მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

20

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
სპორტი
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მათ ორი გზა აქვთ, ან ლეგალურად შეიძინონ ფილმები და სერიალები, ან გააუქმონ ვებგვერდები" - რატომ გაითიშა საიტები: adjaranet.com, iMovies.cc?
"მათ ორი გზა აქვთ, ან ლეგალურად შეიძინონ ფილმები და სერიალები, ან გააუქმონ ვებგვერდები" - რატომ გაითიშა საიტები: adjaranet.com, iMovies.cc?

"სა­ი­ტი რე­კონ­სტრუქ­ცი­ის პრო­ცეს­შია“ - ეს წარ­წე­რე­ბი, წუ­ხელ გვი­ან ღა­მით, სა­ი­ტებ­ზე adjaranet და imovies გაჩ­ნდა. ვებგ­ვერ­დე­ბი, რომ­ლი­თაც ყო­ველ­დღი­უ­რად უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი სარ­გებ­ლობ­და, გა­თი­შუ­ლია, ფილ­მე­ბის ყუ­რე­ბა კი - შე­უძ­ლე­ბე­ლია.

ჯერ კი­დევ რამ­დე­ნი­მე თვის წინ Facebook-მა და instagram-მა ჰო­ლი­ვუ­დის კი­ნოს­ტუ­დი­ე­ბის - "დის­ნეი", "პა­რა­მა­უნ­ტი", "ვორ­ნე­რი", "უნი­ვერ­სა­ლი", "სონი, "ნე­ტფ­ლიქ­სი" - გა­ერ­თი­ა­ნე­ბა MPA (Motion Picture Association)-ის მი­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე ქარ­თულ პი­რა­ტულ სა­ი­ტებს (adjaranet.com, iMovies.cc, croconet.com, qartulad.com srulad.com geosaitebi.ge, hoovies.net, movies.ge), რომ­ლე­ბიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უკა­ნო­ნოდ, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის სრუ­ლი უგუ­ლე­ბელ­ყო­ფით ავ­რცე­ლებ­დნენ და არეკ­ლა­მებ­დნენ მო­პა­რულ ფილ­მებს და სე­რი­ა­ლებს, "ფე­ის­ბუქ" და "ინ­სტაგ­რამ" პლატ­ფორ­მებ­ზე გვერ­დე­ბი წა­უ­შა­ლა.

მა­შინ სა­ქარ­თვე­ლოს ან­ტი­მე­კობ­რე­უ­ლი ცენ­ტრის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ზუ­რაბ ბეჟაშ­ვი­ლი აცხა­დებ­და, რომ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის დაც­ვის პრო­ცე­სი კი­დევ უფრო მას­შტა­ბურ ფორ­მას მი­ი­ღებ­და. მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, რომ google-ის სა­ძი­ე­ბო სის­ტე­მა და google-ის სხვა ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, პი­რა­ტულ სა­ი­ტებს შე­ზღუ­დავ­და.

ნორ­მა­ტი­უ­ლი აქტი, რო­მე­ლიც პი­რა­ტუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბას კრძა­ლავს, მა­რე­გუ­რი­ლე­ბელ­მა კო­მი­სი­ამ მი­ი­ღო და გუ­შინ შე­ვი­და ძა­ლა­ში. სა­ი­ტე­ბის წარ­მო­მაგ­დე­ნე­ლი ამ ეტაპ­ზე კო­მენ­ტარს არ აკე­თებს... სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე გიგა კო­ბა­ლა­ძე ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ სა­ი­ტებს ორი გზა აქვთ, ან ლე­გა­ლუ­რად შე­ი­ძი­ნონ ფილ­მე­ბი და სე­რი­ა­ლე­ბი, რო­მელ­საც სა­ი­ტებ­ზე ათავ­სე­ბენ, ან გა­ა­უქ­მონ ვებგ­ვერ­დე­ბი.

- ამ სა­ი­ტებ­ზე ფილ­მე­ბი უკა­ნო­ნოდ იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი, არ ჰქონ­დათ ამის უფ­ლე­ბა ამ სა­ი­ტე­ბის მე­პატ­რო­ნე­ებს, ეს მე­კობ­რუ­ლი პრო­დუქ­ცია იყო. შე­სა­ბა­მი­სად, მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­მა მო­ი­თხო­ვა ლე­გა­ლუ­რო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და რომ ვერ წა­რუდ­გი­ნეს, ამის შემ­დეგ, მას ჰქონ­და კა­ნო­ნით მი­ნი­ჭე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა, რომ დო­მე­ნე­ბი გა­ე­თი­შა.

- ამ ეტაპ­ზე სა­ი­ტებს აწე­რია, მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ი­ტის რე­კონ­სტრუქ­ცია...

- ეს უკვე მათი ნე­ბაა, რაც უნდა ის და­ა­წე­რონ, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში მათ აქვთ ორი გზა, ერთი რომ გა­და­ვიდ­ნენ ლე­გა­ლურ სა­წყი­სებ­ზე, ის კონ­ტენ­ტი რაც აქვთ, შე­ი­ძი­ნონ მათ­ზე უფ­ლე­ბე­ბი და ლე­გა­ლუ­რად და­ი­წყონ ინ­ტერ­ნეტ­მა­უ­წყებ­ლო­ბა და მე­ო­რე, სა­ერ­თოდ და­ხუ­რონ სა­კუ­თა­რი ვებგ­ვერ­დე­ბი. მე, რო­გორც ვიცი, ეს გა­მო­იწ­ვია იმან, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ალ­ტერ­ნა­ტი­ვა უკვე გაჩ­ნდა, აქამ­დე ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ არ­სე­ბობ­და.

- cavea+-ს გუ­ლის­ხმობთ?

- დიახ, აქამ­დე ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთ-ერთი მი­ზე­ზი, რა­ტო­მაც აქამ­დე მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი თავს იკა­ვებ­და დო­მე­ნის გა­თიშ­ვის­გან, იყო ის, რომ არ არ­სე­ბობ­და ალ­ტერ­ნა­ტი­ვა. ახლა უკვე არის არა­მარ­ტო უცხო­უ­რი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა, არა­მედ ქარ­თუ­ლიც, რა­მაც გა­უ­მარ­ტი­ვა მა­რე­გუ­ლი­რე­ბელს ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა. მო­ვი­და დრო, რომ გა­და­ვი­დეთ ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე და იმ ხალ­ხსაც სა­კუ­თა­რი შრო­მის­თვის სა­ზღა­უ­რი გა­და­ვუ­ხა­დოთ.

მკითხველის კომენტარები / 36 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
levan
3

თავის თავს უთხრის ოცნება სამარეს. 2024 წელს მაგათი რეიტინგი 10 % იქნება. ხელფასები დააწესონ საათობრივად როგორც ევროპაშია. ვიღაცეებს რო ამდიდრებენ კიდე. 

გიორგისგან gio-ს
0

1." მეკობრეობა" საავტორო უფლბების დარღვევით ფილმების , მუსიკის ,თამაშების ან სხვა ინტელექტუალური საკუთრების კანონსაწინააღმდეგო კოპირებას და გავრცელებას ნიშნავს . მოპარვა სხვისი ქონების მართლსაწინაააღმდეგო დაუფლებას,

2.ტორენტ და პირატულ საიტებზე არავინ არაფერს არ ყიდის, ფაილები ნებისმიერ მსურველისათვის არის უსასყიდლოდ ხელმისაწვდომი ,ამიტომ ვერავითარ "მოპარულის გაყიდვაზე" ლაპარაკი ვერ იქნება და მაგ საიტების საქმიანობაც კომერციული მოგების მიღება ნაღდად არ არის აი ჰუმანიტარულ საწყისებზე მუშაობას კი წააგავს.:)

3. თუ პირატული სერვერების დაბლოკვა კიდევ შესაძლებელია, ტორენტენთან მიმართებაში ეგ შეუძლებელია,თუ რატომ მაგის ახსნას ცალკე თემა ჭირდება, მაგალითისთვის მსოფლიოში ყველაზე დიდი ტორენტ საიტის ისტორიას შეგიძლია გაეცნო (ლინკს ვერ დავწერ და მსურველებმა დაგუგლეთ ,შვედურია სხვათა შორის) ამიტომ გამზადებული საფულეების მომლოდინეებს ძაააალიან დიდხანს მოგიწევთ ლოდინი და სიამოვნების მიღებაც სრულიად უფასოდ არის შესაძლებელი ცხოვრებაში, გააჩნია სიტუაციას :)

P.S. ცოდნის ამოქაჩვა კი არ გაწყენდა იმ თემასთან დაკავშირებით მაინც რაზეც აკომენტებ.

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გველის თუ არა დიდი გაძვირება?
ავტორი:

"მათ ორი გზა აქვთ, ან ლეგალურად შეიძინონ ფილმები და სერიალები, ან გააუქმონ ვებგვერდები" - რატომ გაითიშა საიტები: adjaranet.com, iMovies.cc?

"მათ ორი გზა აქვთ, ან ლეგალურად შეიძინონ ფილმები და სერიალები, ან გააუქმონ ვებგვერდები" - რატომ გაითიშა საიტები: adjaranet.com, iMovies.cc?

"საიტი რეკონსტრუქციის პროცესშია“ - ეს წარწერები, წუხელ გვიან ღამით, საიტებზე adjaranet და imovies გაჩნდა. ვებგვერდები, რომლითაც ყოველდღიურად უამრავი ადამიანი სარგებლობდა, გათიშულია, ფილმების ყურება კი - შეუძლებელია.

ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ Facebook-მა და instagram-მა ჰოლივუდის კინოსტუდიების - "დისნეი", "პარამაუნტი", "ვორნერი", "უნივერსალი", "სონი, "ნეტფლიქსი" - გაერთიანება MPA (Motion Picture Association)-ის მიმართვის საფუძველზე ქართულ პირატულ საიტებს (adjaranet.com, iMovies.cc, croconet.com, qartulad.com srulad.com geosaitebi.ge, hoovies.net, movies.ge), რომლებიც წლების განმავლობაში უკანონოდ, ინტელექტუალური საკუთრების სრული უგულებელყოფით ავრცელებდნენ და არეკლამებდნენ მოპარულ ფილმებს და სერიალებს, "ფეისბუქ" და "ინსტაგრამ" პლატფორმებზე გვერდები წაუშალა.

მაშინ საქართველოს ანტიმეკობრეული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ ბეჟაშვილი აცხადებდა, რომ ინტელექტუალური საკუთრების დაცვის პროცესი კიდევ უფრო მასშტაბურ ფორმას მიიღებდა. მოსალოდნელი იყო, რომ google-ის საძიებო სისტემა და google-ის სხვა ინფრასტრუქტურა, პირატულ საიტებს შეზღუდავდა.

ნორმატიული აქტი, რომელიც პირატული პროდუქციის გავრცელებას კრძალავს, მარეგურილებელმა კომისიამ მიიღო და გუშინ შევიდა ძალაში. საიტების წარმომაგდენელი ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს... საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე გიგა კობალაძე ambebi.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ საიტებს ორი გზა აქვთ, ან ლეგალურად შეიძინონ ფილმები და სერიალები, რომელსაც საიტებზე ათავსებენ, ან გააუქმონ ვებგვერდები.

- ამ საიტებზე ფილმები უკანონოდ იყო განთავსებული, არ ჰქონდათ ამის უფლება ამ საიტების მეპატრონეებს, ეს მეკობრული პროდუქცია იყო. შესაბამისად, მარეგულირებელმა მოითხოვა ლეგალურობის დამადასტურებელი მტკიცებულებები და რომ ვერ წარუდგინეს, ამის შემდეგ, მას ჰქონდა კანონით მინიჭებული უფლებამოსილება, რომ დომენები გაეთიშა.

- ამ ეტაპზე საიტებს აწერია, მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია...

- ეს უკვე მათი ნებაა, რაც უნდა ის დააწერონ, მაგრამ ამ შემთხვევაში მათ აქვთ ორი გზა, ერთი რომ გადავიდნენ ლეგალურ საწყისებზე, ის კონტენტი რაც აქვთ, შეიძინონ მათზე უფლებები და ლეგალურად დაიწყონ ინტერნეტმაუწყებლობა და მეორე, საერთოდ დახურონ საკუთარი ვებგვერდები. მე, როგორც ვიცი, ეს გამოიწვია იმან, რომ საქართველოში ალტერნატივა უკვე გაჩნდა, აქამდე ალტერნატივა არ არსებობდა.

- cavea+-ს გულისხმობთ?

- დიახ, აქამდე ჩემი ინფორმაციით, ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც აქამდე მარეგულირებელი თავს იკავებდა დომენის გათიშვისგან, იყო ის, რომ არ არსებობდა ალტერნატივა. ახლა უკვე არის არამარტო უცხოური ალტერნატივა, არამედ ქართულიც, რამაც გაუმარტივა მარეგულირებელს ამ გადაწყვეტილების მიღება. მოვიდა დრო, რომ გადავიდეთ ცივილიზებულ ურთიერთობებზე და იმ ხალხსაც საკუთარი შრომისთვის საზღაური გადავუხადოთ.