პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაუსაძლისი სიცხე, დამშრალი ტბები და მდინარეები, ხანძრები - ევროპის ამჟამინდელი გვალვა ბოლო 500 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერია: გლობალური დათბობა მსოფლიოსა და საქართველოში
გაუსაძლისი სიცხე, დამშრალი ტბები და მდინარეები, ხანძრები - ევროპის ამჟამინდელი გვალვა ბოლო 500 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერია: გლობალური დათბობა მსოფლიოსა და საქართველოში

მრა­ვა­ლი სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში კლი­მატ­ზე გავ­ლე­ნა ადა­მი­ა­ნის ზე­მოქ­მე­დე­ბით იც­ვლე­ბო­და, თუმ­ცა პრო­ცე­სი, დიდ­წი­ლად ადა­მი­ა­ნის­თვის შე­უმ­ჩნევ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

XXI სა­უ­კუ­ნე­ში ადა­მი­ა­ნის საქ­მი­ა­ნო­ბამ საკ­მა­ოდ დიდ მას­შტა­ბებს მი­აღ­წია, მაგ­რამ რამ­დე­ნა­დაც დიდი იყო მიღ­წე­ვე­ბი, იმ­დე­ნად მკა­ფიო გახ­და შე­დე­გი, რაც ადა­მი­ა­ნის მიერ ბუ­ნებ­რი­ვი გა­რე­მოს გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბას მოჰ­ყვე­ბა.

კლი­მატ­ზე გავ­ლე­ნას გლო­ბა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის პრო­ცე­სე­ბი ახ­დენს და ეს პრო­ცე­სე­ბია:

  • მი­წის დიდი ნა­წი­ლე­ბის და­მუ­შა­ვე­ბა, რო­მე­ლიც იწ­ვევს ალ­ბე­დოს (სხე­უ­ლის ზე­და­პი­რის არეკვლის უნა­რი) შეც­ვლას, სი­ნო­ტი­ვის და­კარ­გვას, ატ­მოს­ფე­რო­ში მტვე­რი­ა­ნო­ბის გაზ­რდას;
  • ტყე­ე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით ტრო­პი­კუ­ლის, რაც გავ­ლე­ნას ახ­დენს ჟანგბა­დის რეპ­რო­დუქ­ცი­ა­ზე, ალ­ბე­დო­სა და აორ­თქლე­ბა­ზე;
  • სა­ქონ­ლის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდა, რაც ხელს უწყობს სტე­პე­ბი­სა და სა­ვა­ნე­ბის გარ­დაქ­მნას უდა­ბურ ად­გი­ლე­ბად, რის შე­დე­გა­დაც იც­ვლე­ბა ალ­ბე­დო და მიმ­დი­ნა­რე­ობს ნი­ა­და­გის ამოშ­რო­ბა;
  • ნა­მარ­ხი ორ­გა­ნუ­ლი საწ­ვა­ვის წვა და ატ­მოს­ფე­რო­ში CO2-ისა და CH4-ის შეღ­წე­ვა.

ამ ყვე­ლაფ­რის და არა­მარ­ტო ამ ყვე­ლაფ­რის შე­დე­გად, ხდე­ბა ატ­მოს­ფე­როს შე­მად­გენ­ლო­ბის ცვლა, რა­საც სა­ბო­ლო­ოდ მოჰ­ყვე­ბა რა­დი­ა­ცი­ულ-აქ­ტი­უ­რი აი­რე­ბი­სა და აე­რო­ზო­ლე­ბის ზრდა გა­რე­მო­ში.

ბოლო დროს, მთელს მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი თემა გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბა და კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბაა. წელს, ტემ­პე­რა­ტუ­რამ მთელს მსოფ­ლი­ო­ში ბოლო ათწლე­უ­ლე­ბი­სა და სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მაქ­სი­მუმს მი­აღ­წია და არ­ცთუ ისე სა­სი­ა­მოვ­ნო შე­დე­გე­ბი გვაჩ­ვე­ნა. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ეს მხო­ლოდ და­სა­წყი­სია და უა­რე­სი წინ არის.

ევ­რო­პა­ში სი­ცხის ტალ­ღე­ბი აშ­რობს მდი­ნა­რე­ებს და კი­დევ უფრო ზრდის მო­თხოვ­ნას ელექტრო­ე­ნერ­გი­ა­ზე სახ­ლე­ბის გა­საგ­რი­ლებ­ლად. ეს ხდე­ბა მა­შინ, რო­დე­საც კონ­ტი­ნენტზე ისე­დაც შე­ფერ­ხე­ბუ­ლია ენერ­გო­რე­სურ­სე­ბის მი­წო­დე­ბა და ფა­სე­ბი რე­კორ­დუ­ლა­დაა გაზ­რდი­ლი.

ევ­რო­პის რიგ ქვე­ყა­ნა­ში ზა­ფხუ­ლი ჩვე­უ­ლებ­რივ­ზე ადრე და­ი­წყო და რე­კორ­დუ­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა უკვე ივ­ნი­სი­დან ფიქ­სირ­დე­ბა. ცხე­ლი და მშრა­ლი ამინ­დი ისე­დაც გაზ­რდილ ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ფა­სებს კი­დევ უფრო ზე­მოთ წევს იტა­ლი­ა­ში, სა­დაც მყინ­ვა­რებ­მა დნო­ბა და­ი­წყეს და ძლი­ერ­მა გვალ­ვამ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბაც და­ა­ზი­ა­ნა.

ტემ­პე­რა­ტუ­რა იზ­რდე­ბა სამ­ხრეთ ინ­გლის­ში, პორ­ტუ­გა­ლი­ა­სა და საფ­რან­გეთ­შიც, ეს­პა­ნე­თის ნა­წილ­ში კი რე­კორ­დულ ნიშ­ნულს, 45 ცელ­სი­უს გრა­დუსს მი­უ­ახ­ლოვ­და.

დამ­შრა­ლი მდი­ნა­რე პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში

სი­ცხის გამო მდი­ნა­რე­ე­ბის დონე იკ­ლებს, ეს კი, თა­ვის მხრივ, გა­მო­მუ­შა­ვე­ბას არა მხო­ლოდ ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რებ­ში ამ­ცი­რებს, არა­მედ ბირ­თვულ სად­გუ­რებ­შიც. საფ­რან­გე­თის ელექტრო­ე­ნერ­გი­ის პრო­ვა­ი­დე­რი კომ­პა­ნი­ის (EDF) თა­ნახ­მად, შე­საძ­ლოა ზო­გი­ერთ ატო­მურ ელექტრო­სად­გურ­ში გა­მო­მუ­შა­ვე­ბა შემ­ცირ­დეს, რად­გან, გვალ­ვის გამო, მდი­ნა­რე­ე­ბის დონე იკ­ლებს, წყა­ლი კი გა­საგ­რი­ლებ­ლა­დაა სა­ჭი­რო. ჰე­სე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა იტა­ლი­ა­ში და ეს­პა­ნეთ­შიც შემ­ცი­რე­ბუ­ლია მშრა­ლი კონ­დი­ცი­ე­ბის გამო.

წყლის დონე მდი­ნა­რე რა­ინ­ზე სულ მცი­რე 2007 წლის შემ­დეგ ყვე­ლა­ზე მე­ტა­დაა შემ­ცი­რე­ბუ­ლი:

ტემ­პე­რა­ტუ­რას­თან ერ­თად ფა­სე­ბიც იზ­რდე­ბა. ბრი­ტა­ნეთ­ში ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ფას­მა 1 მგვტ.სთ-ზე 197.9 ბრი­ტა­ნულ სტერ­ლინგს მი­აღ­წია, რაც აპ­რი­ლის შემ­დეგ ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ფა­სია. საფ­რან­გეთ­ში ფას­მა 148 ევ­როს გა­და­ა­ჭარ­ბა მგვტ.სთ-ზე.

მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა სი­მინ­დის ნა­თე­სებ­საც აზი­ა­ნებს ევ­რო­პის მას­შტა­ბით, რაც მათი ფა­სე­ბის ზრდა­საც იწ­ვევს.

ბუ­და­პეშ­ტი, 2022 წლის აგ­ვის­ტო

მა­ღალ­მა ტემ­პე­რა­ტუ­რამ მთე­ლი რიგი პრო­დუქ­ტე­ბის გაძ­ვი­რე­ბაც გა­მო­იწ­ვია: კომ­პა­ნია Acesur-მა, რო­მე­ლიც დიდი ბრი­ტა­ნე­თის უმ­სხვი­ლეს სუ­პერ­მარ­კე­ტებს ზე­ი­თუ­ნის ზე­თით ამა­რა­გებს, BBC-თან გა­ნა­ცხა­და, რომ მომ­დევ­ნო 3-4 თვე­ში პრო­დუქ­ცი­ას გაზ­რდი­ლი ფა­სე­ბით მი­ი­ღე­ბენ.

მსოფ­ლი­ო­ში ზე­ი­თუ­ნის ზე­თის თით­ქმის ნა­ხე­ვარს ეს­პა­ნე­თი აწარ­მო­ებს, იტა­ლი­ას­თან და პორ­ტუ­გა­ლი­ას­თან ერ­თად, თუმ­ცა ბოლო თვე­ებ­ში თი­თო­ე­უ­ლი ეს ქვე­ყა­ნა ნა­ლე­ქის სიმ­ცი­რეს გა­ნიც­დის, რაც პირ­და­პირ აი­სა­ხე­ბა პრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­ე­ბა­ზე.

ლონ­დო­ნი, 2022 წლის აგ­ვის­ტო

Acesur წე­ლი­წად­ში 200 000 ტო­ნა­ზე მეტ ზე­ი­თუ­ნის ზეთს აწარ­მო­ებს და 100-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში ყი­დის. ზე­თის­ხი­ლის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი მოჰ­ყავთ ან­და­ლუ­სი­ა­ში, სამ­ხრეთ ეს­პა­ნეთ­ში, სა­დაც ბოლო კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან მცი­რე ნა­ლე­ქი იყო.

გა­სულ წელს ეს­პა­ნეთ­მა და­ახ­ლო­ე­ბით 1,4 მი­ლი­ო­ნი ტონა ზე­ი­თუ­ნის ზეთი აწარ­მოა, მაგ­რამ წელს, ამ სე­ზო­ნის­თვის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი მხო­ლოდ 1 მი­ლი­ონ ტო­ნას პროგ­ნო­ზი­რე­ბენ. კომ­პა­ნია Acesur-ის წარ­მო­მად­გენ­ლის თქმით, მშრალ­მა ამინდმა შე­საძ­ლოა, გავ­ლე­ნა მო­მა­ვა­ლი სე­ზო­ნის მო­სა­ვალ­ზეც იქო­ნი­ოს, თუ წყლის ნაკ­ლე­ბო­ბის გამო ახა­ლი ტო­ტე­ბი ვე­ღარ გა­იზ­რდე­ბა.

ფრან­გი ფერ­მე­რე­ბის­გან ხილ-ბოსტნე­უ­ლის მო­სა­ვა­ლი მე­ტად მშრა­ლი ამინ­დე­ბის გამო წელს, თით­ქმის, 35%-ით შემ­ცირ­და. ამის შე­სა­ხებ საფ­რან­გე­თის ბოსტნე­უ­ლის მწარ­მო­ე­ბელ­თა ეროვ­ნუ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა, ჟაკ რუ­შა­სემ გა­ნა­ცხა­და.

ფრან­გი ფერ­მე­რი

ასო­ცი­ა­ცი­ის შე­ფა­სე­ბით, ამ მო­მენ­ტის­თვის მო­სავ­ლის 25-35% არის და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი. ამ­დე­ნად, ჟაკ რუ­შა­სე აუ­ცი­ლე­ბელ პი­რო­ბად მი­იჩ­ნევს, რომ "ფრან­გე­ბის სა­სურ­სა­თო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად წყლის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე მი­ღე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი უკეთ იყოს ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი“.

12 აგ­ვის­ტოს საფ­რან­გეთ­ში, ქა­ლაქ ბორ­დოს­თან ძლი­ე­რი გვალ­ვის გამო გა­ჩე­ნი­ლი ტყის ხან­ძა­რი აპო­კა­ლიფსს შე­ა­და­რეს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხან­ძრის ჩა­საქ­რო­ბად ევ­რო­პის 6 ქვეყ­ნის სა­ხან­ძრო ბრი­გა­და გა­მო­ი­ძა­ხეს.

ხან­ძა­რი ქა­ლაქ ბორ­დოს­თან

ივ­ლის­ში, გვალ­ვის გამო საფ­რან­გეთ­ში 100-ზე მეტი კო­მუ­ნა სას­მე­ლი წყლის გა­რე­შე დარ­ჩა. საფ­რან­გე­თის ეკო­ლო­გი­ის კომ­პლექ­სუ­რი გარ­დაქ­მნის მი­ნის­ტრმა, კრის­ტოფ ბე­შუმ გა­ნა­ცხა­და, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბის­თვის სას­მე­ლი წყლის მი­წო­დე­ბა სატ­ვირ­თო მან­ქა­ნე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო.

გა­სუ­ლი ივ­ლი­სი ევ­რო­პის ექვს თვეს შო­რის მთე­ლი დაკ­ვი­რე­ვე­ბის პე­რი­ო­დის ყვე­ლა­ზე ცხელ თვედ გა­მო­ცხად­და. 9 აგ­ვის­ტოს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ბოლო ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი გვალ­ვის გამო, სურ­სათ­ზე ფა­სე­ბის ზრდის ეს­პა­ნელ ფერ­მე­რებ­საც ეში­ნი­ათ.

ინ­გლი­სი კი, "ამინ­დის უპ­რე­ცე­დენ­ტო პი­რო­ბე­ბის“ გამო სარ­წყა­ვი შლან­გე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას კრძა­ლავს. კომ­პა­ნია, Thames Water, რო­მე­ლიც ინ­გლი­სის უმე­ტე­სი ნა­წი­ლის წყლით მო­მა­რა­გე­ბა­ზე არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, მომ­ხმა­რებ­ლებს აც­ნო­ბებს, რომ აკ­რძალ­ვა ძა­ლა­ში 24 აგ­ვის­ტო­დან შევა და მათ მო­უ­წო­დებს, რაც შე­იძ­ლე­ბა, მალე და­ზო­გონ წყა­ლი.

შლან­გე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე, მათ შო­რის ბა­ღის მორ­წყვა­ზე, მან­ქა­ნის ან ფან­ჯრე­ბის, კედ­ლე­ბის, ბი­ლი­კე­ბი­სა და ეზო­ე­ბის რე­ცხვა­ზე შე­საძ­ლოა,1000 ფუნ­ტამ­დე ოდე­ნო­ბის ჯა­რი­მა და­წეს­დეს.

დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში რე­კორ­დუ­ლი სი­ცხი­სა და ის­ტო­რი­უ­ლად და­ბა­ლი ნა­ლე­ქის გამო წყლის დონე იკ­ლებს. არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, ევ­რო­კავ­შირ­ში ტყის ხან­ძრებ­მა უკვე რე­კორ­დუ­ლი ფარ­თო­ბი - 660 000 ჰექ­ტა­რი ტე­რი­ტო­რია გა­ა­ნად­გუ­რა. ევ­რო­პის ამ­ჟა­მინ­დე­ლი გვალ­ვა ბოლო 500 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რია.

დამ­შრა­ლი ტბა ბელგრა­დის სი­ახ­ლო­ვეს

უკე­თე­სი მდგო­მა­რე­ო­ბა არც აზი­ა­შია - 21 აგ­ვის­ტოს, ჩი­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ 2022 წელს გვალ­ვის, ტყის ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ხან­ძრე­ბი­სა და მო­სავ­ლის საფრ­თხის შე­სა­ხებ პირ­ვე­ლი გაფრ­თხი­ლე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

18 აგ­ვის­ტოს, ქვე­ყა­ნამ ამინ­დის საფრ­თხის "ყვი­თე­ლი“ დონე შე­მო­ი­ღო, რო­მე­ლიც მაქ­სი­მა­ლურ საფრ­თხეს ორი სა­ფე­ხუ­რით აშო­რებს.

რამ­დე­ნი­მე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, ანო­მა­ლი­უ­რი სი­ცხე შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და აზი­ის ყვე­ლა­ზე გრძე­ლი მდი­ნა­რის, იან­ძის დი­ნე­ბის გას­წვრივ. პო­ი­ან­გის ტბა, რო­მე­ლიც მდი­ნა­რე იან­ძის მარ­ჯვე­ნა ნა­პირ­ზე მდე­ბა­რე­ობს, წე­ლი­წა­დის ამ დრო­ის­თვის ნორ­მა­ლუ­რი ზო­მის მე­ო­თხე­დამ­დე დაშ­რა.

პო­ი­ან­გის ტბა 2001 და 2021 წლებ­ში

ასე­ვე დაშ­რა და­ახ­ლო­ე­ბით 66 მდი­ნა­რე ჩონ­კინ­გის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის 34 საგ­რა­ფო­ში.

ექ­სპერ­ტე­ბი თვლი­ან, რომ ამ ფე­ნო­მე­ნის მი­ზე­ზი იყო მდი­ნა­რის ხე­ო­ბა­ში ნა­ლე­ქის მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბა, მის ზემო ნა­წილ­ში წყლის მცი­რე შე­მო­დი­ნე­ბა, მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა და წყლის აორ­თქლე­ბის დაჩ­ქა­რე­ბა. ამავდრო­უ­ლად, იან­ძი მი­ე­დი­ნე­ბა ჩი­ნე­თის რე­გი­ონ­ში, სა­დაც ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის და­ახ­ლო­ე­ბით მე­სა­მე­დი ცხოვ­რობს.

დამ­შრა­ლი მდი­ნა­რე ირან­ში

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 21-ე სა­უ­კუ­ნის და­სა­წყი­სი­დან ტემ­პე­რა­ტუ­რა ატ­მოს­ფე­რო­ში ნახ­ში­რორ­ჟან­გის კონ­ცენ­ტრა­ცი­ის პა­რა­ლე­ლუ­რად იზ­რდე­ბა. IPCC-ის მო­ნა­ცე­მე­ბით, 2005 წლი­დან დღემ­დე, სა­შუ­ა­ლო წლი­უ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბამ 0.87 გრა­დუ­სი ცელ­სი­უ­სი შე­ად­გი­ნა, რაც აღე­მა­ტე­ბა სა­შუ­ა­ლო წლი­უ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რის ზრდის მაჩ­ვე­ნე­ბელს მთე­ლი მე-20 სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში.

პო­ლა­რუ­ლი ყი­ნუ­ლის დნო­ბის პრო­ცე­სი

კი­დევ ერთი უდი­დე­სი პრობ­ლე­მა, რაც გლო­ბა­ლურ დათ­ბო­ბას ახ­ლავს თან, ეს მყინ­ვა­რე­ბის დნო­ბაა. ბოლო კვლე­ვე­ბით, 1960 წლი­დან 2016 წლამ­დე მსოფ­ლი­ოს მყინ­ვა­რებ­მა და­ახ­ლო­ე­ბით 9 600 გი­გა­ტო­ნა ყი­ნუ­ლი და­კარ­გა, რაც და­ახ­ლო­ე­ბით ჩი­ლეს ზო­მის ქვეყ­ნის (756 000 კმ2) 14 მ-იანი სის­ქის ყი­ნუ­ლის ფე­ნით და­ფარ­ვის ტოლ­ფა­სია. ამის შე­დე­გად მსოფ­ლიო ოკე­ა­ნის დო­ნემ 27 მი­ლი­მეტ­რით მო­ი­მა­ტა. გრძელ­ვა­დი­ა­ნი დაკ­ვირ­ვე­ბე­ბით მტკიც­დე­ბა, რომ დრო­ის ამ მო­ნაკ­ვეთ­ში მყინ­ვა­რე­ბის მა­სის და­კარ­გვის ასე­თი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ის­ტო­რი­უ­ლად უპ­რე­ცე­დენ­ტოა.

  • გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბა და სა­ქარ­თვე­ლო

სა­ქარ­თვე­ლო­ში კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის გა­მოვ­ლი­ნე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მწვა­ვედ აი­სა­ხე­ბა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის, ჯან­დაც­ვის, ენერ­გე­ტი­კის და ეკო­ნო­მი­კის სექ­ტო­რებ­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა საფრ­თხეა ქვეყ­ნის მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის.

რე­გი­ონ­ში და­ბინ­ძუ­რე­ბის მა­ღა­ლი დონე კლი­მა­ტუ­რი კა­ტას­ტრო­ფე­ბის უმ­თავ­რე­სი ხელ­შემ­წყო­ბი ფაქ­ტო­რია. მა­გა­ლი­თად, 2021 წლის მსოფ­ლიო ჰა­ე­რის ხა­რის­ხის ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლო, ყვე­ლა­ზე და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის რე­ი­ტინ­გის 42-ე ად­გილ­ზე მდე­ბა­რე­ობს. ხოლო, რაც შე­ე­ხე­ბა თბი­ლისს, დე­და­ქა­ლაქ­ში ჰა­ე­რის ხა­რის­ხის ინ­დექ­სი 3.8-ჯერ აღე­მა­ტე­ბა ჯან­მო-ს ჰა­ე­რის ხა­რის­ხის წლი­ურ მნიშ­ვნე­ლო­ბას.

ტყის ხან­ძა­რი ბორ­ჯომ­ში

კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბით გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი რის­კე­ბი სა­ქარ­თვე­ლოში:

  • შავი ზღვის დო­ნის მა­ტე­ბა;
  • გახ­ში­რე­ბუ­ლი და ინ­ტენ­სი­უ­რი წყალ­დი­დო­ბე­ბი;
  • წყალ­მო­ვარ­დნე­ბი;
  • მე­წყე­რი და ღვარ­ცო­ფი მა­ღალმთი­ა­ნეთ­ში;
  • გა­უ­დაბ­ნო­ე­ბა;
  • გახ­ში­რე­ბუ­ლი და ინ­ტენ­სი­უ­რი "თბუ­რი ტალ­ღე­ბი“;
  • სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბა;
  • წყლის შემ­ცი­რე­ბუ­ლი რე­სურ­სი;
  • გახ­ში­რე­ბუ­ლი ტყის ხან­ძრე­ბი.

ეროვ­ნულ დო­ნე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბი მე­ტყვე­ლებს, რომ ასე­ვე ინ­ტენ­სი­უ­რად დნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მყინ­ვა­რე­ბი. გლა­ცი­ო­ლოგ ლე­ვან ტი­ე­ლი­ძის თქმით, 2018 წელს გა­მოქ­ვეყ­ნდა შე­დე­გე­ბი კვლე­ვი­სა, რო­მე­ლიც მო­ი­ცავ­და კავ­კა­სი­ო­ნის მყინ­ვა­რე­ბის ინ­ვენ­ტო­რულ კვლე­ვას. აღ­ნიშ­ნუ­ლი კვლე­ვის მი­ხედ­ვით, ბოლო ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში კავ­კა­სი­ო­ნის მყინ­ვა­რე­ბის ფარ­თო­ბი 1675 კმ2-დან 1193 კმ2-მდე (28.8%) შემ­ცირ­და, იმა­ვე პე­რი­ოდ­ში მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს მყინ­ვა­რე­ბის ფარ­თო­ბი კი - 568 კმ2-დან 370 კმ2-მდე (34.9%). ცხა­დია, რომ ფარ­თო­ბის შემ­ცი­რე­ბას­თან ერ­თად მცირ­დე­ბა მყინ­ვა­რე­ბის მო­ცუ­ლო­ბაც. მა­გა­ლი­თად, 1997-2017 წლებ­ში იალ­ბუ­ზის მა­სი­ვის მყინ­ვა­რე­ბის მო­ცუ­ლო­ბა სამ­ჯერ უფრო სწრა­ფად მცირ­დე­ბო­და, ვიდ­რე 1957-1997 წლებ­ში. დნო­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მა­ღა­ლი ტემ­პით გა­მო­ირ­ჩე­ვა აღ­მო­სავ­ლე­თი კავ­კა­სი­ო­ნი, სა­დაც მყინ­ვა­რე­ბის ფარ­თო­ბი ყო­ველ­წლი­უ­რად და­ახ­ლო­ე­ბით 1%-ით მცირ­დე­ბა.

კავ­კა­სი­ო­ნის ერთი და იგი­ვე ფერ­დო­ბი გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნი 80-იან წლებ­სა და დღეს

სა­შუ­ა­ლო წლი­უ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა 2041-2070 წლე­ბის პე­რი­ოდ­ში 1971–2000 წლებ­თან შე­და­რე­ბით მთე­ლი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 1.60-დან 3.00 გრა­დუს ცელ­სი­უ­სამ­დე გა­იზ­რდე­ბა. აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში დათ­ბო­ბა 1.80-დან -3.00 გრა­დუ­სამ­დე ფარ­გლებ­შია მო­სა­ლოდ­ნე­ლი, ხოლო და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში კი, 1.60-დან–2.90-მდე ფარ­გლებ­ში.

2015 წელს სა­ქარ­თვე­ლომ მო­ამ­ზა­და და და­ნერ­გა მო­სა­ლოდ­ნე­ლი ეროვ­ნუ­ლად გან­სა­ზღვრუ­ლი წვლი­ლი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, 2030 წლის­თვის სათ­ბუ­რის გა­ზე­ბის ემი­სია 15%-მდე უნდა შემ­ცირ­დეს, რაც დად­გე­ნილ ზღვარს ქვე­მო­თაა. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ 2013 წლი­დან 2030 წლამ­დე ემი­სი­ის დონე მთლი­ა­ნი შიდა პრო­დუქ­ტის ერ­თე­ულ­ზე თით­ქმის 34%-ით უნდა შემ­ცირ­დეს.

ამ­ჟა­მინ­დე­ლი პროგ­ნო­ზე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­უ­კუ­ნის ბო­ლომ­დე მო­სა­ლოდ­ნე­ლია სა­შუ­ა­ლო წლი­უ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რის 2-დან 5-6 გრა­დუს ცელ­სი­უ­სამ­დე მო­მა­ტე­ბა. ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, ემი­სი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გა­იზ­რდე­ბა, თუ შემ­ცირ­დე­ბა. თუ CO2-ის ემი­სი­ე­ბის ტემ­პი იგი­ვე დარ­ჩე­ბა, მო­მა­ვა­ლი 100 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია მოვ­ლე­ნა­თა ყვე­ლა­ზე პე­სი­მის­ტუ­რი სცე­ნა­რით გან­ვი­თა­რე­ბა, რაც გუ­ლის­ხმობს სა­შუ­ა­ლო წლი­უ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რის +3-5 გრა­დუ­სით ცვლი­ლე­ბას; თუ მო­ხერ­ხდე­ბა ემი­სი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის შე­ზღუდ­ვა, შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა სა­შუ­ა­ლო წლი­უ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რის პროგ­ნო­ზი­რე­ბუ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლის შემ­ცი­რე­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით 1.5 გრა­დუ­სით.

  • სა­ქარ­თვე­ლომ ეროვ­ნულ დო­ნე­ზე გან­სა­ზღვრუ­ლი წე­სით (NDC-ით) აიღო ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რომ 2030 წლის­თვის სათ­ბუ­რის აი­რე­ბის ემი­სი­ებს უპი­რო­ბოდ 35%-ით შე­ამ­ცი­რებს, 1990 წლის მაჩ­ვე­ნე­ბელ­თან შე­და­რე­ბით, სა­ერ­თა­შო­რი­სო მხარ­და­ჭე­რის შემ­თხვე­ვა­ში კი შემ­ცი­რე­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლი შე­იძ­ლე­ბა 50-57%-მდე გა­ი­ზარ­დოს.

კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის 2030 წლის სტრა­ტე­გია და 2021-2023 წლე­ბის სა­მოქ­მე­დო გეგ­მა გან­სა­ზღვრავს კონ­კრე­ტულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს, თუ რო­გორ უნდა წა­რი­მარ­თოს შემ­ცი­რე­ბის პრო­ცე­სი ისეთ სექ­ტო­რებ­ში, რო­გო­რი­ცაა: ენერ­გე­ტი­კა, ტრან­სპორ­ტი, შე­ნო­ბე­ბი, მრეწ­ვე­ლო­ბა, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა, მი­წათ­სარ­გებ­ლო­ბა, ტყე­ე­ბი და ნარ­ჩე­ნე­ბი.

რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის ფონ­ზე, კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი­სა და ეკო­ლო­გი­ის პრობ­ლე­მებ­მა, რომ­ლე­ბიც კა­ცობ­რი­ო­ბის წი­ნა­შე ისე­დაც საკ­მა­ოდ მწვა­ვედ იდგა, რო­გორც ჩანს, მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­და­ი­ნაც­ვლა. თუმ­ცა, მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის გამო, პრო­ცე­სე­ბი, რომ­ლის გა­მოც კლი­მა­ტუ­რი სა­მი­ტე­ბი იმარ­თე­ბო­და, დაჩ­ქარ­და.

რა ელის გა­რე­მოს და რამ­დე­ნად გრძელ­ვა­დი­ა­ნია ეს ყვე­ლა­ფე­რი, სამ­წუ­ხა­როდ უც­ნო­ბია, ისე­ვე, რო­გორც უც­ნო­ბია მო­სა­ლოდ­ნე­ლი ეკო­ლო­გი­უ­რი კა­ტას­ტრო­ფის მას­შტა­ბი.

ავ­ტო­რი: ეკა დარ­ჩი­აშ­ვი­ლი

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი გიორგი
2

კაცობრიობა განუდგა ღმერთს და მიეცა უსჯულო ცხოვრებას.

შესაბამისად, პროგნოზსაც ვერავინ გააკეთებს, თუ როგორ მსჯავრსა და სასჯელს მოიწევს ღვთისაგან, დღევანდელი მსოფლიო და უსჯულო წუთისოფელი.

გიორგი
6

არანაირი გლობალური დათბობა არაა, პირიქით, მცირე გამყინვარების პერიოდიდან გამოსვლა ხდება, ანტიკურ ხანაში უფრო თბილილოდა ვიდრე ეხლა. გეითსმა ძროხების გაწყვეტა მოითხოვს, იმიტომ რომ ხელოვნური ხორცის ინდუსტრიას ლობირებს. შარშან ტექზასში თოვლი და ყინვა იყო, გაიყინა ხალხი, დენი გაითიშა. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

გაუსაძლისი სიცხე, დამშრალი ტბები და მდინარეები, ხანძრები - ევროპის ამჟამინდელი გვალვა ბოლო 500 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერია: გლობალური დათბობა მსოფლიოსა და საქართველოში

გაუსაძლისი სიცხე, დამშრალი ტბები და მდინარეები, ხანძრები - ევროპის ამჟამინდელი გვალვა ბოლო 500 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერია: გლობალური დათბობა მსოფლიოსა და საქართველოში

მრავალი საუკუნის განმავლობაში კლიმატზე გავლენა ადამიანის ზემოქმედებით იცვლებოდა, თუმცა პროცესი, დიდწილად ადამიანისთვის შეუმჩნევლად მიმდინარეობდა.

XXI საუკუნეში ადამიანის საქმიანობამ საკმაოდ დიდ მასშტაბებს მიაღწია, მაგრამ რამდენადაც დიდი იყო მიღწევები, იმდენად მკაფიო გახდა შედეგი, რაც ადამიანის მიერ ბუნებრივი გარემოს გაუფრთხილებლობას მოჰყვება.

კლიმატზე გავლენას გლობალური ხასიათის პროცესები ახდენს და ეს პროცესებია:

  • მიწის დიდი ნაწილების დამუშავება, რომელიც იწვევს ალბედოს (სხეულის ზედაპირის არეკვლის უნარი) შეცვლას, სინოტივის დაკარგვას, ატმოსფეროში მტვერიანობის გაზრდას;
  • ტყეების განადგურება, განსაკუთრებით ტროპიკულის, რაც გავლენას ახდენს ჟანგბადის რეპროდუქციაზე, ალბედოსა და აორთქლებაზე;
  • საქონლის რაოდენობის ზრდა, რაც ხელს უწყობს სტეპებისა და სავანების გარდაქმნას უდაბურ ადგილებად, რის შედეგადაც იცვლება ალბედო და მიმდინარეობს ნიადაგის ამოშრობა;
  • ნამარხი ორგანული საწვავის წვა და ატმოსფეროში CO2-ისა და CH4-ის შეღწევა.

ამ ყველაფრის და არამარტო ამ ყველაფრის შედეგად, ხდება ატმოსფეროს შემადგენლობის ცვლა, რასაც საბოლოოდ მოჰყვება რადიაციულ-აქტიური აირებისა და აეროზოლების ზრდა გარემოში.

ბოლო დროს, მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა გლობალური დათბობა და კლიმატის ცვლილებაა. წელს, ტემპერატურამ მთელს მსოფლიოში ბოლო ათწლეულებისა და საუკუნეების მაქსიმუმს მიაღწია და არცთუ ისე სასიამოვნო შედეგები გვაჩვენა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და უარესი წინ არის.

ევროპაში სიცხის ტალღები აშრობს მდინარეებს და კიდევ უფრო ზრდის მოთხოვნას ელექტროენერგიაზე სახლების გასაგრილებლად. ეს ხდება მაშინ, როდესაც კონტინენტზე ისედაც შეფერხებულია ენერგორესურსების მიწოდება და ფასები რეკორდულადაა გაზრდილი.

ევროპის რიგ ქვეყანაში ზაფხული ჩვეულებრივზე ადრე დაიწყო და რეკორდული ტემპერატურა უკვე ივნისიდან ფიქსირდება. ცხელი და მშრალი ამინდი ისედაც გაზრდილ ელექტროენერგიის ფასებს კიდევ უფრო ზემოთ წევს იტალიაში, სადაც მყინვარებმა დნობა დაიწყეს და ძლიერმა გვალვამ სოფლის მეურნეობაც დააზიანა.

ტემპერატურა იზრდება სამხრეთ ინგლისში, პორტუგალიასა და საფრანგეთშიც, ესპანეთის ნაწილში კი რეკორდულ ნიშნულს, 45 ცელსიუს გრადუსს მიუახლოვდა.

დამშრალი მდინარე პორტუგალიაში

სიცხის გამო მდინარეების დონე იკლებს, ეს კი, თავის მხრივ, გამომუშავებას არა მხოლოდ ჰიდროელექტროსადგურებში ამცირებს, არამედ ბირთვულ სადგურებშიც. საფრანგეთის ელექტროენერგიის პროვაიდერი კომპანიის (EDF) თანახმად, შესაძლოა ზოგიერთ ატომურ ელექტროსადგურში გამომუშავება შემცირდეს, რადგან, გვალვის გამო, მდინარეების დონე იკლებს, წყალი კი გასაგრილებლადაა საჭირო. ჰესების გამომუშავება იტალიაში და ესპანეთშიც შემცირებულია მშრალი კონდიციების გამო.

წყლის დონე მდინარე რაინზე სულ მცირე 2007 წლის შემდეგ ყველაზე მეტადაა შემცირებული:

ტემპერატურასთან ერთად ფასებიც იზრდება. ბრიტანეთში ელექტროენერგიის ფასმა 1 მგვტ.სთ-ზე 197.9 ბრიტანულ სტერლინგს მიაღწია, რაც აპრილის შემდეგ ყველაზე მაღალი ფასია. საფრანგეთში ფასმა 148 ევროს გადააჭარბა მგვტ.სთ-ზე.

მაღალი ტემპერატურა სიმინდის ნათესებსაც აზიანებს ევროპის მასშტაბით, რაც მათი ფასების ზრდასაც იწვევს.

ბუდაპეშტი, 2022 წლის აგვისტო

მაღალმა ტემპერატურამ მთელი რიგი პროდუქტების გაძვირებაც გამოიწვია: კომპანია Acesur-მა, რომელიც დიდი ბრიტანეთის უმსხვილეს სუპერმარკეტებს ზეითუნის ზეთით ამარაგებს, BBC-თან განაცხადა, რომ მომდევნო 3-4 თვეში პროდუქციას გაზრდილი ფასებით მიიღებენ.

მსოფლიოში ზეითუნის ზეთის თითქმის ნახევარს ესპანეთი აწარმოებს, იტალიასთან და პორტუგალიასთან ერთად, თუმცა ბოლო თვეებში თითოეული ეს ქვეყანა ნალექის სიმცირეს განიცდის, რაც პირდაპირ აისახება პროდუქციის წარმოებაზე.

ლონდონი, 2022 წლის აგვისტო

Acesur წელიწადში 200 000 ტონაზე მეტ ზეითუნის ზეთს აწარმოებს და 100-ზე მეტ ქვეყანაში ყიდის. ზეთისხილის უმეტესი ნაწილი მოჰყავთ ანდალუსიაში, სამხრეთ ესპანეთში, სადაც ბოლო კვირების განმავლობაში ძალიან მცირე ნალექი იყო.

გასულ წელს ესპანეთმა დაახლოებით 1,4 მილიონი ტონა ზეითუნის ზეთი აწარმოა, მაგრამ წელს, ამ სეზონისთვის ოფიციალური პირები მხოლოდ 1 მილიონ ტონას პროგნოზირებენ. კომპანია Acesur-ის წარმომადგენლის თქმით, მშრალმა ამინდმა შესაძლოა, გავლენა მომავალი სეზონის მოსავალზეც იქონიოს, თუ წყლის ნაკლებობის გამო ახალი ტოტები ვეღარ გაიზრდება.

ფრანგი ფერმერებისგან ხილ-ბოსტნეულის მოსავალი მეტად მშრალი ამინდების გამო წელს, თითქმის, 35%-ით შემცირდა. ამის შესახებ საფრანგეთის ბოსტნეულის მწარმოებელთა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტმა, ჟაკ რუშასემ განაცხადა.

ფრანგი ფერმერი

ასოციაციის შეფასებით, ამ მომენტისთვის მოსავლის 25-35% არის დაზიანებული. ამდენად, ჟაკ რუშასე აუცილებელ პირობად მიიჩნევს, რომ "ფრანგების სასურსათო დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად წყლის გამოყენებაზე მიღებული შეზღუდვები უკეთ იყოს ადაპტირებული“.

12 აგვისტოს საფრანგეთში, ქალაქ ბორდოსთან ძლიერი გვალვის გამო გაჩენილი ტყის ხანძარი აპოკალიფსს შეადარეს. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის ჩასაქრობად ევროპის 6 ქვეყნის სახანძრო ბრიგადა გამოიძახეს.

ხანძარი ქალაქ ბორდოსთან

ივლისში, გვალვის გამო საფრანგეთში 100-ზე მეტი კომუნა სასმელი წყლის გარეშე დარჩა. საფრანგეთის ეკოლოგიის კომპლექსური გარდაქმნის მინისტრმა, კრისტოფ ბეშუმ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ დაზარალებული რეგიონებისთვის სასმელი წყლის მიწოდება სატვირთო მანქანებით უზრუნველყო.

გასული ივლისი ევროპის ექვს თვეს შორის მთელი დაკვირევების პერიოდის ყველაზე ცხელ თვედ გამოცხადდა. 9 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი გვალვის გამო, სურსათზე ფასების ზრდის ესპანელ ფერმერებსაც ეშინიათ.

ინგლისი კი, "ამინდის უპრეცედენტო პირობების“ გამო სარწყავი შლანგების გამოყენებას კრძალავს. კომპანია, Thames Water, რომელიც ინგლისის უმეტესი ნაწილის წყლით მომარაგებაზე არის პასუხისმგებელი, მომხმარებლებს აცნობებს, რომ აკრძალვა ძალაში 24 აგვისტოდან შევა და მათ მოუწოდებს, რაც შეიძლება, მალე დაზოგონ წყალი.

შლანგების გამოყენებაზე, მათ შორის ბაღის მორწყვაზე, მანქანის ან ფანჯრების, კედლების, ბილიკებისა და ეზოების რეცხვაზე შესაძლოა,1000 ფუნტამდე ოდენობის ჯარიმა დაწესდეს.

დიდ ბრიტანეთში რეკორდული სიცხისა და ისტორიულად დაბალი ნალექის გამო წყლის დონე იკლებს. არსებული მონაცემებით, ევროკავშირში ტყის ხანძრებმა უკვე რეკორდული ფართობი - 660 000 ჰექტარი ტერიტორია გაანადგურა. ევროპის ამჟამინდელი გვალვა ბოლო 500 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერია.

დამშრალი ტბა ბელგრადის სიახლოვეს

უკეთესი მდგომარეობა არც აზიაშია - 21 აგვისტოს, ჩინეთის ხელისუფლებამ 2022 წელს გვალვის, ტყის ფართომასშტაბიანი ხანძრებისა და მოსავლის საფრთხის შესახებ პირველი გაფრთხილება გამოაქვეყნა.

18 აგვისტოს, ქვეყანამ ამინდის საფრთხის "ყვითელი“ დონე შემოიღო, რომელიც მაქსიმალურ საფრთხეს ორი საფეხურით აშორებს.

რამდენიმე კვირის განმავლობაში, ანომალიური სიცხე შეინიშნებოდა აზიის ყველაზე გრძელი მდინარის, იანძის დინების გასწვრივ. პოიანგის ტბა, რომელიც მდინარე იანძის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს, წელიწადის ამ დროისთვის ნორმალური ზომის მეოთხედამდე დაშრა.

პოიანგის ტბა 2001 და 2021 წლებში

ასევე დაშრა დაახლოებით 66 მდინარე ჩონკინგის მუნიციპალიტეტის 34 საგრაფოში.

ექსპერტები თვლიან, რომ ამ ფენომენის მიზეზი იყო მდინარის ხეობაში ნალექის მცირე რაოდენობა, მის ზემო ნაწილში წყლის მცირე შემოდინება, მაღალი ტემპერატურა და წყლის აორთქლების დაჩქარება. ამავდროულად, იანძი მიედინება ჩინეთის რეგიონში, სადაც ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით მესამედი ცხოვრობს.

დამშრალი მდინარე ირანში

აღსანიშნავია, რომ 21-ე საუკუნის დასაწყისიდან ტემპერატურა ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაციის პარალელურად იზრდება. IPCC-ის მონაცემებით, 2005 წლიდან დღემდე, საშუალო წლიური ტემპერატურის მატებამ 0.87 გრადუსი ცელსიუსი შეადგინა, რაც აღემატება საშუალო წლიური ტემპერატურის ზრდის მაჩვენებელს მთელი მე-20 საუკუნის განმავლობაში.

პოლარული ყინულის დნობის პროცესი

კიდევ ერთი უდიდესი პრობლემა, რაც გლობალურ დათბობას ახლავს თან, ეს მყინვარების დნობაა. ბოლო კვლევებით, 1960 წლიდან 2016 წლამდე მსოფლიოს მყინვარებმა დაახლოებით 9 600 გიგატონა ყინული დაკარგა, რაც დაახლოებით ჩილეს ზომის ქვეყნის (756 000 კმ2) 14 მ-იანი სისქის ყინულის ფენით დაფარვის ტოლფასია. ამის შედეგად მსოფლიო ოკეანის დონემ 27 მილიმეტრით მოიმატა. გრძელვადიანი დაკვირვებებით მტკიცდება, რომ დროის ამ მონაკვეთში მყინვარების მასის დაკარგვის ასეთი მაჩვენებელი ისტორიულად უპრეცედენტოა.

  • გლობალური დათბობა და საქართველო

საქართველოში კლიმატის ცვლილების გამოვლინება განსაკუთრებით მწვავედ აისახება სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, ენერგეტიკის და ეკონომიკის სექტორებზე. შესაბამისად, კლიმატის ცვლილება საფრთხეა ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის.

რეგიონში დაბინძურების მაღალი დონე კლიმატური კატასტროფების უმთავრესი ხელშემწყობი ფაქტორია. მაგალითად, 2021 წლის მსოფლიო ჰაერის ხარისხის ანგარიშის მიხედვით, საქართველო, ყველაზე დაბინძურებული ქვეყნების რეიტინგის 42-ე ადგილზე მდებარეობს. ხოლო, რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში ჰაერის ხარისხის ინდექსი 3.8-ჯერ აღემატება ჯანმო-ს ჰაერის ხარისხის წლიურ მნიშვნელობას.

ტყის ხანძარი ბორჯომში

კლიმატის ცვლილებით განპირობებული რისკები საქართველოში:

  • შავი ზღვის დონის მატება;
  • გახშირებული და ინტენსიური წყალდიდობები;
  • წყალმოვარდნები;
  • მეწყერი და ღვარცოფი მაღალმთიანეთში;
  • გაუდაბნოება;
  • გახშირებული და ინტენსიური "თბური ტალღები“;
  • საშუალო ტემპერატურის მატება;
  • წყლის შემცირებული რესურსი;
  • გახშირებული ტყის ხანძრები.

ეროვნულ დონეზე ჩატარებული კვლევები მეტყველებს, რომ ასევე ინტენსიურად დნება საქართველოს მყინვარები. გლაციოლოგ ლევან ტიელიძის თქმით, 2018 წელს გამოქვეყნდა შედეგები კვლევისა, რომელიც მოიცავდა კავკასიონის მყინვარების ინვენტორულ კვლევას. აღნიშნული კვლევის მიხედვით, ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში კავკასიონის მყინვარების ფართობი 1675 კმ2-დან 1193 კმ2-მდე (28.8%) შემცირდა, იმავე პერიოდში მხოლოდ საქართველოს მყინვარების ფართობი კი - 568 კმ2-დან 370 კმ2-მდე (34.9%). ცხადია, რომ ფართობის შემცირებასთან ერთად მცირდება მყინვარების მოცულობაც. მაგალითად, 1997-2017 წლებში იალბუზის მასივის მყინვარების მოცულობა სამჯერ უფრო სწრაფად მცირდებოდა, ვიდრე 1957-1997 წლებში. დნობის განსაკუთრებულად მაღალი ტემპით გამოირჩევა აღმოსავლეთი კავკასიონი, სადაც მყინვარების ფართობი ყოველწლიურად დაახლოებით 1%-ით მცირდება.

კავკასიონის ერთი და იგივე ფერდობი გასული საუკუნი 80-იან წლებსა და დღეს

საშუალო წლიური ტემპერატურა 2041-2070 წლების პერიოდში 1971–2000 წლებთან შედარებით მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე 1.60-დან 3.00 გრადუს ცელსიუსამდე გაიზრდება. აღმოსავლეთ საქართველოში დათბობა 1.80-დან -3.00 გრადუსამდე ფარგლებშია მოსალოდნელი, ხოლო დასავლეთ საქართველოში კი, 1.60-დან–2.90-მდე ფარგლებში.

2015 წელს საქართველომ მოამზადა და დანერგა მოსალოდნელი ეროვნულად განსაზღვრული წვლილი, რომლის თანახმადაც, 2030 წლისთვის სათბურის გაზების ემისია 15%-მდე უნდა შემცირდეს, რაც დადგენილ ზღვარს ქვემოთაა. ეს იმას ნიშნავს, რომ 2013 წლიდან 2030 წლამდე ემისიის დონე მთლიანი შიდა პროდუქტის ერთეულზე თითქმის 34%-ით უნდა შემცირდეს.

ამჟამინდელი პროგნოზების საფუძველზე, საუკუნის ბოლომდე მოსალოდნელია საშუალო წლიური ტემპერატურის 2-დან 5-6 გრადუს ცელსიუსამდე მომატება. ეს დამოკიდებულია იმაზე, ემისიის მაჩვენებელი გაიზრდება, თუ შემცირდება. თუ CO2-ის ემისიების ტემპი იგივე დარჩება, მომავალი 100 წლის განმავლობაში მოსალოდნელია მოვლენათა ყველაზე პესიმისტური სცენარით განვითარება, რაც გულისხმობს საშუალო წლიური ტემპერატურის +3-5 გრადუსით ცვლილებას; თუ მოხერხდება ემისიების რაოდენობის შეზღუდვა, შესაძლებელი გახდება საშუალო წლიური ტემპერატურის პროგნოზირებული მაჩვენებლის შემცირება, დაახლოებით 1.5 გრადუსით.

  • საქართველომ ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წესით (NDC-ით) აიღო ვალდებულება, რომ 2030 წლისთვის სათბურის აირების ემისიებს უპირობოდ 35%-ით შეამცირებს, 1990 წლის მაჩვენებელთან შედარებით, საერთაშორისო მხარდაჭერის შემთხვევაში კი შემცირების პოტენციალი შეიძლება 50-57%-მდე გაიზარდოს.

კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგია და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა განსაზღვრავს კონკრეტულ ღონისძიებებს, თუ როგორ უნდა წარიმართოს შემცირების პროცესი ისეთ სექტორებში, როგორიცაა: ენერგეტიკა, ტრანსპორტი, შენობები, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, მიწათსარგებლობა, ტყეები და ნარჩენები.

რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, კლიმატური ცვლილებებისა და ეკოლოგიის პრობლემებმა, რომლებიც კაცობრიობის წინაშე ისედაც საკმაოდ მწვავედ იდგა, როგორც ჩანს, მეორე ადგილზე გადაინაცვლა. თუმცა, მიმდინარე მოვლენების გამო, პროცესები, რომლის გამოც კლიმატური სამიტები იმართებოდა, დაჩქარდა.

რა ელის გარემოს და რამდენად გრძელვადიანია ეს ყველაფერი, სამწუხაროდ უცნობია, ისევე, როგორც უცნობია მოსალოდნელი ეკოლოგიური კატასტროფის მასშტაბი.

ავტორი: ეკა დარჩიაშვილი