სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კადიროველი" ძენგოვი, რომელსაც ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული, საქართველოში ერთობა" - ქეთა თოფურიას ქმარი ისევ თბილისშია: რა ფოტოებს აქვეყნებს მარიამ გეგუჩაძე?
"კადიროველი" ძენგოვი, რომელსაც ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული, საქართველოში ერთობა" - ქეთა თოფურიას ქმარი ისევ თბილისშია: რა ფოტოებს აქვეყნებს მარიამ გეგუჩაძე?

იტა­ლი­ა­ში სა­კონ­ცერ­ტო ტურ­ნეს შემ­დეგ, ქეთა თო­ფუ­რია, ქმარ­თან ერ­თად, სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და. რუსი ბიზ­ნეს­მე­ნი ლევ ძენ­გო­ვი, რო­მე­ლიც ასე­ვე ცნო­ბი­ლია, რო­გორც რამ­ზან კა­დი­რო­ვის მრჩე­ვე­ლი, ჩვე­ნი წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ხში­რად ჩა­მო­დის. ცნო­ბი­ლია, რომ თო­ფუ­რი­ამ უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, წყნეთ­ში ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი აგა­რა­კი აი­შე­ნა. ძენ­გო­ვის თბი­ლის­ში ყოფ­ნის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ფო­ტო­ე­ბი, მოძ­რა­ო­ბა "სირ­ცხვი­ლი­ას“ აქ­ტი­ვის­ტმა მა­რი­ამ გე­გუ­ჩა­ძემ "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

"კა­დი­რო­ვე­ლი" ძენ­გო­ვი, რო­მელ­საც ოკუ­პა­ცი­ის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი აქვს დარ­ღვე­უ­ლი (აფხა­ზეთ­ში იყო რამ­დენ­ჯერ­მე) ერ­თო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და უკ­რა­ი­ნელ ჟურ­ნა­ლისტს, ან­ტი­პუ­ტი­ნისტ გორ­დონს ეს მთავ­რო­ბა სა­ზღვრი­დან აძე­ვებს. აი, მეტი რო­გორ უნდა თქვას ამ მთავ­რო­ბამ, რომ რუ­სია.

პ.ს. ძენ­გო­ვი ქეთა თო­ფუ­რი­ას ქმა­რია, ქე­თაც გვერ­დზე ეჯდა. ვერ მო­ვა­ხერ­ხე უბ­რა­ლოდ ფო­ტოს გა­და­ღე­ბა", - წერს მა­რი­ამ გე­გუ­ჩა­ძე.

რო­გორც ზე­ვით გიყ­ვე­ბო­დით, ჯერ კი­დევ ივ­ლის­ში, რო­დე­საც ქეთა ქმარ­თან ერ­თად სტუმ­რობ­და თბი­ლისს, წყა­რო გვიყ­ვე­ბო­და, რომ ძენ­გო­ვის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში სტუმ­რო­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია. თუ ის ნამ­დვი­ლად იმ­ყო­ფე­ბო­და აფხა­ზეთ­ში და დარ­ღვე­უ­ლი აქვს კა­ნო­ნი ოკუ­პა­ცი­ის შე­სა­ხებ, გა­მო­დის, რომ ქარ­თვე­ლე­ბის სიძე ცო­ლის სამ­შობ­ლო­ში უკა­ნო­ნოდ შე­მო­დის.

ქეთა თო­ფუ­რია ქმარ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­შია - რო­გორ ატა­რებს მომ­ღე­რა­ლი დროს სამ­შობ­ლო­ში? - ის მალე იტა­ლი­ა­ში წას­ვლას გეგ­მავს, სა­დაც ბო­ჩე­ლის კონ­ცერ­ტზე იმ­ღე­რებს (ფო­ტო­ე­ბი)

ქეთა თო­ფუ­რია და ლევ ძენ­გო­ვი 2020 წლის ნო­ემ­ბერ­ში და­ქორ­წინ­დნენ, რამ­დე­ნი­მე თვე­ში კი სა­ერ­თო ვაჟი, ადა­მი შე­ე­ძი­ნათ.

ძენ­გო­ვის წარ­სუ­ლი­სა და რამ­ზან კა­დი­როვ­თან მე­გობ­რო­ბის შე­სა­ხებ, ambebi.ge-მ მკი­თხველს ვრცე­ლი სტა­ტია ჯერ კი­დევ მარ­ტის თვე­ში შეს­თა­ვა­ზა...

ქეთა თო­ფუ­რი­ას მე­უღ­ლის მჭიდ­რო კავ­ში­რი კა­დი­როვ­თან და თა­ნამ­დე­ბო­ბა ჩეჩ­ნე­თის მთავ­რო­ბა­ში - ვინ არის რე­ა­ლუ­რად ლევ ძენ­გო­ვი: ბიზ­ნეს­მე­ნი ფსევ­დო­ნი­მი­თა და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბით

მკითხველის კომენტარები / 92 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტიტე
5

ლევ ძენგოვი, რუსია თუ ჩეჩენი, ამას თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს. ის ქართველების სიძეა და საქართველოს წინაშე, არავითარი ნეგატიური არ გააჩნია. თუ საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული, ეს სულ სხვა საქმეა.

პეპო
8

მაგრა ტეხავს სირცხვილია იყო კადიროვის მრჩეველი და ამას ხმამაღლა ამბობდე მითუმეტეს რესტორნის სურათებს დებენ. უკრაინის ომზე თუ სმენიათ რამე საინტერესოა

 

 

 

 

 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"კადიროველი" ძენგოვი, რომელსაც ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული, საქართველოში ერთობა" - ქეთა თოფურიას ქმარი ისევ თბილისშია: რა ფოტოებს აქვეყნებს მარიამ გეგუჩაძე?

"კადიროველი" ძენგოვი, რომელსაც ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული, საქართველოში ერთობა" - ქეთა თოფურიას ქმარი ისევ თბილისშია: რა ფოტოებს აქვეყნებს მარიამ გეგუჩაძე?

იტალიაში საკონცერტო ტურნეს შემდეგ, ქეთა თოფურია, ქმართან ერთად, საქართველოში დაბრუნდა. რუსი ბიზნესმენი ლევ ძენგოვი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც რამზან კადიროვის მრჩეველი, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, საქართველოში მეუღლესთან ერთად ხშირად ჩამოდის. ცნობილია, რომ თოფურიამ უკვე რამდენიმე წელია, წყნეთში ძვირადღირებული აგარაკი აიშენა. ძენგოვის თბილისში ყოფნის დამადასტურებელი ფოტოები, მოძრაობა "სირცხვილიას“ აქტივისტმა მარიამ გეგუჩაძემ "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოაქვეყნა.

"კადიროველი" ძენგოვი, რომელსაც ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული (აფხაზეთში იყო რამდენჯერმე) ერთობა საქართველოში და უკრაინელ ჟურნალისტს, ანტიპუტინისტ გორდონს ეს მთავრობა საზღვრიდან აძევებს. აი, მეტი როგორ უნდა თქვას ამ მთავრობამ, რომ რუსია.

პ.ს. ძენგოვი ქეთა თოფურიას ქმარია, ქეთაც გვერდზე ეჯდა. ვერ მოვახერხე უბრალოდ ფოტოს გადაღება", - წერს მარიამ გეგუჩაძე.

როგორც ზევით გიყვებოდით, ჯერ კიდევ ივლისში, როდესაც ქეთა ქმართან ერთად სტუმრობდა თბილისს, წყარო გვიყვებოდა, რომ ძენგოვისთვის საქართველოში სტუმრობა ჩვეულებრივი ამბავია. თუ ის ნამდვილად იმყოფებოდა აფხაზეთში და დარღვეული აქვს კანონი ოკუპაციის შესახებ, გამოდის, რომ ქართველების სიძე ცოლის სამშობლოში უკანონოდ შემოდის.

ქეთა თოფურია ქმართან ერთად საქართველოშია - როგორ ატარებს მომღერალი დროს სამშობლოში? - ის მალე იტალიაში წასვლას გეგმავს, სადაც ბოჩელის კონცერტზე იმღერებს (ფოტოები)

ქეთა თოფურია და ლევ ძენგოვი 2020 წლის ნოემბერში დაქორწინდნენ, რამდენიმე თვეში კი საერთო ვაჟი, ადამი შეეძინათ.

ძენგოვის წარსულისა და რამზან კადიროვთან მეგობრობის შესახებ, ambebi.ge-მ მკითხველს ვრცელი სტატია ჯერ კიდევ მარტის თვეში შესთავაზა...

ქეთა თოფურიას მეუღლის მჭიდრო კავშირი კადიროვთან და თანამდებობა ჩეჩნეთის მთავრობაში - ვინ არის რეალურად ლევ ძენგოვი: ბიზნესმენი ფსევდონიმითა და დიპლომატიური საქმიანობით