მან­ძილ­ზე გა­მოვ­ლინ­და 12 535 ახა­ლი შემ­თხვე­ვა. წინა კვი­რას იყო 12 338 ახა­ლი შემ­თხვე­ვა, ხოლო იმის წინ - 12 729 ახა­ლი შემ­თხვე­ვა.

რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია - სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე მე­ხუ­თე თვეა ვი­ნარ­ჩუ­ნებთ COVID-19-ით გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას მი­ნი­მა­ლურ ნიშ­ნულ­ზე. კერ­ძოდ ბოლო კვი­რა­ში (და არა ერთ დღე­ში) იყო გარ­დაც­ვა­ლე­ბის მხო­ლოდ 6 შემ­თხვე­ვა, წინა კვი­რა­შიც იყო ასე­ვე 6 შემ­თხვე­ვა, ხოლო იმის წინა კვი­რა­ში - 8 შემ­თხვე­ვა. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ყო­ვე­ლი 2000-მდე COVID-19-ით ავად­მყო­ფის­გან სა­შუ­ა­ლოდ მხო­ლოდ ერთი ავად­მყო­ფის (0.05%) გა­დარ­ჩე­ნა ვერ ხერ­ხდე­ბა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ სა­დღე­ი­სოდ COVID-19-ით გარ­დაც­ვა­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მხო­ლოდ ცო­ტა­თი აღე­მა­ტე­ბა გრი­პის ეპი­დე­მი­ე­ბის დროს გარ­დაც­ვა­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელს. შე­სა­ბა­მი­სად, თუ COVID ერთხანს შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა, რო­გორც ერთ-ერთი რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცია, ჩვენ უნდა ვის­წავ­ლოთ მას­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბა და სწო­რი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი და კლი­ნი­კუ­რი მარ­თვით შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი დღე­ვან­დელ მი­ნი­მა­ლურ ნიშ­ნულ­ზე და ამით თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ COVID-19-ის ნე­გა­ტი­უ­რი გავ­ლე­ნა ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბის ხა­რისხსა და ეკო­ნო­მი­კა­ზე.

სა­დღე­ი­სოდ თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სახ­ლე­ო­ბის COVID- უსაფრ­თხო­ე­ბა სა­ი­მე­დო­დაა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი, კერ­ძოდ: ბოლო ოთხი თვის მო­ნა­ცე­მე­ბით ყო­ველ ერთ მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე გა­და­ან­გა­რი­შე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში COVID-19-ით გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი (25 გარ­დაც­ვა­ლე­ბა 4 თვე­ში) ბევ­რად ნაკ­ლე­ბია ვიდ­რე ამე­რი­კის, ევ­რო­პის და და­ნარ­ჩე­ნი მსოფ­ლი­ოს ქვეყ­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში, მათ შო­რის ისეთ COVID-19-ის მარ­თვა­ში სა­მა­გა­ლი­თოდ მიჩ­ნე­ულ ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბი­თაც კი, რო­გო­რი­ცაა აშშ (143 გარ­დაც­ვა­ლე­ბა 4 თვე­ში 1 მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე), დიდი ბრი­ტა­ნე­თი (194 გარ­დაც­ვა­ლე­ბა 4 თვე­ში), გერ­მა­ნია (140 გარ­დაც­ვა­ლე­ბა 4 თვე­ში), ის­რა­ე­ლი (99 გარ­დაც­ვა­ლე­ბა 4 თვე­ში), ფი­ნე­თი (328 გარ­დაც­ვა­ლე­ბა 4 თვე­ში), შვე­დე­თი (93 გარ­დაც­ვა­ლე­ბა 4 თვე­ში), და­ნია (134 გარ­დაც­ვა­ლე­ბა 4 თვე­ში), ია­პო­ნია (62 გარ­დაც­ვა­ლე­ბა 4 თვე­ში), სამ­ხრეთ კო­რეა (79 გარ­დაც­ვა­ლე­ბა 4 თვე­ში), ავ­სტრა­ლია (243 გარ­დაც­ვა­ლე­ბა 4 თვე­ში), ლიტ­ვა (95 გარ­დაც­ვა­ლე­ბა 4 თვე­ში), ლატ­ვია (110 გარ­დაც­ვა­ლე­ბა 4 თვე­ში), ეს­ტო­ნე­თი (83 გარ­დაც­ვა­ლე­ბა 4 თვე­ში) და სხვა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში COVID-19-ის კლი­ნი­კუ­რი მარ­თვის ძი­რი­თა­დი ინ­დი­კა­ტო­რი - COVID-19-ის და­დას­ტუ­რე­ბულ შემ­თხვე­ვებს შო­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის პრო­ცენ­ტი - ე.წ. CFR (Case fatality rate) სა­შუ­ა­ლოდ პან­დე­მი­ის მან­ძილ­ზე (და არა ბოლო 4 თვე­ში) 1%-ზე ნაკ­ლე­ბია (0.98%), რაც მსოფ­ლი­ოს 110 ქვე­ყა­ნა­ზე უფრო და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია.

მინ­და მო­სახ­ლე­ო­ბამ იცო­დეს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო თვე­ებ­ში და­ფიქ­სი­რე­ბულ COVID-19-ის ერ­თე­ულ გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვებ­საც თით­ქმის ყო­ველ­თვის ად­გი­ლი ჰქონ­და იმ პა­ცი­ენ­ტებ­ში, რომ­ლებ­მაც გვი­ან ჩა­ი­ტა­რეს COVID-ზე ტეს­ტი­რე­ბა, გვი­ან შე­ვიდ­ნენ ან სა­ერ­თოდ არ შე­სუ­ლან კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში ექიმ­თან და შე­სა­ბა­მი­სად დაგ­ვი­ა­ნე­ბით მი­მარ­თეს COVID კლი­ნი­კას.

პრაქ­ტი­კუ­ლად არ­ცერთ ავად­მყოფ­თან, რომ­ლებ­მაც პირ­ვე­ლი­ვე სიმპტო­მე­ბის გა­ჩე­ნის­თა­ნა­ვე ჩა­ი­ტა­რეს COVID-ზე ტეს­ტი­რე­ბა და და­დე­ბი­თი პა­სუ­ხის შემ­თხვე­ვა­ში პირ­ვე­ლი­ვე დღე­ებ­ში ჰქონ­დათ კო­მუ­ნი­კა­ცია ექიმ­თან და ას­რუ­ლებ­დნენ მათ რე­კო­მენ­და­ცი­ებს, მათ შო­რის ჩვე­ნე­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­ში იღებ­დნენ პაქსლო­ვიდს ან რემ­დე­სი­ვირს, ლე­ტა­ლუ­რი შე­დე­გი არ დამ­დგა­რა.

მინ­და და­ბე­ჯი­თე­ბით ვურ­ჩიო ყვე­ლა ოჯა­ხის ექიმს, ყვე­ლა COVID- კლი­ნი­კას და COVID-19-ით ყვე­ლა პა­ცი­ენტს, პირ­ვე­ლი­ვე სიმპტო­მის გა­ჩე­ნის­თა­ნა­ვე ჩა­ი­ტა­რონ ტეს­ტი­რე­ბა და სა­თა­ნა­დო ჩვე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში დრო­უ­ლად, პირ­ვე­ლი­ვე დღე­ებ­ში გა­მო­ი­ყე­ნონ პაქსლო­ვი­დი ან რემ­დე­სი­ვი­რი. ამით ჩვენ გა­და­ვარ­ჩენთ ათა­სო­ბით COVID-19-ით პა­ცი­ენ­ტის სი­ცო­ცხლეს." - აცხა­დებს ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
123
2

პაქსლო­ვი­დი ან რემ­დე­სი­ვი­რი - რა ღირს, თუ სახელმწიფო საიდუმლო არ არის?!!!!!!!!!!!

ქეთი
16

ნეტავ ამირანას მიჰყვებოდე რა,არ გიფიქრია სანამ დროა გაასწრო?

ავტორი:

რა ვითარებაა საქართველოსა და მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების მხრივ - თენგიზ ცერცვაძის მიმოხილვა

რა ვითარებაა საქართველოსა და მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების მხრივ - თენგიზ ცერცვაძის მიმოხილვა

თენგიზ ცერცვაძე მსოფლიოსა და საქართველოში COVID-19 თან დაკავშირებით არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით განცხადებას და შესაბამის მონაცემებს აქვეყნებს.

ცერცვაძის თქმით, საქართველოში გრძელდება COVID-19-ის ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია. ბოლო ერთი კვირის მანძილზე გამოვლინდა 12 535 ახალი შემთხვევა.

მისივე განცხადებით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - საქართველოში უკვე მეხუთე თვეა ვინარჩუნებთ COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობას მინიმალურ ნიშნულზე.

“ბოლო ერთი კვირის მანძილზე მსოფლიოში COVID-19-ის ახალი შემთხვევების და გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა დაახლოებით ისეთივე იყო, როგორც წინა კვირეებში, კერძოდ: დღეში საშუალოდ ფიქსირდებოდა 1 მილიონამდე COVID ახალი შემთხვევა და 2000-ზე მეტი გარდაცვალება, რაც პანდემიის პიკურ მაჩვენებლებთან შედარებით ნაკლებია, მაგრამ სრული ვაქცინაციის და ომიკრონის შტამებით გამოწვეული დაავადების შედარებით მსუბუქი მიმდინარეობის გათვალისწინებით ცოტა მაინც არ არის.

საქართველოში გრძელდება COVID-19-ის ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია. ბოლო ერთი კვირის მანძილზე გამოვლინდა 12 535 ახალი შემთხვევა. წინა კვირას იყო 12 338 ახალი შემთხვევა, ხოლო იმის წინ - 12 729 ახალი შემთხვევა.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - საქართველოში უკვე მეხუთე თვეა ვინარჩუნებთ COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობას მინიმალურ ნიშნულზე. კერძოდ ბოლო კვირაში (და არა ერთ დღეში) იყო გარდაცვალების მხოლოდ 6 შემთხვევა, წინა კვირაშიც იყო ასევე 6 შემთხვევა, ხოლო იმის წინა კვირაში - 8 შემთხვევა. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი 2000-მდე COVID-19-ით ავადმყოფისგან საშუალოდ მხოლოდ ერთი ავადმყოფის (0.05%) გადარჩენა ვერ ხერხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სადღეისოდ COVID-19-ით გარდაცვალების მაჩვენებელი მხოლოდ ცოტათი აღემატება გრიპის ეპიდემიების დროს გარდაცვალების მაჩვენებელს. შესაბამისად, თუ COVID ერთხანს შენარჩუნდება, როგორც ერთ-ერთი რესპირაციული ინფექცია, ჩვენ უნდა ვისწავლოთ მასთან თანაცხოვრება და სწორი ეპიდემიოლოგიური და კლინიკური მართვით შევინარჩუნოთ გარდაცვალების შემთხვევები დღევანდელ მინიმალურ ნიშნულზე და ამით თავიდან ავიცილოთ COVID-19-ის ნეგატიური გავლენა ადამიანების ცხოვრების ხარისხსა და ეკონომიკაზე.

სადღეისოდ თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის COVID- უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი, კერძოდ: ბოლო ოთხი თვის მონაცემებით ყოველ ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევები (25 გარდაცვალება 4 თვეში) ბევრად ნაკლებია ვიდრე ამერიკის, ევროპის და დანარჩენი მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში, მათ შორის ისეთ COVID-19-ის მართვაში სამაგალითოდ მიჩნეულ ქვეყნებთან შედარებითაც კი, როგორიცაა აშშ (143 გარდაცვალება 4 თვეში 1 მილიონ მოსახლეზე), დიდი ბრიტანეთი (194 გარდაცვალება 4 თვეში), გერმანია (140 გარდაცვალება 4 თვეში), ისრაელი (99 გარდაცვალება 4 თვეში), ფინეთი (328 გარდაცვალება 4 თვეში), შვედეთი (93 გარდაცვალება 4 თვეში), დანია (134 გარდაცვალება 4 თვეში), იაპონია (62 გარდაცვალება 4 თვეში), სამხრეთ კორეა (79 გარდაცვალება 4 თვეში), ავსტრალია (243 გარდაცვალება 4 თვეში), ლიტვა (95 გარდაცვალება 4 თვეში), ლატვია (110 გარდაცვალება 4 თვეში), ესტონეთი (83 გარდაცვალება 4 თვეში) და სხვა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში COVID-19-ის კლინიკური მართვის ძირითადი ინდიკატორი - COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევებს შორის გარდაცვალების პროცენტი - ე.წ. CFR (Case fatality rate) საშუალოდ პანდემიის მანძილზე (და არა ბოლო 4 თვეში) 1%-ზე ნაკლებია (0.98%), რაც მსოფლიოს 110 ქვეყანაზე უფრო დაბალი მაჩვენებელია.

მინდა მოსახლეობამ იცოდეს, რომ საქართველოში ბოლო თვეებში დაფიქსირებულ COVID-19-ის ერთეულ გარდაცვალების შემთხვევებსაც თითქმის ყოველთვის ადგილი ჰქონდა იმ პაციენტებში, რომლებმაც გვიან ჩაიტარეს COVID-ზე ტესტირება, გვიან შევიდნენ ან საერთოდ არ შესულან კომუნიკაციაში ექიმთან და შესაბამისად დაგვიანებით მიმართეს COVID კლინიკას.

პრაქტიკულად არცერთ ავადმყოფთან, რომლებმაც პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე ჩაიტარეს COVID-ზე ტესტირება და დადებითი პასუხის შემთხვევაში პირველივე დღეებში ჰქონდათ კომუნიკაცია ექიმთან და ასრულებდნენ მათ რეკომენდაციებს, მათ შორის ჩვენებების შემთხვევაში იღებდნენ პაქსლოვიდს ან რემდესივირს, ლეტალური შედეგი არ დამდგარა.

მინდა დაბეჯითებით ვურჩიო ყველა ოჯახის ექიმს, ყველა COVID- კლინიკას და COVID-19-ით ყველა პაციენტს, პირველივე სიმპტომის გაჩენისთანავე ჩაიტარონ ტესტირება და სათანადო ჩვენების შემთხვევაში დროულად, პირველივე დღეებში გამოიყენონ პაქსლოვიდი ან რემდესივირი. ამით ჩვენ გადავარჩენთ ათასობით COVID-19-ით პაციენტის სიცოცხლეს." - აცხადებს ინფექციონისტი.